განაჩენი

სისხლის სამართლის 29.04.2020
საქმის ნომერი
130100119003172987
დავის ტიპი
300
თარიღი
29.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/163-2019

№ 027030819003

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.09. 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

დაცვის მხარე:

ბრალდებული მ-------------------------–---–--ლი, დაბადებული 02.06.1966 წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ.გ----ი, ყიფიანის ქ.N56, ბინა N 27.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

სხდომის სახე - ღია

-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

მ------------–---–---–მა ჩაიდინა უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილზე და აკრძალული საშუალებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მ------------–---–---–მა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #4---- დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ თევზჭერის აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას, 2019 წლის 27 ივლისს ქ-----–ის რაიონის დ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ მდინარე ფციულაზე, ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადის გამოყენებით უკანონოდ განახორციელა თევზჭერა.

ე.ი. მ------------–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულ მ------------–---–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: ა-–-----------------------–--ლის, მ------------–---–---–ის, ლ-–------–-ძის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ნათია ესიაშვილის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია მ------------–---–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ------------–---–---–მა ჩაიდინა უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილზე და აკრძალული საშუალებით.შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ მ------------–---–---–ს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

5.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------------–---–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1 მ------------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩანადენი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მისი დანაშაულებრივი ქმედებით ფაქტობრივად ზიანი არ დამდგარა (თევზი არ ჰყავდა დაჭერილი), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს

 

მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ------------–---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ------------–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. გაუქმდეს მ------------–---–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

3. ნივთიერი მტკიცებულება ანკესი და მასზე დამაგრებული სახლართი ბადე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი