1. ხელშემკვრელი მხარის პროდუქცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით წარმოშობის დამადასტურებელი ერთ-ერთი სახის შემდეგი დოკუმენტის წარდგენისას:

(a) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია III a დანართში;

(b) EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია III b დანართში;

(c) 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული შემთხვევებისას, დეკლარაცია (შემდგომში წოდებული, როგორც „წარმოშობის დეკლარაცია“ ან „EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია“), რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მოწოდების შეტყობინება ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტები მოცემულია IV a და IV b დანართებში.

2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, წინამდებარე კონვენციის მნიშვნელობით მოცემული წარმოშობის მქონე პროდუქცია (26-ე მუხლში დასახელებულ შემთხვევებში) სარგებლობს შესაბამისი შეთანხმებებით და არ არის აუცილებელი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით დასახელებული რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენ