1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალება:
ა.ა) საშუალება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ადამიანის მიერ სატარებლად ან დასაჭერად/დასაკავებლად და განკუთვნილია ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე რისკის თავიდან ასარიდებლად;
ა.ბ) „ა.ა“ პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების ურთიერთჩანაცვლებადი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია დაცვითი ფუნქციის შესასრულებლად;
ა.გ) „ა.ა“ პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების შემაერთებელი სისტემები, რომლებსაც არ ატარებს ადამიანი და არ უჭირავს ადამიანს, დამზადებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარე მოწყობილობასთან ან სანდო დამჭერ წერტილთან შესაერთებლად, და რომელიც არ არის დამზადებული მუდმივად დამაგრებისთვის და გამოყენებამდე არ საჭიროებს შეკვრას.
ბ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - გამოყენების ან დისტრიბუციისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალების მიწოდება კომერციული აქტივობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ;
გ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, ან დაპროექტებული ან ნაწარმოები აქვს ინდივიდუალური დაცვის საშუალები და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას;
ე) ავტორიზებული წარმომადგენელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წერილობით ავტორიზებულია მწარმოებლის მიერ მის ნაცვლად განახორციელოს განსაზღვრული ფუნქციები;
ვ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს;
ზ) დისტრიბუტორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური დაცვის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობას;
თ) ეკონომიკური ოპერატორი – მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;
ი) ტექნიკური სპეციფიკაცია – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებებ