განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001319945
საქმე N3ბ/ 2335-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მესამე პირი) - შპს ,,ჯ---------------------------------ი’’
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,რ--ო’’
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,რ--ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №---------–-------–--- და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შპს „რ--ო“ (მისამართი: ვ-------–-----------------------–--------) შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად (№7--------). (ტ.1. ს.ფ. 207-210).
2.2. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 30 ივნისს განახორციელა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველზე ანათვალის აღება. რეალური ჩვენებით დაფიქსირდა: ჩვენება - 725მ3 , ხარჯი - 3მ3 , თანხა - 13.20.
2.3. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 31 ივლისს განახორციელა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველზე ანათვალის აღება. რეალური ჩვენებით დაფიქსირდა: ჩვენება - 1344მ3 , ხარჯი - 619მ3 , თანხა - 2723.74.
2.4. შპს „რ--ოს“ (№7--------) მიერ, 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 2,723.44 ლარის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 24-25).
2.5. 2007 წლის 28 ნოემბრიდან - 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს „რ--ოს“ მიერ
ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდება (აბონენტი №3---------). (ტ.1. ს.ფ. 28-31).
2.6. 2015 წლის 26 მარტიდან - 2015 წლის 26 ოქტომბრამდე შპს „რ--ოს“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება (აბონენტი №4------). (ტ.1. ს.ფ. 32-33).
2.7. შპს „რ--ოს“ დირექტორმა - ე-----–ე ნ-----–--–---–მა 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის 2723,74 ლარის გაუქმება. (ტ.1. ს.ფ. 26-27).
2.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით შპს „რ--ოს“ დირექტორის - ე-----–ე ნ-----–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შპს „რ--ოზე“ (აბონენტი №7--------) 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 2723,74 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.(ტ.1.ს.ფ. 10-12).
2.9. შპს „რ--ომ“ 2016 წლის 08 ივლისს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგი კითხვებით: 1. დადგინდეს გამართულად მუშაობს თუ არა წყლის მრიცხველი; 2. მილგაყვანილობის შესწავლა მრიცხველიდან-წყალმიმღებ დანადგარებამდე (მანძილის განსაზღვრა), ხომ არ აღინიშნება ჟონვის კერები/დატბორვის კვალი; 3. მრიცხველიდან წყალმიმღებ დანადგარებამდე მილის დიამეტრის განსაზღვრა, წყალმიმღები დანადგარის მილგაყვანილობის განსაზღვრა; 4. წყლის ხარჯის დადგენა სრული, ნაწილობრივი დატვირთვის, ჟონვის შემთხვევაში.
2.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, „წყლის მრიცხველის გამართულად მუშაობაში იგულისხმება აღრიცხავს თუ არა მრიცხველი წყალს იმ მეტროლოგიური მახასიათებლებით, რომელიც ქარხნის მიერ არის დადგენილი. ამ პროცედურას ეწოდება - დამოწმება და ის სრულდება სპეციალურ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რაც ამ ეტაპზე ბიუროს არ გააჩნია; წყლის მრიცხველიდან ხელსაბან ნიჟარამდე არის 88სმ მანძილი, ხოლო ტუალეტამდე 178სმ. არც ტუალეტის ოთახში და არც მის მიმდებარედ არ აღინიშნება არავითარი ჟონვის და მითუმეტეს დატბორვის კვალი; წყლის მრიცხველიდან დანადგარებამდე წყალი
მიყვანილია პლასტიკური ½ დიუმიანი მილებით; წყლის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვის პირობებში შეადგენს 417მ3 , რაც 200მ3 -ით ნაკლებია მრიცხველის მიერ დაფიქსირებულ 619მ3 -ზე“.(ტ.1. ს.ფ. 160-170).
2.11. სსიპ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის მექანიკის ეტალონური განყოფილების 2016 წლის 18 აგვისტოს №238 წყლის მრიცხველის (№------------–-------------------) დამოწმების ოქმის თანახმად, გარეგანი დათვალიერების შედეგად მრიცხველს დაზიანება არ აღენიშნება. დასკვნის თანახმად, მრიცხველის ცდომილება აღემატება დასაშვებ ზღვარს, მისი გამოყენება დაუშვებელია. (ტ.1. ს.ფ. 173-174).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 53-ე, 96-ე მუხლებით, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-12, 29-ე მუხლებით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 29-ე მუხლებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „რ--ო“ (მისამართი: ვ-------–---------------------–-------) შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად (№7--------). შპს „რ--ოს“ (№7--------) მიერ, 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის (619მ3) გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 2,723.44 ლარის ოდენობით.
3.2. შპს „რ--ოს“ დირექტორმა - ე-----–ე ნ-----–--–---–მა 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის 2723,74 ლარის გაუქმება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით შპს „რ--ოს“ დირექტორის - ე-----–ე ნ-----–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ მიერ შპს
„რ--ოზე“ (აბონენტი №7--------) 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 2723,74 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
3.3. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „რ--ოს“ საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე: ვ-------–---------------------–-------, სადავო პერიოდში არ ფუნქციონირებდა.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლის - გენადი მუმლაძის ახსნა- განმარტების თანახმად, იგი თავად იმყოფებოდა შპს „რ--ოს“ საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელიც არ ფუნქციონირებდა. მომხმარებელს წყალი მიეწოდებოდა, თუმცა დატბორვისა და წყლის ჟონვის კვალი არ შეინიშნებოდა. ფართში განთავსებული იყო მოქმედი ხელსაბანი და უნიტაზი, ხოლო სხვა სახის წყლის მიმღები დანადგარი არ დაუფიქსირებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაიზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მომხმარებლის მიერ შიდა ქსელის გამართულად ფუნქციონირების კონტროლის ვალდებულებაზე.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მომხმარებლის შიდა ქსელის - წყლის მიმღები დანადგარების გაუმართაობა.
3.6. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ფართი არ ფუნქციონირებდა, გაურკვეველია რამ განაპირობა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველის მაჩვენებლის მკვეთრი ცვლილება. ასევე, ადგილი ჰქონდა თუ არა წყლის ჟონვის ფაქტს, ხოლო ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესწავლილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასმელი წყლის მიმღები დანადგარების (ხელსაბანი და უნიტაზი) გამტარუნარიანობა.
3.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოხმარებული წყლის ოდენობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მსჯელობისას ასევე უნდა შეისწავლოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნა და სსიპ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის მექანიკისეტალონური განყოფილების 2016 წლის 18 აგვისტოს №238 წყლის მრიცხველის დამოწმების ოქმი.
3.8. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოება თუ მტკიცებულება და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სარწმუნოდ დაასაბუთოს შპს „რ--ოს“ მხრიდან, 2015 წლის ივლისში, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი 619მ3 სასმელი სასმელი წყლის მოხმარების ფაქტს და ისე გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
შპს „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიჩნია შპს „რ--ოსათვის“ სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა სამართლიანად, რაც აპელანტის განმარტებით არასწორია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
4.2. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დადგენილია, რომ სადავო საკითხის განხილვისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შპს „რ--ოს“ არ წარუდგენია მტკიცებულება მრიცხველის გაუმართავად მუშაობის თაობაზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად სემეკში საჩივრის განხილვისას, შპს „რ--ოს“ მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ მას არ მოუხმარია მრიცხველზე დაფიქსირებული მოცულობის წყალი. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო ერთი წლის შემდეგ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს, რის
საფუძველზეც მიიჩნია, რომ სემეკს საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია.
4.3. საჩივრის ავტორის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმის ჩვენება, რომელმაც ობიექტი დაათვალიერა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ და ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარებულ იქნა ერთი წლის შემდეგ. აპელანტის მოსაზრებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ შპს „რ--ომ“ ამ ერთი წლის განმავლობაში გამოასწორა მის კუთვნილ ფართში არსებული მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატარა ექსპერტიზა, თანაც იმ დროს, როდესაც ამოწურული იყო მრიცხველის ექსპლუატაციის ვადები. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი იმ დროისათვის და იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაზე შპს „რ--ოს“ წარმომადგენელს რამდენჯერმე ჰკითხეს მრიცხველის გამართულად მუშაობის შესახებ და მან მიუთითა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობდა. შესაბამისად, სემეკში საკითხის განხილვისას შპს „რ--ომ“ ვერ დაასაბუთა მისი მრიცხველის ანათვალის უსწოროების ფაქტი და ამდენად, აპელანტის მოსაზრებით სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია.
5.სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს "------------------------------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. შპს „რ--ო“ (მისამართი: ვ-------–------------------------–--------) შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად (№7--------). (ტ.1. ს.ფ. 207-210).
6.2. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 30 ივნისს განახორციელა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველზე ანათვალის აღება. რეალური ჩვენებით დაფიქსირდა: ჩვენება - 725მ3 , ხარჯი - 3მ3 , თანხა - 13.20.
6.3. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ უფლებამოსილმა პირმა 2015 წლის 31 ივლისს განახორციელა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველზე ანათვალის აღება. რეალური ჩვენებით დაფიქსირდა: ჩვენება - 1344მ3 , ხარჯი - 619მ3 , თანხა - 2723.74. (ტ.1. ს.ფ. 207-210).
6.4. შპს „რ--ოს“ (№7--------) მიერ, 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 2,723.44 ლარის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 24-25).
6.5. 2007 წლის 28 ნოემბრიდან - 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს „რ--ოს“ მიერ
ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდება (აბონენტი №3---------). (ტ.1. ს.ფ. 28-31).
6.6. 2015 წლის 26 მარტიდან - 2015 წლის 26 ოქტომბრამდე შპს „რ--ოს“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება (აბონენტი №4------). (ტ.1. ს.ფ. 32-33).
6.7. შპს „რ--ოს“ დირექტორმა - ე-----–ე ნ-----–--–---–მა 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის 2723,74 ლარის გაუქმება. (ტ.1. ს.ფ. 26-27).
6.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით შპს „რ--ოს“ დირექტორის - ე-----–ე ნ-----–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შპს „რ--ოზე“ (აბონენტი №7--------) 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 2723,74 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.(ტ.1.ს.ფ. 10-12).
6.9. შპს „რ--ომ“ 2016 წლის 08 ივლისს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგი კითხვებით: 1. დადგინდეს გამართულად მუშაობს თუ არა წყლის მრიცხველი; 2. მილგაყვანილობის შესწავლა მრიცხველიდან-წყალმიმღებ დანადგარებამდე (მანძილის განსაზღვრა), ხომ არ აღინიშნება ჟონვის კერები/დატბორვის კვალი; 3. მრიცხველიდან წყალმიმღებ დანადგარებამდე მილის დიამეტრის განსაზღვრა, წყალმიმღები დანადგარის მილგაყვანილობის განსაზღვრა; 4. წყლის ხარჯის დადგენა სრული, ნაწილობრივი დატვირთვის, ჟონვის შემთხვევაში.
6.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, „წყლის მრიცხველის გამართულად მუშაობაში იგულისხმება აღრიცხავს თუ არა მრიცხველი წყალს იმ მეტროლოგიური მახასიათებლებით, რომელიც ქარხნის მიერ არის დადგენილი. ამ პროცედურას ეწოდება - დამოწმება და ის სრულდება სპეციალურ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რაც ამ ეტაპზე ბიუროს არ გააჩნია; წყლის მრიცხველიდან ხელსაბან ნიჟარამდე არის 88სმ მანძილი, ხოლო ტუალეტამდე 178სმ. არც ტუალეტის ოთახში და არც მის მიმდებარედ არ აღინიშნება არავითარი ჟონვის და მითუმეტეს დატბორვის კვალი; წყლის მრიცხველიდან დანადგარებამდე წყალი მიყვანილია პლასტიკური ½ დიუმიანი მილებით; წყლის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვის პირობებში შეადგენს 417მ3 , რაც 200 მ3 -ით ნაკლებია მრიცხველის მიერ დაფიქსირებულ 619მ3 -ზე“.(ტ.1. ს.ფ. 160-170).
6.11. სსიპ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის მექანიკის ეტალონური განყოფილების 2016 წლის 18 აგვისტოს №238 წყლის მრიცხველის (№------------–-------------------) დამოწმების ოქმის თანახმად, გარეგანი დათვალიერების შედეგად მრიცხველს დაზიანება არ აღენიშნება. დასკვნის თანახმად, მრიცხველის ცდომილება აღემატება დასაშვებ ზღვარს, მისი გამოყენება დაუშვებელია. (ტ.1. ს.ფ. 173-174).
7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
7.2. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
7.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს ურთიერთობებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია.
7.4. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შპს „რ--ო“ (მისამართი: ვ-------–----------------------–-----12) შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად (№7--------). შპს „რ--ოს“ (№7--------) მიერ, 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის (619მ3) გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა განისაზღვრა 2,723.44 ლარის ოდენობით. შპს „რ--ოს“ დირექტორმა - ე-----–ე ნ-----–--–---–მა 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა 2015 წლის ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის 2723,74 ლარის გაუქმება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით შპს „რ--ოს“ დირექტორის - ე-----–ე ნ-----–--–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ მიერ შპს „რ--ოზე“ (აბონენტი №7--------) 2015 წლის ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 2723,74 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს „რ--ოს“ საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე: ვ-------–----------------------–-----1, სადავო პერიოდში არ ფუნქციონირებდა.
7.5. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლის - გენადი მუმლაძის ახსნა - განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი თავად იმყოფებოდა შპს „რ--ოს“ საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელიც არ ფუნქციონირებდა. მომხმარებელს წყალი მიეწოდებოდა, თუმცა დატბორვისა და წყლის ჟონვის კვალი არ შეინიშნებოდა. ფართში განთავსებული იყო მოქმედი ხელსაბანი და უნიტაზი, ხოლო სხვა სახის წყლის მიმღები დანადგარი არ დაუფიქსირებია.
7.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს და ეს ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს; პირიქით, იგი სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სწორედ ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები).
7.7. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
7.8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მომხმარებლის შიდა ქსელის - წყლის მიმღები დანადგარების გაუმართაობა.
7.9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად იქნა ცნობილი სადავო აქტი ბათილად, ასევე მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სწორად დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; კერძოდ, თავიდან უნდა იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: იმ პირობებში, როდესაც ფართი არ ფუნქციონირებდა, რამ განაპირობა შპს „რ--ოს“ (№7--------) მრიცხველის მაჩვენებლის მკვეთრი ცვლილება. ასევე, ადგილი ჰქონდა თუ არა წყლის ჟონვის ფაქტს, ხოლო ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესწავლილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასმელი წყლის მიმღები დანადგარების (ხელსაბანი და უნიტაზი) გამტარუნარიანობა.
7.10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოხმარებული წყლის ოდენობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მსჯელობისას ასევე უნდა შეისწავლოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 სექტემბრის №0-------- ექსპერტის დასკვნა და სსიპ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის მექანიკის ეტალონური განყოფილების 2016 წლის 18 აგვისტოს №238 წყლის მრიცხველის დამოწმების ოქმი. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს. ამასთან, ყველა მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს მათ ერთობლიობაში და არა ცალკე აღებული სახით.
7.11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნების შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ გაცემა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მათზე მსჯელობის ვალდებულებისაგან, ვინაიდან ეს დასკვნები წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებებს (მტკიცებულებებს) და მათი შინაარსი ქმნის გონივრულ ეჭვს წყლის მრიცხველის გამართულობის თაობაზე.
7.12. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოება თუ მტკიცებულება და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სარწმუნოდ დაასაბუთოს შპს „რ--ოს“ მხრიდან, 2015 წლის ივლისში, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი 619მ3 სასმელი წყლის მოხმარების ფაქტს და ისე გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
8. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი