1. ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

3. ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.

საქართველოს 1997 წლის 16  ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის

კანონი №1385
- ვებგვერდი, 09.10.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6884 -
ვებგვერდი, 28.07.2020