ამ ოქმის მიზნებისათვის:

(a)        „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს, მხარის ტერიტორიაზე მოქმედ, ნებისმიერ სამართლებრივ ან ნორმატიულ აქტებს რომელიც არეგულირებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანზიტს და ნებისმიერ სხვა საბაჟო რეჟიმში ან პროცედურაში მოქცევას, მათ შორის აკრძალვის, შეზღუდვის და კონტროლის ზომებს;

(b)       “თხოვნის წარმდგენი უწყება“ ნიშნავს, მხარის მიერ ამ მიზნებისათვის განსაზღვრულ, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უწყებას რომელიც, ამ ოქმის საფუძველზე, წარადგენს თხოვნას დახმარების თაობაზე;

(c)        “თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია“ ნიშნავს, მხარის მიერ ამ მიზნებისათვის განსაზღვრულ, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უწყებას რომელიც, ღებულობს, ამ ოქმის საფუძველზე, წარმოდგენილ თხოვნას დახმარების თაობაზე;

(d)       “პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პირების შესახებ;

(e)        “ოპერაცია რომელიც არღვევს საბაჟო კანონმდებლობას“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობა