განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100117002166878
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-67-2018 წელი

№110100117002166878

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

23 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ------ მ-------ისა და გ--- მ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

პ------ მ-------ე, დაბადებული 1-----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---------–----------------------–-------–--ში, მსჯავრდებულია ზეს-ტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუ-ხლის მესამე ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენო-ბით;

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამა-ტებით სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დენის წყარო, ე.წ. აკუმულატორი.

გ--- მ-------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ----------–---------------------–-------–--ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სა-სამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

პ------ მ-------ეს და გ--- მ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ უკა-ნონო თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკის აპარატით აკრძა-ლულ დროს.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ---------–--------------------–----------ში, პ------ მ-------ემ და გ--- მ-------ემ, მდინარე ჩ--------–-ში, კუსტარულად დამზადებული ელექტროშოკის აპარატით, უკანონოდ მოიპოვეს 6 გრ. ოდენობით ტო-ბის სახეობის თევზი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 0,25 ლარი. აღ-ნიშნული მოქმედებით პ------ მ-------ემ და გ--- მ-------ემ დაარღვია საქართველოს მთა-ვრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახ-მად, აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვით-ნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით (მუხლი მე-6) და საქართველოს შიდა წყალსა-ტევებში თევზჭერა აკრძალულია 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (მუხლი მე-4). პ------- მ-------ე და გ--- მ-------ე ადგილზევე იქნენ მხილებული ხარაგაულის შს რაიონუ-ლი სამმართველოს მუშაკების მიერ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს პ------ და გ--- მ-------ეების მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სას-ჯელი ლმობიერია, არ არის სამართლიანი, არ შეესბამება მათ პიროვნებას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზ-ნების განხორციელებას. მსჯავრდებულებს არ გაუჩნდებათ მოსალოდნელი სასჯელის შიში და მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდებიან მართლწესრიგის დაცვას და ახალი დანაშაულისაგან თავის შეკავებას. ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ნაკლებად მო-სალოდნელია მსჯავრდებულების რესოციალიზაციაც.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულების პ------ მ-------ისა და გ--- მ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია თითოეულისათვის შესაბამისად – საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულების პ------ მ-------ისა და გ--- მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პ------- მ-------ისა და გ--- მ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გა-რემოებები, რომ ისინი ნასამართლობის არ მქონენი არიან, აღიარებენ და ინანიებენ ჩა-დენილ დანაშაულს. გამოვლენისთანავე ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შე-უწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული ქმე-დების ჩადენის შემდგომ არ არიან კონფლიქტში კანონთან. პ------ მ-------ეს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი (სტუდენტი და სკოლის მოსწავლე). მეუღლე უმუშე–ვარია, თავად პერიოდულად ასრულებს კერძო სამუშაოებს (ხელოსანია). გ--- მ-------ე ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად (4 წლის და 3 წლის), ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული და მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სოციალური შემწეობა - 250 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგ-რეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯე-ლის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და პ------ მ-------ესა და გ--- მ-------ეს შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულთა პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულთათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი პ------ მ-------ისა და გ--- მ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვ-ლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

პ------ მ-------ისა და გ--- მ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტა-ფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

პ------ მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამა-ტებით სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დე-ნის წყარო, ე.წ. აკუმულატორი, რომელიც ინახება ხარაგაულის შს რაიონულ სამმარ-თველოში;

პ------ მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გ--- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის მე-300 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის

გამოსაცდელი ვადით.

გ--- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ--- მ-------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ად-გილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველ-ზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონ-ტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებუ-ლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები – გ--- მ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საჩხრეკი ბადე, რომელიც ინახება ხარაგაულის შს რაიონულ სამმართვე-ლოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

პ------ მ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო შოკის აპარატი, რო-მელიც ინახება ხარაგაულის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე სა-ბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

პ------ მ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ღერი ტობის ჯიშის თევზი, რომელიც ინახება ხარაგაულის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili