დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3 აპ 4 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები: მ. ტურავა, გ. ხაბულიანი
განიხილა ქ. თბილისის პროკურორის მოადგილის თ. ო-ის საკასაციო საჩივარი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის იმავე წლის 15 დე-კემბრის განაჩენებზე, რომლებითაც გ. რ-შვილი ქართველი, საშუალო განათლების მქონე, ცოლიანი, სამართალში არყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ _ პირველი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,190-ე მუხლის მე-ორე ნაწილით და 93-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულობე-ბის ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლე-ბის აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით ეს სასჯელი ჩაეთვალა პირობითად ხუთი წლის გამო-საცდელი ვადით. მეორე განაჩენით მას მოეხსნა 19,190-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 93-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები, ცნობილ იქნა დამნაშავედ 19,190-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა სამი წლის პირობით საგამოცდო ვადით.
პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს პირველი განაჩენის გაუქმებას პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობის მოტივით, ხოლო მეორე განაჩენის გაუქმებას _ როგორც სასჯელის ლმობიერების, ასევე კვალიფიკაციის უსწორობის მოტივით და საქმის გადაცემას არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბ-ის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით გ. რ-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ ის არა-რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რა ე. კ-ევასთან, დროებით ცხოვრობდა მასთან ქ. თბილისში. 1998 წლის დასაწყისში მათთან დროებით საცხოვრებლად გადავიდა ე. კ-ევას ნაცნობი, ბელორუსიის მოქალაქე ე. მ-ოკი, რომელსაც სურდა აეღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი. გ. რ-შვილმა მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაწყვიტა წაექეზებინა ე. მ-ოკი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის არაკანონიერი გზით მიღების მიზნით ქრთამი მიეცა საპასპორტო განყოფილების მუშაკისათვის. ე. მ-ოკის დაყოლიებისა და მისი ნდობის მოპოვების შემდეგ იმ მოტივით, რომ თითქოს მას _ როგორც შუამავალს უნდა გადაეცა ქრთამი საპასპორტო სამსახურის მუშაკისათვის, მოტყუებით მიეღო და მიეთვისებინა ე. მ-ოკის კუთვნილი თანხები. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. რ-ილმა 1998 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაარწმუნა ე. მ-ოკი, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის არაკანონიერი გზით მისაღებად საჭირო იყო 400 ამერიკული დოლარის ქრთამის სახით გადაცემა ქ. თბილისის ისნის რაიონის საპასპორტო განყოფილებაში მომუშავე ერთ-ერთი თანამდებობის პირისა-თვის. 1998 წლის ოქტომბერში ე. მ-ოკმა გ. რ-შვილს გადასცა ისნის რაიონის საპასპორტო განყოფილების მუშაკისათვის ქრთამის სახით გადასაცემი 400 დოლარი, რაც გ. რ-შვილმა მიითვისა.
1998 წლის დეკემბერში გ. რ-შვილმა კვლავ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ე. მ-ოკის კუთვნილ თანხას, რისთვისაც განმეორებით წააქეზა იგი ქრთამი მიეცა ისნის რაიონის საპასპორტო განყოფილების მუშაკისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. ამ მოტივით გ. რ-შვილმა 1998 წლის დეკემბერში ე. მ-ოკს გამოართვა ვითომცდა ისნის რაიონის საპასპორტო განყოფილების მუშაკისათვის ქრთამის სახით გადასაცემად 300 აშშ დოლარი და მიითვისა.
გამოძიებამ გ. რ-შვილის ეს ქმედებები დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის მე-19 და 190-ე მუხლის მეორე ნაწილით და 93-ე მუხლის მეორე ნაწილით, როგორც ქრთამის მიცემის წაქეზება არაერთხელ და თაღლითობა ჩადენილი განმეორებით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 28 ივლისის
განაჩენით გ. რ-შვილი ცნო დამნაშავედ გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალდებებში და მიუსაჯა: სსკ-ის 19,190-ე მუხლის მეორე ნაწილით _ შვიდი წლით თავისფულების აღკვეთა, 93-ე მუხლის მეორე ნაწილით _ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამასთან, გამოიყენა სსკ-ის 46-ე მუხლი და დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით.
ისნის რაიონის პროკურორმა შეფარდებული სასჯელის პრობითად ჩათვლა მიიჩნია რა ჩადენილ დანაშაულთან შედარებით აშკარად ლმობიერად, ამ კუთხით განაჩენში ცვლილების შეტანის მიზნით სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. საოლქო სასამართლოს სააპელაციო ინსტანციამ არა მარტო არ დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არამედ განაჩენში შეიტანა ცვლილებები მისი კიდევ უფრო შემსუბუქების მიმართებით. სახელდობრ, სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ. რ-შვილი გაამართლა, ხოლო სსკ-ის მე-19 და 190-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე, რითაც სასჯელის ზომად დაუნიშნა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სააპელაციო სასამართლომაც გ. რ-შვილის მიმართ გამოიყენა სსკ-ის 46-ე მუხლი და პირობით საგამოცდო ვადად განუსაზღვრა სა-მი წელი. სააპელაციო სასამართლომ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გ. რ-შვილმა ნამდვილად წააქეზა ქრთამის მიცემაზე ე. მ-ოკი და მას თითქაოსდა ამ მიზნით ორჯერ გამო-ართვა ფული _ ჯერ 400 ამერიკული დოლარი, ხოლო შემდეგ 300 დოლარი, რაც მიითვისა თვითონ, მაგრამ მსჯავრდებულის ეს მოქმედებები მოცული იყო ერთიანი განზრახვით, რის გამოც მისი დანაშაულო არ სცილდება სსკ-ის 19,190-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას. ამავე ქმედებისათვის დამატებით სა-ქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის არც პირველი და არც მეორე ნაწილი საჭირო არ არის, რადგან გ. რ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მთლინად მოცულია სსკ-ის 19,190-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის ზომის განსაზღვრისას და პირობით მის აღუსრულებლობას კი საფუძვლად დაუდო ის, რომ გ. რ-შვილი დადებითად ხასიათდება, პირველადაა სამართალში, დანაშაული ჩაიდინა ეკონიმიკური გაჭირვების გამო, რაც გულწრფელად აღიარა და მოინანია.
პალატამ მოუსმინა პროკურორს, რომელიც მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ ცვლილებით, რომ გაუქმებულ იქნას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე ინსტანციას, გამოიკვლია საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის მოტივები, შეისწავლა განაჩენის კანონიერება და მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის საკასაციო განხილვაში მონაწილე პროკურორმა მოხსნა საკასაციო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას. ამიტომ პალატა საჩივრის ამ ნაწილის განხილვაში არ შედის. რაც შეეხება იმას, რომ საჩივრის ავტორი თუ რატომ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს უკანონოდ, საჩივარში ამის თაობაზე საერთოდ არ არის მითითებული.
არსებითად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან გ. რ-შვილის დანაშაულებრივი ქმედებები მოცული იყო ერთიანი განზრახვით, მაგრამ მან ე. მ-ოკს ნაწილ-ნაწილ გამოართვა თითქოს თანამდებობის პირზე ქრთამად გადასაცემი თანხა, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ქრთამის არაერთხელ მიცემის წაქეზება. ასევე, სწორად უნდა ჩა-ითვალოს განაჩენის ის მოსაზრებაც, რომ გ. რ-შვილის დანაშაულებრივ ქმედებას მთლიანად მოიცავს საქართველოს სსკ-ის მე-19 და 190-ე მუხლის პირველი ნა-წილი და დამატებით კვალიფიკაციას თაღლითობის სახით არ საჭიროებს. რაც შეეხება შეფარდებული სასჯელის პირობით აღუსრულებლობას, მოცემულ კონკრე-ტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმის გარემოებათა გათვალის-წინებით არ შეიძლება აშკარად შეუსაბამოდ და უკანონოდ ჩაითვალოს. გასათვალის-წინებელია ისიც, რომ მოქალაქე ე. მ-ოკი, რომელიც ბრალდების ძირითადი მოწ-მეა, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და მისი ხელმეორედ პროცესზე მოწვევა სასამართლოს გაუჭირდება. ამის გარეშე კი საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვა შეუძლებელია. ამ მოტივითაც პალატას განაჩენის გაუქმება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 დეკემბრის განაჩენი გ. რ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს.
განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და მისი გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.