1. მწარმოებელი უფლებამოსილია, წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, აირჩიოს ავტორიზებული წარმომადგენელი და გადასცეს შესაბამისი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულებისა.
2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია, განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციები. მინდობილობა ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს უფლებას, განახორციელოს მინიმუმ შემდეგი ფუნქციები:
ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაცია და III დანართში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია ელექტრომოწყობილობის მის მიერ ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;
ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ელექტრომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად;
გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს კომპეტენტურ ორგანოსთან მისი უფლებამოსილებების ფარგლებში გატარებულ ნებისმიერ ზომასთან დაკავშირები