გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/369-2019) 010350019003110016
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე
01 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
განხილვი ფორმა-ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; მცხოვრები: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქუჩა №23 ბ. №45)
დავის საგანი - საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; მცხოვრები: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქუჩა №23 ბ. №45) გაძევების საკითხი
აღწერილობითი ნაწილი :
1. მოთხოვნა
1.1 საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; მცხოვრები: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქუჩა №23 ბ. №45) გაძევება;
2019 წლის 22 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იდინ ეკრემ ბედელის (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემა.
წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–-ს (დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; მცხოვრები: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქუჩა №23 ბ. №45; ტელეფონი: 555178881) მიმართ.
2019 წლის 03 ივლისს ჩატარდა გასაუბრება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–თან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დროს შსს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განემარტა საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის ყოლის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების არსი და მიზანი, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე, 93-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები კერძოდ, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს წარმომადგენლისა და ადვოკატის/ინტერესების დამცველის მომსახურებით, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება, საქმესთან დაკავშირებით წარადგინოს მტკიცებულებები და შუამდგომლობები და გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. გასაუბრება ჩატარდა მისთვის გასაგებ, თურქულ ენაზე.
გასაუბრებისას ა-------------------–მა განაცხადა, რომ დაიბადა 1981 წლის 20 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში, სამშობლოში მიღებული აქვს საშუალო განათლება და მუშაობდა სალონებში დალაქად. საქართველოში ბოლოს შემოვიდა 2017 წლის 15 მაისს, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სარფის“ გავლით ტურისტული მიზნით და მას შემდგომ არ დაუტოვებია ქვეყანა. ამჟამად ცხოვრობს ქ. ბათუმში, დროებით ნაქირავებ ბინაში დაღესტნის მოქალაქე ფ------------------ან (დაბადებული: 08.10.1985) ერთად, რომელთნაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი ა-–--------–- (დაბადებული:11.12.2017 წ), რომელიც დაბადებულია საქართველოში (დაბადების მოწმობა არ წარმოუდგენია). მისი განმარტებით მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ქ. ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ფატიმა გაჯიევას, რისთვისაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება და მოიხადა საპატიმრო სასჯელი 3 (სამი) თვის ვადით. ამასთან, დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომელიც იწურება 2020 წლის 17 მაისს. ა-------------------–-ს განმარტებით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის მოპოვების მიზნით შესაბამისი უწყებებისათვის არ მიუმართავს. მისი განმარტებით, საქართველოში არ ფლობს უძრავ ქონებას, არ გააჩნია მუდმივი სამუშაო ადგილი და არ ფლობს სამგზავრო დოკუმენტს თუმცა მისი განმარტებით უახლოეს მომავალში აპირებს მიმართოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგელობას სამგზავრო დოკუმენტის დამზადების მიზნით. ა-------------------–-ს განმარტებით სურს საქართველოში დარჩენა.
ა-------------------–-ს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძვლების დადგენის მიზნით, სათანადო ინფორმაციები იქნა გამოთხოვილი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 16 მაისის №1252204 სამსახურებრივი ბარათით დადგინდა, რომ საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზების მიხედვით: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–- ბოლოს საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 15 მაისს სასაზღვრო გამტარი პუნქტ ,,სარფი“-ს გავლით. საქართველოში გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 10 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვე და გამოსაცდელ ვადად 1 (ერთი) წელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2019 წლის 11 მაისის N01/145581 წერილით დადგინდა, რომ ა-------------------–ს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით არ მიუმართავს.
ამავე სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის N01/146382 წერილით დადგინდა, რომ ა-------------------–ს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მიზნით არ მიუმართავს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის N01/206477 წერილით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–-ს ქორწინებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 13.11.2017 წელს რეგისტრირებულია ა-–--------–-ს (დაბადებული:12.11.2017 წ) დაბადების აქტის N77171005087 ჩანაწერი, სადაც მამის გარაფაში ფიქსირდება - ა-------------------–---დაბადებული:20.07.1981წ) სხვა შვილების ყოლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 14 მაისის N01/19089 წერილით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, საქართველოს ვიზის მიღების ან გაგრძელების თხოვნით არ მიუმართავს.
შსს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს 2019 წლის 13 მაისის N1211396 სამსახურებრივი ბარათით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–-ს არ მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, შესაბამისად იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს აჭარის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 15 მაისის N2/12/43182 წერილით დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით, ადინ ეკრემ ბედელს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით 03 (სამი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ა-------------------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან და შესაბამისად ის პენიტენციური დაწესებულებიდან თავისუფლდება 2019 წლის 18 მაისს. გათავისუფლების დღიდან მსჯავრდებულის მიმართ დაიწყება გამოსაცდელი ვადის ათვლა, რომლის ვადაც შეადგენს 01 წელს და მსჯავრდებულს საპრობაციო ვადა დაუსრულდება 2020 წლის 17 მაისს.
ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–-, საქართველოში არის ნასამართლევი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის საქმე N1-226/19 განაჩენით ა-------------------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციუ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 03 (სამი) ვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად - უცხოელი შეიძლება გაძევებული იქნას საქართველოდან თუ უცხოელს შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–-ს დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი, საპრობაციო ვადა, რომელიც სრულდება 2020 წლის 17 მაისს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5; ) გაძევებულ იქნეს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. 2019 წლის 1 აგვისტოს ა-------------------–მა წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც დგინდება, რომ შუამდგომლობას არ ეთანხმება. კერძოდ, განცხადებაში მიუთითებს, რომ წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში, ჰყავს მეუღლე და შვილი; მუშაობს პარიკმახერად, სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და მისი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია საქართველოში მოღვაწეობასთან. შესაბამისად, ითხოვა რომ არ იქნეს გაძევებული საქართველოდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 3 ივლისის გასაუბრების ოქმში, ა-------------------–მა განაცხადა, რომ დაიბადა 1981 წლის 20 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში, სამშობლოში მიღებული აქვს საშუალო განათლება და მუშაობდა სალონებში დალაქად. საქართველოში ბოლოს შემოვიდა 2017 წლის 15 მაისს, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,სარფის“ გავლით ტურისტული მიზნით და მას შემდგომ არ დაუტოვებია ქვეყანა. ამჟამად ცხოვრობს ქ. ბათუმში, დროებით ნაქირავებ ბინაში დაღესტნის მოქალაქე ფ------------------ან (დაბადებული: 08.10.1985) ერთად, რომელთნაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი ა-–--------–- (დაბადებული:11.12.2017 წ), რომელიც დაბადებულია საქართველოში (დაბადების მოწმობა არ წარმოუდგენია). მისი განმარტებით მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ქ. ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ფატიმა გაჯიევას, რისთვისაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება და მოიხადა საპატიმრო სასჯელი 3 (სამი) თვის ვადით. ამასთან, დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომელიც იწურება 2020 წლის 17 მაისს.
3.1.2 საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 16 მაისის MIA 1 19 01252204 წერილით, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს 2019 წლის 11 მაისის N1189387 სამსახურებრივი ბარათის პასუხად ეცნობა, რომ საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ა-------------------–- გასამართლებულია 10.04.2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციუ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. თურქეთის მოქალაქე - ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 15 მაისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „სარფის'' გავლით.
მოქალაქე ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) მიერ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბანკში ბოლო 4 წლის განმავლობაში (შს მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანების შესაბამისად) ირიცხება: 25.08.2017წ, გამოვლენილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ, ასკ 166 მუხლი, ოქმი Nბე000039941, დადგენილება N4/1794, 25.08.2017წ ჯარიმა 100 ლარი(ადმინისრაციული სამართალდარღვევა ვადაგასულია)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით (საქმე N1-226/19)
3.1.3. დადგენილია, რომ ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის საკონსულო დეპარტამენტის 2019 წლის14 მაისის N01/19089 პასუხი მიმართვაზე.
3.1.4. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;)საქართველოს ვიზის მიღების ან გაგრძელების თაობაზე შესაბამისი სამსახურისათვის არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისადა მიგრაციის სამსახურის 2019 წლის 11 მაისის N01/145581 პასუხი მიმართვაზე.
3.1.5. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში დაცული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის ბინადრობის ნებართვის მიღებიზ მიზნით არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის N01/146382 პასუხი მიმართვაზე.
3.1.6. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) სააგენტოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მიზნით არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის N01/206477 პასუხი მიმართვაზე.
3.1.7. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემტა ელექტრონულ ბაზაში ქორწინებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება; ასევე ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 13.11.2017 წელს რეგისტრირებულია ალი ბედელის (დაბ: 12.11.2017წ) დაბადების აქტის N77171005087 ჩანაწერი, სადაც მამის გრაფაში ფიქსირდება აიდინ ეფრემ ბედელი. სხვა შვილების ყოლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიგრაციის დეპარტამენტი/საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს 2019 წლის 13 მაისის პასუხი მიმართვაზე.
3.1.8. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოსათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით, არ მიუმართავს. შესაბამისად იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 3 ივლისის გასაუბრების ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი :
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ე--------------------- შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის იდინ ეკრემ ბედელის (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;), საქართველოდან გაძევების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N525 დადგენილება ,,უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი დამტკიცების შესახებ;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 აწესრიგებს უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-ე მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.
ამავე კოდექსის 2140 თანახმად, მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, და უცხოელს უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაკითხოს პირი, შუამდგომლობის წარმდგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებანი.
5.2 ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მესამე მუხლის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;
5.3 ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე კარი იძლევა უცხოელთა პასუხისმგებლობისა და გაძევების შესახებ ზოგად დებულებებს. 50-ე მუხლის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
5.4 საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია 51-ე მუხლით. კერძოდ: უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობას თან ერთვის საქართველოდან უცხოელის ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული: 20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გათვალისწინებულია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ ქვეპუნქტით.
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 16 მაისის MIA 1 19 01252204 წერილით, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს 2019 წლის 11 მაისის N1189387 სამსახურებრივი ბარათის პასუხად ეცნობა, რომ საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ა-------------------–- გასამართლებულია 10.04.2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციუ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. თურქეთის მოქალაქე - ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 15 მაისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „სარფის'' გავლით.
მოქალაქე ა-------------------–-ს (AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) მიერ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბანკში ბოლო 4 წლის განმავლობაში (შს მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანების შესაბამისად) ირიცხება: 25.08.2017წ, გამოვლენილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ, ასკ 166 მუხლი, ოქმი Nბე000039941, დადგენილება N4/1794, 25.08.2017წ ჯარიმა 100 ლარი(ადმინისრაციული სამართალდარღვევა ვადაგასულია)
5.5 ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
5.6. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას.
5.7. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც: ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
5.8. საქმეში არსებული მასალის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლების, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის, 53-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) უნდა იქნეს გაძევებული საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-------------------–-ს მიერ წერილობით ახსნა-განმარტებაში მითითებული საფუძველი, რის გამოც მას არ სურს თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნება, შეესაბამება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ წინაპირობას.
ბრძანების შესრულება უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) თურქეთის რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დასაბრუნებლად განესაზღვროს ვადა - 30 კალენდარული დღე ბრძანების გაცნობიდან და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა 3 (სამი) წლის ვადით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-2140 მუხლებით და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) გაძევებული იქნას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში.
3. ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს რესპუბლიკა ბრძანების გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღის ვადაში;
4. იმ შემთხვევაში თუ ეა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული: 20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;
5. ა-------------------–---AYDIN EKREM BEDEL; დაბადებული:20/07/1981 წელი; პასპორტის №---------5;) , აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა 3 (სამი) წლის ვადით.
6. გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის სასამართლოს ბრძანების გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. N30).
მოსამართლე : კობა გოცირიძე