განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/191-2018
(027010818006)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2018 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–--ლი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------------–---–ი, დაბადებული 199- წლის 8------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №59001120828, მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ზერტში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ-----------------–---–მა ჩაიდინა თევზჭერა აკრძალული საშუალებით, აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივნისს, აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას - ქალაქ ქ-----–ში, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადზე, ზ-----------------–---–მა, აკრძალული საშუალების, ,,მოსასმელი“ ბადის გამოყენებით, უკანონოდ განახორციელა თევზჭერა, რის შედეგადაც მოიპოვა ღორჯოს ჯიშის 12 ცალი თევზი, საერთო წონით 0,14 გრამი. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 1 (ერთი) ლარი და 23 (ოცდასამი) თეთრი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ზ-----------------–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შ------------–ის პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი წერილობითი ინფორმაცია, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულის აღიარები, ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი”, რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ-----------------–---–მა აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით და აკრძალულ ადგილას განახორციელა თევზჭერა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს და ინანიებს, მის მიერ ანაზღაურებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.3. ზ-----------------–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ღორჯოს ჯიშის თევზი, საერთო წინით 1, 14 გრამი, და მოსასმელი ბადე, რაც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
ზ-----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
,,ღორჯოს“ ჯიშის 12 ცალი თევზი და მოსასმელი ბადე განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი