შპს „ზდ ნავთობის კომპანიისათვის“ ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №11/052
2015 წლის 29 ივლისი
შპს „ზდ ნავთობის კომპანიისათვის“ ნავთობის გადამუშავების ლიცენზიის გაცემის თაობაზე
სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო ) აღნიშნავს, რომ:
შპს „ზდ ნავთობის კომპანიამ“ (ს/კ. 404440501) 2015 წლის 8 ივლისს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 256 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის და მე-2 ნაწილის, 77-ე და 78-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად წერილით-განაცხადით მიმართა სააგენტოს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „პ“ ქვეპუნქტებით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ნავთობის გადამუშავების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად;
2015 წლის 27 ივლისს, 15.00 საათზე, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონონის მე-8 მუხლის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტოში შედგა შპს „ზდ ნავთობის კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვა;
2015 წლის 8 ივლისს შპს „ზდ ნავთობის კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის და განხილვის შედეგად გამოირკვა, რომ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 256-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის და მე-2 ნაწილის, 77-ე და 78-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-81 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტის, 256 მუხლის მე-6 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-17 პუნქტის, მე-13 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და VI თასის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ზდ ნავთობის კომპანიის“ (ს/კ. 404440501) განაცხადი და მიეცეს ნავთობის გადამუშავების ლიცენზია.
2. საქმიანობის ვადად განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) წელი.
3. შპს „ზდ ნავთობის კომპანიის“ ვალდებულებებია:
ა) საქმიანობის პროცესში საზოგადოების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) მიღებული ნავთობპროდუქტების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა;
გ) პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების ნიმუშების შემოწმება და დასკვნის სააგენტოსათვის წარდგენა;
დ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა.
4. დაევალოს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს გ. კვინიკაძეს უზრუნველყოს ნავთობის გადამუშავების სალიცენზიო მოწმობის გაცემა და სააგენტოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში მისი შეტანა.
5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს ჯ. ჭრელაშვილს.
6. წინამდებარე ბრძანება ძალაშია შპს „ზდ ნავთობის კომპანიისათვის“კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან 25 (ოცდახუთი) წლის განმავლობაში;
7. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის და 180-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი