გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/637-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქლაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - მაკა ხ--–------ა
წარმომადგენელი - ავთანდილ ბ--------იძე
მოპასუხე - სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოპასუხე - სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტო“
წარმომადგენელი - ნათია ბ--------ძე
დავის საგანი - ქმედების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის’’ 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 გადაწყვეტილება მაკა ხ--–------ას მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტო’’-ს 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილება.
1.3. აღუდგეს კომპენსაციის გაცემა მაკა ხ--–------ას შეჩერების დღიდან 2018 წლის 01 ივლისიდან;
დავის არსი:
2004 წლის 04 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდაიცვალა მაკა ხ--–------ას მეუღლე გიორგი ხატიაშვილი.
მაკა ხ--–------ას მარჩენალის გარდაცვალების გამო, როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, დაენიშნა კომპენსაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად და კომპენსაციას იღებდა 2018 წლის 04 ივლისამდე. აღნიშნულ დღეს მაკა ხ--–------ას №04-06/7306 წერილით ეცნობა რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო, შეუჩერდა კომპენსაციის გაცემა. წარსადგენი იყო ქორწინების მოწმობა, აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში ერთჯერადად, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყევეტილებით არ დააკმაყოფილა მაკა ხ--–------ას საჩივარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე, ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით:
საქმის მასალების შესწავლით და კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მაკა ხ--–------ამ სააგენტოს იმერეთის სოცილაური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა 2016 წლის 15 აპრილს და მოითხოვა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 221 მუხლით გავთალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ოაჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით. განცხადებსათან ერთად, მაკა ხ--–------ამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–--რი დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებრვლის №46/6 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლით გათვალისწინებული ცნობა (№905104, 12.04.2016), სადაც მითითებულია, რომ მისი მეუღლე გარდაცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მაკა ხ--–------ამ ასევე წარმოადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გიორგი ხატიაშვილი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მაკა ხ--–------ასთან. ასევე, მაკა ხ--–------ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, ქეთევან ხატიაშვილი, იმყოფებოდნენ გიორგი ხატიაშვილის კმაყოფაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყევეტილების საფუძველზე, მაკა ხ--–------ას და მის მცირეწლოვან შვილს 2004 წლის 02 აგვისტოდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’. აღნიშნული გასაცემელი დანიშნული იყო მცირეწლოვან შვილზე - ქეთევნა ხატიაშვილზე და მაკა ხ--–------აზე, არასრულწოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე, მისი მოვლისათვის. მაკა ხ--–------ას ძველ საქმეში (იგულისხმება მარჩენალდაკარგულის საფუძვლით დანიშნული გასაცემელი) ასევე განთავსებულია სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ,,მარჩენალდაკარგულის’’ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო კოდით - 246 600 0578.
სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 04 ივლისის ნ04-06/7306 წერილით, მაკა ხ--–------ას განემარტა, რომ მოქმდი კანონმდებლობა გარდაცვლილი პირის მეუღლისათვის, ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მოითხოვს ქორწინების მოწმობის წარმოდგენას, რაც სახელმწიფო გასაცემლის საქმეში არ იყო განთავსებული, შესაბამისად, 2018 წლის 01 ივლისიდან ბენეფიციარს შეუჩერდა კომპენსაციის დარიცხვა, თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–--რი დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა3’’ ქვეპუნქტისა.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს: მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადების კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
მითითებული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–--რი დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა3’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დრის (1991 წლის 09 აპრილი) შემდეგ, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელია ქორწინების მოწმობის წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება და არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ რომ გიორგი ხატიაშვილი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მაკა ხ--–------ასთან და იგი არარეგისტრირებულ ქორიწნებაში იმყოფებოდა მასთან და რომ მაკა ხ--–------ა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე.
რაც შეეხება, მაკა ხ--–------ასათვის და მისი არასრულწოვანი შვილისათვის 2004 წლის 02 აგვისტოდან მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მართლზომიერების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლითაც მაკა ხ--–------ას დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია, გარდაცვლილის შრომისუნარიანი და კანონით გნსაზღვრული საპენსიო ასაკის არმქონე მეუღლისათვის, გასაცემლის დანიშვნას ითვალისწინებდა, მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე, მისი მოვლისათვის, ხოლო ამ ასაკის შესრულების შემდეგ, ბავშვის დედას უწყდებოდა კომპენსაცია და მისი გაცემა გრძელდებოდა, მხოლოდ არასრულწოვან პირზე. ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას და არა ქორწინების მოწმობა. ქორწინების მოწმობის წარმოდგენის აუცილებლობა დგებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდებოდა მარტო გარდაცვლილის მეუღლეზე, რა თქმა უნდა თუ იგი დააკმაყოფილებდა კანონით კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.დადგენილია, რომ გიორგი ხატიაშვილმა და მაკა ხ--–------ამ ჯვარი დაიწერეს 2000 წლის 11 ნოემბერს. მტკიცებულება: ჯვრისწერის მოწმობა.
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე მაკა ხ--–------ას მეუღლე გარდაიცვალა 2004 წლის 04 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა.
3.1.3.დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გიორგი ხატიაშვილი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მაკა ხ--–------ასთან. ასევე, მაკა ხ--–------ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, ქეთევან ხატიაშვილი, იმყოფებოდნენ გიორგი ხატიაშვილის კმაყოფაზე.
მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
3.1.4. დადგენილია, რომ მაკა ხ--–------ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ამასთან ,,მარჩენალდაკარგული“-ს სტატუსის მქონე პირი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობისთ დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
მტკიცებულება: მოწმობა.
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 წერილით მაკა ხ--–------ას ეცნობა 2018 წლის 01 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ.
მტკიცებულება: სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 წერილი.
3.2.2. დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თამაზი ვაშაყმაძის 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 წერილი მაკა ხ--–------ამ გაასაჩივრა სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მაკა ხ--–------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მტკიცებულება: სსიპ ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მაკა ხ--–------ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგენილია, რომ მაკა ხ--–------ა არის ,,მარჩენალდაკარგული“-ს სტატუსის მქონე პირი და იმყოფებოდა გიორგი ხატიაშვილის კმაყოფაზე.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–--რი დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ ბრძანება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, აგრეთვე, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივამცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
6.2. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კანონის ძირითადი პრინციპები; ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
-განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მაკა ხ--–------ა, როგორც ,,მარჩენალდაკარგული“-ს სტატუსის მქონე პირი იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას მარჩენალის გარდაცვალების სტატუსით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დადატურებულია გასაჩივრებული სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტო’’-ს 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილებით.
6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მაკა ხ--–------ამ დაკარგა მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის სტატუსი, შვილის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, რადგან დადგენილია, რომ თვითონ ,,მარჩენალდაკარგული“-ს სტატუსი მაკა ხ--–------ას მიმართ არ გაუქმებულა, ხოლო, როგორც აღინიშნა, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კანონის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია; ა) სამართლიანობა და გ) მუდმივობა;
იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით - ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მაკა ხ--–------ას მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი გახდა, სწორედ ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალება და სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე მითითებას, აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში არალერევანტულია, სხვა რომ არ ვთქვათ ამ შემთხვევაში მის მორალურ მხარეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი სამართალურთიერთობის საფუძველია ფაქტი. წინამდებარე შემთხვევაში ფაქტია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მოსარჩელის მეუღლე, ფაქტია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მეუღლეთა ერთად ცხოვრება, თანაცხოვრებისას შეეძინათ შვილი და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.
6.5. სასამართლო კატეგორიულად არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის, გამო კომპენსაცის მიღების შეუძლებლობის შესახებ და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს, და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რაიმე ფორმით რევიზიის უფლება, ეს გამოიწვევს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევას, არამედ რაც ყველაზე მთავარია, მოქალაქის კონსტიტუციური უფლების ხელყოფას.
6...მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი დაადგინა სასამართლომ, ხოლო კანონმა მკაფიოდ განსაზღვრა მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები პირები და მათი უფლება. კერძოდ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 18), ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესითა და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას. 2. ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება.
6.7. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1.-ე მუხლით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება 1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად) შორის. ამდენად, მოხმობილი სამართლის ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს, თუ ვის და რა შემთხვევაში დაენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია. კანონის მიზნებიდან გამომდინარე მაკა ხ--–------ა უფლებამოსილია სახელმწიფოსგან მიიღოს მეუღლის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია და მოცემულ შემთხვევაში იმაზე მითითება, რომ მაკა ხ--–------ა არარეგისტრირებული ქორწინების გამო არ წარმოადგენს კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, პირდაპირ არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, რაც დაუშვებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მაკა ხ--–------ას უსაფუძვლოდ შეუჩერდა კანონის საფუძველზე დანიშნული კომპენსაცია და იგი უნდა განახლდეს შეჩერების დღიდან.
6.8. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეში შალადყუკ ვ. ღუსსიან Fედერატიონ მიუთითა, რომ ,,მართალია, პენსია არ ექცევა ევროპული კონვენციის დაცვის ფარგლებში, მაგრამ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს პენსიის მოთხოვნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Saladyuk v. Russia, Application no. 67099/01, 12 July 2005, §26). ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით პენსიის მიღების უფლების დაცვა სასამართლომ ასევე აღიარა საქმეებში Stec and Others v. the UK და Moskal v. Poland (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Stec and Others v. the UK, Applications nos. 65731/01 and 65900/0, 12 April 2006, §54; Moskal v. Poland, , Application no. 10373/05 15 September 2009, § 38).
6.9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმატებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა ს--–---–--რ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება წარმოიშობა ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის ან/და მარჩენალის დაკარგვის გამო.
6.10. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 17.1-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის’’ 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 გადაწყვეტილება მაკა ხ--–------ას მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ და სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტო’’-ს 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს მოსარჩელის კანონიერი უფლებებსა და ინტერესებს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მაკა ხ--–------ას სარჩელი დასაბუთებელია, ის უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრს“ დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი მაკა ხ--–------ას მიმართ შეჩერებული კომპენსაციის აღდგენის შესახებ 2018 წლის 01 ივლისიდან;
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 24-ე და 331-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მაკა ხ--–------ას სარჩელი.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრის’’ 2018 წლის 04 ივლისის №04-06/7306 გადაწყვეტილება მაკა ხ--–------ას მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტო’’-ს 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილება.
4. სსიპ ,,ს--–---–--რი მომსახურების სააგენტოს იმერეთის ს--–---–--რი მომსახურების სამხარეო ცენტრს“ დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი მაკა ხ--–------ას მიმართ შეჩერებული კომპენსაციის აღდგენის შესახებ 2018 წლის 01 ივლისიდან;
5. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე