განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
340100119003189730
დავის ტიპი
300
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003189730

N1/176-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

02.10.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე: გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი სანდრო გიორგაშვილი, ნატო ტორიაშვილი;

სისხლის სამართლის საქმე N0-----------;

ბრალდებული: შმ--- მი-----–-–--ლი;

მამის სახელი: ვა–-;

დაბადებული: 04.03.1----–--–-;

პირადი ნომერი:1----------;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ;

განათლება:საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–---.

კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილი.

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

შმ--- მი-----–-–--ლს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღის გამოყენებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: შმ--- მი-----–-–--ლი, აკრძალულ დროს, 2019 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---- სიახლოვეს, აკრძალულ ადგილას, მდინარე ალაზანში, აკრძალული საშუალებით, ანკესზე გამობმული სახლართი ბადით, ე.წ. ,,ეკრანით“, ახორციელებდა უკანონო თევზჭერას, რა დროსაც მხილებულ იქნა.

შმ--- მი-----–-–--ლს 2019 წლის 30 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღის გამოყენებით.

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულის წარმომადგენლის გი------ სუ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე და---- მა----–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე შმ--- მი-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალები, ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცება - ამოღებული თევსაჭერი იარაღები და თევზი, ცნობა ზიანის გაანგარიშების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღის გამოყენებით - აღნიშნული დანაშაულის დისპოზიცია ბლანკეტურია. თევზჭერის სამართლებრივი რეჟიმი რეგლამენტირებულია სხვა ნორმატიული აქტებით და თევზჭერა ატარებს სანებართვო ხასიათს. თევზჭერა უკანონოდ ჩაითვლება როცა ის მოხდება იმ წესების დარღვევით რაც გათვალისწინებულია კანონით და კანონქვემდებარე აქტებით. ასევე კნონქვემდებარე აქტებით რეგლამენტირებულია თევზის მოპოვების დრო და ადგილი, საშუალება. ამ შეზღუდვების მიზანია ცხოველთა სამყაროს გამრავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

საქრათველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტით'' აკრძალულია თევზჭერა 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სახლართი ბადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შმ--- მი-----–-–--ლმა ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღის გამოყენებით.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შმ--- მი-----–-–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს და აკრძალულ ადგილას, აკრძალული იარაღის გამოყენებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა შმ--- მი-----–-–--ლის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს შმ--- მი-----–-–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

შმ--- მი-----–-–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

შმ--- მი-----–-–--ლს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.

გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ შმ--- მი-----–-–--ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ჯარიმა, (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე) რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: სახლართი ბადე და ანკესი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

საქმეზე გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შმ--- მი-----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

3. ნივთიერება მტკიცებულება - სახლართი ბადე და ანკესი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

4. შმ--- მი-----–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდეს.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე