განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2018
საქმის ნომერი
330310017002046770
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/332-18, 330310017002046770

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ბ------ ლ----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბ------ ლ----–---–ის სასარჩელო განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 2006- 2017 წლებში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 25542 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2006 წლის 23 ივნისს, ბ------ ლ----–---–მა განცხადებით მიმართა მცხეთის ფონდს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა ომის ინვალიდობის საფუძვლით. ინფორმაციით ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ (ფორმა N6) დასტურდება, რომ ბ------ ლ----–---–ს მისი განცხადების საფუძველზე, 2006 წლის 23 ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი.

 

2017 წლის 21 მარტს, ბ------ ლ----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ - საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი ნაძალადევის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ბ------ ლ----–---–ს 2017 წლის 21 მარტს განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 1 აპრილიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი, ჯამში 366.00 ლარის ოდენობით. (ტ.1. ს.ფ. 13, 93-94, 102).

 

2.2. ბ------ ლ----–---–მა 2017 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მიუთითა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი. 2006 წლის ივნისიდან დანიშნული ჰქონდა პენსია (სოც. პაკეტი), რომელიც შეადგენდა 84 ლარს; მითითებულ თანხას იღებდა 2010 წლის იანვრის ჩათვლით; 2010 წლის თებერვლიდან მიიღო 129 ლარი, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით - 159 ლარი. 2017 წლის აპრილიდან დაენიშნა სამხედრო პენსია 322 ლარის ოდენობით. განმცხადებლის განმარტებით, სწორედ ამ ოდენობის თანხა ეკუთვნოდა იმთავითვე, მაგრამ ეძლეოდა სამოქალაქო პაკეტი ინვალიდობის საფუძვლით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი. ამდენად, ბ------ ლ----–---–მა მოითხოვა 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება.

 

2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N0------- წერილობითი პასუხით, ბ------ ლ----–---–ს 2017 წლის 20 აპრილის განცხადების საფუძველზე ეცნობა შემდეგი: იმ სამხედრო მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან, ხორციელდება ,,სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ზემოაღნიშნული კანონითა და საქართველოს მთავრობის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“. აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტის) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, თუ პირს წარმოეშობა უფლება დანიშნოს რამდენიმე გასაცემელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი გასაცემლის მოთხოვნის უფლება, სააგენტოში წარდგენილი განცხადების (უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო გასაცემლის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნა) შესაბამისად.

 

2.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურემ კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების გამო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას, სააგენტოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2.5. სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევი), განცხადებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ბ------ ლ----–---–მა მიმართა 2017 წლის 21 მარტს. მას 2006 წლის 23 ივნისიდან, მისივე განცხადების საფუძველზე დანიშნული ინვალიდობის პენსია (სოციალური პაკეტი), როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, შეუწყდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის პირველი აპრილიდან და იმავე პერიოდიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო 322 ლარის ოდენობით და სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - 44 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და წინა პერიოდის თანხების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია. (ტ.1. ს.ფ. 26-28).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად ძირითადად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 42-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლი, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე, 207-208-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9, 22-ე, 24-ე, 331-ე, 601 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4-6, 26-27-ე მუხლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’(დანართი N2) მე-2 მუხლი; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი.

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ბ------ ლ----–---–მა 2006 წლის ივნისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ 2006 წლის 23 ივნისს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) შესაბამისი საფუძვლითა და ოდენობით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამდენად, ბ------ ლ----–---–ისათვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ფაქტი. მოსარჩელე ბ------ ლ----–---–ს გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც მას 2006 წლის 23 ივნისიდან დაენიშნა პენსია (არა იმ საფუძვლით, რომელიც მას სათანადოდ მიაჩნდა), რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ 2006 წლის 23 ივნისს გამოცემული გადაწყვეტილების უკანონობა დადგენილი არ არის (ბათილად არ არის ცნობილი), არ არსებობს საფუძველი, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ზიანის სახით დაეკისროს 2006-2017 წლებში მიუღებელი თანხის - 25542 ლარის ანაზღაურება.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე განმარტა, რომ 2006-2017 წლების მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ბ------ ლ----–---–ის მიმართ სახელმწიფო გასაცემის - პენსიის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3.3. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნაც, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

 

4. ბ------ ლ----–---–ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 331-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 1005-ე მუხლებით.

 

4.2. აპელანტის განმარტებით, ბ------ ლ----–---–მა 2006 წელს მიმართა ქ. მცხეთის ფონდს ომის ინვალიდობის საფუძვლით, სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით. იგი ფონდის თანამშრომლების მიერ იქნა ინფორმირებული საჭირო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთა შეგროვების შედეგად ფონდის თანამშრომელთა დახმარებით, ბ------ ლ----–---–მა დაწერა განცხადება შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე.

 

4.3. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბ------ ლ----–---–ს დაენიშნა სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - 84 ლარის ოდენობით, რაც ბ------ ლ----–---–მა ჩათვალა იმ სახელმწიფო გასაცემლად, რომელიც მას ეკუთვნოდა მისი სტატუსიდან გამომდინარე. რამოდენიმე წლის გასვლის შემდგომ, ბ------ ლ----–---–მა თანამებრძოლებისაგან შეიტყო, რომ მისთვის დანიშნული გასაცემელი არ არის იმ სახის გასაცემელი, რაც მას მისი სტატუსიდან გამომდინარე ეკუთვნოდა. აღნიშნული კუთვნილი გასაცემელი ბ------ ლ----–---–ს დაენიშნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ხელახალი გადასინჯვის შედეგად 2017 წლიდან.

 

4.4. აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი კი მხოლოდ იმის გამო, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სამსახურის არქივში ვერ მოიძებნა 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება და ამდენად ვერ მოხდა მის კანონიერებაზე მსჯელობა, არ უნდა დაედოს ისეთი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას საფუძვლად, როგორიც სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის,სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების , მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ ბ------ ლ----–---–ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. 2006 წლის 23 ივნისს, ბ------ ლ----–---–მა განცხადებით მიმართა მცხეთის ფონდს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა ომის ინვალიდობის საფუძვლით. ინფორმაციით ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ (ფორმა N6) დასტურდება, რომ ბ------ ლ----–---–ს მისი განცხადების საფუძველზე, 2006 წლის 23 ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი.

 

2017 წლის 21 მარტს, ბ------ ლ----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ - საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი ნაძალადევის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, ბ------ ლ----–---–ს 2017 წლის 21 მარტს განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 1 აპრილიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი, ჯამში 366.00 ლარის ოდენობით. (ტ.1. ს.ფ. 13, 93-94, 102).

 

6.2. ბ------ ლ----–---–მა 2017 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მიუთითა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი. 2006 წლის ივნისიდან დანიშნული ჰქონდა პენსია (სოც. პაკეტი), რომელიც შეადგენდა 84 ლარს; მითითებულ თანხას იღებდა 2010 წლის იანვრის ჩათვლით; 2010 წლის თებერვლიდან მიიღო 129 ლარი, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით - 159 ლარი. 2017 წლის აპრილიდან დაენიშნა სამხედრო პენსია 322 ლარის ოდენობით. განმცხადებლის განმარტებით, სწორედ ამ ოდენობის თანხა ეკუთვნოდა იმთავითვე, მაგრამ ეძლეოდა სამოქალაქო პაკეტი ინვალიდობის საფუძვლით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი. ამდენად, ბ------ ლ----–---–მა მოითხოვა 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება.

 

6.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N0------- წერილობითი პასუხით, ბ------ ლ----–---–ს 2017 წლის 20 აპრილის განცხადების საფუძველზე ეცნობა შემდეგი: იმ სამხედრო მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან, ხორციელდება ,,სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ზემოაღნიშნული კანონითა და საქართველოს მთავრობის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“. აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტის) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, თუ პირს წარმოეშობა უფლება დანიშნოს რამდენიმე გასაცემელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი გასაცემლის მოთხოვნის უფლება, სააგენტოში წარდგენილი განცხადების (უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო გასაცემლის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნა) შესაბამისად.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურემ კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების გამო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას, სააგენტოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევი), განცხადებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ბ------ ლ----–---–მა მიმართა 2017 წლის 21 მარტს. მას 2006 წლის 23 ივნისიდან, მისივე განცხადების საფუძველზე დანიშნული ინვალიდობის პენსია (სოციალური პაკეტი), როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, შეუწყდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის პირველი აპრილიდან და იმავე პერიოდიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო 322 ლარის ოდენობით და სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - 44 ლარის ოდენობით.

 

7.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელე ბ------ ლ----–---–მა 2006 წლის ივნისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ 2006 წლის 23 ივნისს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) შესაბამისი საფუძვლითა და ოდენობით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამდენად, ბ------ ლ----–---–ისათვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ფაქტი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, მოსარჩელე ბ------ ლ----–---–ს გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც მას 2006 წლის 23 ივნისიდან დაენიშნა პენსია (არა იმ საფუძვლით, რომელიც მას სათანადოდ მიაჩნდა), რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ 2006 წლის 23 ივნისს გამოცემული გადაწყვეტილების უკანონობა დადგენილი არ არის (ბათილად არ არის ცნობილი), არ არსებობს საფუძველი, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ზიანის სახით დაეკისროს 2006-2017 წლებში მიუღებელი თანხის - 25542 ლარის ანაზღაურება.

 

7.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, 2006-2017 წლების მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ბ------ ლ----–---–ის მიმართ სახელმწიფო გასაცემის - პენსიის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7.3. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნაც, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

 

8.1. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. იმავე საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. ხოლო იმავე მუხლის მეოთხე პუნქტში აღნიშნულია, ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.

 

8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იმავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ხოლო იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს მთავრობის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტის) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, თუ პირს წარმოეშობა უფლება დანიშნოს რამდენიმე გასაცემელი, მას აქვს მოლოდ ერთ-ერთი გასაცემლის მოთხოვნის უფლება, სააგენტოში წარდგენილი განცხადების (უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო გასაცემლის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნა) შესაბამისად.

 

8.4. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიმართ 2006 წლის 23 ივნისს გამოცემული გადაწყვეტილების უკანონობა დადგენილი არ არის (ბათილად არ არის ცნობილი), არ არსებობს საფუძველი, რომ ბ------ ლ----–---–ის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს ზიანის სახით დაეკისროს 2006-2017 წლებში მიუღებელი თანხის - 25542 ლარის ანაზღაურება.

 

8.5. სააპელაციო პალატა თვლის, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N0------- გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, ასევე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მოცემული საქმის ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას, მათ სწორ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც არ არსებობს ბ------ ლ----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ბ------ ლ----–---–ის სააპელაციო საჩივარი.

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე