მხარეები ერთმანეთს გაუწევენ ურთიერთდახმარებას, საკუთარი ინიციატივით, მათი სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ისინი მიიჩნევენ რომ ეს აუცილებელია საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებისათვის, აღნიშნული განხორციელდება იმ ინფორმაციის გაცვლით, რომელიც შეეხება:
(a) ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციას და რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მეორე მხარისათვის;
(b) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ოპერაციებში გამოყენებულ ახალი საშუალებებს ან მეთოდებს;
(c) იმ საქონელს, რომელის შესახებაც ცნობილია, რომ ის არის საბაჟო წესების დარღვევის სუბიექტი;
(d) ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში;
(e) სატრანსპორტო საშუალებებს შესახებ, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნას საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში გამოსაყენებლა