1. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მიანიჭონ პირს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის გამარტივებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამისილება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწერის სახით იმ შემთხვევაში, თუ ამ დეკლარაციის მონაცემები არის საბაჟო ორგანოების განკარგულებაში დეკლარაციის წარმდგენი პირის ელექტრონულ სისტემაში იმ დროისთვის, როცა ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწერის სახით.

2. საბაჟო დეკლარაცია მიღებულად უნდა ჩაითვალოს დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში საქონლის შეტანის მომენტისთვის.

3. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოიხსნან საქონლის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, საქონელი უნდა ჩაითვალოს გაშვებულად დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში შეტანის მომენტისთვის.

ვალდებულების მოხსნა შესაძლებელია, თუკი სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირი არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას;

(b) შესაბამისი საქონლის სახეობა და გადაადგილება ნებადართულია და ცნობილია საბაჟო ორგანოებისთვის;

(c) ზედამხედველ საბაჟო ორგანოს აქვს ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, რათა ჰქონდეს, საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, საქონლის შემოწმების უფლების გამოყენების შესაძლებლობა;

(d) დოკუმენტებში შეტანისას, საქონელი აღარ ექვემდებარება აკრძალვებსა და შეზღუდვებს გარდა ავტორიზაციით სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თუმცა, კონკრეტულ სიტუაციებში, ზედამხედველმა საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ საქონლის წარდგენა.

4. პირობები, რომელშიც ნებადართულია საქონლის გაშვება განსაზღვრული უნდა იქნეს ავტორიზაციაშ