საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად გადასაგზავნი განაჩენის ორიგინალი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;

ბ) უცხო სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები.

საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018