განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.06.2018
საქმის ნომერი
330310015001068635
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310015001068635 (3ბ/1497-16)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ბ----ო ვ------------ე

წარმომადგენელი - ლ---------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები - თ-------–----------ა, ს---–-----------ე

 

მესამე პირი -სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო

წარმომადგენელი - კ-------------ე

 

მესამე პირი - მ--–--ზ ლ-------–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------–--ე

 

მესამე პირები - ნ-----–--ზ ლ-------–---–ი, ნ---- ლ-------–---–ი, ნ--------------–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----ო ვ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს მოქალაქე ბ----ო ვ------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს თ-------------–--–ს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1992 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით. ფართი შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, იხდის მიწის გადასახადს და შეყვანილი აქვს წყალი. სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეს. 2014 წლის 24 აპრილის №------- წერილით ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების უფლება არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა ჯერ შედეგს ვერ მიაღწია. ზემოაღნიშნული განცხადება მისი შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- წერილით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. საბოლოოდ, წერილი განსახილველად გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედიოდა.

 

2.2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის სხდომაზე განხილულ იქნა ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობის ამსახველ №--- ოქმში კომისია მიუთითებს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3798 კვ. მეტრს. სხდომაზე ბ----ო ვ------------ემ განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 22 იანვრის №-- და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №-- დადგენილების საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფსა და „კ. მ. ა-----------------–-----------------–----------–--------------------------–----------–-------------–--------–-----------–------------------ს“ შორის 1992 წლის პირველ აპრილს 5 წლის ვადით დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მას იჯარით გადაეცა ინსტიტუტისათვის გამოუყენებელი მიწის ფართი 0,3 ჰა-ს ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არცერთმა მხარემ არ მოინდომა მისი შეწყვეტა და გაგრძელდა ურთიერთობა უვადოდ. დღემდე იხდის მიწის გადასახადს. 2010 წელს უძრავი ქონება აღირიცხა საკადასტრო კოდით - 0---------------. სურს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. დაინტერესებული პირი აღნიშნავს, რომ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს მისი საკუთრების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას ვერ მიაღწია. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ კომისიამ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მეზანშეწონილად ჩათვალა სხდომის გადადება.

 

2.3. 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს ბ----ო ვ------------ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა მის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნახაზის მიხედვით, შპს „ვ--–-------“-ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს აზომილი, თბილისში, სოფელ დიღომში, დ---------------------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1461 კვ. მეტრს.

 

2.4. 2015 წლის 5 ივნისის განცხადებით მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე გაგრძელდა ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადების განხილვა. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობის ამსახველი №--- ოქმის მიხედვით, №---ე საკითხად განხილულ იქნა ბ----ო ვ------------ის განცხადება. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 1461 კვ. მეტრს. კომისიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (მდებარე - სოფელ დიღომში, დ---------------------ში, ფართით 1461 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია-სასყიდლიანი და მასზე აღიარებულ იქნა ბ----ო ვ------------ის საკუთრების უფლება.

 

2.5. ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბ----ო ვ------------ის სახელზე გასცა №----- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

2.6. საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფიზიკურ პირებს მ--–--ზ ლ-------–---–ს, ნ-----–--ზ ლ-------–---–ს, ნ---- ლ-------–---–ს და ნ--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა თბილისში, დ---------------------ში მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 0---------------). სანაცვლოდ, მითითებულმა ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული, თბილისში, სოფელი დიღომის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--–--ზ ლ-------–---–ის, ნ-----–--ზ ლ-------–---–ის, ნ---- ლ-------–---–ის და ნ--------------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა თბილისში, დ---------------------ში მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------). ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისში, სოფელი დიღომის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ მითითებული ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართისა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ფართის ერთობლიობა მოიცავს მოსარჩელის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის ფართს, რომელთან მიმართებაშიც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა და სადავო გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №---) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მეორე პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შემცველი ბ----ო ვ------------ის განცხადება თავდაპირველად წარდგენილ იქნა არაუფლებამოსილ ორგანოში, რის გამოც, განცხადება მისი შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- წერილით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. საბოლოოდ, წერილი განსახილველად გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედიოდა.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. მე-3 პუნქტის თანახმად კი, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ” ქვეპუნქტების მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, დაინტერესებულ პირს კომისია უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი ოდენობით, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელშიც, ამავე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2015 წლის 24 თებერვლის სხდომაზე დაიწყო ადმინისტრაციულ ორგანოში 2014 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული ბ----ო ვ------------ის განცხადების განხილვა. აღნიშნული განცხადება დაინტერესებული პირის მოთხოვნის მოცულობასთან მიმართებაში არ შეიცავდა დაზუსტებულ მონაცემებს. ბ----ო ვ------------ე განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით. ფართი შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, იხდის მიწის გადასახადს, შეყვანილი აქვს წყალი, სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. 2014 წლის 24 აპრილის №------- წერილით ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების უფლება არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა ჯერ შედეგს ვერ მიაღწია. ამასთან, მითითებული თარიღით საკითხის განხილვის ამსახველ სხდომის ოქმში კომისიის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3798 კვ. მეტრს, არ ადასტურებს საკითხის განხილვის დაწყებას მოთხოვნის ამ მოცულობის შემცველი განცხადებით და კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ ამ მონაცემის გათვალისწინებას, ვინაიდან დადგენილია, რომ კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის სხდომა გადაიდო საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტებისა და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით. აღნიშნული კი, არ გამორიცხავდა დაინტერესებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების წარმოშობას - სადავო საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო დაინტერესებული პირის მიერ დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, მისი მოთხოვნის ფარგლებში. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს ბ----ო ვ------------ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა მის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნახაზის მიხედვით, შპს „ვ--–-------“-ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს აზომილი, თბილისში, სოფელ დიღომში, დ---------------------ში მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1461 კვ. მეტრს (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ამ განცხადების ავტორი არ არის, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი განცხადებაზე დაფიქსირებული მოსარჩელის ხელმოწერის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელე განცხადების წარდგენის ფაქტის უარყოფის მიუხედავად, არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაზუსტებული მონაცემების შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მის მიერ არის წარდგენილი).

 

2.10. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 11 ივნისის საოქმო გადაწყვეტილებით მოპასუხემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა - საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 1461 კვ. მეტრის ფართზე, დანარჩენზე კი, უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. უდავოა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადების განხილვა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირის მიერ ამ წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს წარდგენილი განცხადებით და მასზე თანდართული მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაზუსტდა მოთხოვნის მოცულობა და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 1461 კვ. მეტრს. ამრიგად, კომისიის სადავო გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის მოთხოვნილ ფართს (მდებარე სოფელ დიღომში, დ---------------------ში, ფართით 1461 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე იქნა აღიარებული ბ----ო ვ------------ის საკუთრების უფლება, გადაწყვეტილება ეფუძნება დაინტერესებული პირის ნების გამოვლენას და სრულად შეესაბამება მისი მოთხოვნის ფარგლებს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 1461 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გარდა არ მოიცავდა იმ ფართებსაც, რაც დღეის მდგომარეობით, ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესამე პირთა საკუთრებად. საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ----ო ვ------------ის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა №----- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი №---) ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, თბილისში, სოფელ დიღომში, დ----------------------ში მდებარე 2337 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, იმის გამო, რომ ბ----ო ვ------------ის მიერ აღდგენილი იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პიების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში აზომვითი ნახაზის 1461 კვ. მ-ზე, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ეს დანარჩენ ფართზე უარის თქმად, ვინაიდან მას თავდაპირველად მოთხოვნილი ჰქონდა მთლიან ფართზე 3798 კვ მ-ზე საკუთრების უფლების აღიარება და საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ახალი აზომვითი ნახაზით ბ----ო ვ------------ემ უარი თქვა დანარჩენი ფართის დარეგისტრირებაზე, მითუმეტეს რომ საერთოდ არ დასტურდება აღნიშნული ნახაზის და განცხადების ბ. ვ------------ის მიერ სასამართლოში წარდგენა.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, ის რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პიების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოხდა ბ. ვ------------ეზე 1461 კვ. მ-ის დარეგისტრირება, არ ნიშნავს დანარჩენი ფართის დარეგისტრირებაზე უარის თქმას, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის გადაწყვეტილებაში მსჯელობს 1461 კვ. მ-ზე.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს უნდა დაევალებინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის განეხილა ბ. ვ------------ის განცხადება დარჩენილი ფართის მისდამი კუთვნილების საკითხში და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს მოქალაქე ბ----ო ვ------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს თ-------------–--–ს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1992 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით. ფართი შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, იხდის მიწის გადასახადს და შეყვანილი აქვს წყალი. სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეს. 2014 წლის 24 აპრილის №------- წერილით ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების უფლება არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა ჯერ შედეგს ვერ მიაღწია. ზემოაღნიშნული განცხადება მისი შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- წერილით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. საბოლოოდ, წერილი განსახილველად გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედიოდა.

 

4.3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის სხდომაზე განხილულ იქნა ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობის ამსახველ №--- ოქმში კომისია მიუთითებს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3798 კვ. მეტრს. სხდომაზე ბ----ო ვ------------ემ განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 22 იანვრის №-- და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №-- დადგენილების საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფსა და „კ. მ. ა-----------------–-----------------–----------–--------------------------–----------–-------------–--------–-----------–------------------ს“ შორის 1992 წლის პირველ აპრილს 5 წლის ვადით დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მას იჯარით გადაეცა ინსტიტუტისათვის გამოუყენებელი მიწის ფართი 0,3 ჰა-ს ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, არცერთმა მხარემ არ მოინდომა მისი შეწყვეტა და გაგრძელდა ურთიერთობა უვადოდ. დღემდე იხდის მიწის გადასახადს. 2010 წელს უძრავი ქონება აღირიცხა საკადასტრო კოდით - 0---------------. სურს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. დაინტერესებული პირი აღნიშნავს, რომ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს მისი საკუთრების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას ვერ მიაღწია. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ კომისიამ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მეზანშეწონილად ჩათვალა სხდომის გადადება.

 

4.4. 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს ბ----ო ვ------------ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა მის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნახაზის მიხედვით, შპს „ვ--–-------“-ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს აზომილი, თბილისში, სოფელ დიღომში, დ---------------------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1461 კვ. მეტრს.

 

4.5. 2015 წლის 5 ივნისის განცხადებით მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე გაგრძელდა ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადების განხილვა. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობის ამსახველი №--- ოქმის მიხედვით, №---ე საკითხად განხილულ იქნა ბ----ო ვ------------ის განცხადება. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 1461 კვ. მეტრს. კომისიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (მდებარე - სოფელ დიღომში, დ---------------------ში, ფართით 1461 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია-სასყიდლიანი და მასზე აღიარებულ იქნა ბ----ო ვ------------ის საკუთრების უფლება.

 

4.6. ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბ----ო ვ------------ის სახელზე გასცა №----- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

4.7. საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფიზიკურ პირებს მ--–--ზ ლ-------–---–ს, ნ-----–--ზ ლ-------–---–ს, ნ---- ლ-------–---–ს და ნ--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა თბილისში, დ---------------------ში მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 0---------------). სანაცვლოდ, მითითებულმა ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული, თბილისში, სოფელი დიღომის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--–--ზ ლ-------–---–ის, ნ-----–--ზ ლ-------–---–ის, ნ---- ლ-------–---–ის და ნ--------------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა თბილისში, დ---------------------ში მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------). ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისში, სოფელი დიღომის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ მითითებული ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართისა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ფართის ერთობლიობა მოიცავს მოსარჩელის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის ფართს, რომელთან მიმართებაშიც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა და სადავო გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მეორე პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შემცველი ბ----ო ვ------------ის განცხადება თავდაპირველად წარდგენილ იქნა არაუფლებამოსილ ორგანოში, რის გამოც, განცხადება მისი შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- წერილით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. საბოლოოდ, წერილი განსახილველად გადაეგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედიოდა.

 

4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. მე-3 პუნქტის თანახმად კი, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ” ქვეპუნქტების მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, დაინტერესებულ პირს კომისია უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი ოდენობით, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელშიც, ამავე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2015 წლის 24 თებერვლის სხდომაზე დაიწყო ადმინისტრაციულ ორგანოში 2014 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული ბ----ო ვ------------ის განცხადების განხილვა. აღნიშნული განცხადება დაინტერესებული პირის მოთხოვნის მოცულობასთან მიმართებაში არ შეიცავდა დაზუსტებულ მონაცემებს. ბ----ო ვ------------ე განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი ფართით. ფართი შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, იხდის მიწის გადასახადს, შეყვანილი აქვს წყალი, სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. 2014 წლის 24 აპრილის №------- წერილით ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების უფლება არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა ჯერ შედეგს ვერ მიაღწია. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მითითებული თარიღით საკითხის განხილვის ამსახველ სხდომის ოქმში კომისიის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 3798 კვ. მეტრს, არ ადასტურებს საკითხის განხილვის დაწყებას მოთხოვნის ამ მოცულობის შემცველი განცხადებით და კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ ამ მონაცემის გათვალისწინებას, ვინაიდან დადგენილია, რომ კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის სხდომა გადაიდო საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტებისა და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით. აღნიშნული კი, არ გამორიცხავდა დაინტერესებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების წარმოშობას - სადავო საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო დაინტერესებული პირის მიერ დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, მისი მოთხოვნის ფარგლებში. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს ბ----ო ვ------------ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა მის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნახაზის მიხედვით, შპს „ვ--–-------“-ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს აზომილი, თბილისში, სოფელ დიღომში, დ---------------------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1461 კვ. მეტრს (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ამ განცხადების ავტორი არ არის, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი განცხადებაზე დაფიქსირებული მოსარჩელის ხელმოწერის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელე განცხადების წარდგენის ფაქტის უარყოფის მიუხედავად, არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაზუსტებული მონაცემების შემცველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მის მიერ არის წარდგენილი).

 

4.14. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 11 ივნისის საოქმო გადაწყვეტილებით მოპასუხემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა - საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 1461 კვ. მეტრის ფართზე, დანარჩენზე კი, უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. უდავოა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე ბ----ო ვ------------ის 2014 წლის 20 ნოემბრის №-------- განცხადების განხილვა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირის მიერ ამ წარმოების ფარგლებში 2015 წლის 5 ივნისს წარდგენილი განცხადებით და მასზე თანდართული მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაზუსტდა მოთხოვნის მოცულობა და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 1461 კვ. მეტრს. ამრიგად, კომისიის სადავო გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის მოთხოვნილ ფართს (მდებარე სოფელ დიღომში, დ---------------------ში, ფართით 1461 კვ.მ.) მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე იქნა აღიარებული ბ----ო ვ------------ის საკუთრების უფლება, გადაწყვეტილება ეფუძნება დაინტერესებული პირის ნების გამოვლენას და სრულად შეესაბამება მისი მოთხოვნის ფარგლებს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 1461 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გარდა არ მოიცავდა იმ ფართებსაც, რაც დღეის მდგომარეობით, ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესამე პირთა საკუთრებად. საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად სწორად მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ----ო ვ------------ის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა №----- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ----ო ვ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე