განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002087839
საქმე №3ბ/286-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე)- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე)- მი----–--------–-ძე
წარმომადგენელი - რ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოცილაური მომსახურების საქალაქო ცენტრი/ვაკე-საბურთალო
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მი----–--------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის N------------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილებები, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - მი----–--------–-ძეს მისი 2017 წლის 13 ივნისის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი. მი----–--------–-ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2017 წლის 22 მარტს გაცემული N------------- ცნობის თანახმად, მი----–--------–-ძე აღრიცხვაზე იმყოფებოდა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში 2016 წლის 1 აგვიტომდე, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თავდაცვის სამინისტროს ხაზით. კომპენსაცია შეწყვეტილია საჯარო საქმიანობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული 2017 წლის 22 მარტის ცნობა N------------- (ს.ფ. 16).
3.1.2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2016 წლის 03 ივნისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს უფლებამოსილი პირისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მი----–--------–-ძე 2013 წლის 17 ივნისიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში არასაშტატო (შტატგარეშე) თანამდებობზე მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 06 ივნისს, მი----–--------–-ძის მიმართ გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ მიერ მი----–--------–-ძესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--ა“-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე (შტატგარეშე) არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 03 ივნისის წერილი (ს.ფ. 23);
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 06 ივნისის ცნობა (ს.ფ. 24).
3.1.3. 2017 წლის 13 ივნისს, მი----–--------–-ძემ N----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს უფლებამოსილ პირს და მოითხოვა 2016 წლის 01 აგვისტოდან უკანონოდ შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 20 ივნისის N------------- წერილობითი პასუხით, მი----–--------–-ძეს მისი 2017 წლის 13 ივნისის N----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.“ მი----–--------–-ძეს განემარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იგი მუშაობდა სსიპ სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში, რომელიც არ განეკუთნებოდა აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ გამონაკლისი (საშეღავათო) დაწესებულებების რიცხვს. შესაბამისად, განმცხადებელი საჯარო საქმიანობის საფუძვლით ვერ მოიპოვებდა უფლებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 ივნისის N----- განცხადება (ს.ფ. 13-15);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 20 ივნისის N------------- აქტი (ს.ფ. 18-19).
3.1.4. 2017 წლის 12 ივლისს, მი----–--------–-ძემ N----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 20 ივნისის N------------- აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა 2017 წლის 13 ივნისის N----- განცხადებაში მითითებული მოთხოვნა და სახელმწიფო კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით დანიშნული გასაცემლის (448 ლარი) აღდგენა 2016 წლის 1 აგვისტოდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს N-------- გადაწყვეტილებით, მი----–--------–-ძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 12 ივლისს N----- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 20-22);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 18 აგვისტოს N-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-29).
3.1.5. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, მისი 2017 წლის 09 თებერვლის N------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ა“ ამავე ცენტრის დაფუძნების მიზნებიდან, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს N25 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--ას“ დებულების შესაბამისად, ახორციელებს სამხედრო-სამეცნიერო, სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით და კვლევით საქმიანობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ,,დ--–--ა“ არ წარმოდგენს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებულ და ამავე კანონით განსაზღვრულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
ამასთან, ,,დ--–--ას“ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება ზემოხსენებული კანონით განსაზღვრული ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს გაცემულ ცნობა N--- (ს.ფ. 78).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოსმ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის N------------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილებები, გამოცემული მი----–--------–-ძის მიმართ, მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
4.3. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
4.4. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. ამავე საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე მი----–--------–-ძეს თავდაცვის სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია და ომის მონაწილის კატეგორიით ერიცხებოდა სოციალური პაკეტი, რომლის დარიცხვაც შეუწყდა 2016 წლის 01 აგვისტოდან, 2016 წლის 26 ივლისის N-------- წერილის საფუძველზე. შესაბამისად, იგი 2016 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მი----–--------–-ძემ 2017 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მი----–--------–-ძეს სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენაზე უარის ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--აში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა) შესაბამისად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
საქმის მასალების თანახმად, მი----–--------–-ძე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე (შტატგარეშე) არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“, სადაც მოსარჩელე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“-ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს გაცემულ ინფორმაციაზე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ასთან“ დაკავშირებით, იგი ვერ ჩაითვლებოდა იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის N------------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილებები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - მიხეილ ტყემელაძეს 2017 წლის 13 ივნისის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი, შესაბამისად, მი----–--------–-ძეს ამავე პერიოდიდან მიეცემა სახელმწიფო გასაცემლის თანხა.
ამასთან, რაც შეეხება მი----–--------–-ძის მოთხოვნას - დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც 2016 წლის 1 აგვისტოდან აღუდგება სახელმწიფო კომპენსაცია და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სოციალური ყოველთვიური გასაცემელი 448 ლარის ოდენობით, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე იღებდა სახელმწიფო გასაცემელს, თუმცა 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუწყდა გასაცემლის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი საქმიანობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დ--–--აში“. ამდენად, მი----–--------–-ძისათვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მი----–--------–-ძემ მხოლოდ 2017 წლის 13 ივნისს მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ 2017 წლის 20 ივნისს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო გასაცემლის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, მოსარჩელე - მიხეილ ტყემელაძეს გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართათ სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა, რომლითაც 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია გადაწყვეტილება, 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ, არ არსებობს საფუძველი, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან (შეწყვეტის დღიდან) იქნეს აღდგენილი მისი უფლება და სასამართლო მი----–--------–-ძის 2017 წლის 13 ივნისის განცხადებას განიხილავს გასაცემლის დანიშვნის შესახებ მოთხოვნად. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ნაწილობრივ უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს უფლებამოსილ ორგანოს განცხადების წარდგენიდან იმსჯელოს მოსარჩელისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნასთან (და არა აღდგენასთან დაკავშირებით), ვინაიდან არსებობს მისი დანიშვნის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - მი----–--------–-ძისათვის სახელმწიფო გასაცემის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცემლის შეწყვეტის შესახებ ძალაშია და მისი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ არსებობს ამავე პერიოდიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის საფუძველი, შესაბამისად, არსებობს მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. სააპელაციო საჩივრის და შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მას არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება Nბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით. აპელანტს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია სსიპ - სსსტ ცენტრ „დ--–--ას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ხოლო, უშუალოდ ცენტრ „დ--–--ას“ მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამის უფლებამოსილებას.
აპელანტი არც ხარჯების ნაწილში ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
5.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში და შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის N------------- გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს და იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ. ამავე საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2-ის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას. კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა) შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე მი----–--------–-ძეს თავდაცვის სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია და ომის მონაწილის კატეგორიით ერიცხებოდა სოციალური პაკეტი, რომლის დარიცხვაც შეუწყდა 2016 წლის 01 აგვისტოდან, 2016 წლის 26 ივლისის N-------- წერილის საფუძველზე. შესაბამისად, იგი 2016 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს.
დადგენილია, რომ მი----–--------–-ძემ 2017 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მი----–--------–-ძეს სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენაზე უარის ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--აში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
საქმის მასალების თანახმად, მი----–--------–-ძე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში ლოგისტიკის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე (შტატგარეშე) არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.
მოცემული სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
პალატა განმარტავს, რომ „დ--–--ას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/ვაკე-საბურთალოს 2017 წლის 20 ივნისის N------------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილებები, ეწინააღმდეგება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პალატა განმარტავს, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი. არასახელშეკრულებო ზიანი არის ისეთი სახის ზიანი, რომლის დროსაც მხარეები არიან ერთმანეთთან ვალდებულებით ურთიერთობაში. დელიქტი გულისხმობს ერთი პირის უფლებამოსილებას მეორე პირისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანი არსებობს მაშინ თუ არის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, პირის ბრალეული ქმედება და ზიანი სახეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიაქციოს ყურადღება სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას დადასტურებული ზიანის შედეგების არსებობის აუცილებლობას და განავრცობს, რომ ზიანის, როგორც სამართლებრივი ცნების მსჯელობისას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზოგადი სახის პირობებად გვევლინება ზიანის გამომწვევი პირის ბრალეულობა, ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. ანუ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ნორმატიულ კრიტერიუმებთან ერთად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების დადასტურებული პირობები. საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების თანახმად კი, პალატის აზრით დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა), რეალური ზიანის ფაქტები მოსარჩელე მხარის მიმართ.
ამასთან, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაავალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - მი----–--------–-ძეს მისი 2017 წლის 13 ივნისის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი.
აღნიშნულ საკითხზე პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე - მი----–--------–-ძეს 2016 წლის 1 აგვისტოდან შეუწყდა გასაცემლის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი საქმიანობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დ--–--აში“. ამდენად, მი----–--------–-ძისათვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მი----–--------–-ძემ მხოლოდ 2017 წლის 13 ივნისს მიმართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ 2017 წლის 20 ივნისს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო გასაცემლის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ პირობებში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია, არ არსებობს საფუძველი, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან (შეწყვეტის დღიდან) აღდგენილი იქნეს მისი უფლება.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის დაკისრების არამართებულობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ პუნქტის შესაბამისად, აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
მი----–--------–-ძის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 22 აგვისტოს N-- ხელშეკრულების საფუძელზე გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი N--, რომლის თანახმად, მი----–--------–-ძემ 2018 წლის 11 აპრილს გადაიხადა თანხა - 300 (სამასი) ლარი. ამდენად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულია ხარჯი.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, მოსარჩელე მი----–--------–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მი----–--------–-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) მი----–--------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროთ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე