განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
120100118002576632
დავის ტიპი
300
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/3-0-18წ. 13 დ-----ერი, 2018 წელი ქ.ა---––---

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------– კ-------;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ა-------- ბ-------------ი- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული1-.0-.1--- წელს, პ/ნ 4---------- მცხ: ქ.ა---––--- რაიონი სოფელი წ---ა;

ადვოკატი - კ------- ა------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1- ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----–--ის მიმდებარედ, მდინარე ,,მ--------’’ შენაკადში - მდინარე ფ--–----–ი’’ ა-------- ბ-------------ი თევზსაჭერი სახლართი ბადით უკანონოდ თევზაობდა აკრძალულ დროს, რითაც მის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3- დ-----ერს N4-- დადგენილებით დამტკიცებული ,,თევზსაჭერისა და თევზის მარაგის ტექნიკური რეგლამენტის’’-ს მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ა-------- ბ-------------მა ჩაიდინა აკრძალული იარაღით, აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, უკანონო თევზჭერა.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ა-------- ბ-------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი-ფორმა N1, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოდან გადმოგზავნილი მასალები, მოწმეების: გ-------------------ის, ა-–---------------------–---–ის, მ---–-------------ის გამოკითხვები, შუამდგომლობა ამორების ჩატარების შესახებ, განჩინება საგამოძიებო მოქმედების ცასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, ამოღების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ა-------- ბ-------------თან ფოტოცხრილით, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის წარმომადგენლის ზ------------–---–ის გამოკითხვა, ა-------- ბ-------------თან აღიარება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3- დ-----ერს N4-- დადგენილებით დამტკიცებული ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი’’.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

მოწმე მ---–-------------ისა და ა-–---------------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 1- ივნისს ახორციელებნენ პატრულირებას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. დილის საათებში მდინარე ფოცხოვზე, სოფელ ს----–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ორი პიროვნება საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულ დროს აკრძალული იარაღით ახორციელებდნენ უკანონო თევზჭერას. კერძოდ, ანკესსზე დამაგრებული ჰქონდა სახლართი ბადე, რომელიც მიეკუთვნება თევზჭერის აკრძალულ იარაღს. დადგინდა, რომ უკანონო თევზჭერას ახდენდა ა-------- ბ-------------ი, თუმცა იმ დროისათვის თევზი დაჭერილი არ ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე გადაიღეს ფოტოსურათები, სახლართი ბადე კი დალუქეს სათანადო წესით.

ბრალდებულის ა-------- ბ-------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 1- ივნისს დილის საათებში შეიძინა სახლართი ბადე და მეგობართან ერთად მივიდა სოფელ ს----–--ის მიმდებარედ მდინარე ფოცხოვის ნაპირზე სათევზაოდ. დაახლოებით 15 წუთში მასთან მივიდნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ თევზაობდა აკრძალულ დროს და ადგილას აკრძალული იარაღით. აღნიშნულის შესახებ მისთვის ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა.

2018 წლის 1- ივნისს საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, 2018 წლის 1- ივნისს ა-------- ბ-------------ი ახალციხის რაიონის სოფელ ს----–--ის მიმდებარედ, მდინარე ფოცხოვზე, ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას..

2018 წლის 29 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით. თუმცა ქონებრივი ზიანის ოდენობა არ განსაზღვრულა ვინაიდან, ბრალდებულის მიერ თევზის დაჭერა არ მომხდარა.

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3- დ-----რის №4-- დადგენილების მეორე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, სახლართი ტიპის ბადეები არის ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. ხოლო, მე-4 მუხლი ადგენს თევზჭერის აკრძალვულ პერიოდებს და მითითებულია, რომ აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა: მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 3- აგვისტოს ჩათვლით; ასევე ამავე რეგლამენტის მე-6 მუხლის ე.ა) პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია თევზჭერა სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას; ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თევზჭერა ხდებოდა მდინარე მ-------- ერთ-ერთ შენაკადზე - მდინარე ფოცხოვზე 1- ივნისს, სახლართი ბადის გამოყენებით შესაბამისად, აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას და აკრძალული იარაღით.

მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მიუთითებს სხვა ნორმატიულ აქტზე შესაზლო დანაშაულის ფაქტის არსებობის დადგენისათვის. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3- დ-----რის №4-- დადგენილება დეტალურად ადგენს პირობებს, რომლის არსებობის დროსაც თევზჭერა ჩაითვლება უკანონოდ. ამასთან, მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ატარებს ფორმალურ ხასიათს და დამთავრებულად ითვლება მაშინაც თუ უშუალოდ თევზი მოპოვებული ვერ იქნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნა ა-------- ბ-------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ა-------- ბ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- დ-----რის განაჩენით ა-------- ბ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 12- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარი, რომელიც გადახდილია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და მიუთითებს, რომ ოჯახს არჩენს ტაქსის მძღოლობით, დრო და დრო უწევს მეზობელ სახელმწიფოშიც გასვლა, დაჭერილი თევზი ესაჭიროებოდა ოჯახში საკვებად და არა რეალიზაციისათვის. დანაშაულის ფაქტის დროულად აღკვეთის გამო მისი ქმედებით ზიანი არ არის გამოწვეული.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-------- ბ-------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, იმგვარი ოდენობით, რომ ერთის მხრივ ზემოქმედება მოახდინოს მასზე რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო ამავე დროს იყოს თანაზომიერი ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმესთან და ბრალდებულის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. სამართლიანი და კანონიერი სასჯელი კი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-------- ბ-------------ი (პ/№4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

2. ა-------- ბ-------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი ანკესი გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო სამი ცალი სახლართი ბადე განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი