განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002087987 (3/ბ-3-0-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–ა დ--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ნ-----–ა დ--------ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 15 სექტემბერს ნ-----–ა დ--------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდგომში ,,კომისია’’) მიმართ და მოითხოვა ,,კომისიის“ N6-- განკარგულებისა და №3- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ,,კომისიის’’ დავალდებულება გამოსცეს ნ-----–ა დ--------ის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობა ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე.
2019 წლის 15 ივლისს ნ-----–ა დ--------ის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს:
- ნ-----–ა დ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ „კომისიის“ 2017 წლის 09 აგვისტოს N6-- განკარგულებისა და 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილების (ნ-----–ა დ--------ის ნაწილში) ბათილად ცნობა.
- „კომისიის“ დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ნ-----–ა დ--------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
-
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 1980 წლიდან დღემდე (15.09.2017 წ. სარჩელის აღძვის დრო) სარგებლობს, ფლობს და განკარგავს ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შესახვევის N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობას.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა „კომისიას“, რომელმაც 2017 წლის 20 ივლისის N3- საოქმო გადაწყვეტილებითა და 2017 წლის 09 აგვისტოს N6-- განკარგულებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრისა.
მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-----–ა დ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 აგვისტოს N6-- განკარგულება ნ-----–ა დ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 152.24 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ნ-----–ა დ--------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოპასუხე კომისიას მოსარჩელე - ნ-----–ა დ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის N1----- წერილობითი შუამდგომლობით და თანდართული დოკუმენტაციით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილული იქნა საკითხი ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ 152.24 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე ნ-----–ა დ--------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 09 აგვისტოს N6-- განკარგულებით და 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილებით ნ-----–ა დ--------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, მოპასუხე „კომისიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და შეფასება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 51 მუხლის მე-3 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რათა პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. ასევე დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (კომისიას), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება, რამდენადაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე იყო გამოცემული. ამასთან, მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლოს მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილებით ირკვევოდა, რომ მოსარჩელეს ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 152.24 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნა ეწინაღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიის გეგმას. კომისიის მიერ საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული ასევე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა ტიპის უსახური მოძველებული დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ავტოფარეხების მოწყობა განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ შესაბამებოდა ქ. ბათუმის განვითარების და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას, აღნიშნული კი სასამართლოს შეფასებით საჭიროებდა დამატებით გამოკვლევა-შეფასებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმა“ დამტკიცებული იქნა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულებით, რომელშიც შემდეგ საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის განკარგულებით განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და დღეისათვის მოქმედი ამ ნორმატიული აქტით დადგენილია კონკრეტული რეგულაციები. გეგმის თანახმად, დაუშვებელია ერთ საკადასტრო ერთეულად არსებული გამსხვილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და მისი საკუთრებაში ისე განკარგვა. გამსხვილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი გამოწვეულია ასათვისებელ მიწის ნაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის თუ არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის გამო. ასევე იმ შემთხვევაში, როცა ერთ საკადასტრო ერთეულად არსებული მიწის ნაკვეთი არის მრავალწახნაგოვანი და მისი ცალკე საკადასტრო ერთეულებად დაყოფით წარმოიქმნება იმ ფორმის საკადასტრო ერთეულები, რაც ამცირებს მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობას (ამოღებული იქნა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის განკარგულებით). მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის დროს არ უნდა მოხდეს არსებული წითელი ხაზების დარღვევა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგინდეს წითელი ხაზები. აკრძალულია წითელ ხაზებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვა. დაუშვებელია იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვა, რომლებიც მთლიანად ან მათი ნაწილი საჭიროა სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის ან არსებული საავტომობილო გზის გაფართოების ან გაგრძელების მშენებლობისათვის. დაუშვებელია ასევე იმ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების ინდივიდუალურად საკუთრებაში განკარგვა, რომლებიც „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილების შესაბამისად დაექვემდებარნენ ან ექვემდებარებიან დემონტაჟს ან/და ქ. ბათუმის მერიის სამსახურების მიერ სხვაგვარად განხორციელდა მათი დემონტაჟი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში მოქმედებს საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 27 აგვისტოს №39 ბრძანება, კერძოდ, ქუჩის გასწვრივ საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, უნდა დაპროექტდეს ქუჩის წითელი ხაზიდან არა ნაკლებ 3 მეტრის მანძილზე, გარდა ამ ნორმების მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ქუჩის გასწვრივ დასაპროექტებელ შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან გამოწეული კონსტრუქციული ელემენტები (აივნები, ერკერები, კარნიზები, წინაფრები, კიბეები და სხვ.) არ უნდა გასცდეს დადგენილი წითელი ხაზის საზღვარს. ჩამოყალიბებული განაშენიანების რეკონსტრუქციის პირობებში, როდესაც არსებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია წითელ ხაზზე, ასაშენებელი საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება დასაშვებია როგორც ქუჩის წითელი ხაზიდან დაშორებით, ასევე უშუალოდ ქუჩის წითელხაზზე. ასეთ შემთხვევაში ქუჩის წითელ ხაზზე დასაპროექტებელ შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან კონსოლური აივნების, ერკერების, კარნიზებისა და წინაფრების გამოწევა არ უნდა აღემატებოდეს 1.4 მეტრს. ამასთან, ფასადების სიბრტყიდან გამოწეული ნაწილები უნდა მოეწყოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3.0 მეტრის სიმაღლეზე ქუჩის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.
სტრატეგიული გეგმის მე-7 პუნქტის პირველი აბზაცის მოთხოვნები ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევებზეც, როცა ადგილი აქვს მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების შემთხვევებს და რომლებიც არ არის კომპაქტური ხასიათის. დაუშვებელია იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვა, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს პარკის, სკვერის და სხვა გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების რეგულაციის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობების და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის არსებობა, ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ არ გამორიცხავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებას, არამედ ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კომისიას ავალდებულებს, გაითვალისწინოს ამ პირობებსა და გეგმასთან საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესაბამისობა, ანუ საკუთრების უფლების აღიარება ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებისა და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის, რომელიმე კონკრეტულ გარემოებასთან. მოცემულ შემთხვევაში, „კომისიის“ მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, რომ განმცხადებელი ნ-----–ა დ--------ე წარმოადგენდა უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის თვითნებურ დამკავებელს, ხოლო ის გარემოება, რომ მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას, სასამართლოს აზრით, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის მოსარჩელის მოთხოვნა კონკრეტულად №164 განკარგულების რომელ ნაწილთან მოდის წინააღმდეგობასა და შეუსაბამობაში, ხოლო მოპასუხის მითითება, რომ სადავო ტერიტორიაზე დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა ტიპის უსახური მოძველებული დროებითი შენობა-ნაგებობების მათ შორის ავტოფარეხების მოწყობა განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით, - დაუსაბუთებელია, რამდენადაც, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მარტოოდენ 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილებაში ასახული შინაარსი, ფოტომასალა და საკადასტრო აზომვითი ნახაზები კი ვერ იქნება მიჩნეული იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ კომისიის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარე საერთოდ არ იქნა მიწვეული და არ მოსმენილა მისი მოსაზრება. ასევე საქმეს არ ერთვის ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების შესახებ კომისიის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი და შესაბამისად სასამართლოსთვის გაუგებარია რა გარემოებებზე დაყრდნობით გამოსცა მოპასუხე კომისიამ გასაჩივრებული აქტი და დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიის გეგმას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „კომისიამ“, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ნ-----–ა დ--------ის სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა. ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
აპელანტის განმარტებით, ,,კომისიამ’’ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ ნ-----–ა დ--------ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ავტოფარეხს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
,,კომისიის’’ მიერ საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილება, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ტიპის უსახური, მოძველებული, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ავტოფარეხების, მოწყობა-განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ,,კომისიამ’’ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა ქალაქ ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად იყო დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე. აპელანტი ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ფოტოსურათებს, რომლებზეც ასახულია სადავო მიწის ნაკვეთი და მასე განთავსებული შენობა-ნაგებობა და განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგბლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი არ იძლევა ავტოფარეხის განსაზღვრებას და იმის მტკიცების საშუალებას რამდენად წარმოადგენს სადავო შენობა-ნაგებობა ავტოფარეხს, რომლის განთავსებაც „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილებით აკრძალულია (სივრცით ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრით). აღნიშნული წარმოადგენს შეფასების საგანს. სწორედ საქმეში არსებული ფოტომასალით დგინდება, რომ სადავო მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არის ავტოფარეხი, ამ ტიპის შენობა-ნაგებობის რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნება წარმოადგენს შეფასების საგანს, რაზეც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მუშაობს კომისია და გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, სადავო შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს ავტოფარეხს, რაშიც დაეთანხმა სასამართლო, თუმცა სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. ამ ლოგიკით ნებისმიერ ავტოფარხზე შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოადგენს სათავსოს ან დამხმარე შენობა-ნაგებობას და რომ იგი არ ექცევა ,,ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილების რეგულირების სფეროში.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი წესი და რომ აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველს. აპელანტის განმარტებით, კომისიის მიერ ნ-----–ა დ--------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ავტოფარეხის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, განმცხადებლის სხდომაზე მიწვევით და მისი პოზიციის დაფიქსირებით სადავო შენობა-ნაგებობის ფორმა, დანიშნულება და ასევე კომისიის პოზიცია მასთან დაკავშირებით არ შეიცვლებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმა კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განმცხადებლის მიუწვევლობა ამ კონკრეტულ განხილვაზე, არ წარმოადგენს აქტის ბათილობის საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
მითითებული კანონის პირველი და მეორე მუხლების და ამავე კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობების რეალიზების მიზნით გამოცემული ,,წესის“ („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების) პირველი მუხლის თანახმად, ის არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 77.1 მუხლით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 78.2 მუხლით, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
„კანონის“ 4.1 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 მარტს ნ-----–ა დ--------ემ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ.ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირის N6-ში მდებარე უძრავ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად ნ-----–ა დ--------ემ წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დისკი. ამავე განცხადებაში ნ-----–ა დ--------ემ თანხომობა განაცხადა წარმოდგენილი დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ.
2017 წლის 19 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ნ-----–ა დ--------ის მიერ წარდგენილი და რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა „კომისიას“.
„კანონის“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კანონის“ 51.1 მუხლის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. 51.2 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 51.3 მუხლით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 51.7 მუხლით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
პალატა მიუთითებს, - იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. ასევე დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა - 1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.04.2017 წლის N1----- წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე „კომისიამ“ ნ-----–ა დ--------ის განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ნ-----–ა დ--------ის მოთხოვნა შეეხებოდა ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი მ--- შეს. N6-ში მდებარე 201.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ნ-----–ა დ--------ის საკუთრების უფლების აღიარებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აპრილის N1-------- სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №8----------- განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, ხოლო დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ დგინდება. ამავე ბარათით ირკვევა, რომ მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება (ს.ფ. 48).
„კანონის“ 51.7 მუხლით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1–96.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 101.1 მუხლის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ: ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ; ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.
კომისიის 20.07.2017 წლის N3- საოქმო გადაწყვეტილებითა და 09.08.2017 წლის N6-- განკარგულებით ნ-----–ა დ--------ეს უარი ეთქვა ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირის მ--- შესახვევის N6-ში მდებარე 201 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ ნ-----–ა დ--------ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ავტოფარეხს. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51.2 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით დაგეგმის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. კომისიის მიერ საკითხის განხილვისას მხედველობაში იქნა მიღებული ,,ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილება, რომლის შესაბამისად ,,დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ტიპის უსახური, მოძველებური, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის ავტოფარეხების მოწყობა-განთავსება ქალაქის პრესტიჟული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით’’, ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა ქალაქ ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას (ს.ფ. 36-41).
ქ.ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ ქ.ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილებით დადგინდა შემდეგი: ქ. ბათუმის შესაბამისმა ადგილობრივმა სამსახურმა (ეკონომიკური პოლიტიკის, ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის, ქ.ბათუმის ზედამხედველობის) უზრუნველყონ ქ.ბათუმის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში (სკვერი, მოედანი, ტროტუარები) უსახური, ამორტიზირებული ჯიხურების, ავტოფარეხების, სავაჭრო დანიშნულების დახლების (სტელაჟების), სარეკლამო და საინფორმაციო დანიშნულების დაფების, საჩრდილობლების განთავსების მოქმედ კანონმდებლობასა და ქალაქთმშენებლობის პირობებთან, ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნებთან შესაბამისობაში დადგენა და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა.
ქ.ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა, ქ.ბათუმის მართვის ტერიტორიული ორგანოების - დასახლების ადმინისტრაციებისა და პოლიციის შესაბამისი ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული უსახური, დროებითი შენობა-ნაგებობებისა (ავტოფარეხები, დამხმარე სათავსოები და სხვა) და კონსტუქციების (ჯიხური, კიოსკი, ლოთონის ავტოფარეხი, სავაჭრო დახლი, სტელაჟი, სარეკლამო და საინფორმაციო დანიშნულების დაფა, საჩრდილობელი, მარკიზი და სხვა) გადატანა-დემონტაჟის მიზნით... იმ შენობა-ნაგებობათა მეპატრონეებს, რომელთაც განხორციელებული აქვთ მშენებლობა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 27 აგვისტოს N39 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩის გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დარღვევით, მიეცეთ ვადა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 02 (ორი) თვის განმავლობაში, აღნიშნულ ნაგებობათა დამტკიცებულ ნორმებთან შესაბამისობა ნებაყოფლობით მოსაყვანად. ამავე დადგენილებით დაევალა ქ.ბათუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოებს - დასახლების ადმინისტრაციებს დახმარება გაუწიონ ქალაქგეგმარებისა და სივრცით მოწყობის ადგილობრივ სამსახურს და ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 27 აგვისტიოს N39 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩის გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის გამოვლენა და ამ მდგომარეობის მომწესრიგებელი ღონისძიებების გატარებაში ... (ს.ფ. 80-83).
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 201.0 კვ.მ-ს, მასზე მდებარეობს 152.24 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. სადავო არ არის ნივთის კანონის ამოქმედების დროისთვის და მას შემდეგ, უწყვეტად ფლობის ფაქტი. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამება სივრცით ტერიტორული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. კომისიის პოზიციით ასეთი შეუსაბამობა გამოხატულია მასში, რომ შენობა-ნაგებობა (ავტოფარეხი) არ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა არ დასტურდება, რომ მითითებული საკითხი გამოკვლეული იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კომისიას არ უმსჯელია განმცხადებლის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების შესახებ (არ გამოუთხოვია შესაბამისი მასალები უფლებამოსილი სამსახურიდან), თვით კომისია კი არ იყო უფლებამოსილი ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოეყენებინა. კომისიას უნდა გაეთვალისწინებია, რომ საკრებულოს 28.03.2006 წლის N3-7 დადგენილების გამოცემის შემდეგ გასულია თითქმის 13 წელზე მეტი. ამ ხნის მანძილზე რომელიმე უფლებამოსილ ორგანოს ხელი არ შეუშლია მისთვის ნივთის ფლობა-სარგებლობაში, პრეტენზია არ განუცხადებია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (საქმის განხილვის ამ ეტაპზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, ასეთი არ დასტურდება). კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით კი (11/07/2007წ. საქართველოს კანონის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“) ახლებურად მოწესრიგდა კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მიწების დაკანონების საკითხი, რომლებზედაც შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული.
გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ აკმაყოფილებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის N3-7 დადგენილების მოთხოვნებს, აღნიშნული სადავო გახდა საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. საქმის განხილვის ამ ეტაპამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი შევიდა ქალაქის განვითარების პერსპექტიულ ზონაში ან/და რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის იერსახე ქალაქის განაშენიანებას არ შეესაბამებოდა.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმა“ უპირობოდ არ გამორიცხავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებას, არამედ ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კომისიას ავალდებულებს გაითვალისწინოს ამ პირობებსა და გეგმასთან საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესაბამისობა, ანუ საკუთრების უფლების აღიარება ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებისა და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის, რომელიმე მოთხოვნასთან. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, „კომისიის“ მხრიდან სადავო არ გამხდარა, რომ განმცხადებელი ნ-----–ა დ--------ე წარმოადგენდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის თვითნებურ დამკავებელს, ის გარემოება, რომ მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიას, - მოკლებულია დასაბუთებას, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის დაინტერესებული პირის მოთხოვნა კონკრეტულად №164 განკარგულების რომელ ნაწილთან მოდის წინააღმდეგობაში, ხოლო მოპასუხის მითითება, რომ სადავო ტერიტორიაზე დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა ტიპის უსახური მოძველებული დროებითი შენობა-ნაგებობების მათ შორის ავტოფარეხების მოწყობა-განთავსება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით, - დაუსაბუთებელია, რამდენადაც, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მარტოოდენ 2017 წლის 20 ივლისის №3- საოქმო გადაწყვეტილებაში ასახული შინაარსი, ფოტამასალა და საკადასტრო აზომვითი ნახაზები ვერ იქნება მიჩნეული იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ კომისიის მიერ საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესის არსებით დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს დაინტერესებული პირის მიუწვევლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ?? ???????? VI ????? დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონი ადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე პირის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. სზაკ-ის 108-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია, 2 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე, წერილობით აცნობოს ინფორმაცია, მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. 111-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ზემოთ მოხსენიებული ნორმით გათვალისწინებული „ზეპირი მოსმენა“ გულისხმობს სხდომის მოწვევას და ჩატარებას საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-13 - მე-14 მუხლებით, ასევე სზაკ-ის
VIII ????? ????????? ?????, ??? ??????? ??????????? ?? ???? ?????? ?? ??? ??????????? ?????? ??????????????? ???????? 601 ?????? ??-2 ??????? ???????????????? ??????????????? ???????? ????? ??????? ????????? ???? ????????. ?????????? ?????????? ?????????, ??? ???????? „????????“ ?????? ???????? ??????? ??????????? ???? ??????????? ??????????? ???????????? ????? ??????????? ?????????? ????? ?????????, ?????????????? ?????? ????????????, ??? ????? ???? ??????????? ?? ????????? ?????? ????? ??????? ???????? ?????? ??????? ???????????? ????????????? ?? ?????????????? ??????? ?? ???? ????? ??????????? ???????? ?????????? ??? ?? ???????? ???????????????? ????????. ????????? ??????? ???????? ???? ???????? ???????? ??? ?????? ????? ??????? ????? ?? ?????? ???????? ?????. ???????? ??????????? ???????????????? ?????????? ???????????? ???? ??????????? ?????????? ?. ??????? ?????????? 2006 ???? 28 ?????? №3-7 ???????????? ?????????? ??? ?? ?????????? ????? ???????????? ?-----–? ?--------?? ?????? სადავო შენობა-ნაგებობის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ხომ არ გაფრთხილებულა მფლობელი მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ და ა.შ.
სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზეზს. სახელმწიფოს კუთვნილ, მაგრამ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფომ დაუკანონოს პირებს მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ფლობენ მართლზომიერი საფუძვლით ან ასეთი საფუძვლის გარეშე _ ფაქტობრივად, როგორც საკუთარს. რაკი კერძო პირების საკუთრებას მიწა იურიდიულად არ წარმოადგენდა, იგი ვერ ხდებოდა სამოქალაქო ბრუნვის ლეგალური ობიექტი. ამავდროულად სახელმწიფოს წლების მანძილზე არ ჰქონდა პრეტენზია ამ მიწის ნაკვეთებზე, იგი არ ახდენდა თავისი საკუთრების უფლების რეალიზაციას, რითაც კონკლუდენტურად აღიარებდა მფლობელების საკუთრების უფლებას ამ მიწის ნაკვეთებზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებამ ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას შესძინა იურიდიული საფუძველი და კანონის პირველივე მუხლში მოახდინა დეკლარირება იმისა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ე.ი. სახელმწიფომ გამოხატა ნება დაუთმოს პირებს საკუთრების უფლება მიწაზე, რომელიც არ წარმოადგენს აღმატებული საჯარო ინტერესების ობიექტს ანდა სახელმწიფოს არ აქვს რესურსი მისი ათვისებისა და ჯეროვანი გამოყენებისათვის, ხოლო ამის საპირისპიროდ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კერძო სექტორის რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის კაპიტალიზაციას, ადეკვატური დოვლათის შექმნას, რაც ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველია. ამდენად, ყოველი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება მოექცეს ამ კანონის რეგულირების სფეროში, უნდა შეფასდეს კანონის ზემოაღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, მის არსთან ჰარმონიზაციის კონტექსტში.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, - რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა (მოპასუხე) კომისიამ ვერ დაამტკიცა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით და მოხსენიებული სამართლებრივი ნორმების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ დაინტერესებული პირის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით - არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. წარმოდგენილი მასალები ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს, რაც სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, ხოლო იმის გამო, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება და მას სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუძლია ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, _ ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება _ პალატას მართებულად მიაჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.
უსაფუძვლოა აპელანტების მოთხოვნა ,,კომისიისთვის“ პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. მითითებული ნორმა არ აწესრიგებს პროცესში მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესს. აღნიშნული წესი დადგენილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი და მოგებული მხარის, მოსარჩელის მიერ წინასწარ გაღებული ხარჯები - სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, მართებულად დააკისრა წაგებულ მხარეს - „კომისიას’.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე