1. წარმოშობის სერთიფიკატების შემდგომი შემოწმება განხორციელდება არასისტემურად ან მაშინ, როცა იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას გაუჩნდება გონივრული საფუძველი ეჭვი შეიტანოს დოკუმენტების ნამდვილობის, მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსის ან წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულების მიმართ.
2. პირველი პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება დააბრუნებს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს და ანგარიშფაქტურას, თუ ისინი (წარმოშობის დეკლარაცია ან ამ დოკუმენტების ასლები) წარდგენილი იყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის და იძლეოდა (სადაც ეს საჭიროა) დაზუსტების მიზეზს. ნებისმიერი მიღებული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც აღძრავს წარმოშობის სერთიფიკატში ან წარმოშობის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის არსებობის ეჭვს, უნდა გაიგზავნოს გასარკვევად.
3. აღნიშნულ ეჭვებს გაარკვევს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება. ამისათვის, მათ ექნებათ ნებისმიერი მტკიცებულების მოთხოვნის და ექსპორტიორის ანგარიშების ნებისმიერი ინსპექციის (და ყველა სხვა აუცილებელი შემოწმების) ჩატარების უფლება.
4. თუ იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება გადაწყვეტს მოცემული პროდუქციისათვის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერებას შემოწმების შედეგების მიღებამდე, იმპორტიორს შესთავაზებენ პროდუქციისაგან განთავისუფლებას სიფრთხილის იმ ზომების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაითვლება აუცილებლად.
5. შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებას სასწრაფოდ მიეწოდება აღნიშნული შემოწმების შედეგები. ამ შედეგებში მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილი, შეიძლება თუ არა მოცემული პროდუქციის განხილვა ისე, თითქოს ისინი წარმოშობილია კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე და სრულდება თუ არა წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნები.
6. თუ ეჭვის შეტანის შესახებ გონივრული საფუძველის შემთხვევაში შემოწმების მოთხოვნიდან ათი თვის განმავლობაში არ მოვა პასუხი ან თუ პასუხში არ იქნება მოცემული საკმარისი ინფორმაცია საეჭვო დოკუმენტის ნამდვილობაში ან პროდუქციის ჭეშმარიტ წარმოშობაში დასარწმუნებლად, მომთხოვნი საბაჟო უწყება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) უარს იტყვის პრეფერენციული რეჟიმის გამოყენებაზ