განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №280100118002498364 (1/33-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - ა-–----------ას,ბრალდებულების: გ----–-------ს, გ--–-----–----ას და
ადვოკატ - რ------------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის - ა-–----------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ გ----–-------ს მიმართ,დაბადების თარიღი: 0--------- წელი,პირადი ნომერი: 4-----------
საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ხ---------------------------–---------
ბრალდებულ გ--–-----–----ას მიმართ,დაბადების თარიღი: 2--------- წელი,პირადი ნომერი: 4-----------
საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ხ------------------------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ გივი ცირგაიამ ჩაიდინა აკრძალული იარაღით თევზჭერა, აკრძალულ დროს.
გ----–-------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ----–-------, გ--–-----–----ასთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მდებარე ღელეში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების მე-4 მუხლისა (აკრძალული საშუალება - ელექტროშოკის აპარატით) შესაბამისად აკრძალულ დროს - 2018 წლის 31 მაისს, აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკის აპარატით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას, რის შედეგადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატმენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
დადგენილია, რომ გ--–-----–----ამ ჩაიდინა აკრძალული იარაღით თევზჭერა, აკრძალულ დროს.
გ--–-----–----ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ--–-----–----ა, გ----–-------სთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მდებარე ღელეში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების მე-4 მუხლისა (აკრძალული დრო 1 მაისიდან 31 აგვისტომდე დროის მონაკვეთში) და მე-6 მუხლის (აკრძალული საშუალება - ელექტროშოკის აპარატით) შესაბამისად აკრძალულ დროს - 2018 წლის 31 მაისს, აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკის აპარატით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას, რის შედეგადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატმენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 16 ივნისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ა-–----------ას, ბრალდებულებს გ----–-------ს, გ--–-----–----ას და ადვოკატ რ------------------ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები გ----–------- და გ--–-----–----ა აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებულები გ----–------- და გ--–-----–----ა აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებულები გ----–------- და გ--–-----–----ა ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი ა-–----------ა შუამდგომლობს ზურაბ გ----–-------ს, გ--–-----–----ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული გ----–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული გ--–-----–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-საქმეზე ამოღებული ელექტროშოკის აპარატი, სადენებიანი ჩოგანბადე, უსადენო ჩოგანბადე და მუდმივი დენის წყარო ე.წ. ,,აკუმულატორი’’ განადგურდეს.
ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვანცა შელია დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
გ----–-------ს, გ--–-----–----ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
ბრალდებულების გ----–-------ს და გ--–-----–----ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეების დ---------–------ს, გ------------------–--ს, გ----------------–--ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ----–-------მ და გ--–-----–----ამ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
გ----–-------ს და გ--–-----–----ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–----------ას, ბრალდებულები გ----–-------ს, გ--–-----–----ას და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ - რ------------------ს შორის;
ბრალდებული გ----–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული გ--–-----–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-საქმეზე ამოღებული ელექტროშოკის აპარატი, სადენებიანი ჩოგანბადე, უსადენო ჩოგანბადე და მუდმივი დენის წყარო ე.წ. ,,აკუმულატორი’’ განადგურდეს.
გ----–-------ს და გ--–-----–----ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
გ----–-------ს და გ--–-----–----ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა