1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სავალდებულო სამუშაოთა განუხორციელებლობა, სავალდებულო სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა ან ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
3. მიწის სავალდებულო რეკულტივაციის განუხორციელებლობა, მიწის რეკულტივაციის სამუშაოთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე ჩატარება ან ასეთი გეგმისგან/პროექტისგან გადახვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023