განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
210100120003460807
დავის ტიპი
303
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003460807

saqme #1/18-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულების - ლ---- ვ---------–---–--ა და თ----- ვ---------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034180619001 ბრალდებულების:

 

ლ---- ვ---------–---–-- მიმართ

დაბადების თარიღი: 0-.1-.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 4----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი ვ------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ვ------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

თ----- ვ---------–---–-- მიმართ

დაბადების თარიღი: 2--0-.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 40001033716

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი ვ------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ვ------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- ჩაიდინეს უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღით.

 

მათ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- აკრძალულ დროს - 2019 წლის 12 ივნისს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის ტერიტორიაზე, აკრძალულ ადგილას - მდინარე ალაზანში, აკრძალული იარაღით - ელექტრო-შოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ დაიჭირეს 1 კგ ლოქოს და 2 კგ. ჭანარის ჯიშის თევზი და გარემოს მიაყენა 113 (ას ცამეტი) ლარის და 70 (სამოცდაათი) თეთრის ოდენობის ზიანი, რა დროსაც მხილებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა - ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მთლიანად სცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალდებულების ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულებმა ითხოვეს მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 14 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- ვ---------–---–--ა და თ----- ვ---------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მესამე გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს წერილი დანაშაულის ჩადენის შესახებ; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - უ-- ს---–-----–---–-- მოხსენებითი ბარათი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; დალუქვის აქტი; გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დოკუმენტი; დადგენილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულის წარმომადგენლის - გ------- ს-------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - კ------- ხ--–-–---–-- და უ-- ს---–-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება; ლ---- ვ---------–---–--ა და თ----- ვ---------–---–-- მიერ მოწმისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებები, ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების მიერ მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- ჩაიდინეს უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღით.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულების ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო, რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არიან ნასამართლობის არმქონენი, მათი ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, კერძოდ, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. ამასთან, ნიშანდობლივი არის ის გარემოებაც, რომ მათი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდნენ როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში. მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულების შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზულუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ---- ვ---------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. თ----- ვ---------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. გაუქმდეს ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულების - ლ---- ვ---------–---–--ა და თ----- ვ---------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულებმა ლ---- ვ---------–---–-- და თ----- ვ---------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობონ აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- ერთი ცალი ნავი, დენის წყარო და 2 (ორი) ცალი ნიჩაბი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონით დადგენილი წესით.

 

- ელექტრო-შოკური მოწყობილობა და ჩოგან-ბადე, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი