1. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად.
2. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით.
3. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არა უმეტეს ოცი პროცენტისა. ამ სასჯელის მოხდის დროს არ შეიძლება მსჯავრდებულის დაწინაურება თანამდებობაზე, მისთვის სამხედრო წოდების მომატება. სასჯელის ვადა მას არ ჩაეთვლება ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №2კ-710აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
…განაჩენით: 1.1. გ. ყ-ი, - დაბადებული... წლის.. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 2 წლით. 1.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაექვითოს 15 პროცენტი. სასჯელის მოხდის პერიოდში გ. ყ-ი არ უნდა დაწინაურდეს…
საქმე №6აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
…რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ზ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ–ის) 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც იმავე კოდექსის 46-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) შესაბამისად შეეცვალა პირობით ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენით, ზ.…
საქმე №2კ-825აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
…დამცველი ადვოკატის – თ. ა–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე. განმცხადებელს ასევე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-უს 45-ე მუხლისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესები, მათ შორის, ბრალდებულის უფლება, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით; ეთხოვა, რომ…
საქმე №2კ-41აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.04.2001
…სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. ს-შვილი, 1996 წელს გასამართლებულ იქნა გლდანის რაიონის სასამართლოს მიერ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. 1997 წელს იმავე რაიონის სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით მას მიესაჯა 1 წლით და 6 თვით…
საქმე №2კ-12-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2000
…ფაქტობრივად, მიითვისა ა. ა-ოვმა. ბოლნისის სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის განაჩენით ა. ა-ოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე და 191-ე მუხლებით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ 46-ე მუხლით შეეცვალა პირობით _ ორი წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ აღნიშნული საქმე 2000 წლის 4 აპრილის განჩინებით დააბრუნა…
საქმე №2კ-25აპ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2000
საქმე №2კ-14კოლ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2000
საქმე №2კ-29საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.03.2000
საქმე №2კ-8აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2000
საქმე №2კ-3აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2000
საქმე №2კ-210კოლ.-00 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2000
…სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 46, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-46/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია