1. 167(1)-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია საბაჟო პროცედურის, რომელთან მიმართებაშიც ხდება საქონლის დეკლარირება, მარგულირელი დებულებების გამოსაყენებლად საჭირო ინფორმაციის წარდგენა. პირს ასევე უნდა შეეძლოს მოცემული საქონლის საბაჟოში წარდგენა თვითონ ან სხვის მიერ.

თუმცა, როცა საბაჟო დეკლარაციის მიღება კონკრეტულ პირს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს ამ პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2. დეკლარაციის წარმდგენი პირი დამკვიდრებული უნდა იყოს ევროკავშირის საბაჟო ტერირორიაზე.

3. მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, არ არის საჭირო რომ ქვემოთ ჩამოთვლილი დეკლარაციის წარმდგენი პირები დაფუძნებულნი იყვნენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე:

(a) პირები, რომლებიც წარადგენენ საბაჟო დეკლარაციას სატრანზიტოდ ან დროებით შემოსატანად.

(b) პირები, რომლებიც იშვიათად წარადგენენ საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და შიდა გადამუშავებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოებს ეს გამართლებულად მიაჩნიათ;

(c) იმ ქვეყნებში დაფუძნებული პირები, რომელთა ტერიტორიაც ესაზღვრება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას და, რომლებიც წარმოადგენენ საქონელს, რომელსაც ეხება საბაჟო დეკლარაცია ევროკავშირის სასზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც ამ ქვეყანას ესაზღვრება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა, სადაც ეს პირები არიან დაფუძნებულნი, აძლევს ორმხრივ შეღავათებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამკვიდრებულ პირებს.

4. საბაჟო დეკლარაცია უნდა იქნეს დამოწმებულ