გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8382-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი გვანცა ყეინაშვილი
მოსარჩელე - გ------- მ---------–---
წარმომადგენელი - გ------- წ---–------
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ნ-----–---- შ----–---
მესამე პირი - სს ,,თ--–---“
წარმომადგენელი - კ------- ჭ------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სს ,,თ--–---ს“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2019 წლის 29 მარტს, გ------- მ---------–---მ განცხადებით მიმართა სს ,,თ--–---“ და მოითხოვა მის კუთვნილ ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ფ--------- ქ. N14, ნაკვეთი N0------ (ს/კ 0---------------) 0,038 კვ. ძაბვის საფეხურზე, 500.0 კვტ. სიმძლავრით, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 29 მარტის განაცხადი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 80-84);
4.2. გ------- მ---------–---- 2019 წლის 29 მარტის განცხადების საფუძველზე, სს ,,თ--–----“ მოამზადა ახალი მომხმარებლის მიერთების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი და განცხადებით მოთხოვნილი მიერთების უზრუნველსაყოფად განსაზღვრა ვადა - 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
2019 წლის 11 აპრილს, სს ,,თ--–----“ წერილით მიმართა სს ,,ს----------–-------------ას“, წარუდგინა აღნიშნული პროექტი და ითხოვა შესაბამისი თანხმობის გაცემა, ვინაიდან პროექტის მიხედვით, გ------- მ---------–---- ობიექტის ელ. მომარაგება უნდა განხორციელებულიყო სს ,,ს----------–-------------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქვეშ მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზის განთავსების გზით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 11 აპრილის წერილი (ს.ფ. 32);
-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 74-77);
4.3. 2019 წლის 23 აპრილს, სს ,,თ--–----“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ასევე წარუდგინა ახალი მომხმარებლის მიერთების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი და ითხოვა თანხმობის გაცემა, ქ. თბილისში ფ--------- ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების თაობაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის N---------- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარედგინა: ა) ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია, ვინაიდან წარმოდგენილი პროექტით ხაზობრივი ნაგებობის მოწყობა ფ--------- ქუჩაზე იგეგმება გზის სავალი ნაწილის დაუზიანებლად, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით ფ--------- ქუჩის გზის სავალზე ნაწილზე; ბ) ალტერნატიული პროექტი და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, რომლის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსება გურამიშვილის გამზირის შესასვლელში განხორციელდება ახლადმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, გრუნტიანი მონაკვეთის ან გვირაბული მეთოდის გამოყენებით. ასევე, პროექტით გასათვალისწინებელია ფ--------- ქუჩაზე ახლადმოწყობილი ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა; გ) სააქციო საზოგადოება ,,ს----------–-------------ის“ წერილობითი პოზიცია N0--------------- საკადასტრო ერთეულის გამოყენებით ელ. ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით.
ამავე გადაწყვეტილებით, დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად სს ,,თ--–---“ მიეცა 20 (ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-88);
4.4. 2019 წლის 22 მაისს, სს ,,ს----------–-------------ამ“ წერილით მიმართა სს ,,თ--–---“ და აცნობა, რომ კომპანია თანახმაა სს ,,თ--–----“ განახორციელოს სს ,,ს----------–-------------ის“ საკუთრებაში არსებულ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრულ ნაწილზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქვეშ საინჟინრო კომუნიკაციის (ელ. კაბელი) განთავსება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სს ,,ს----------–--------------ს“ 2019 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ. 93-94);
4.5. სს ,,ს----------–--------------ს“ 2019 წლის 22 მაისის წერილი და შეცვლილი პროექტი სს ,,თ--–---ს“ მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის N---------- გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წარდგენილი იქნა სააგენტოსთვის.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის N---------- გადაწყვეტილებით, განმცხადებლის წერილობითი თხოვნა დაკმაყოფილდა და სს ,,თ--–---“ მიეცა თანხმობა განახორციელოს ქ. თბილისში, ფ--------- ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 85);
4.6. 2019 წლის 16 ივლისს, (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2019 წლის 19 ივლისი), სს ,,თ--–----“ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდა 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, ვინაიდან არსებულმა ობიექტურმა გარემოებამ (სააგენტოსგან თანხმობის მიღების დრო) შეაფერხა გ------- მ---------–---- ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები 20 სამუშაო დღით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ მოთხოვნა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა და ახალი მომხმარებლის (გ------- მ---------–---- კუთვნილი ობიექტი) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 6 სექტემბერი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სს ,,თ--–---ს“ 2019 წლის 16 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2019 წლის 19 ივლისი) წერილი (ს.ფ. 78-79);
-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 74-77).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2019 წლის 27 დეკემბრიდან), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამასთან, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
მითითებული წესის 26-ე მუხლი ეხება ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 29 მარტს, გ------- მ---------–---მ განცხადებით მიმართა სს ,,თ--–---“ და მოითხოვა მის კუთვნილ ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ფ--------- ქ. N14, ნაკვეთი N0------ (ს/კ 0---------------) 0,038 კვ. ძაბვის საფეხურზე, 500.0 კვტ. სიმძლავრით, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.
ასევე, დადგენილია, რომ გ------- მ---------–---- 2019 წლის 29 მარტის განცხადების საფუძველზე, სს ,,თ--–----“ მოამზადა ახალი მომხმარებლის მიერთების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების პროექტი და განცხადებით მოთხოვნილი მიერთების უზრუნველსაყოფად განსაზღვრა ვადა - 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული პროექტი შესაბამისი თანხმობების მიღების მიზნით გადაეგზავნა სს ,,ს----------–-------------ას“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის N---------- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, ხოლო 2019 წლის 29 მაისის N---------- გადაწყვეტილებით, განმცხადებლის წერილობითი თხოვნა დაკმაყოფილდა და სს ,,თ--–---“ მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ფ--------- ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
7.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-71 პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით); ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს); გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 2019 წლის 19 ივლისი), სს ,,თ--–----“ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდა 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, ვინაიდან არსებულმა ობიექტურმა გარემოებამ (სააგენტოსგან თანხმობის მიღების დრო) შეაფერხა გ------- მ---------–---- ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები 20 სამუშაო დღით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–---ს“ მოთხოვნა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის თაობაზე დაკმაყოფილდა და ახალი მომხმარებლის (გ------- მ---------–---- კუთვნილი ობიექტი) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 6 სექტემბერი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,თ--–---ს“ 2019 წლის 16 ივლისის განცხადების განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გ------- მ---------–--- არ მიუწვევია. ამასთან, მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გაეგრძელებინა ახალი მომხმარებლის (გ------- მ---------–---- კუთვნილი ობიექტი) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადა, ვინაიდან ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი N4-ის თანახმად, აღნიშნული ვადა შეიძლება წარმოადგენდეს არაუმეტეს 90 სამუშაო დღეს, რაც სრულდებოდა 2019 წლის 8 აგვისტოს, შესაბამისად, 2019 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით მიერთების პერიოდის ვადის გაგრძელება, მხარის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება აღნიშნულ ნორმას და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 26-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4). აღნიშნული წესის დანართი N4-ის (0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 0,4 კვ ძაბვის საფეხურზე, 320-500 კვ სიმძლავრის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი - ვადა შეადგენდა 60 სამუშაო დღეს, ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დადგენილი იყო, რომ თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა, ამ შემთხვევაში მიერთების პერიოდი – ვადა იქნება მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 90 სამუშაო დღისა.
ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი კონკრეტული გარემოების (თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა) არსებობის პირობებში მიერთების პერიოდი – ვადა განისაზღვრება ამავე დანართში, ცხრილში მითითებული მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 90 სამუშაო დღისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მიერთების პერიოდის ვადის გაზრდისთვის განაწილების ლიცენზიატმა უნდა მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაზარდოს მიერთების ვადა. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი N4-ის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) პირდაპირ ადგენს, რომ თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა, ამ შემთხვევაში მიერთების პერიოდი – ვადა იქნება მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 90 სამუშაო დღისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არაუმეტეს 90 სამუშაო დღემდე მიერთების ვადის განსაზღვრა, შესაბამისი გარემოების არსებობის პირობებში, თავად განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, რისთვისაც მას კომისიის თანხმობა არ ჭირდება. შესაბამისად, აღნიშნული ვადა ვრცელდება სწორედ განაწილების ლიცენზიატის მიერ, ერთი კონკრეტული გარემოების არსებობისას (თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა) მიერთების ვადის საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრის შემთხვევაზე, რაშიც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არ იღებს მონაწილეობას, სწორედ ამიტომ კანონმდებლის მიერ დაწესებული იქნა განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ვადის გაზრდისას, შესაძლო მაქსიმალური ვადის შეზღუდვა - არაუმეტეს 90 სამუშაო დღე.
მეორე მხრივ, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-71 პუნქტთან (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს მითითებული წესის დანართი N4-ით განსაზღვრული შემთხვევისგან დამოუკიდებელი/განსხვავებული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც განაწილების ლიცენზიატი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის მოთხოვნით უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. ასეთ დროს, განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. ამდენად, ამ შემთხვევაში მიერთების ვადის გაზრდისთვის განაწილების ლიცენზიატს ესაჭიროება კომისიის გადაწყვეტილება და ვადის გაზრდა დამოკიდებულია არა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი N4-ის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობაზე, არამედ ამავე წესების 261 მუხლის მე-71 პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებზე, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება დანართში მითითებული ვადის შეზღუდვა - არაუმეტეს 90 სამუშაო დღე. ამდენად, ცალსახაა, რომ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-71 პუნქტი ამავე პუნქტში მოცემული ყველა გარემოების არსებობის შემთხვევაში, დასაშვებად მიიჩნევს ახალი აბონენტის მიერთების პერიოდის - ვადის გაზრდას 90 სამუშაო დღის შემდეგ, დამატებითი ვადით, თუმცა მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის განცხადებისა და კომისიის შესაბამისი გადაწვეტილების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ახალი აბონენტის მიერთების ვადის გაგრძელების ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი N4-ით დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სს ,,თ--–---ს“ 2019 წლის 16 ივლისის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირ მოსმენაზე გ------- მ---------–---- მიწვევასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის №ბს-308-306(კ-17) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციული წარმოების წესის ყოველგვარი, თუნდაც უხეში დარღვევა, დაინტერესებული მხარისათვის წარმოების შესახებ არ შეტყობინება არ იწვევს უპირობოდ აქტის გაუქმებას. პროცედურის სუბსიდარული ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული დარღვევებისაგან განსხვავებით, ხსენებული დარღვევა არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ იწვევს უცილობლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.“
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ გ------- მ---------–---- ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამართულ სხდომაზე მიწვევის შემთხვევაში, იგი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგენა თავის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სს ,,თ--–---სთვის“ ახალი აბონენტისთვის მიერთების უზრუნველყოფის ვადის 90 სამუშაო დღეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოვიდოდა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დანართი N4-ით დადგენილ რეგულაციასთან. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის სხვა არსებით სამართლებრივ საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ განუცხადებია. მითითებული წესების დანართი N4-თან დაკავშირებით კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარის მხარის არგუმენტაცია, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ---------–---- ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამართულ სხდომაზე მიწვევა/დასწრება და ზემოაღნიშნული არგუმენტაციის დაყენება არსებითად არ შეცვლიდა, ამ სხდომაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 03 სექტემბრის N7---- გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება (სხდომაზე მიწვევა/არმიწვევა) არსებითად არ შეცვლიდა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს ისეთ დარღვევას (მათ შორის, მოსარჩელის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიწვევასთან დაკავშირებით), რომლის არარსებობის პირობებშიც, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ---------–---- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- მ---------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე