1. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდგომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე:

ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების გამოყენებისთვის ან კანონისა და წესრიგის დასაცავად;

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია თავდაცვისთვის, გარდა იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებისა, რომელიც განკუთვნილია სპორტული აქტივობებისთვის;

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც დამზადებულია პირადი გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოს დაცვა:

გ.ა) არაექსტრემალური ატმოსფერული პირობებისგან;

გ.ბ) ჭურჭლის რეცხვის დროს სინესტისა და წყლისგან;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რომელიც გამოიყენება საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე;

ე) მოტოციკლებისა და მოპედებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტები და ხედვის ეკრანებ