1. კანონისა და ამ წესის თანახმად, კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
ა) პირის მიერ კომპენსაციის/სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც ამ პირის მიერ არ ხდება მისი კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოძრაობა 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 6 თვის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. ასევე, სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: სამკურნალო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შესამოწმებლად მიმართვის დაგვიანებით გაფორმება, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა წარსული დროისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან