1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ იგი დაპროექტებული და წარმოებულია II დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს III დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს მე-16 მუხლით გათვლისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურების ჩატარების შედეგად დადგინდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაბამისობა მისთვის დადგენილ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია.
3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
4. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ფორმის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რისკებთან მიმართებით, მწარმოებელი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვომი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშების კვლევა, გამოიძიოს და აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეესტრი. ამგვარი მონიტორინგის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს.
5. მწარმოებელი ვალდებულია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, უზრუნველყოს მასზე შესაბამისი ტიპის, სერიული ნომრის ან სხვა ინფორმაციის დატანა. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ზომის ან თავისებურების გამო აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
6. მწარმოებელი ვალდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეფუთვაზე ან უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტაციაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
7. მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს თან ერთოდეს შესაბამისი ინსტრუქციები და II დანართით განსაზღვრული ინფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული ინსტრუქციები და ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა სახის ნიშანდება უნდა იყოს ცხადი, მკაფიო, გარჩევადი და გასაგები.
8. მწარმოებელი ვალდებულია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია ან II დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ინსტრუქციებსა და ინფორმაციაში მიუთითოს ინტერნეტ მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისობის დეკლარაციაზე წვდომა.
9. თუ მწარმოებელი თვლის, ან აქვს მიზეზი სჯეროდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა პროდუქტის შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამო პროდუქტი გამოითხოვოს ან ამოიღონ ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები შეიცავს რისკს, მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი დეტალები, მათ შორის ინფორმაცია შეუსაბამობებისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
10. მწარმოებელი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შევსებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლა