გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/167-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე - ს-------–---------
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენლები - ნ-----–-----–--------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის №------ კომისიის სხდომის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ს-------–---------ს მიენიჭება ომის ვეტერანის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. მიუხედავად წარდგენილი ახალი მტკიცებულებებისა, რომლითაც დგინდება მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2016 წლის 5 სექტემბერს კვლავ უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული სასამართლო დავის საგანი გახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ს-------–---------ს განცხადების განხილვა - ამ განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 18 დეკემბერს ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომაზე არ გამოკითხა არც თავად მხარე და არც ის პირები, ვინც მის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომის №---- ოქმით დგინდება, რომ კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ს-------–---------ს უარი ეთქვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე. მან ვერ უპასუხა წევრთა კომისიის დასმულ შეკითხვებს. კომისიამ განმცხადებელს განუმარტა, რომ კომისიის სხდომაზე მან ვერ უზრუნველყო ბატალიონ „-------- მეთაურის წარდგენა.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში 2013 წლის 26 ივლისს №---- ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრთა ზეპირ შეკითხვებზე პასუხებით, ს-------–---------მ ვერ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საკითხის ხელახალი განხილვა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით წარადგენდა სხვა დოკუმენტაციას (მტკიცებულებებს), რითაც დაადასტურებდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის კომისიის კომისიის №---- ოქმი (ს.ფ. 118-120);
- ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 82).
3.2. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №------------------- გადაწყვეტილებით ს-------–---------ს განემარტა, რომ მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხი 2013 წლის 26 ივლისს განიხილა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. 2013 წლის 31 ივლისის წერილით განიმარტა, რომ პირი, რომელსაც ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, მეორედ აღნიშნულ კომისიაზე არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფაქტობრივი არ სამართლებრივი მდგომარეობა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები). ამავე წერილით ს-------–---------ს განემარტა, რომ ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე მისი განცხადების განხილვა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით წარმოდგენდა სხვა მტკიცებულებას/დოკუმენტებს, რომლებიც დაადასტურებდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს.
დადგენილია, რომ ს-------–---------მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №------------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, ს-------–---------სათვის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის წოდების მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის №--------- გადაწყვეტილებით ს-------–---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს-------–---------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს-------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №---------------- წერილი (გადაწყვეტილება) და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ს-------–---------ს განცხადების განხილვა - ამ განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, 102-ე მუხლზე მითითებით, არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, „არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება’’ გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია განცხადება, თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ს-------–----------- 2016 წლის 2016 წლის 08 ივლისსა და 2016 წლის 30 აგვისტოს განმეორებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს განცხადებებით და დამატებით მიუთითა მოწმეებზე, რომლებიც შეძლებდნენ მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადასტურებას. ამდენად, დადასტურებული იყო, რომ განცხადება შეიცავდა მითითებას სხვა (ახალ) მოწმეებზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანი და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ს-------–---------ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და მიიჩნია, რომ განცხადების განმხილველ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა 2016 წლის განცხადებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №------------------- განჩინებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №------------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 123);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-131);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-48);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება (ს.ფ. 49-50).
3.4. ს-------–---------მ 2018 წლის 12 ივნისს მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, მისთვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------–---------ს 2018 წლის 12 ივნისის განცხადება და დოკუმენტის მიღების ბარათი (ს.ფ. 147-148).
3.5. სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N------) განიხილა ს-------–---------ს საკითხი. ამასთან, ს-------–---------მ და მოწვეულმა პირებმა: გ-----------–-------ემ და ტ---------–-----–-–---–მა ხელმოწერით დაადასტურეს მათი ინფორმირება კომისიის მუშაობის გამჭვირვალობის მიზნით, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შესახებ. კომისიის წევრებმა ერთხმად (5 ხმით) გადაწყვიტეს, რომ ს-------–---------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმი N------ (ს.ფ. 22-25).
3.6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილა ს-------–---------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საკითხი და „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2018 წლის 12 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილებით უარი უთხრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-21).
3.7. 2012 წლის 12 აპრილს შედგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 1---------–------ „----------------–ი მეთაურის მოადგილე, მაიორი ა-----------, 1---------–------ „----------------–ი ოცმეთაური, ვ/პოლკოვნიკი დ--------------ე და 1---------–------ „----------------–ი საბინაო უფროსი ზემდეგი გ-----------–-------ე ადასტურებენ, რომ მოხალისე ს-------–--------- 1---------–------ რიგებში ჩაირიცხა 1993 წლის 1 მარტს. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად საბრძოლო ოპერაციებში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, ლაბრა-ტამიშის მიმართულებით. ამავე მოკვლევის თანახმად, მეთაური ს-------–---------ს ახასიათებს, როგორც კარგ მეომარს, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად.
1---------–------ „----------------–მა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ტ---------–-----–-–---–მა, 1---------–------ „----------------–მა ოცმეთაურმა, ვ/პოლკოვნიკმა დ--------------ემ და 1---------–------ „----------------–მა საბინაოს უფროსმა ზემდეგმა გ-----------–-------ემ დაადასტურეს, რომ მოხალისე ს-------–--------- 1---------–------ რიგებში ჩაირიცხა 1993 წლის 1 მარტს. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად საბრძოლო ოპერაციებში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, ლაბრა-ტამიშის მიმართულებით. ამავე მოკვლევით მეთაურმა ს-------–--------- დაახასიათა როგორც კარგი მეომარი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 12 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა (რეგ. №---------) (ს.ფ. 121-122);
- 2013 წლის 23 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა (რეგ. №---------) (ს.ფ. 27).
3.8. ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიშიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ომის ვეტერანებმა - ტ---------------მ და ვ-–---------მ დაადასტურეს, რომ ო----------------------------–------–----- იძულებით გადაადგილებული პირი - ს-------–--------- 1993 წლის მარტის თვიდან მათთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე (ლაბრა-ტამიში) წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ბ-----–-------------------ის შემადგენლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 30 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული ტ-----------ს დასტური (ს.ფ. 28-29);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 31);
- 2015 წლის 22 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული ვ---------ს დასტური (ს.ფ. 32-33);
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 35).
3.9. სოხუმის ს-------------------------------------------- სამხედრო კომენდანტმა გასცა ცნობა, რომლის თანახმად, 1992-1993 წლებში აფხაზი სეპარატისტებისაგან საომარი მოქმედების დროს ს-------–--------- ტ---–------------------------ის უფროსად მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა როგორც სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში, ისე რ--------- დაზიანებული უბნების აღდგენაში.
სოხუმის ს-------------------------------------------- სამხედრო კომენდანტის ცნობის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა და საფინანსო-სოციალური განყოფილების უფროსმა გასცეს ცნობა მასზე, რომ ს-------–--------- 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა ს-------------------------------------------- სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა №--- (ს.ფ. 75);
- სოხუმის ს-------------------------------------------- სამხედრო კომენდანტის ცნობა (ს.ფ. 76).
3.10. შპს „საქართველოს რ---------“ წარმომადგენლობის „სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს“ კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ს-------–--------- 1----–-–-----------------------–-–------------------ მუშაობდა ს--------------–-- მორიგედ, 1987 წლის 1 აგვისტოდან 1993 წლის 29 დეკემბრამდე - იმავე სადგურის უფროსად, ხოლო 1993 წლის 29 დეკემბრიდან 1997 წლის 2 ივლისამდე - ს----------------- მორიგედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „საქართველოს რ---------“ წარმომადგენლობის „სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს“ კადრების განყოფილების უფროსის ცნობა (ს.ფ. 77).
3.11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არსებულ 1992-1993 წლების ბრძანებებში, ინფორმაცია ს-------–---------ს მიერ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2011 წლის 3 ნოემბრის №-------- წერილი (ს.ფ. 85).
3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ტ---------–-----–-–---–მა განმარტა, რომ 1990 წლიდან იყო ბატალიონ „-------- მეთაური. 1991 წლის ბოლოს მისი ბატალიონი გადავიდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოში მიმდინარე ყველა საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. გაგრის დაცემის შემდეგ, მას თბილისში მოუწია ჩამოსვლა. მითითებულ პერიოდში თავიდან დაკომპლექტდა ბატალიონი. 1992 წლის დეკემბერში, მინისტრის ბრძანებით მისი ბატალიონი გადაიყვანეს აფხაზეთის რეგიონში, ოჩამჩირეში. ისინი ემორჩილებოდნენ ოჩამჩირეში არსებულ შტაბს. საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა სოფლებში: ცაგერაში, ლაბრასა და ტამიშში. შესაბამისად, შტაბში მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობისაგან შექმნილიყო ოცეულები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადგილობრივები კარგად ერკვეოდნენ თავიაანთ ტერიტორიაზე არსებულ გასასვლელებში. ოცეულები შეიქმნა დაახლოებით 1993 წელს და ბოლომდე იქ იყვნენ. ისინი სოხუმის დაცემამდე ამაგრებდნენ პოზიციებს. ადგილობრივებისგან დაკომპლექტებული ოცეულები გადანაწილებულნი იყვნენ ასეულებში. ს-------–--------- (მისი ჩარიცხვის თარიღი მოწმეს არ ახსოვს), შედიოდა ტამიშის ოცეულში და მონაწილეობას იღებდა ტამიშში მიმდინარე ყველა საბრძოლო მოქმედებაში. მას იარაღი ჰქონდა, იბრძოდა და მეთაური დადებითად ახასიათებდა. ტამიშის მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ოცეულები სხვადასხვა პოზიციას ამაგრებდნენ, ს-------–--------- კი ძირითადად იყო ნაოჩის ქუჩაზე არსებულ საგუშაგოზე იმყოფებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმა შეიძლება ნებისმიერ დროს მომხდარიყო, ყველას და მათ შორის, ს-------–---------ს, იარაღი მუდმივად თან ჰქონდა.
მოწმის განმარტებით, სოფელ ტამიშში, რომელიც წინა ხაზზე მდებარეობდა, იყო რკინიგზა, რომელსაც ფუნქციონირება არ შეუწყვეტია საბრძოლო მოქმედებების დროსაც. შესაბამისად, მან დიდი როლი შეასრულა თბილისის, ოჩამჩირის, სოხუმის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. აღნიშნულ რ--------- სადგურში მუშაობდა ს-------–---------–, რომელსაც ამ სადგურის დაცვა უხდებოდა. მისივე განმარტებით, ს-------–---------ს ჩარიცხვისთანავე გადაეცა იარაღი და მას ტ---------–-----–-–---–ის ხელმძღვანელობით ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი. მოწმემ ხაზგასმით დაადასტურა ს-------–---------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული სიები და ბრძანებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩააბარა და მისი ინფორმაციით, ეს დოკუმენტები სრულად განადგურდა მოგვიანებით, გორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (იხ. 02.05.2019წ. სხდომის ოქმი) (ს.ფ. 184-203).
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა დ--------------ემ განმარტა, რომ მსახურობდა ბ-----–------------–----------------–----ში და იყო დაზვერვის ოცეულის მეთაური. ოჩამჩირეში ჩავიდნენ 1992 წლის ნოემბერში და ნოემბერ-დეკემბერში არ ჰყავდათ ადგილობრივი მაცხოვრებლები. მან ს-------–--------- გაიცნო სოფელ ტამიშში, ადგილობრივებთან ურთიერთობისას. ს-------–---------ს სახლის გვერდით არსებულ სახლში მოწყობილი იყო შტაბი. ზღვის მხარის დასაცავად, მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობისაგან შეექმნათ ოცეულები და მათთვის მიეცათ იარაღი. მისივე განმარტებით, ადგილობრივებმა იცოდნენ რა ყველა ბილიკი და ადგილი, მათვე შეარჩიეს საკონტროლო ადგილები. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ოცეულები ტერიტორიას აკონტროლებდნენ ძირითადად ღამით, ხოლო დღის განმავლობაში თვითონ, ჩასული სამხედროები ასრულებდნენ ამ საქმეს. დ--------------ემ აღნიშნა, რომ ს-------–---------ს პირადად ჩააბარა იარაღი. მისივე განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ოცეულები მას ექვემდებარებოდა და მათ იარაღს აძლევდნენ თვითონ ან მისი მოადგილე, უშუალოდ პოზიციის დაკავებისას. მოწმემ დაადასტურა, რომ ს-------- მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (იხ. 02.05.2019წ. სხდომის ოქმი) (ს.ფ. 184-203).
3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გ-----------–-------ემ განმარტა, რომ იყო ბატალიონ „-------- წევრი. მას პერიოდულად უწევდა აფხაზეთში მივლინება სურსათის და ტყვია-წამალის ჩასატანად. შესაბამისად, შტაბში 2-3 ჯერ ნახა ს-------–---------, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. მისივე განმარტებით, ს-------–--------- ხვდებოდა ოჩამჩირის გასასვლელში არსებულ შტაბ-ბინაში, თუმცა ოფიციალურად თუ სად იყო გაფორმებული, არ ფლობს ინფორმაციას. მაშინ იარაღის გაცემაც მოუწესრიგებელი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც იარაღი არ ჰქონდათ და საბრძოლო მოქმედებების დროს თვითონ უწევდათ მისი მოპოვება. ოფიციალურად არავის ეწერა იარაღი. მისი ინფორმაციით, ს-------–--------- სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა იარაღით ხელში არ უნახავს. აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 1993 წლის ზაფხულში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (იხ. 02.05.2019წ. სხდომის ოქმი) (ს.ფ. 184-203).
3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ-----------–---–-ამ განმარტა, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, მ-------------–-. იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ „-------- 1-----------–----ში, გ-------------–-ს მეთაურად. მათთან იყვნენ მოხალისეები. ასევე, იყო დანაყოფი, სადაც შედიოდნენ სადგურის და იმავე სოფლის მილიციის თანამშრომლებიც. მ-----------–---–-ას ინფორმაციით, ს-------–---------ს სახლში და მის გვერდით, მეორე სახლში იყო შტაბ-ბინები, სადაც ხედავდა ს-------–---------ს. მას ახლოს არ იცნობდა, ვინაიდან ის ძირითადად დ--------------ეს ექვემდებარებოდა.
მ-----------–---–-ას განმარტებით, ს-------–--------- უშუალოდ საგუშაგოზე არ უნახავს და ინფორმაციას, თუ რომელ საგუშაგოზე იყო არ ფლობს, თუმცა 1993 წლის მარტი-აპრილის თვიდან მას შტაბში ნამდვილად შეხვედრია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (იხ. 21.05.2019წ. სხდომის ოქმი) (ს.ფ. 222-231).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-------–---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის №------ კომისიის სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ს-------–---------ს ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.
ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) თავდაცვის ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №2-ის პირველ მუხლზე, რომელის თანახმადაც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – სამსახური), დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია.
ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმის მასალების თანახმად, ს-------–---------მ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება, იმ საფუძვლით, რომ იგი არის 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №------------------- გადაწყვეტილებით ს-------–---------ს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მას ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 2013 წლის 26 ივლისს და ამასთან განემარტა, რომ ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე მისი განცხადების განხილვა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით წარმოდგენდა სხვა მტკიცებულებას/დოკუმენტებს, რომლითაც დაადასტურებდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. განსახილველი განცხადება კი არ შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), რომელიც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას შეუწყობდა ხელს.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის ს-------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 5 სექტემბრის №---------------- წერილი (გადაწყვეტილება) და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ს-------–---------ს განცხადების არსებითად განხილვა - ამ განცხადებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანი და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ს-------–---------ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და მიიჩნია, რომ განცხადების განმხილველ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა 2016 წლის განცხადებებზე.
დადგენილია, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე ერთხმად (5 ხმით) გადაწყვიტა, რომ ს-------–---------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილებით ს-------–---------ს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენმა კომისიამ 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ს-------–--------- 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს, მუშაობდა რ--------------------- უფროსად და აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც რ--------- სრულყოფილად ფუნქციონირებაში, ასევე, ცალკეულ საგუშაგოზე პოზიციების გასამყარებლად განხორციელებულ მოქმედებებში. კერძოდ, სოხუმის ს-------------------------------------------- სამხედრო კომენდანტის ცნობის თანახმად, იგი საომარი მოქმედების დროს მუშაობდა ტამიშში და ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას როგორც სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში, ისე რ--------- დაზიანებული უბნების აღდგენაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისრის და საფინანსო-სოციალური განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ს-------–--------- 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა ს-------------------------------------------- სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. უფრო მეტიც, ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიშიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ომის ვეტერანებმა ტ---------------მ და ვ-–---------მ დაადასტურეს, რომ სოფელ ტამიშიდან იძულებით გადაადგილებული პირი ს-------–--------- 1993 წლის მარტის თვიდან მათთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე (ლაბრა-ტამიში) წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ბატალიონ ა------ 1----- შემადგენლობაში. ამასთან, 1---------–------ „----------------– ოცმეთაურთან, ვ/პოლკოვნიკ დ--------------ესთან და 1---------–------ „----------------–---------- უფროსთან, ზემდეგ გ-----------–-------ესთან ერთად, ერთის მხრივ, 1---------–------ „-------- ყოფილმა მეთაურის მოადგილემ, მაიორმა ა-----------მ და, მეორეს მხრივ, 1---------–------ „-------- ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ტ---------–-----–-–---–მა, ცალსახად დაადასტურეს, რომ მოხალისე ს-------–--------- 1---------–------ რიგებში ჩაირიცხა 1993 წლის 1 მარტს. იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად საბრძოლო ოპერაციებში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, ლაბრა-ტამიშის მიმართულებით და მეთაური ახასიათებდა, როგორც კარგ მეომარს, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 1993 წლის დასაწყისში ადგილობრივებისაგან, მათ შორის, სოფელ ტამიშის მაცხოვრებლებისაგან შექმნეს ოცეულები, რომლებიც სამხედროებს ეხმარებოდნენ საგუშაგოებზე პოზიციების გამაგრებაში. ოცეულები, ძირითადად ღამით მორიგეობდნენ საგუშაგოებზე და იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებულად არ იყო დაძაბული მდგომარეობა. მათ, ასევე, უხდებოდათ მცირე თავდასხმებში მონაწილეობის მიღება. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ს-------–--------- ირიცხებოდა 1-----------–---- „-------- სოფელ ტამიშის ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან შექმნილ ოცეულში. ამავე ბატალიონის ოცმეთაურის დ--------------ის განმარტებით, მან პირადად გადასცა იარაღი მოსარჩელეს, ვინაიდან მას ექვემდებარებოდა, ხოლო ბატალიონის მეთაურის ტ---------–-----–-–---–ის განმარტებით, ს-------–---------ს პირადად ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. ამ უკანასკნელის განმარტებით, ს-------–--------- ხშირად მორიგეობდა ნაოჩის ქუჩაზე არსებულ საგუშაგოზე. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ჩარიცხულნი იყვნენ სამხედრო ფორმირებებში, აგრძელებდნენ მათ ძირითად სამუშაო ადგილზე მუშაობასაც.
მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამოქალაქო პირებისათვის, მოხალისეებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია სხვადასხვა მტკიცებულების, მათ შორის, საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო სახით წარადგინა. უფრო მეტიც, საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერმა პირებმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას დაადასტურეს ს-------–---------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა და აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საბრძოლო მოკვლევის გარდა სხვა მტკიცებულებით არ დგინდება მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, სასამართლოს დასკვნით, არის დაუსაბუთებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას და იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება კი ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია მითითებული დანაწესების უგულებელყოფით, კერძოდ, ისინი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საბრძოლო მოკვლევა და წარადგინა თუ არა მოსარჩელემ მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, ასევე, საბრძოლო ფორმირებებში ჩარიცხვის ანდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შეეძლო თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირს, რომელიც წარმოადგენდა იმ ტერიტორიის მაცხოვრებელს, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის №------ კომისიის სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილება, მოსარჩელისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დადასტურებულია სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის №------ კომისიის სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ს-------–---------სთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს-------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის S------------ გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის №------ კომისიის სხდომის ოქმი;
3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ს-------–---------ს მიენიჭება ომის ვეტერანის სტატუსი;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე