1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებს უფლება აქვს:

ა) მიიღოს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები ვალდებულია:

ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობებ