განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
820100118002712143
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820100118002712143

№1/ბ-151-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - რ----------–----ის

ადვოკატის - მ-------------ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - დ---------–---–-----ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------ი იუ-----ის ძე წ---–-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მ-----–------ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ---------–---–------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 იანვრის განაჩენით, ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 111 -126-1) ნასამართლევი დ---------–---–------, 2018 წლის ივნისის თვიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის დედის ლ-------–---–-----ისა და მამის ი--------–---–-----ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ლ-----ა და ი--------–---–--------ისათვის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით დ---------–---–------ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

დ---------–---–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ---------–---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----------–----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ---------–---–-----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, ასევე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში სრულყოფილად ჰქონდა წარდგენილი დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა, დ-–---–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, ასევე თვლის, რომ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ დ---------–---–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ-------------ის მიერ რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დ-–---–-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. დაცვის მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი, იმ ნაწილში, რომლითაც დ-–---–-----ე დამნაშავედ იქნა ცნობილი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიარ იყო ეჭვის გამომრიცხავი.

დაცვის მხარე აპელირებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების იმ ნაწილში, რომლითაც დ---------–---–------ დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა იუ----- და ლ-------–---–-----ეების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ი--------–---–-----ის მიმართ გაცემულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან რაც წარმოადგენს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, რაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ რ----------–-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– აპელანტს, მსჯავრდებულ დ---------–---–-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ--------------ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულის - ლ----------–----------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს ჩამოვედა საქართველოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან - დ---------–---–------სთან, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში. 2018 წლის 04 ოტომბერს დაახლოებით 10:00 საათზე უ-----ი და დ-------ი წავიდნენ ქ.ბათუმში სურსათის საყიდლად. მამა, უ----- წ---–-----ე მოვიდა სახლში ადრე, ხოლო დ-------ი საღამოს მივიდა სახლსი, ნასვამ მდგომარეობაში და მოულოდნელად რა დროსაც ოჯახის წევრები ისხდნენ მისაღებ ოთახში, მამას - უ-----ი წ---–-----ეს დაუწყო გინება და ლანძღვა, რაზედაც მას თხოვეს, რომ დამშვიდებულიყო, ის კი აგრძელებდა ოჯახის ყველა წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ლ-------ამ მას თხოვა დამშვიდებულიყო, რაზედაც მას უპასუხა, რომ როგორც კი წახვალ უკრაინაში ორივეს მოვკლავო. თან გააკეთა ხელით დემონსტრირება, რაც იუ-----მაც დაინახა. მათ დ-------ის ეს ქმედება რეალურად აღვიქვეს და ძალიან შემეშინდათ, რისთვისაც 112-ზე დარეკეს.

დაზარალებულის - ლ-------–---–-----ე გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლის ი--------–---–-----ესა და შვილ დ---------–---–------სთან ერთად. მათ ყავთ შვილი - დ---------–---–------, რომელიც არის ალკოჰოლის მოყვარული და მისი ყოველი სიმთვრალე არის მათ ოჯახში კონფლიქტის გამომწვევი. დ-------ი მამის და დედის მიმართ ყოველი სიმთვრალის დროს არის აგრესული და მათ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს დედის მისამართით და ლანძღავს უწმაწური სტყვებით. 2018 წლის აპრილის თვეში დ---------–---–------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამამისს ი--------–---–-----ეს, რის გამოც იგი მიცემული იქნა პასუხისგებაში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ამჟამად დ---------–---–------ იმყოფება პირობითი სასჯელის ქვეშ, ხოლო 2018 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 17:00 საათზე დ-------ი იყო მთვრალი, მას მისცეს შენიშვნა, რომ ყოველდღე სვამდა და მისი ცხოვრების წესი იყო ცუდი, რისთვისაც დ-------იმ დედას - ლ-------–---–-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ გინება დაუწყო დედის მიმამართით, შემდეგ მამას დაუწყო გინება, ასევე მამას ესროლა ტუფლი, რომელიც არ მოხვედრია მას, ამის შემდეგ დ-------ი შევიდა საკუჭნაოში და დაამტვრია თეფშები, რის გამოც დარეკეს 112-ში. დ---------–---–------ თავის მშობლებს - ლ-----ა და უ-----ი წ---–-----ეებს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რაც იწვევს მათ სულიერ ტანჯვას და თავს ვგრძნობენ შეურაცხყოფილად.

დაზარალებულის - ი--------–---–-----ე გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლესთან ლ-------–---–-----ისტან და შვილთან - დ---------–---–------სთან ერთად. დ-------ი არის რამდენიმეჯერ ნამასართლევი, ასევე არის ალკოჰოლის მოყვარული და მისი ყოველი დალევა არის ოჯახში კონფლიქტის დაწყების მიზეზი, რადგანაც აქვს ცუდი სიმთვრალე და სიმთვრალეში არის აგრესული. დ-------ის მიერ აგრესიული ქცევები დაიწყო დაახლოებით ორი წელია და ის სიმთვრალეში ოჯახის წევრებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც არის სისტემატური და რის შედეგადაც ისინი განიცდიან სულიერ ტანჯვას, თავს გრძნობენ შერცხვენილად და შეურაცხყოფილად. 2018 წლის აპრილის თვეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–---–------მ მუშტი დამაარტყა ნეკნის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რა დროსაც მეუღლემ დარეკა 112-ში და დ-------ი დააკავა პოლიციამ, რომელსაც სასამართლომ მიუსაჯა პირობითი სასჯელი და ამჟამად არის პირობითი სასჯელის ქვეშ. 2018 წლის 27 აგვისტოს დ---------–---–------ სახლში მოვიდა მთვრალი, რომელსაც ლ-------–---–-----ემ მისცა შენიშვნა, რატომ სვამო, რაზედაც დ---------–---–------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედამისს და დაუწყო გინება დედის მისამართით. ამის შემდეგ დ-------იმ მამას მიმაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა დედის მიმასართით, ასვე ესროლა ტუფლიც, რომელიც არ მოხვედრია. ამის მიერე დ---------–---–------ შევიდა საკუჭნაოში და დატეხა თეფშები, რის შემდეგაც ლ-----ამ დარეკა 112-ში. დ---------–---–------ს ყველა სიმთვრალე არის კონფლიქტის მიზეზი. 2 წელია სისტემატიურად აყენებს მშობლებს შეურაცხყოფას, რა დროსაც ისინი თავს გრძნობენ დაჩაგრულა და დამცირებულად, ასევე განვიცდი სულიერ ტანჯვას. 2018 წლის აპრლის თვეში ხელიც დამარტყა, რაზეც დ---------–---–------ დააკავეს და სასამართლომ მიუსაჯა პირობითი სასჯელი.

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–-----–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს 17:30 საათზე სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე თავის თანამშრომლებთან რ------–-----ესთან, გ--------–--ესთან და ბ-----------–-ასთან ერთად გავიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში. ადგილზე მისულებს დახვდათ ი--------–---–-----ე, ლ-------–---–-----ე და მათი ქალიშვილი ლ----------–----------ა, ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ და ითხოვდნენ დახმარებას. გვერდითა ოთახში იმყოფებოდა დ---------–---–------ ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც ჩვენი დანახვის მიუხედავად აგინებდა მათ და ემუქრებოდა, როგორც კი ლ-------ა წავა ორთავეს ყელს გამოგჭრითო. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მოწოდებისა, დ---------–---–------ მაინც აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგრესიულად იწევდა მათკენ და აგრძელებდა მუქარას, რისთვისაც სამართალდამცავებმა მოახდინეს მისი დაკავება და გადაიყვანეს განყოფილებაში.

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - რ------–-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს 17:30 საათზე სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე სამსახურეობრივი ა/მანქანით, თანამშრომლებთან ი------–--ესთან, გ--------–--ესთან და ბ-----------–-ასთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს დახვდათ ი--------–---–-----ე, ლ-------–---–-----ე და ლ----------–----------ა, რომლებიც შეშინებულები იყვნენ და ითხოვდნენ დახმარებას. სახლში ასევე იმყოფებოდა დ---------–---–------, რომელიც ნასვამი იყო და პოლიციელების დანახვის მიუხედავად აგინებდა მის მშობლებს და დას, ასევე ემუქრებოდა მათ, რომ როგორც კი ლ-------ა წავა უკრაინაში ორივეს ყელს გამოგჭრითო და იწეოდა მათკენ. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მოწოდებისა, დ---------–---–------ მაინც აგრესიულად იქცეოდა და აგრძელებდა შეურაცხყოფასა და მუქარას. აღნიშნულის გამო სამართალდამცავებმა მოახდინეს მისი დაკავება და გადაიყვანეს განყოფილებაში.

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უმცროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - გ--------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ი------–--ესთან, რ------–-----ესთან და ბ-----------–-ასთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–------ში, სადაც დახვდათ ი--------–---–-----ე, ლ-------–---–-----ე და ლ----------–----------ა, რომლებიც შეშინებულები იყვნენ და ითხოვდნენ დახმარებას. სახლში იმყოფებოდა დ---------–---–------ც, რომელიც ნასვამი იყო. პოლიციელების დანახვის მიუხედავად დ---------–---–------ ნაცვლად გაჩერებისა, განაგრძო მშობლებს და დის მიმართ მუქარა - როგორც კი ლ-------ა წავა უკრაინაში ორივეს ყელს გამოგჭრითო და იწევდა მათკენ. პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა დ. წ---–-----ის დაკავება, ვინაიდან მათი მოწოდების მიუხედავად იგი მაინც განაგრძობდა შეურაცხყოფას და მუქარას.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის N1------------ საქმის მასალების მიხედვით, დ---------–---–-----ის ქმედებიდან გამომდინარე ი--------–---–-----ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

სააპელაციო პალატას დ---------–---–-----ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, რამაც გამოწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ახორციელებს ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით დ---------–---–-----ის მიერ, მამის - უ-----ი წ---–-----ის და დედის - ლ-------–---–-----ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან, ბრალდების ამ ეპიზოდში მხარის მიერ ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ იუ----- და ლ-------–---–-----ეების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ი--------–---–-----ის მიმართ გაცემულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან. ისინი წარმოადგენენ ერთმანეთთან შეუთანხმებელ და ურთიერთ საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. ხოლო ბრალდებულ დ---------–---–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარებას რაც შეეხება, პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 და 74-ე მუხლების თანახმადაც აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს პირდაპირ, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომელტა საწინააღმდეგოდაც მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნებოდა დ---------–---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც დ---------–---–------ ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ---------–---–-----ის მიერ უ-----ი და ლ-------–---–-----ეების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება წარდგენილ ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით დ---------–---–-----ის მიერ, მამის - უ-----ი წ---–-----ის და დედის - ლ-------–---–-----ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან გარდა დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებისა (რაც სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს), რომლებმაც განმარტეს, რომ დ---------–---–-----ის მუქარა აღიქვეს რეალურად, აღნიშნულს ადასტურებენ ასევე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები: ი-----–-----–--ე, რ------–-----ე და გ--------–--ე თავიანთ გამოკითხვის ოქმებში (რაც ასევე სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს), რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ თუ როგორ ემუქრებოდა დ---------–---–------ თავის მშობლებს უ-----ი და ლ-------–---–-----ეებს, რომ მათ გამოჭრიდა ყელს, როგორც კი მისი და - ლ----------–----------ა წავიდოდა უკრაინაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ-ელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----------–----ის და მსჯავრდებულ დ---------–---–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ დ---------–---–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი დ---------–---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

დ---------–---–------ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

დ---------–---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ---------–---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

დ---------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

დ---------–---–------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე