1. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება უფლებამოსილება მიანიჭონ პირს წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია იმ საბაჟო ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილზე სადაც დაფუძნებულია ეს პირი, იმ საქონლისთვის, რომლის განსაბაჟებლად წარდგენაც ხდება სხვა საბაჟო პუნქტში.

პირველ აბზაცში მითითებული ავტორიზაციის მოთხოვნა შეიძლება მოიხსნას, თუ ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენა ერთი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებლობით.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაციისთვის განაცხადის შემტანი პირი უნდა იყოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

3. საბაჟო პუნქტი, რომელშიც ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა უნდა:

(a) ზედამხედველობდეს საქონლის მოქცევას შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში;

(b) ახორციელებდეს საბაჟო კონტროლის პროცედურებს 188-ე მუხლის (a) და (b) პუნქტებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის;

(c) ითხოვდეს, რომ, სადაც მიზანშეწონილია, საბაჟო პუნქტმა, სადაც ხდება საქონლის წარდგენა, განახორციელოს საბაჟო კონტროლი 188-ე მუხლის (c) და (d) პუნქტებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის; და

(d) განახორციელოს საბაჟო ფორმალობები ნებისმიერი საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის რაოდენობის ამოსაღებად.

4. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, და საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა, უნდა გაცვალონ საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისა და საქონლის გასაშვებად აუცილებელი ინფორმაცია.

5. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ან ტერიტორიიდან გატანილ საქონელთან დაკავშირებული საკუთარი კონტროლის შეუზღუდავად, უნდა განახორციელონ მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო კონტროლის პროცედურები და საბაჟო გამშვებ პუნქტს, სადაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, მიაწოდოს კონტროლის შედეგები.

6. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, სადაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, უნდა გაუშვას საქონელი 194-ე და 195-ე მუხლების შესაბამისად ისე, რომ მხედველობაში მიიღოს:

(a) საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის საჭირო საკუთარი კონტროლის შედეგები;

(b) იმ საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ჩატარებული კონტროლის შედეგები, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და ტერიტორიიდან გატანილ საქონელთან დაკავშირებული კონტროლის შედეგებ