1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს.
2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.
3. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო მიზნების მქონე იურიდიული პირი, გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე, რაც აისახება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.337
საქართველოს 2013 წლის
20
ნოემბრის კანონი №15
84
- ვებგვერდი,03
.1
2
.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1932
–
ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1932
წინა რედაქცია (30.09.2002 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ბიუჯეტი 1. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. 2. დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან. 3. დაუშვებელია, დამეროვნუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი ფოზნდების მქონე იურიდაიული პირი, გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომელებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ა არ ვრცელდება დამეროვნუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებშისა (ასოციაციებშისა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმევო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში განწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე, რაც აისახება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.337 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.