განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
130100118002630314
დავის ტიპი
300 1
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/186-2018

(027010818003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ნოემბერი, 2018 წელი ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

სხდომის მდივანი - რ--------------------–-–--ლი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---------------ი, დაბადებული 198- წლის 1- ი----რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, მცხოვრები შემდეგ მისამართზე: გ----ი, ც------–ის გზატკეცილი N2---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი

 

სხდომის სახე - საჯარო

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–---------------მა ჩაიდინა თევზჭერა აკრძალული საშუალებით, აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ივლისს ქ-----–ის რაიონის სოფელ ქ---------–ას მიმდებარედ, მტკვრის შენაკადზე მდინარე ფცაზე ა-–---------------მა აკრძალული საშუალების - ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადის გამოყენებით, უკანონოდ განახორციელა თევზჭერა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ა-–---------------მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შ------------–-- პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი წერილობითი ინფორმაცია, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულება, DVD-R დისკი, რომელზეც დატანილია ფაქტის ამსახველი ინფორმაცია, ბრალდებულის აღიარება, ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი", რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–---------------მა აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით და აკრძალულ ადგილას განახორციელა თევზჭერა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–---------------ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს და ინანიებს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.3. ა-–---------------ს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

6.1. ანკესი და მასზე დამაგრებული სახლართი ბადე უნდა განადგურდეს.

 

6.2. შენახვა იმ DVD-R დისკისა, რომელზეც დატანილია ფაქტის ამსახველი ინფორმაცია, უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6.3. ნივთიერი მტკიცებულება და DVD-R დისკი ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს პოლიციის N---------- განყოფილებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

2. ა-–---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

3. ანკესი და მასზე დამაგრებული სახლართი ბადე განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; DVD-R დისკი, რომელზეც დატანილია ფაქტის ამსახველი ინფორმაცია, დაერთოს საქმეს და მისი შენახვა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი