გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310019003148504-3/173-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.10.2019 ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე- ლ------------
წარმომადგენელი -ე---------------–---
მოპასუხე -ბ----------- მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
წარმომადგენელი-მ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის პირველი ივლისის N- განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი, რ----------------- საერთო ფართი 649 კვმ. მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობით ფართი 39კვმ.
1.2. მოპასუხეს დაევალოს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებათა შესწავლის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი მოთხოვნის (საკუთრების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი რ-------------- საერთო ფართი 649 კვმ. მასზედ გათავსებული 39კვმ. არასაცხოვრებელი შენობით) დაკმაყოფილების თაობაზე.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ლ------------ 1970 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს სადაო ქონებას, მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი, რ----------------- საერთო ფართი 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობით 39 კვ.მ საერთო ფართი.
2017 წლის 7 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრს, წარუდგინა განცხადება (N---------), საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზთან ერთად და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა მითითებული დოკუმენტაცია გადაუგზავნა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (2017 წლის 17 სექტემბერს №------), “ რომელმაც საკუთრების უფლების აღიარებაზე უთხრა უარი და მიუთითა, რომ მისი მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" განსაზღვრულ პირობებს, 2019 წლის 26 ივლისს, მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა კომისიის სხდომის ოქმი.
აღიარებითი კომისიის სხდომა, სადაც მის საკითხს განიხილავდნენ, 2019 წლის 28 ივნისს გაიმართა, თუმცა მას არ ესწრებოდა, რადგან არ იცოდა სხდომის ჩატარების თარიღი. ამასთან მისი განცხადების განხილვა 2 წელზე მეტი გაგ--ძელდა და არაერთგზის მოიკითხა ზეპირსიტყვიერად მისი განხილვის სტატუსი, თუმცა სხდომის შესახებ ინფორმაცია არ ქონია. კომისიის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გადაგზავნილი წერილით ეცნობა უარის თქმის შესახებ, მიზეზის მითითების გარეშე, ხოლო 2019 წლის 26 ივლისს, მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ საკადასტრო/აზომვითი ნახაზის შეუსაბამოა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობას, არის ნაწილობრივ ფერდობი და მასზე განთავსებული შენობა არაა მდგ--ადი. კომუნიკაციის არცერთ ეტაპზე მათ შორის არც წერილობით არ განუმარტავს კომისიას კონკრეტულად რა შეუსაბამობაა მომზადებულ ნახაზსა და ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აკრძალვას ნაწილობრივ ფერდობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართულებით, ამასთან, არავის შეუფასებია არსებული შენობის მდგ--ადობა ექსპერტიზის საშუალებით, თუმცა კანონმდებლობა მდგ--ადობის შემოწმებას არც მოითხოვს.
კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გარემოებები, რომელიც სათანადოდ არ გამოკვლეულა. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და კომისიას დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 07 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ------------მ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რ------------ N-----------–------–-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ---- ი------- განცხადება(იხ.სფ.25).
3.2. 2017 წლის 17 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნილი იქნა ლ---- ი------- მიერ სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარდგენილი, აგ--ეთვე სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" მიერ დამატებით მიღებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რ--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიმართვა(იხ.სფ.26)
3.3. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის ოქმი N--ით უარი ეთქვა ლ------------ს ბ----------- გ--. რ----------------- 649კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე წარდგენილი კონფიგურაციით, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ელექტრონული რუკების საშუალებით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 649 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფაქტიურ მდგომარეობას, მიწის ნაკვეთი არის ნაწილობრივ ფერდობი, მასზე განთავსებული არამდგ--ადი შენობით. მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული სამართლის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის ოქმი N-(იხ.სფ.31-36).
3.4. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის განკარგულებით N- დადგენილია, რომ ლ------------ს უარი ეთქვა 649კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე ქ. ბ--------–-----. რ------------ N---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის განკარგულება N-(იხ.სფ.27-29).
3.5. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ლ---- ი------- მიერ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მომიჯნავეა ლ---- ი------- საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.Cd. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ი------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის პირველი ივლისის N- განკარგულება, რომლითაც ლ------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი, რ----------------- საერთო ფართი 649 კვმ. მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობით ფართი 39კვმ. და მოპასუხეს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს ლ---- ი------- საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარღლებრივი აქტი, ქ.ბორჯომი, რ------------N 42, მდებარე უძრავ ქონებასთან (საერთო ფართი 649 კვ.მ. და მასზე განთავსებული 39 კვ.მ. არასაცხოვრებელი შენობით), დაკავშირებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულება;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგ--ეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის პირველი ივლისის N- განკარგულება, რომლითაც ლ------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი, რ----------------- საერთო ფართი 649 კვმ. მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობით ფართი 39კვმ ნაწილში, წარმოადგენს ინდივიდულურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონმდებლობის მიმართებაში.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ------------ს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ეცნობა განცხადების განხილვის დრო და ადგილი კანონით გათალისწინებული წესით და არ იქნა მიწვეული კომიისის სხდომაზე მისი განცხადების განხილვის დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად ,,თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50-ს, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ცნობის გამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს საკითხი, რომლის თაობაზედაც უნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიც აწყობს მოსმენას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი", რაზეც სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული განცხადების განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირთა ოდენობა უნდა აღემატებოდეს 50-ს და ისე ვერ მოხდება მუხლის განმარტება, რომ თუ 50 -ზე სხვადასხვა პირების განცხადება თუ იხილება მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია საჯარო შეტყობინების გზით აცნობოს მხარეს, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,დ" პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე – ,,ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგ--ეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება" და სხვა განცხადების ავტორები, არ წარმოადგენენ ლ---- ი------- განცხადების კომისიის მიერ განხილვისას დაინტერესებულ პირებს, რადგან ლ---- ი------- განცხადების გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხებია და ვერც შეეხება მათ კანონიერ ინტერესს, ასევე სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ლ---- ი------- განცხადება ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილი იქნა 2017 წლის 17 სექტემბერს, რომლის შემდეგაც კომისის წარმოებაში იყო ლ---- ი------- განცხადება და შესაბამისად მოსარჩელე არ იყო ვალდებული, რომ ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე ევლო ადმინისტრაციულ შენობაში, შეემოწმებინა ადმინისტრაციულ შენობაში კედელზე გამოქვეყნებული განცხადებები, იმ მიზნით ხომ არ იყო კომიისიის მიერ ჩანიშნული მისი განცხადების განხილვა კომისის მიერ, ან იმავე მიზნით გაცნობოდა გაზეთს, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------------ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა კომიისის სხდომის დრო და ადგილი, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში" და ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგ--ეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგ--ეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგ--ეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა"
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მუხლი 51-ე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართალ------------მ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რ------------ N-----------–------–-----------
-დადგენილია, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნილი იქნა ლ---- ი------- მიერ სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარდგენილი, აგ--ეთვე სსიპ. ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" მიერ დამატებით მიღებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ----------- რ--------------
-დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის ოქმი N--ით უარი ეთქვა ლ------------ს ბ----------- გ--. რ------------ N-- 649კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე წარდგენილი კონფიგურაციით, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და უფლება საღიარებელი მიწის ნაკვეთის ელექტრონული რუკების საშუალებით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 649 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფაქტიურ მდგომარეობას, მიწის ნაკვეთი არის ნაწილობრივ ფერდობი, მასზე განთავსებული არამდგ--ადი შენობით. მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლისიურიდიული სამართლის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
- დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის განკარგულებით N- დადგენილია, რომ ლ------------ს უარი ეთქვა 649კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე ქ. ბ--------–-----. რ------------ N---ში.
- მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ლ---- ი------- მიერ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მომიჯნავეა ლ---- ი------- საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების.
6.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იმისათვის, რომ სახეზე იყოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირი არა მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე (2007წელი), არამედ შემდეგაც უწყვეტად უნდა ფლობდეს სადავო მიწის ნაკვეთს.
ამასთან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ლ---- ი------- განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოებისას არ დაუდგენია საქმისთვის არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელ წლიდან ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და ხომ არ მომხდარა მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის/თვითნებურად დაკავების შეწყვეტა, როდის აშენდა უძრავი ქონება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე, არ დაუდგენია გარმოება, რომ განმცხადებელი ითხოვს მიწის ნაკვეთის აღიარებას იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რადგან მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ლ---- ი------- მიერ მოთხოვნილი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მომიჯნავეა ლ---- ი------- საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, თუ იმ საფუძვლით, რომ მასზედ განთავსებულია შენობა-ნაგებობა, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის ოქმი N--ით უარი ეთქვა ლ------------ს ბ----------- გ--. რ------------ N-- 649კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებაზე წარდგენილი კონფიგურაციით, რადგან ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ელექტრონული რუკების საშუალებით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 649 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფაქტიურ მდგომარეობას, მიწის ნაკვეთი არის ნაწილობრივ ფერდობი, მასზე განთავსებული არამდგ--ადი შენობით" და კომისიის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რას ნიშნავს არა ,,მდგ--ადი შენობა", რა მტკიცებულებას ეფუძვნება მითითებული გარემოება, მითუმეტეს, როცა მოსარჩელის განმარტებით, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს, სადავო ქონება მომჯნავეა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ამასთან კომისიის ოქმში მითითებული გარემოება ,,მიწის ნაკვეთი არის ნაწილობრივ ფერდობი" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენს საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მათ შორის არ მოუხდენია ადგილის დათვალიერება, იქ მაცხოვრებელთა გამოკითხვა და აშშ. რაც შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო, რითაც ფაქტობრივად არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, რასაც მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისუხლი 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტობრივად ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, ამასთან საკითხის განხილვის დროს არ მიუწვევია განმცხადებელი, ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის განკარგულება N- ლ---- ი------- ნაწილში
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე გამოცემულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, განცხადების განხილვაში არ მიქნა მიწვეული კომისის მიერ განმცხადებელი, რითაც არ მიეცა კომისიის სხდომაზე თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, რითაც არსებითად დაირღვა მისი უფლებები, ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის პირველი ივლისის N- განკარგულება, რომლითაც ლ------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე მდებარე ბ----------- მუნიციპალიტეტი, რ----------------- საერთო ფართი 649 კვმ. მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობით ფართი 39კვმ. და მოპასუხეს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს ლ---- ი------- საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარღლებრივი აქტი, ქ.ბორჯომი, რ------------N 42, მდებარე უძრავ ქონებასთან (საერთო ფართი 649 კვ.მ. და მასზე განთავსებული 39 კვ.მ. არასაცხოვრებელი შენობით), დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია”-ს უნდა დაეკისროს ლ---- ი------- სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ---- ი------- სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 1 ივლისის N- განკარგულება.
1.2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ლ---- ი------- საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარღლებრივი აქტი, ქ.ბორჯომი, რ------------N 42, მდებარე უძრავ ქონებასთან (საერთო ფართი 649 კვ.მ. და მასზე განთავსებული 39 კვ.მ. არასაცხოვრებელი შენობით), დაკავშირებით.
2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს მოსარჩელე ლ---- ი------- სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გ--. რ------------№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია