განაჩენი

სისხლის სამართლის 18.08.2018
საქმის ნომერი
120100118002485970
დავის ტიპი
187 1
თარიღი
18.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2485970-1/238-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ-----------ძე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გი-------------–---–ი, დაბადებული 2---------წ, პირადი #1---------1, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო--------ს რ-ნი, სოფელი ჭო-------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 20 აპრილს გი-------------–---–მა ბო--------ს რაიონის სოფელ ჭო-------ს მიმდებარედ გამავალ სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთში, ხა–----------––--ის სარკინიგზო ხაზის 4--ე კმ.-ის პიკეტი N--ში, რკინიგზის მიწის ვაკისიდან წიდის ფარულად დაუფლების მიზნით მოთხარა მიწა და დააზიანა რკინიგზის მიწის ვაკისი, რამაც საფრთხე შეუქმნა მატარებლის უსაფრთხო გადაადგილებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გი-------------–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის ვ-----------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 20 აპრილს მან მონაწილეობა მიიღო შსს ბო--------ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მის სამოქმედო უბანზე - მოქმედებაში სოფელ ჭო-------ს მიმდებარედ, ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგის 4--ე კმ-ის მე-8 პიკეტის დასაწყისიდან 45 მეტრში, ლიანდაგიდან მდინარე მტკვრის მხარეს არსებულ დამრეც ფერდობზე ნანახი იქნა ერთმანეთისგან დაახლოებით 10 მეტრით დაშორებული ორი ცალი ორმო, პირველ ორმოში ეწყო იარაღები, ხოლო მეორე ორმოდან დაგროვილი იყო წიდის ქვები. იმავე დღეს მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბო--------ს რაიონის სოფელ ჭო------ში მცხოვრებმა გი-------------–---–მა მიუთითა იმავე ადგილზე არსებულ ორ ორმოზე. საქართველოს რკინიგზაზე მიყენებულმა ზიანმა კი შეადგინა 583.83 ლარი.

 

გუ-----------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 20 აპრილს იგი იმყოფებოდა სამსახურში (შსს ბო-------- რაიონული სამმართველო), რა დროსაც შეატყობინეს, რომ ბო--------ს რაიონის სოფელ ჭო------ში მცხოვრები გი-------------–---–ი მოქმედებაში სოფელ ჭო-------ს მიმდებარედ, ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგთან ახდენდა წიდის ნიადაგიდან ამოღებას. იგი მის თანამშრომლებთან ოლ----------–-–---–---ნ და ირ---–-----------–------ან ერთად წავიდა მითითებულ ადგილას და სოფელ ჭო-------ს მიმდებარედ, ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგის 4--ე კმ-ის მე-8 პიკეტის დასაწყისიდან 45 მეტრის გავლის შემდეგ ვაკისის ფერდობის მხრიდან დაახლოებით 4 მეტრში დაინახა გი-------------–---–ი, რომელიც სამუშაო იარაღით მიწას თხრიდა.

 

გი-------------–---–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 20 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის თანახმად დათვალიერებულ იქნა ბო--------ს რაიონის სოფელ ჭო-------ს მიმდებარედ, ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგის 4--ე კმ-ის მე-8 პიკეტის დასაწყისიდან დაახლოებით 45 მეტრის დაშორებით ნანახი იქნა ერთმანეთისგან დაახლოებით 10მ-ით დაშორებული ორი ცალი ორმო, ორმოების გვერდით ორ ადგილზე დაგროვილი იყო შავი ფეროს ქვები.

 

გი-------------–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ირ---–-----------–---------–----------–-–---–ის დაკითხვის ოქმებით, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, გი-------------–---–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გი-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელი ვადის 01 (ერთი) წელი და 06 თვე დანიშვნით.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს ბო--------ს მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 29 ივლისის N1------- განაჩენით გი-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გი-------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა ბო--------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 01 თებერვალის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 400 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გი-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 400 ლარი და გი-------------–---–ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე და ჯარიმა 400 ლარი; რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება:

 

· 1 ცალი წერაქვი, 1 ცალი თოხი, ერთი ცალი ჩაქუჩი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

· წიდის ქვები, სამი ტომრით, რომელიც ინახება ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგის 4--ე კმ-ის ტერიტორიაზე ვ-----------–-–---–თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გი-------------–---–ი (პ/ნ1---------1) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1871-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენს დაემატოს წინა განაჩენით სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 400 ლარი და საბოლოოდ გი-------------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე, ასევე ჯარიმა 400 ლარი;

 

3. გი-------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.

 

4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

· 1 ცალი წერაქვი, 1 ცალი თოხი, ერთი ცალი ჩაქუჩი, რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

· წიდის ქვები, სამი ტომრით, რომელიც ინახება ხა–----------––--ის სარკინიგზო ლიანდაგის 4--ე კმ-ის ტერიტორიაზე ვ-----------–-–---–თან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე