განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310117001970327 (3ბ/1530-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „კ-------------–----“
წარმომადგენლები - ა---------–---–---–---, ნ-------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წარმომადგენლები - თ---------------–---–-, დ--------------–---–-
მესამე პირი - შპს ,,მ----------’’
წარმომადგენელი - ლ---------------
მესამე პირები - შპს ,,ჯ------–-’’, შპს ,,მ--------–-’’, სს ,,ს--–------’’, შპს ,,ა---–------–---’’, შპს ,,ა-----–-’’, შპს ,,ი-----------–-’’, შპს ,,სა---------–----–--------–---------–----------–-----------------–--’’
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „კ-------------–----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ-------------–----“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ავტორიზებულ პირს. სხვა მომსახურებებთან ერთად ახორციელებს საერთაშორისო ზარებზე ტრანზიტულ მომსახურებას - საკუთარ ტექნიკურ საშუალებებში ატარებს საზღვარგარეთ წამოწყებულ საერთაშორისო ზარებს და ასრულებს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორიზებული პირის ქსელებში.
2.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 30 მარტის N----- გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისოზარების ტერმინაციის დროებითირეგულაციის დასადგენად. ამ პროცესში კომისიამ მოიძა ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკური მონაცემები, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე მოსმენილი იქნა ქსელის მფლობელების და ტრანზიტორიოპერატორების პოზიცია. მოძიებული/მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N------ გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია. გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განისაზღვრა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები: ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ------–ს”, შპს ,,მ---------ს”, შპს ,,მ--------–ს“, სს „ს--–-----ს“, შპს „ა---–-----–--ს“, შპს „ა-----–ს“, შპს „ი-----------–ს“ და შპს „სა---------–----–--------–---------–----------–-----------------–--ს“ დაევალათ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოეცვა მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობები, მათ შორის: ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი; ბ) ანგარიშსწორების პირობები.
2.3. ზემოაღნიშნული რეგულაციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.gncc.ge გამოქვეყნდა შპს ,,ჯ------–-ს’’, შპს ,,მ----------ს’’, შპს ,,მ--------–-ს’’, სს ,,ს--–------ს’’, შპს ,,ა---–------–---ს’’, შპს ,,ა-----–-ს’’, შპს ,,ი-----------–-ს’’, შპს ,,ს----------–----–--------–---------–----------–-----------------–-ის’’ მიერ კომისიაში წარდგენილ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადებები (მოწვევის ოფერტები).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისბათილადცნობისმოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციულიორგანოს მიერ მიღებულიგადაწყვეტილებამის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაცშეიძლებამოჰყვეს სამართლებრივიშედეგი. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებია: ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. იმავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულიაქტების დებულებებთან.
2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). იმავე კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზებულ პირთა ზოგად უფლებებსა და ვალდებულებებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,კ-------------–---“ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტი. შესაბამისად, ამ კანონის საფუძველზე, აღჭურვილია და რეალიზებას ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის, კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვას. თავის მხრივ კი ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც მოცემულ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/დანებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს. იმავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელება. ამასთან, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კომისია იღებს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
2.7. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N------ გადაწყვეტილებით დადგინდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, რომლის თანახმად: 1) პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები: ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,ჯ------–ს”, შპს ,,მ---------ს”, შპს ,,მ--------–ს“, სს „ს--–-----ს“, შპს „ა---–-----–--ს“, შპს „ა-----–ს“, შპს „ი-----------–ს“ და შპს „სა---------–----–--------–---------–----------–-----------------–--ს“ დაევალათ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოეცვა მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობები, მათ შორის: ა) საერთაშორისოზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში -ა.შ.შ. დოლარი/წუთი;ბ) ანგარიშსწორების პირობები. მოპასუხის პოზიციის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა არაერთმა გარემოებამ. მოპასუხემ მიუთითა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების მოცულობის პერმანენტულმა შემცირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ტრაფიკის კლების ასეთი ტენდენცია უარყოფითად აისახა არა მარტო კომპანიების შემოსავლებზე, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილ აქციზის გადასახადის მოცულობაზეც, რაც დასტურდება 2015 და 2016 წლების მონაცემების ანალიზის შედეგებით. საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღებიდან 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის სახით შევიდა 37.1 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 24.5 მილიონი ლარი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას (რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები განისაზღვრება აშშ დოლარში). ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონომომსახურების ტარიფებზე. ასევე შესწავლილი იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია. წყარო: h-------------------------------------------------------------------) დასაშვებად იქნა ცნობილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფების დაწესება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ მომსახურებაზე ოპერატორებისთვის ერთი ტარიფი მოქმედებს. საჯარო განხილვისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა, კერძოდ, შპს ,,ჯ------–მა”, შპს ,,მ---------მა” და შპს ,,მ--------–მა“ გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოში ე.წ. „S-----“-ების საშუალებით შემომავალი საერთაშორისო ზარის პრევენციის მიზნით გაამკაცრონ და კონტროლს დაუქვემდებარონ SIM ბარათების რეალიზაციის პრაქტიკა; უზრუნველყონ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დროს ეფექტური კონტროლის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; შესაძლო დარღვევების გამოვლენის და პრევენციის მიზნით ეფექტურად ითანამშრომლონ კომისიასთან და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამასთან ერთად, მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯ------–მა”, შპს ,,მ---------მა”, შპს ,,მ--------–მა“, სს „ს--–-----მა“, შპს „ა---–-------–---ა“ და შპს „ა-----–მა“ მზადყოფნა გამოთქვეს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამისი გამოცდილების მქონე ერთი და იმავე საერთაშორისო კომპანიასთან, უზრუნველყონ კომისიის მიერ განსაზღვრულ პირთა წრის შეუზღუდავი წვდომა მონიტორინგის მონაცემებთან. საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ერთიანი ტარიფის მოქმედების პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს ავტორიზებული პირების მიერ მათ ქსელში ტრაფიკის მოზიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადონ მათ მომსახურების საფასური.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამრიგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონისმიერი ვალდებულებაა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ამ მიზნით კომუნიკაციიის მარეგულირებელ სფეროში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემისას მნიშვნელოვანია მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერების დაცვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენისას კომისია დაეყრდნო სტატისტიკურ მონაცემებს, საერთაშორისო პრაქტიკას და მოუსმინა ამ სფეროში მონაწილე სუბიექტებს (ავტორიზებულ პირები) და მიზანშეწონილად ჩათვალა პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთიანი ტარიფის დადგენა. ამ პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ რეალობასთან მისადაგებისათვის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის, როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორების ამ სფეროში თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენება, ვინაიდან ერთი და იმავე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისათვის სხვადასხვა ტარიფის დაწესება ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე მათ საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას. ამასთან, საქმის განხილვისას მოსარჩელის მხრიდან არ დადასტურდა ამ რეგულაციის დადგენით ბაზრის ამ სეგმენტზე არსებითი გავლენის მოხდენა და კონკურენციის შეზღუდვა.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებულიშესაძლებლობებიდან. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენა წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
2.10. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებულ ნაწილებში ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა და საფუძვლიანად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ დეტალურად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოპასუხე კომუნიკაციების ეროვნული ამყარებდა ძირითად არგუმენტაციას, 2017 წლის 16 მაისის N------ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. კომისიამ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ავტორიზებული პირების მიერ საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი აქციზის ჯამური ოდენობის შემცირება, რაც განპირობებული იყო საერთაშორისო ზარების საქართველოში დასრულების/ტერმინაციის მკვეთრი კლებით, ხოლო სადავო გადაწყვეტილების მიღება, მოპასუხის არგუმენტაციით, უზრუნველყოფდა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ქსელის მფლობელი ოპერატორების (როგორებიცაა: მ-----, ჯ------–-, ა---–------–---, ვ----- (ბ--–----- უფლებამონაცვლე)) შემოსავლების გაზრდას და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადების შენატანების გაზრდას. სასამართლო ამ ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასებისას ხაზს უსვამს საქართველოს კანონის მე-11 მუხლით კომისიაზე დაკისრებულ ვალდებულებას, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა დეტალური სამართლებრივი ანალიზის გარეშე, გამართლებულად მიიჩნევს და იზიარებს კომისიის ზემოაღნიშნულ დასაბუთებას, ყველა ავტორიზებული პირისათვის საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთიანი ტარიფის დაწესების შესახებ.
3.2. აპელანტის მითითებით, შპს ,,კ-------------–----’’ არის ავტორიზებული პირი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მათ შორის, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების სეგმენტზე საქმიანობს, განსახვავებით იმ ავტორიზებული პირებისაგან, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ძალაუფლება საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტზე და კუთვნილი ქსელი, შპს ,,კ-------------–----’’ არის ტრანზიტორი კომპანია, რომელსაც გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი ქსელი არ გააჩნია, საერთაშორისო ზარის დასრულებას ახორციელებს ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში და ამაში მომსახურების საფასურს უხდის მათ, რაც სადავო გადაწყვეტილებით დადგენილია და შეადგენს 0.22 აშშ დოლარს ყოველ დასრულებულ წუთზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ერთიანი ტარიფის დადგენის ნაწილში კომისიის, როგორც მოპასუხის პოზიციის გაზიარება და მისი გამართლებულად მიჩნევა ცხადყოფს, რომ სასამართლომ ზემოაღნიშნული იურიდიული ფაქტი არ გამოიკვლია საფუძვლიანად, აღნიშნულს ცხადყოფს ისიც, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დეტალურად აღწერეს, თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებდა სადავო რეგულაცია ტრანზიტორ კომპანიებს, მათ შორის, შპს „კ-------------–---ს“, ასევე სასამართლოს წარედგინა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვა ზუსტად სადავო აქტის მიღების და შესაბამისად, ერთიანი ტარიფის შემოღების შემდეგ დაიწყო, რადგან საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტზე სადავო აქტის მიღების შემდგომ, ფაქტობრივად მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე და ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირები (მ-----, ჯ------–-, ბ--–----, ა---–------–---) დარჩნენ. შესაბამისად, სასამართლოს პოზიცია კომისიის მიერ მიღებული სადავო აქტის მართლზომიერების გაზიარების თაობაზე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
3.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სწორედ კომისიას ჰქონდა დაკისრებული მტკიცების ტვირთი, დაედასტურებინა, რამდენად პასუხობდა მის მიერ მიღებული სადავო აქტი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების, შენარჩუნებისა და განვითარების თაობაზე, თუმცა კომისია მხოლოდ ორი ძირითადი არგუმენტით შემოიფარგლა, ერთი შეეხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების შემცირებას, ხოლო მეორე, მხოლოდ ავტორიზებული და ამავე დროს, ქსელის მფლობელი პირების შემოსავლების შემცირებას. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა ავტორიზებული, მაგრამ ქსელის არამფლობელი ტრანზიტორი კომპანიების ინტერესების დაცვას და შესაბამისად, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, თუმცა, სასამართლო ამ საკითხს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ უღრმავდება და იურიდიულად დეტალურად არ ასაბუთებს, როგორ უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული სადავო აქტი კონკურენციის დარეგულირებას და შესაბამისად, როგორ პასუხობს იგი კანონის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მოსამართლემ არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე, რათა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვით გამოეკვლია, რამდენად დაცული იყო კონკურენტუნარიანი გარემო საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტზე სადავო აქტის მიღებით.
3.4. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კომისიის მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან მისთვის მინიჭებული მიზნის უგულველყოფით, სასამართლო აღნიშნულს ასაბუთებს მხოლოდ სადავო აქტის მიღების კანონით დადგენილი ფორმალობების დაცვის შემოწმებით, თუმცა არ ასაბუთებს, კონკრეტულად როგორ შეესაბამება სადავო აქტი სამართლის იმ ნორმებს, რომლის აღსრულებასაც იგი ახდენს, მათ შორის, სასამართლო არ მსჯელობს და იურიდიულად არ ასაბუთებს, კონკრეტულად როგორ უზრუნველყოფს სადავო აქტი საერთაშორისო ზარის დასრულების სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებასა და დაცვას, მაშინ, როდესაც სადავო აქტის მიღების შემდგომ ტრანზიტორი კომპანიები საერთოდ გაიდევნენ ამ სეგმენტიდან. დისკრეციული უფლებამოსილება თავისთავად არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული უფლებამოსილების მინიჭებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი დისკრეციის ფარგლებში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება/სამართლებრივი აქტი, რომელიც ემსახურება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას, შესაბამისად, როდესაც კომისია სადავო აქტს ასაბუთებს მხოლოდ საერთაშორისო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლებისა და ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, სრულიად უგულებელყოფს ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანიების ინეტერესებს ამ აქტის მიღებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო აქტი მისი სამართლებრივი ბუნებით კანონს ეწინააღმდეგება, სასამართლო, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, უფლებამოსილი იყო ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით უფრო დეტალურად მოეკვლია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პირველ რიგში სადავო აქტი და მიეღო სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „კ-------------–----“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ავტორიზებულ პირს. სხვა მომსახურებებთან ერთად ახორციელებს საერთაშორისო ზარებზე ტრანზიტულ მომსახურებას - საკუთარ ტექნიკურ საშუალებებში ატარებს საზღვარგარეთ წამოწყებულ საერთაშორისო ზარებს და ასრულებს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ავტორიზებული პირის ქსელებში.
4.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 30 მარტის N----- გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისოზარების ტერმინაციის დროებითირეგულაციის დასადგენად. ამ პროცესში კომისიამ მოიძია ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკური მონაცემები, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე მოსმენილი იქნა ქსელის მფლობელების და ტრანზიტორიოპერატორების პოზიცია. მოძიებული/მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N------ გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია. გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განისაზღვრა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები: ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ------–ს”, შპს ,,მ---------ს”, შპს ,,მ--------–ს“, სს „ს--–-----ს“, შპს „ა---–-----–--ს“, შპს „ა-----–ს“, შპს „ი-----------–ს“ და შპს „სა---------–----–--------–---------–----------–-----------------–--ს“ დაევალათ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოეცვა მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობები, მათ შორის: ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი; ბ) ანგარიშსწორების პირობები.
4.4. ზემოაღნიშნული რეგულაციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.gncc.ge გამოქვეყნდა შპს ,,ჯ------–-ს’’, შპს ,,მ----------ს’’, შპს ,,მ--------–-ს’’, სს ,,ს--–------ს’’, შპს ,,ა---–------–---ს’’, შპს ,,ა-----–-ს’’, შპს ,,ი-----------–-ს’’, შპს ,,ს----------–----–--------–---------–----------–-----------------–-ის’’ მიერ კომისიაში წარდგენილ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადებები (მოწვევის ოფერტები).
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). იმავე კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზებულ პირთა ზოგად უფლებებსა და ვალდებულებებს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ შპს ,,კ-------------–---“ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტი. შესაბამისად, ამ კანონის საფუძველზე, აღჭურვილია და რეალიზებას ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის, კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვას. თავის მხრივ კი ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც მოცემულ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.
4.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/დანებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს. იმავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არა გარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არა გარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელება. ამასთან, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კომისია იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4.10. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N------ გადაწყვეტილებით დადგინდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, რომლის თანახმად: 1) პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები: ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,ჯ------–ს”, შპს ,,მ---------ს”, შპს ,,მ--------–ს“, სს „ს--–-----ს“, შპს „ა---–-----–--ს“, შპს „ა-----–ს“, შპს „ი-----------–ს“ და შპს „სა---------–----–--------–---------–----------–-----------------–--ს“ დაევალათ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოეცვა მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობები, მათ შორის: ა) საერთაშორისოზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში -ა.შ.შ. დოლარი/წუთი;ბ) ანგარიშსწორების პირობები. მოპასუხის პოზიციის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა არაერთმა გარემოებამ. მოპასუხემ მიუთითა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების მოცულობის პერმანენტულმა შემცირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ტრაფიკის კლების ასეთი ტენდენცია უარყოფითად აისახა არა მარტო კომპანიების შემოსავლებზე, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილ აქციზის გადასახადის მოცულობაზეც, რაც დასტურდება 2015 და 2016 წლების მონაცემების ანალიზის შედეგებით. საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღებიდან 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის სახით შევიდა 37.1 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 24.5 მილიონი ლარი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას (რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები განისაზღვრება აშშ დოლარში). ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონომომსახურების ტარიფებზე. ასევე შესწავლილი იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია. წყარო: h-------------------------------------------------------------------) დასაშვებად იქნა ცნობილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფების დაწესება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ მომსახურებაზე ოპერატორებისთვის ერთი ტარიფი მოქმედებს. საჯარო განხილვისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა, კერძოდ, შპს ,,ჯ------–მა”, შპს ,,მ---------მა” და შპს ,,მ--------–მა“ გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოში ე.წ. „S-----“-ების საშუალებით შემომავალი საერთაშორისო ზარის პრევენციის მიზნით გაამკაცრონ და კონტროლს დაუქვემდებარონ SIM ბარათების რეალიზაციის პრაქტიკა; უზრუნველყონ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დროს ეფექტური კონტროლის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; შესაძლო დარღვევების გამოვლენის და პრევენციის მიზნით ეფექტურად ითანამშრომლონ კომისიასთან და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამასთან ერთად, მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯ------–მა”, შპს ,,მ---------მა”, შპს ,,მ--------–მა“, სს „ს--–-----მა“, შპს „ა---–-------–---ა“ და შპს „ა-----–მა“ მზადყოფნა გამოთქვეს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამისი გამოცდილების მქონე ერთი და იმავე საერთაშორისო კომპანიასთან, უზრუნველყონ კომისიის მიერ განსაზღვრულ პირთა წრის შეუზღუდავი წვდომა მონიტორინგის მონაცემებთან. საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ერთიანი ტარიფის მოქმედების პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს ავტორიზებული პირების მიერ მათ ქსელში ტრაფიკის მოზიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადონ მათ მომსახურების საფასური.
4.11. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონისმიერი ვალდებულებაა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ამ მიზნით კომუნიკაციიის მარეგულირებელ სფეროში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემისას მნიშვნელოვანია მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერების დაცვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენისას კომისია დაეყრდნო სტატისტიკურ მონაცემებს, საერთაშორისო პრაქტიკას და მოუსმინა ამ სფეროში მონაწილე სუბიექტებს (ავტორიზებულ პირები) და მიზანშეწონილად ჩათვალა პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთიანი ტარიფის დადგენა. ამ პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია მართებულად საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ რეალობასთან მისადაგებისათვის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის, როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორების ამ სფეროში თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენება, ვინაიდან ერთი და იმავე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისათვის სხვადასხვა ტარიფის დაწესება ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე მათ საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას. ამასთან, საქმის განხილვისას მოსარჩელის მხრიდან არ დადასტურდა ამ რეგულაციის დადგენით ბაზრის ამ სეგმენტზე არსებითი გავლენის მოხდენა და კონკურენციის შეზღუდვა.
4.12. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად არ იმსჯელა სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენა წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ-------------–----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე