სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ( ზაკ-ის 121-ე მუხლი). პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით სადავო აქტების გამოცემის…
…ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები ჩაითვლებიან სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან. ამავე კოდექსის 121-ე მუხლით დაჯარიმებისას ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს და მტკიცებულების ძალა აქვს სწორედ ამ უფლების ჩამორთმევის ფაქტს და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს /იხ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი მოსაზრება, არ გამოქვეყნებულა 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება, რითაც დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 121-ე მუხლის მოთხოვნა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული აქტის აუცილებლად გამოქვეყნების შესახებ.
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სწორედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და იგი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვინაიდან აღნიშნული კოდექსის 121-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდეს.
მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით განკარგვა, ხოლო 2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედაგად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჩნეულია მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებად, რისი გასხვისებაც აკრძალულია, თანახმად ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-7 ნაწილისა, რომლის შესაბამისადაც, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევვისა; 121-ე მუხლით კი მხოლოდ იმ ძირითადი ქონების გასხვისებაა დაშვებული (საკრებულოს თანხმობით), რომელმაც თავისი ფუნქციური დანიშნულება დაკარგა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 121. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-121/