საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.03.2000
საქმის ნომერი
2კ-14კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 14 კოლ. 15 მარტი 2000 წ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

მოსამართლეები: რ. შველიძე, გ. ხაბულიანი

განიხილა მსჯავრდებულების - ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას ადვოკატების ზ. რ_ის, ც. ცხვედიანისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 10 იანვრის განაჩენსა და განჩინებაზე, რომლებითაც:

1. ვ. ბ-ძე, ქართველი, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობა გაქარწყლებული, მცხოვრები ქ. ბათუმში ..., ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 961 და 17-961 მუხლებით, სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით; 2. გ. კ-ია, ქართველი, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, სამართალში არ ყოფილი, დროებით უმუშევარი, მცხოვრები ქ. ბათუმში ..., ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 213-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით; გ. კ-იას მიმართ საქმე სსკ 961 და 17-961-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ტრანსპორტის პროკურატურას. მსჯავრდებულების მ. ს-ძის, ვ. ხ-შვილისა და ბ. ბ-შვილის მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული.

საკასაციო პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ხ-ის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით ვ. ბ-ძეს მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით-48127158 ლარის, სხვისი ქონების გატაცება მითვისებით და ასეთი სახით 48127158 ლარის ღირებულების ქონების გატაცების მცდელობა.

განაჩენით ვ. ბ-ძეს საქართველოს სარკინიგზო დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიყენებული ქონებრივი ზიანის - 48127158 ლარის ანაზღაურება.

ამავე განაჩენით გ. კ-იას მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის გაკეთება მისი გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტის გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 213-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. კ-იას საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი ედება მსჯავრდებულ გ. ბ-ძესთან ერთობლივ ინკრიმინირებულ ქმედების ჩადენისათვის, მაგრამ გ. კ-იას მიერ განკსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების გატაცების და გატაცების მცდელობის დამადასტურებელი, საქმეში არსებული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია, ამიტომ მან დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და შესაბამისი ბრალდების წაყენების მიზნით სახელმწიფო ბრალდებლის შუამდგომლობის საფუძველზე 2000 წლის 10 იანვრის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე გ. კ-იას მიმართ სსკ 961 და 17-961 მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურას.

მოცემულ საქმეზე ადვოკატების - ზ. რ-ის, ც. ც-ისა და მ. ფ-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი მოითხოვს მსჯავრდებულების ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 10 იანვრის განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და მათ გამართლებას.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატების - გ. გ-სა და ც. ც-ის განმარტებები, რომლითაც მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ განაჩენისა და განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, დაზარალებულ თ. ჩ-ძის გამოსვლა, რომელიც მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას, პროკურორების - გ. დ-სა და გ. ა-ის დასკვნა, რომლითაც მოითხოვენ განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვებას, თვლის, რომ ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს პროკურატურას გ. კ-იას მიმართ განჩინებით დაბრუნებულ ეპიზოდთან გასაერთიანებლად და ერთობლივად დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე ჩატარებული წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან პეტროლ ექსიმის“ მთავარი ბუღალტერ ა. ნ-შვილისაგან ამჟამად ძებნაში მყოფმა მ. მ-ელმა მიიღო ნავთობპროდუქტების გადაზიდვის საფასური - 481261.58 ლარი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - ვ. ბ-ძემ, გ. კ-იამ, მ. მ-ელმა და აწ გარდაცვლილმა რ. დ-ძემ რკინიგ-ზის დეპარტამენტში წარდგენილი ყალბი საბუთების გაფორმებით შეძლეს ტრანსპორ-ტირების ღირებულების წინასწარ გადაუხდელად ტვირთის გადაზიდვა და ხელზე მიღებული ზემოთ აღნიშნული თანხის გატაცება.

განაჩენი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ვ. ბ-ძემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გატაცება მითვისებით და ასეთი გატაცების მცდელობა. ამასთან, საბრალდებო დასკვნაში მითითებული დანაშაულის ჩადენის ხერხი (სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სასამართლომ დააკონკრეტა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: „ვ. ბ-ძემ, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, თაღლითური გზით, ანგარების მოტივით, განმეორებით ჩაიდინა სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება და ასეთის გატაცების მცდელობა - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 961 და 17-961 მუხლებით“.

სასამართლო კოლეგია ფაქტობრივად გასცდა თავის უფლებებს, შეცვალა ბ-ძის ბრალდების ფაბულა, რითაც ამ უკანასკნელის მიმართ დარღვეული იქნა კანონის დაცვის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა თავი დაეცვა თაღლითური გზით ქონების გატაცების ბრალდებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ვ. ბ-ძეს განაჩენით ინკრიმინირებული ქმედება ჩა-დენილი ჰქონდა ჯგუფის სხვა წევრებთან, მათ შორის გ. კ-იასთან, ერთად ერთიანი ბრალის ფაბულით, ამ უკანასკნელის მიმართ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ საქმე ისე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებ-ლად, რომ არც უმსჯელია იმის შესახებ, აღნიშნულ საქმეთა ცალ-ცალკე განხილვა ხომ არ მოახდენდა გავლენას თითოეული დანაშაულის ჩამდენი პირის, როგორც დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების ეპიზოდებში შემსრულებ-ლის როლის ხასიათისა და ხარისხზე, ასევე სასჯელის განსაზღვრის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვაზე. აღნიშნულით სასამართლო კოლეგიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სსსკ 246-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ცალკე წარმოებად გამოყოფას ექვემდებარება ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც დაკავშირებული არ არის გამოსაძიებელი საქმის ბრალდებასთან. აქვე უნდა აღინიშნოს იმის შესახებ, რომ გატაცებული თანხა ბუღალტერ ნ-შვილისაგან ოფიციალურად ხელწერილით მიღებული აქვს ამჟამად ძებნაში მყოფ მ-ელს, რომლის წერილობითი (შეუმოწმებელი) „დასტურით“ გატაცებულ „თანხასთან ბ-ძესა და კ-იას არაფერი კავშირი არა აქვს“. აღნიშნული ფაქტი არ აძლევდა სა-ფუძველს საქმის განმხილველ სასამართლოს მხოლოდ კ-იას მიმართ დაებრუნებინა საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის, ვ. ბ-ძის მიმართ კი დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. გარდა ამისა, გ. კ-იას მსჯავრი დაედო მის მიერ იმ ყალბი დოკუმენტის გაკეთება-გასაღებისათვის, რომელიც გამოყენებული იქნა სხვისი ქონების გასატაცებლად, ამით კი ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული ჩადენილი დანაშაულის ჯგუფური ხასიათი და გამამტყუნებელი განაჩენი წინააღმდეგობაში მოიყვანა გან-ჩინებასთან, რაც კანონის არსებითი დარღვევაა და იწვევს ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიას დასაბუთებული განჩინებით პროკურორის შუამდგომლობის გათვალისწინებით ერთობლივად უნდა ემსჯელა ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე.

საქმის ირგვლივ შეკრებლი მასალების გათვალისწინებით წინასწარმა გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და გამოარკვიოს წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბ-ძისა და კ-იას მიერ გატაცებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა - 48127158 ლარი საქართველოს სარკინიგზო დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენს თუ აღნიშნული თანხის სალაროს გასავლის საბუთებით გამცემი სააქციო საზოგადო-ება „ჯორჯიან პეტროლ ექსიძის“ საკუთრებაა, აღნიშნულის გარკვევის შემდეგ უნდა განისაზღვროს დაზარალებული, რამაც სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს საბრალდებო დასკვნასა და ბრალდების წარდგენის დადგენილებაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი არ ასახავენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. დამატებით გამოძიების დროს უნდა დაზუსტდეს ყველა ის გარემოება რაც სასამართლოს განჩინებაშია მითითებული, ქმედებას უნდა მიეცეს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, უნდა გაირკვეს ვისი ქონება იქნა დატაცებული და მითითებული იქნეს გატაცების ხერხი და შინაარსი (საბრალდებო დასკვნით მიჩნეული სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირთა ჯგუფის მიერ გატაცება შეიცვალა თაღლითური გზით გატაცებით).

პალატა მიიჩნევს, რომ მ-ელის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მის მიმართ ძებნის გამოცხადებისა და გატარებული ღონისძიებების მა-სალების გაფორმება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მის მიმართ არ არის ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები, არ მომხდარა ბარლდების დამამტკიცებელი საბუთების შეკრება დადგენილი საპროცეესო წესების მოთხოვნათა მიხედვით, რაც უნდა გა-მოსწორდეს სრულყოფილი დამატებითი წინასწარი გამოძიების სტადიაში.

გამოძიებამ სრულყოფილი შემოწმების გზით უნდა გამოარკვიოს დანაშაულებ-რივი კავშირი ბ-ძეს, კ-იას, მ-ელსა და დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სხვა პირებს შორის, გამოიკვლიოს თითოეულის როლი აღნიშნული ქონების გატაცებაში, უნდა აღმოფხვრას საქმის მასალებში არსებული ზემოთ აღნიშნული ურთიერთ-წინააღმდეგობრივი გარემოებები და დამნაშავეთა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა მიეცეს მათ ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად, დარღვეულია საქართველოს სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის გამოძიებისა და სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების მიღების შესახებ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მათი სამართლებრივი შეფასების მიზნით.

ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და გაერთიანდეს გ. კ-იას მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუ-ნებულ საქმესთან, რის შემდეგაც გამოძიებამ უნდა ჩაატაროს მოცემულ საქმეზე კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სრულყოფილი წინასწარი გამოძიება.

საქმის ერთობლივი ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს როგორც კასატორების ვერსიას ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას უდა-ნაშაულობის თაობაზე, პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ განაჩენი და განჩინება კანონიერია და მიიჩნევს, რომ საქმის წარმოებით შეწყვეტის ან განაჩენია და განჩინება კანონიერია და რომ კასატორებს საქმის წარმოების შეწყვეტაზე და პროკურორს გ. კ-იასა და ვ. ბ-ძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებაზე უარი უნდა ექთვათ.

საკასაციო საჩივარში მითითებულ ნებისმიერ საკითხზე კასატორებს შეუძლიათ იშუამდგომლონ გამოძიების წინაშე.

პალატას მიაჩნია, რომ ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მსჯავრდებულების მ. ს-ძის, ვ. ხ-შვილისა და ბ. ბ-შვილის (მათ საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით სხვისი ქონების გატაცებისათვის ბრალი არ წარდგენიათ) დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მხარეთა მიერ საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

საკასაციო პალატამ აღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 10 იანვრის განაჩენი ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

განჩინება გ. კ-იას მიმართ საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელი.

აღკვეთის ღონისძიება ვ. ბ-ძისა და გ. კ-იას მიმართ დარჩეს უცვლელად. მოცემულ საქმეზე შემოტანილი საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილიდეს.

ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული, როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი, რადგან მკვლელობის მცდელობა ჩადენილი იყო უმნიშვნელო საბაბით.