1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი არაავტომატური აწონის საშუალებები.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსებამდე, იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, არაავტომატური აწონის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, აწონის საშუალებას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია და მწარმოებელის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
3. თუ იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისთვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. იმ არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსების შემთხვევაში, რომლებიც არ გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით, იმპორტიორი უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ დაცულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. იმპორტიორმა არაავტომატური აწონის საშუალებაზე უნდა დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ ამისათვის საჭიროა შეფუთვის გახსნა, მაშინ დატანილი უნდა იქნეს შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
5. იმპორტიორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილ არაავტომატურ აწონის საშუალებებს თან ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე.
6. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
7. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს, იმპოტიორი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებების ნიმუშების შემოწმება, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული არაავტომატური აწონის საშუალებების რეესტრი და ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.
8. იმპორტიორი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი ჩათვალოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად, მოახდინოს არაავტომატური აწონის საშუალების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა, იმ შემთხვევაში, როდესაც არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
9. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია არაავტომატური საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად და უზრუნველყოს, რომ სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიეწოდოს ამ ორგანოს.
10. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია არაავტომატური აწონის საშუალების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა