ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში;
გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №779 - ვებგვერდი, 25.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №779
- 17.10.2014 კანონი №2705
წინა რედაქცია (17.03.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს: ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ; ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; ბ1) უცხოელი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში; გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.