გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2018
საქმის ნომერი
160350018002490241
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160350018002490241

№3/78-18

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე

 

21 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

 

შუამდგომლობის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

 

მოწინააღმდეგე მხარე - ხა-–------------ი (KH----------OV, დაბადებული 15.07.1966 პასპორტის N22 11 745098)

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის საქართველოდან გაძევების საკითხი და

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2018 წლის 12 ივნისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსმა ეკ------------------ამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-ე, 2140-ე მუხლების, "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ" და ,,თ“ ქვეპუნქტების, 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაძევების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.

 

წარმოდგენილი შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ ხა-–------------ი დაიბადა 1966 წლის 15 ივლისს, საქართველოში მა-------–ის რაიონში. აღნიშნული რაიონის სოფელ საბ--------ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. საქართველოში დამთავრებული აქვს - აზერბაიჯანული სკოლა. 1990 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლის მაისის თვეში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. მისის საცხოვრებელი მისამართია: რუსეთის ფედერაცია, ნი–-----------ის ოლქი, ქ. ნიჟ-------------დი, კრასნი ზონის ქუჩა N4 ბინა N42, მას ჰყავს სამი შვილი.

 

ხა-–------------მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბოლოს გადმოკვეთა 2014 წლის აპრილის თვეში სასაზღვრო გამტარი პუნქტ “წითელი ხიდის“ გავლით მეგობრების მონახულების მიზნით. 2014 წლის აპრილის ბოლოს იგი დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,-108-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც მოიხადა 4 (ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩააეთვალა პირობით.

 

ხა-–------------მა განაცხადა, რომ საქართველში ამჟამად ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ საბ--------ში. საქართველოში არ ფლობს უძრავ ქონებას, არ აქვს ფულადი შემოსავალი და არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი. გასაუბრების დასასრულს პირმა განაცხადა, რომ სურს დაბრუნება რუსეთის ფედერაციაში და მიმართავს საქართველოში რუსეთის საკონსულოს, ახალი სამგზავრო დოკუმენტის დამზადების მიზნით.

 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის შესახებ სათანადო ინფორმაციები იქნა გამოთხოვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ხა-–------------ს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების, ვიზის მიღებისა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნებით შესაბამისი დაწესებულებისათვის არ მიუმართავს.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის 2018 წლის 4 მაისის N1047111 სამსახურებრივი ბარათით და მასზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ის (KH----------OV; დაბ;15/07/1966წ) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ბოლო კვეთის ფაქტი დაფიქსირდა 2014 წლის 21 აპრილს სასაზღვრო გამტარი პუნქტ ‘’წითელი ხიდის“ გავლით. იგი გასამართლებულია 2015 წლის 6 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,-108-ე მუხლით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაიყო და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველოში არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ხა-–------------ი (KH----------OV; დაბ. 15/07/1966 წელს) ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ირიცხება მიგრაციის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისას, მოპოვებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენი (სამქე N1-343-14) რომლითაც ხა-–------------ი ცნობილ იქნა 19-108-ე მუხლით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაიყო და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 იანვრის N479 ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, ხა-–------------ს, დაბადებულს 1966 წლის 15 ივლისს საქართველოში შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნას საქართველოდან თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელის მოხდის შემდეგ ან/და თუ მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი - სასჯელის მოხდამდე ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი - გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხალიდ გასანოვი (KH----------OV) ნასამართლევია, საქართველოს სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მას ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი)წელი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ი (KH----------OV) არ ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს შუამდგომლობის ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად მიეცეს ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ იგი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მოხდილი აქვს საპატიმრო სასჯელი, ამჟამად კი დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი, შუამდგომლობის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ს გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა თანდართული მასალით. აღნიშნული გზავნილი მას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივნისს.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მას არ წარმოუდგენია მოსაზრებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის ეკ------------------ას შუამდგომლობა საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ხა-–------------ის საქართველოდან გაძევების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-ე მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების, მსჯავრდებულის გარდაცვალების ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

ამავე კანონის 51-ე მუხლის მიხედვით, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით (საქმე N1/343-14) რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ხა-–------------ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

ხა-–------------ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

ხა-–------------ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ხა-–------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი)წელი.

ხა-–------------ს სასჯელი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 26 აპრილიდან.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა-–------------ის საქართველოდან გაძევების შესახებ შუამდგლომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. ხა-–------------ს საქართველოს საზღვრის ნებაყოფლობით დასატოვებლად უნდა განესაზღვროს 30 კალენდარული დღე და აეკრძალოს მას საქართველოში შემოსვლა 5 წლის ვადით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139-ე, 2140-ე მუხლებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის ეკ------------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ი (KH----------OV, დაბადებული 15.07.1966; პასპორტის N22 11 745098) გაძევებული იქნას საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში;

 

3. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------მა (KH----------OV, დაბადებული 15.07.1966; პასპორტის N22 11 745098) ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო ბრძანების გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღის ვადაში;

 

4. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ი (KH----------OV, დაბადებული 15.07.1966; (პასპორტის N22 11 745098) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;

 

5. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხა-–------------ს (KH----------OV, დაბადებული 15.07.1966; პასპორტის N22 11 745098) აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა 5 წლის ვადით;

 

6. გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს;

 

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის სასამართლოს ბრძანების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113).

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე