გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2019
საქმის ნომერი
330310018002737878
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7398-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ჯ---–------–-------ე

წარმომადგენელი - მ----------------ე

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენლები - კ----–-------–------------------–-ია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჯ---–------–-------ისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს (ალიმენტის) დანიშვნის თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1--- წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში, ხოლო 1----–-–---------------------------------დან კი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჰ---–------------თან. ჰ---–------------ი 1----–-–-----------–ს, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა ქ---------ში. ჰ---–------------ი გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და ჯ---–------–-------ის მიმართ გაიცა სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ფულადი პრემია 600 ლარის ოდენობით. ჯ---–------–-------ე ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით იღებდა ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას. 2011 წლის 22 ივლისს ჯ---–------–-------ის, როგორც ჰ---–------------ის პირველი რიგის მემკვიდრის - მეუღლის მიმართ გაიცა სამკვიდრო მოწმობა N---------, რომლის თანახმად ჯ---–------–-------ეს მემკვიდრეობით გადაეცა მამკვიდრებლის - ჰ---–------------ის გარდაცვალების მომენტისათვის არსებული ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.

 

მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის თებერვალში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჰ---–------------ი, მასთან ქორწინებამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ---–----------------თან. ჯ---–----------------ის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა და ჰ---–------------ს შორის ქორწინება და ჯ---–------–-------ეს კომპენსაციის მიღება შეუწყდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჯ---–----------------ი ფაქტობრივად განქორწინებული იყო ჰ---–------------თან, ჰ---–------------ის ოჯახის წევრები თავად ჯ---–------–-------ე და მისი შვილები - ვ--–--------–-----------------------–-------ე იყვნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილება, ჯ---–------–-------ეს უარი ეთქვა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებასა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჯ---–------–-------ისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს (ალიმენტის) დანიშვნის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ჯ---–----------------ი და ჰ---–------------ი 1--- წლის 23 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში - 1----–-–---------------- შეეძინათ შვილი - კ------------------ი.

 

ჯ---–------–-------ე და ჰ---–------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1----–-–------------იდან.

 

ჰ---–------------ი გარდაიცვალა 1----–-–------------–ს. გარდაცვალების ადგილი - სოხუმი.

 

ჰ---–------------ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2---- მ------------–----------ის 2---- ს--------------------–------------------ის I------------------------ 1992 წლის 15 ნოემბრიდან 1----–-–------------–ამდე. ჰ---–------------ი დაიღუპა სოხუმში, საბრძოლო მოქმედებების დროს.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 31 მაისის N-- ბრძანებულებით, ჰ---–------------ი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

ჯ---–------–-------ეს მიღებული აქვს მეუღლის - ჰ---–------------ის კუთვნილ სახელმწიფო ჯილდოზე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი) დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია - 600 ლარი.

 

2011 წლის 22 ივლისს ჯ---–------–-------ის, როგორც ჰ---–------------ის პირველი რიგის მემკვიდრის - მეუღლის მიმართ გაიცა სამკვიდრო მოწმობა N---------, რომლის თანახმად ჯ---–------–-------ეს მემკვიდრეობით გადაეცა მამკვიდრებლის - ჰ---–------------ის გარდაცვალების მომენტისათვის არსებული ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.

 

ჯ---–------–-------ეს 2014 წლის 1 მაისიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია ოჯახის წევრის - მეუღლის გარდაცვალების გამო, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 20 მარტს გაცემული ქორწინების მოწმობა N----------- (ს.ფ. 17);

- ქორწინების აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 18-20);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22);

- საბრძოლო მოკვლევა (ს.ფ. 27);

- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის ასლი (ს.ფ. 46);

- 2011 წლის 22 ივლისის სამკვიდრო მოწმობა N--------- (ს.ფ. 36-38);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-57).

 

3.2. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის S------------ წერილით, ჯ---–------–-------ეს ეცნობა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის 11 დეკემბრის N---- განცხადებით მიმართა ჯ---–----------------მა და მოითხოვა ომში დაღუპული მეუღლის - ჰ---–------------ის დაღუპვის გამო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება. წარდგენილი საბუთებით, ჯ---–----------------ი 1--- წლის 23 დეკემბრიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ჰ---–------------თან, ქორწინება შეწყვეტილია ჰ---–------------ის გარდაცვალების გამო (2017 წლის 23 ივნისის N--------- წერილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან). სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ჰ---–------------ის საომარ მოქმედებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაცემულია ცნობა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, კომპენსაციის უფლების განსახორციელებლად (ქორწინების მოწმობა N----------- საფუძველზე). გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია ერთდროულად ორ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა, ჯ---–------–-------ეს განემარტა, რომ უნდა მიემართა სასამართლოსთვის ქორწინების ნამდვილობის (კანონიერების) დასადასტურებლად. ჯ---–------–-------ეს ეცნობა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად წარუდგენლობის შემთხვევაში, შეუჩერდებოდა ყველა ის შეღავათი და უფლებები, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის S------------ წერილი (ს.ფ. 48).

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ---–----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა (დაბადებული: 1----–-–-----------------, პირადი N-----------) და ჰ---–-------------ს (დაბადებული: 19---–-–-------------------------------; გარდაცვლილი: 1----–-–------------–ს, აქტის ჩანაწერი N----) შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1----–-–------------ს, მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 20 მარტი (აქტის ჩანაწერი N---, მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-57);

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის NS------------ წერილი (ს.ფ. 48).

 

3.4. 2018 წლის 30 ოქტომბერს ჯ---–------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილების თანახმად, ჯ---–------–-------ეს 2018 წლის 30 ოქტომბრის N----- განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო - რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას. რაც შეეხება მოთხოვნას, ჯ---–------–-------ის მიმართ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა და ჰ---–------------ს შორის 1----–-–------------ს რეგისტრირებული ქორწინება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოთხოვნილი საკითხი დააკმაყოფილოს, ვინაიდან, ქორწინების ბათილობის გამო და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჯ---–------–-------ე ვეღარ განიხილება ომში დაღუპულის ოჯახის წევრად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-62).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ---–------–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.

 

,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) თავდაცვის ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შექმნას განსაზღვრავს ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც: ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის; ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს იმ პირთა ოჯახების სოციალურ დაცვას, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სამხედრო ორგანიზაციაში თუ ფორმირებაში იყვნენ ჩარიცხულნი და დაიღუპნენ მიღებული ჭრილობების შედეგად. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის გარკვევას წარმოადგენს თუ არა ჯ---–------–-------ე ომში გარდაცვლილი პირის - ჰ---–------------ის ოჯახის წევრს - მეუღლეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ და ასევე მოსაჩელის მიმართ გაიცეს შესაბამისი კატეგორიის ვეტერანის მოწმობა.

 

სასამართლო მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

საქმის მასალების თანახმად, ჰ---–------------ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2---- მ------------–----------ის 2---- ს--------------------–------------------ის I------------------------ 1992 წლის 15 ნოემბრიდან 1----–-–------------–ამდე. ჰ---–------------ი დაიღუპა სოხუმში, საბრძოლო მოქმედებების დროს.

 

დადგენილია, რომ ჯ---–------–-------ე და ჰ---–------------ი დაქორწინდნენ 19---–-–-----------------------------ს; ჯ---–------–-------ეს 2014 წლის 1 მაისიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილ ჰ---–------------ის ოჯახის წევრს (მეუღლეს).

 

ასევე დადგენილია, რომ ჯ---–----------------ი და ჰ---–------------ი 1--- წლის 23 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

ჯ---–----------------ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა (დაბადებული: 1----–-–-----------------, პირადი N-----------) და ჰ---–-------------ს (დაბადებული: 1----–-–----------------; გარდაცვლილი: 1----–-–------------–ს, აქტის ჩანაწერი N----) შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1----–-–------------ს, მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 20 მარტი (აქტის ჩანაწერი N---, მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ჯ---–------–-------ეს შეუწყდა მეუღლის - ჰ---–------------ის დაღუპვის გამო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი და შესაბამისი კომპენსაციის მიღება.

2018 წლის 30 ოქტომბერს ჯ---–------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილებით, ჯ---–------–-------ეს 2018 წლის 30 ოქტომბრის N----- განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა და ჰ---–------------ს შორის 1----–-–------------ს რეგისტრირებული ქორწინება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა, ვინაიდან, ქორწინების ბათილობის გამო და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჯ---–------–-------ე ვეღარ განიხილებოდა ომში დაღუპულის ოჯახის წევრად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში. სასამართლოს შეფასებით, ჯ---–------–-------ის მიერ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი წარმოდგენილი ვერ იქნა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჯ---–------–-------ესა ომში დაღუპულ ჰ---–------------ს შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1----–-–------------ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ამდენად, კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს ომში დაღუპული პირის ოჯახის წევრს, ასევე მკაცრადაა განსაზღვრული იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელი ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისაღებად, შესაბამისად, ჯ---–------–-------ე ჰ---–------------თან არსებული ქორწინების ბათილად ცნობის გამო ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის - მეუღლის სტატუსს, აღნიშნული გარემოება ჯ---–------–-------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 05 ნოემბრის S------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა გამოცემული, არ არსებობს ჯ---–------–-------ის მოთხოვნის - ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ---–------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე