1. დოკუმენტების შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღიდან, ხოლო სხვა დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენებისათვის – მათი შემოსვლის თარიღიდან.
2. შესრულების ვადებს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი დოკუმენტების გამომგზავნი დაწესებულებების მიერ ან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ნორმატიული აქტებით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე. შესრულების საბოლოო თარიღი მიეთითება დოკუმენტის ტექსტში ან ხელმძღვანელის რეზოლუციაში.
3. შესრულების ვადის შეცვლა ხდება ამ ვადის დამდგენი პირის მიერ. დოკუმენტების შესრულების შეჩერების, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომ დაწესებულებასა და დოკუმენტის ავტორ-დაწესებულება