1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ კომპენსაციებზე ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი.
2. კანონის ამოქმედებამდე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის იმ მიზეზობრივი კავშირის დროს, როდესაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, მარჩენალდაკარგულის კომპენსაციის მიღებისას 14 წლის ასაკამდე შვილის მოვლისათვის, 18 წლის ასაკის ზემოთ სწავლის შემთხვევაში, გარდაცვლილი სამხედრო პენსიონერების მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები და,ასევე, ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები გაგრძელდეს ძველი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლება სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი.
4. საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება:
ა) შრომის წიგნაკი;
ბ) სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები;
გ) იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი;
დ) საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები;
ე) შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობი ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ;
ვ) ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე;
ზ) ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ;
თ) ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს;
ი) დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
5. „პოლიციის შესახებ” და „ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და ფინანსური პოლიციის რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივ სარგოსა და წოდებაზე დანამატის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
6. თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურობისთვის დადგენილი სარგოს და წოდებაზე დანამატის სარგოების ჯამს.
დანართი №1
სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობების ჩამონათვალი
1. პროფესორი;
2. დოცენტი;
3. კონსულტანტი;
4. მთავარი კონსულტანტი;
5. უმცროსი მასწავლებელი;
6. მასწავლებელი;
7. უფროსი მასწავლებელი;
8. ლაბორანტი;
9. უფროსი ლაბორანტი;
10. სტაჟიორი-მკვლევარი;
11. ასისტენტი;
12. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი,13. მეცნიერი თანამშრომელი;
14. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
15. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
16. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
17. მეცნიერი კონსულტანტი;
18. მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
19. საპატიო დოქტორი;
20. სამეცნიერო განყოფილების (ლაბორატორიის, ცენტრის, სექტორის) გამგე/უფროსი;
21. სწავლული მდივანი;
22. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
23. ინსტიტუტის დირექტორი;
24. ინჟინერი;
25. უფროსი ინჟინერი;
26. წამყვანი ინჟინერი;
27. პროგრამისტი;
28. ინჟინერი პროგრამისტი;
29. უფროსი ინჟინერი პროგრამისტი;
30. ტექნიკოსი;
31. მთარგმნელი/თარჯიმანი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
32. ელექტრიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
33. მეთევზე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
34. მყვინთავი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
35. ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
36. უფროსი ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
37. ვეტ. ექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
38. უფროსი ვეტ. ექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
39. ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
40. უფროსი ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
41. უფროსი ქიმიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
42. აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
43. უფროსი აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
44. მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
45. უფროსი მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში)