განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002989386
საქმე №1/389-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 27 “ მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - დ----- ძნელაშვილის და დ----- ყაზარაშვილის,ბრალდებულ ნ------ ხ----–-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თამარ აბესაძის და ზ------ მამულაშვილის,ბრალდებულების - ზ------ რ----შვილის და გ-- ს-------შვილის ინტერესების დამ-ცველი ადვოკატის - ნოდარ ცინცაძის,ბრალდებულების - ნ------ ხ----–-შვილის, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
1. ნ------ ი----ს-ძე ხ----–-შვილის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღ-ლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ-------------------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში;
2. ზ------ ლ-----ს-ძე რ----შვილის (დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმა-ღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ--–---------–--------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწი-ლითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშა-ულთა ჩადენაში და
3. გ-- ჯ--------ს-ძე ს-------შვილის (დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ--–----------------–------------------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადე-ნაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 17 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენ-ტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტო-მაგისტრალის 87-ე კილომეტრის მონაკვეთზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვე-ვის შედეგად ბ--- ხ-------ს სიკვდილის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (საქმის ტომი N1, ს.ფ. 1). იმავე დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიე-ბის ჩატარების მიზნით, გადაეცა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკუ-რატურის საგამოძიებო ნაწილს, (ტომი N1, ს.ფ. 170).
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2017 წლის 27 ივლისის დადგენილებით საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების მიხედ-ვით, (ტომი N3, ს.ფ. 328-329).
2017 წლის 09 აგვისტოს, ნ------ ხ----–-შვილს, ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს წარედგინათ ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშა-ულთა სავარაუდო ჩადენისათვის (ტომი N4, ს.ფ. 76-80 - ნ------ ხ----–-შვილის ბრალდება, ტომი N4, ს.ფ. 63-67 - ზ------ რ----შვილის ბრალდება, ტომი N4, ს.ფ. 53-57 - გ-- ს-------შვილის ბრალდება) და, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძი-ების სახით შეეფარდათ გირაო, თითოეულს - 1000 ლარის ოდენობით, (ტომი N3, ს.ფ. 328-329).
კერძოდ, ნ------ ხ----–-შვილს, ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ, როგორც მოხელეებმა, ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
მათვე ბრალი დაედოთ, რომ ჩაიდინეს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ნ------ ხ----–-შვილის, ზ------ რ----შ-ვილისა და გ-- ს-------შვილის ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:05 საათამდე პერიოდში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე თავდაპირველად დასავლეთის, ხოლო შემდეგ - აღმოსავლეთის მიმართულებით, გადაჭარბებული სიჩქარითა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა ავტომანქანა “BMW X5“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა 1----–-–---------–--- დაბადებული ბ--- ხ-------. აღნიშნული ავტომობილის გაჩერებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მის დევნას ახორციელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარ-ტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის - სახაზო-საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ოცეულის ათეულის მეთაური ნ------ ხ----–-შვილი და საპატრულო ეკიპაჟის წევრები - ზ------ რ----შვილი და გ-- ს--------შვილი.
ვინაიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვერ ახერხებდნენ ბ--- ხ-------ს შეჩე-რებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქარ-თლის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების ათეულის მეთაურმა ნ------ ხ----–-შ-ვილმა გადაწყვიტა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ--- ხ-------ს შეჩერების მიზნით გ--------------თან ტრაილერით გადაეკეტა საავტომობილო გზა. აღნიშნულის განსახორციელებლად ნ------ ხ----–-შვილმა შესაბამისი მითითება მისცა ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს.
“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლი-ციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორ-ციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებე-–--. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიუ-რობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთა-ნავე, იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენე-ბული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს - პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუა-ლების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. “საგზაო მოძ-რაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარ-ჯზე დაუშვებე-–--.
საჯარო მოხელეებმა - ათეულის მეთაურმა ნ------ ხ----–-შვილმა, პატრულ-ინსპექტო-რებმა ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა, ნაცვლად იმისა, რომ მოცემულ შემ-თხვევაში ემოქმედათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ზემოაღნიშნული ნორმების სრული დაცვით, განზრახ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებ-რივ უფლებამოსილებას. კერძოდ, ათეულის მეთაურის ნ------ ხ----–-შვილის მითითების შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორებმა - ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა შეარ-ჩიეს ადგილი, სადაც სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაეკეტათ საავტომობილო გზა. აღნიშნულის შემდეგ, გ-- ს-------შვილმა “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლ გ------- ღ-–-----ს მოსთხოვა მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით გადაეკეტა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საავტომო-ბილო გზის ორივე სავალი ნაწილი, რის შემდეგაც პატრულ ინსპექტორების - ზ------ რ-----შვილისა და გ-- ს-------შვილის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე, გ------- ღ-–-----მა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში სრულად გადაკეტა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და სათადარიგო გზის ნაწილი. სწორედ ამ დროს გ--------------იდან გამოვიდა საავტომობილო გზის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავი, რ----- ნ------ს მართვის ქვეშ მყოფი, ავტომანქანებით დატვირთული “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P--------, რომელიც ზემოაღნიშნულ პატრულ-ინსპექტორების მიერ შეჩერებულ იქნა საავტომო-ბილო გზის იმ მხარეს, დაახლოებით 30 მეტრში, სადაც “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანით გადაკეტვის შემდეგ ნაწილობრივ დარჩენილი იყო ავტომანქა-ნით გასასვლელი საავტომობილო გზა. გარდა ზემოაღნიშნული “პოლიციის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონების დარღვევებისა, გზის ამგვარი გადაკეტვა ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანების მოთხოვნებს.
განზრახ გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას საავტომობილო გზის სრუ-ლად გადაკეტვით, ნ------ ხ----–-შვილმა, ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა დაბრკოლება შეუქმნეს და გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს როგორც დიდი სიჩქა-რით მოძრავი მძღოლი ბ--- ხ-------, ასევე იმ დროისათვის მაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომანქანის მძღოლები, მათ შორის - “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ------- ღ-–-----ი და “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანის მძღოლი რ----- ნ------, ასევე მისი მგზავრი - ბ------ ი-----ძე, რითაც არსებითად დაარ-ღვიეს მითითებული ფიზიკური პირების უფლებები, მათ შორის - უსაფრთხო გადაადგი-ლების უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რამდენადაც შეილახა საპატ-რულო პოლიციის პრესტიჟი და ავტორიტეტი.
საავტომობილო გზის გადაკეტვისას, ათეულის მეთაური ნ------ ხ----–-შვილი, პატრულ ინსპექტორები - ზ------ რ----შვილი, გ-- ს-------შვილი უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ--- ხ-------ს სწრაფად მოძრავ ავტომანქანას და მძღოლთან განახორ-ციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა გ--------------იდან საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით გამოსულმა, საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა ბ--- ხ-------მ, შექმნილ ვითარებაში, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ სამოძრაო ზოლში, რის შედეგადაც ჯერ წინა მარ-ჯვენა ნაწილით დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტო-მანქანას, სახელმწიფო ნორით P-------- და მასზე მოთავსებულ “NISSAN-ის“ მარკის ავტომანქანას, ხოლო შემდეგ დაეჯახა საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას “Mersedes Benc Actors“, სახელმწიფო ნორით Y--------, რის შედეგად ბ--- ხ------- გარდაიცვალა.
შეჯახებამ ასევე გამოიწვია გ------- ღ-–-----ის 17078 ლარის, რ----- ნ------ს 3872 ლარის და “Ford Tranzit 190 EF“ მარკის ავტომობილზე განთავსებული “NISSAN-ის“ მარკის ავტომობი-ლის მესაკუთრის - ბ------ ი-----ძის 5502 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი, რითაც არსებითად დაირღვა მათი უფლებები, ასევე ფაქტობრივად განადგურდა ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და გამოწვეულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 125360 ლარი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - დ----- ძნელაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ - შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამე-დიცინო, ვიდეო-ფონოსკოპიური, ქიმიური, სასაქონლო, კომპლექსური ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა: ნ---- ს----შვილის, ნ---- ნ-------ძის, ბ------ ი-----ძის, რ----- ნ------ს, გ---- ღ-–-----ის, გ------- ღ-–-----ის, ლ---- ს---------ს, გ------- ბ------შვილის, ვ-–-------- მ--------შვილის, მ----- ძ------ძის, დ----- გ---–------ს, გ---- ა--------შვილის, ო----- დ---------შვილის, კ--- ფ----შვილის ჩვენებებით, მოწმე ვ----– ქ-----შვილის მიერ გამოძიებაში მიცემული და სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებით, გარკვეულ გარემოემემთან მიმართებაში - თვით ბრალდებულების ჩვენებებითა და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული ფაქტებითა და გარემოებებით არა მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარ-ტით, არამედ უტყუარად დასტურდება ნ------ ხ----–-შვილის, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის მიერ მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და, ამასთანავე, არ არსებობს მათი ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
კერძოდ, პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურ-დება ბ--- ხ-------ს მიერ მის დევნაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორებზე თავდასხმის და მათთვის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხის შექმნის ფაქტი, არამედ დადგენი-–--, რომ ბ--- ხ------- ავტომანქანით გადაადგილდე-ბოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით - მოძრაობის დაშვებული სიჩქარის გადა-ჭარბებით და არ ემორჩილებოდა გაჩერების შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამ-შრომელთა მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარ-ღვევათა კოდექსის 125-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს. მიუხედავად ამისა, ათეულის მეთაურმა ნ------ ხ----–-შვილმა გასცა ბრძანება ბ--- ხ-------ს შეჩერების მიზნით, აკრძალული საშუალებით - მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომანქანით - ცენტრა-ლური საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ, რაც კონკრე-ტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და ინდივიდუალური თავისებურე-ბის გათვალისწინებით იყო შეუსაბამო, არაპროპორციული, საგზაო შემთხვევის დადგომის მაღალი რისკის შემცველი და, ამდენად, ეს ბრძანება იყო უკანონო, ხოლო პატრულ-ინსპექ-ტორებმა - ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა შეასრულეს რა მათთვის წინასწარი შეცნობით აშკარად უკანონო ბრძანება, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აკრძალული საშუა-ლებებით მთლიანად გადაკეტეს საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ნაწილობრივ - სათადარიგო ზოლი, რითაც შეამცირეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე დროს, ნ------ ხ----–-შვილს, ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს გაცნობიერებული ჰქონ-დათ წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება და ითვალისწინებდნენ მართლსა-წინააღმდეგო შედეგის - ბ--- ხ-------ს ჯანმრთელობის დაზიანების ან მისი სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას, რისი გათვალისწინების მოვალეობა ეკისრებოდათ სამართ-ლებრივად და შეეძლოთ კიდეც გაეთვალისწინებინათ მათი გამოცდილებიდან და საქმია-ნობის ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ ამ შედეგის თავიდან აცილებას. ამდენად, პროკურორის მოსაზრებით, ნ------ ხ----–-შვილის, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტე-ბის ფაქტი ორგანულად არის დაკავშირებული დამდგარი შედეგით განპირობებულ დანა-შაულთან - ბ--- ხ-------ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებული ერთი ქმედებით მოხდა ორი ობიექტის - სახელმწიფოს კანონი-ერი ინტერესების და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვე-ვაში, სახეზეა დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა.
დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ასევე ბრალდების მხარის პოზიცია დააფიქსირა სასა-მართლო სხდომებზე დაცვის მხარის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებულ იმ მოსაზრე-ბასთან დაკავშირებით, რომ სოფელ ა------თან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომო-ბილო გზის 119-ე კილომეტრის მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, გზაზე მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, ანალოგიურად გამოყენებულ იქნა მისაბმე-ლიანი სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი, რასაც არ მიეცა სამართლებრივი შეფასება და, შესაბამისად, ტრაილერის გამოყენებით გზის გადაკეტვის ფაქტი ბრალდების მხარის წარმომადგენლების მიერ ამ შემთხვევაში მიჩნეულია კანონიერად. კერძოდ, პროკურორის განმარტებით, აღნიშნული სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ავტომანქანა გააჩერა თავისი ინიციატივით, რამაც გამოიწვია საავტომო-ბილო გზაზე მოძრაობის შეფერხება და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოძრაობის შეზღუდვის მიზნით სატვირთო მანქანის გაჩერება არ მომხდარა. ამასთანავე, დასკვნითი სიტყვის წარდგენისას პროკურორმა მიუთითა, რომ საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა თანამშრომლებმა, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორ-ციელების წესების“ ინსტრუქციის სრული დაცვით, მოძრაობის შეზღუდვის მიზნით საავ-ტომობილო გზაზე განალაგეს ციმციმებითა და სხვა მანათობელი საშუალებებით აღჭურ-ვილი სამსახურებრივი სპეცავტომანქანები ისე, რომ გზა მთლიანად არ გადაკეტეს და დატოვეს ავტომანქანის გასასვლელი. ამავე დროს, დაუმორჩილებელი მძღოლის შეჩერებას ისინი შეეცადნენ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალების (სპეცავტომანქანე-ბისა და ხელის ჟესტის) გამოყენებით, რის გამოც მათი მიმართულებით დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ბ--- ხ-------ს მიეცა საშუალება, დროულად მიეღო ზომები ავტო-მობილის სიჩქარის შესამცირებლად და უსაფრთხოდ გაევლო სპეციალურად დატოვებულ გასასვლელში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა ნ------ ხ----–-შვი-ლის, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის რეალურ მოხდასთან, (პროკურორის დასკვნითი სიტყვა (წარმოდგენი-–-- წერი-ლობით) - 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:30:19-17:40:52; 18:17:05 -20:13:05; პროკურორის რეპლიკა - 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:45:16-15:53:10)
ბრალდებულებმა - ნ------ ხ----–-შვილმა, ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა წარ-დგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს. დაცვის მხარის წარმომადგენლებმა ით-ხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა სამივე ბრალდებულის მიმართ, კერძოდ:
- ბრალდებულმა ნ------ ხ----–-შვილმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თამარ აბესაძემ და ზ------ მამულაშვილმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნეს, რომ ნ------ ხ-----–-შვილისათვის წაყენებული ბრალდება დაუსაბუთებე-–-- როგორც სამოხელეო დანაშა-ულის ჩადენის, ასევე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ნაწილში. დაცვის მხა-რის წარმომადგენელთა პოზიციიდან გამომდინარე, ნ------ ხ----–-შვილის მიერ სამსახუ-რებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბრალდების ფორმულირების მიხედვით, გამოი-ხატა მხოლოდ სატვირთო ავტომობილის გამოყენებით გ--------------თან გზის გადაკეტ-ვის შესახებ განკარგულების გაცემაში, მაშინ, როდესაც მის მიერ გაცემულ იქნა ბრძანება მოძრაობის შეზღუდვის შესახებ, რომლის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის დაკავება, ვინაიდან ბრძანების გაცემის მომენტისათვის ნ------ ხ----–-შ-ვილი ინფორმირებული იყო, რომ “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანის მძღოლი (როგორ შემდგომ დადგინდა - ბ--- ხ-------) ავტომობილის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს საპატ-რულო პოლიციის ეკიპაჟებს და, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოს-პობის საფრთხე შეუქმნა სოფელ ა------თან მდგომ პოლიციელებს, რაც დადასტურებულია პატრულ-ინსპექტორების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებითა და გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით. გარდა ამისა, ნ------ ხ----–-შვილს და ბ--- ხ-------ს დევნაში მონა-წილე ყველა სხვა პოლიციელს არ გააჩნდათ ავტომობილის მძღოლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია და, მისი (მძღოლის) ქმედებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ იგი კანონთან კონფლიქტში იმყოფებოდა. ამასთანავე, ადვოკატების მოსაზრებით, ნ------ ხ-----–-შვილისათვის წაყენებულ ბრალდებას მთლიანად აცლის საფუძველს საპატრულო პო-ლიციის თანამშრომლების მიერ სოფელ ა------თან სატვირთო ავტომანქანის გამოყენების ფაქტი, რა დროსაც, ღონისძიების დაწყებისთანავე, სატვირთო მანქანა გაჩერებულ იქნა სავალ ნაწილზე, ხოლო გზის დარჩენილ ნაწილებზე მოძრაობა შეიზღუდა საპატრულო პოლიციის ორი ავტომანქანით. ამ გარემოებებზე მითითებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ნ------ ხ----–-შვილის ბრძანება იყო კანონიერი და ემსა-ხურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, იმ ვითარებაში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამ-შრომლებს არ გააჩნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძა-ნებაში მითითებული სპეციალური საშუალებები.
დაცვის მხარის წარმომადგენელთა მოსაზრებით, სასამართლო განხილვისას აგრეთვე დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბრძანების გაცემის გარდა, რომელიც ეხებოდა სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეზღუდვას, სხვა რაიმე მითითება შეზღუდვის ტექნიკური კუთხით განხორციელებასთან დაკავშირებით ნ------ ხ----–-შვილს არავისთვის მიუცია. კერძოდ, მის მიერ გაცემულ ბრძანებაში არ იყო მითი-თებული და ბრძანებით არც იგულისხმებოდა, გზის სავალი ნაწილის შეზღუდვა განხორ-ციელებულიყო ისე, რომ რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ვერ დაენახა, დროულად ვერ აღექვა გზაზე არსებული დაბრკოლება და არ ჰქონოდა საკმარისი დრო, მანძილი და საშუალება ავტომობილის უსაფრთხო გაჩერებისათვის. ამასთან, ნ------ ხ-----–-შვილს უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა შეზღუდვის განხორციელებაში - არ შეურ-ჩევია ადგილი, მანძილი, შეზღუდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების განლაგება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორები, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინათ და განესაზღვრათ დავალების უშუალო შემსრულებლებს, რო-მელთა ქმედებებშიც ასევე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთანავე, ეს გარემოებები აგრეთვე ცხადყოფს, რომ ნ------ ხ----–-შვილი ვერ გაითვალისწინებდა მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რადგან ასეთის შესახებ უნდა ევარაუდა მხოლოდ იმ შემ-თხვევაში, თუკი დაუშვებდა, რომ მისი ბრძანება შესრულდებოდა არაჯეროვნად და არ იქნებოდა უზრუნველყოფილი პირობები საავტომობილო გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გაჩერებისათვის.
ამდენად, ბრალდებულ ნ------ ხ----–-შვილის ადვოკატების - თამარ აბესაძისა და ზ------ მამულაშვილის მოსაზრებით, რასაც სრულად დაეთანხმა ბრალდებულიც, ნ------ ხ----–--შვილისათვის შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამარ-თლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც ნ------ ხ----–-შვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, (იხ. ნ------ ხ----–-შვილის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა (წარმოდგენი-–-- წერილობით) - 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:19:57-14:34:47; რეპლიკა - 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:53:29-16:03:55)
- დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ბრალდებულების - ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნოდარ ცინცაძე დაეთანხმა საქმის გარემოებებთან მიმართებაში ნ------ ხ----–-შვილის ადვოკატების მოსაზრებებსა და შეფა-სებებს და აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულები ასრულებდნენ ათმეთაურ ნ------ ხ----–-შვილის კანონიერ და სავალდებულოდ შესასრულებელ ბრძანე-ბას, რომლის შესაბამისად მათ, ბ--- ხ-------ს დაკავების მიზნით, სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით უნდა გადაეკეტათ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გ--------------თან არსებული მონაკვეთის ორივე სავალი ნაწილი და სხვა ავტომობილებისათვის (და არა ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გასავლელად) სამოძრაოდ დაე-ტოვებინათ სათადარიგო ზოლი. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასების დრო არ ჰქონდათ და არც ვალდებულება ეკისრებოდათ, ვინაიდან “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელმა უარი უნდა თქვას მხოლოდ აშკა-რად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, ხოლო თუ ბრძანება აშკარად უკანონო არ არის - იგი უნდა შესრულდეს, უკანონოც რომ იყოს. გამომდინარე აქედან, ადვოკატის მოსაზრებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულებს შეუძლებე-–--, რომ დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრძანება მიჩნეულ იქნება უკანო-ნოდ, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობისას, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების შესრულებისას დააზიანა სხვისი სამართლებრივი სიკეთე და ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისრება მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების გამცემს.
ამასთან ერთად, ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განმარტებით, პატრულ ინსპექტორები ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი მოქმედებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოე-ბების - დამნაშავის შეპყრობის აუცილებლობისა და მართლზომიერი რისკის - არსებობის პირობებში, სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი მძღოლის შეპყრობის მიზნით და იმ ვითარებაში, როდესაც მძღოლს, რომელიც ავტომობილის მართვისას იყო ადეკვატური, გზაზე არსებული დაბრკოლების შესახებ აფრთხილებდა მის უკან მოძრავი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ასევე არ არსებობდა ვარაუდის საფუძველი იმის შესახებ, რომ მძღოლი ვერ შეძლებდა ავტომანქანის დროულად გაჩერებას. ამასთანავე, ადვოკატის მოსაზრებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატრულ-ინსპექტორების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამო-სილების გადამეტებას შესაძლებე-–-- ადგილი ჰქონოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ ეკიპირებაში ექნებოდათ სპეციალური საშუალებები - “ზღარბი დიანა“ და “სპეცია-ლური ბადე“ და, ამისდა მიუხედავად, ისინი გამოიყენებდნენ სხვა საშუალებას.
ადვოკატმა ასევე ყ-----დღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცე-მული ჩვენების შესაბამისად, შეუძლებე-–-- ფაქტის დადგენა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებაზე - ევაკუატორზე ან სატვირთო ავტომანქანაზე - შეჯახების შედეგად მიიღო სასიკვდილო დაზიანება ბ--- ხ-------მ. შესაბამისად, ადვოკატის განცხადებით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და მიჩნეულ იქნეს, რომ ბ--- ხ-------მ აღნიშ-ნული დაზიანება მიიღო ევაკუატორზე თავდაპირველად შეჯახების შედეგად, რაც თავის-თავად გამორიცხავს მისი სიკვდილის დადგომაში პატრულ-ინსპექტორების ბრალეულო-ბას.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ეჭვქვეშ დააყენა ექსპერტ დ----- გ---–------ს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერ-ტიზის დასკვნა და ამ ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება იმ საფუძვლით, რომ საექსპერტო კვლევის ჩატარებისას დ----- გ---–------ გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და, გარდა “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა, “პოლიციის შესახებ“ კანონზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე მითითებით, როგორც არაიურისტმა, სა-მართლებრივი შეფასება მისცა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ადვოკატის მოსაზრებით, ექსპერტ დ----- გ---–-------ს ჩვენება და მის მიერ გაცემული დასკვნა სასამართლომ არ უნდა მიიღოს როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, ადვოკატ ნოდარ ცინცაძის დაცვის პოზიციიდან გამომდინარე, მის მიერ მითი-თებული გარემოებებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე - ერთობლიობაში, უპირობოდ დას-ტურდება, რომ ზ------ რ----შვილს და გ-- ს-------შვილს არ ჩაუდენიათ მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, რის გამოც მათ მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ადვოკატის დასკვნით სიტყვას სრულად დაეთანხმნენ ბრალდებულები ზ------ რ----შ-ვილი და გ-- ს-------შვილი, (იხ. ადვოკატ ნოდარ ცინცაძის დასკვნითი სიტყვა - 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:34:51-15:23:32; რეპლიკა - 2019 წლის 14 მარტის სასამარ-თლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:53:29-16:03:55)
სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მათივე მონაწი-ლეობით გამოკვლეული, ასევე - გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ:
- არ არსებობს ნ------ ხ----–-შვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისი, ერთამანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლი პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
- ბრალდებულ ზ------ რ----შვილის ქმედებაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - გაუფრთხილებ-ლობით სიცოცხლის მოსპობის - შემადგენლობის ყველა ელემენტი და ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს;
- საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ რ----შვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გ-- ს-------შვილის მიერ - სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშა-ულთა ჩადენის ფაქტი.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად:
- ნ------ ხ----–-შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტა-მენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების (შიდა ქართლი) ათეულის მეთაურის თანამდებობაზე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 მარტის N-------------------------------–---------------------------------------–---------–-–-----------------–---------------------------------–-–--------------------- ბრძანების საფუძველზე, (ტომი N3, ს.ფ. 321, 322)
- ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-2 განყოფილების (შიდა ქართლი) პატრულ-ინსპექტორებად დაინიშნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 01 ოქტომბრის N------- ბრძანების საფუძველზე, (ტომი N3, ს.ფ. 324). ზ------ რ-----შვილი და გ-- ს-------შვილი, როგორც ბრალდებულები, თანამდებობიდან გადაყენებულ იქნენ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, (ტომი N3, ს.ფ. 169-171).
- სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულმა ნ------ ხ----–-შვილმა აჩვენა, რომ იგი საპატრულო პოლიციაში მუშაობდა 2007 წლიდან 2017 წლის 22 მაისამდე. 2017 წლის 17 მაისს ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილესთან - ვ----– ქ-----შვილ-თან ერთად, საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, ახორციელებდა პატრულირებას თბი-ლისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც, დაახლოებით 03 საათსა და 20 წუთზე, გორის რაიონის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო პოლიციის “206“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა - ლ-–- გ----ძემ და გ------- ჟ------შვილმა რადიოკავში-რის საშუალებით გადასცეს, რომ დასავლეთის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქა-რით მოძრავმა ჯიპის ტიპის ავტომობილმა, თავისი მანევრით, შეუქმნა მათ საფრთხე, დაე-დევნენ ამ ავტომობილს, მაგრამ ვერ ეწეოდნენ, რის გამოც ითხოვეს დახმარება. ვინაიდან ის და ვ----– ქ-----შვილი ყველაზე ახლოს იმყოფებოდნენ “206“ ეკიპაჟთან, მათი დახმა-რებისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი მძღოლის გაჩერების მიზნით ნ------ ხ----–-შვილი გადავიდა დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო გზაზე, რა დრო-საც ლ-–- გ----ძისაგან მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომობილი ნახეს გაჩერებული და მასთან მივიდა გ------- ჟ------შვილი, რომელსაც ამ ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა, ჟესტიკულაციით - შუა თითის ჩვენებით გამოხატა მის მიმართ უპატივცემულობა, შემდეგ კი სწრაფად დაძრა ავტომანქანა ისე, რომ საფრთხე შეუქმნა გ------- ჟ------შვილის ჯანმრთელობას, ამასთანავე ეს ავტომობილი წავიდა მათი მიმარ-თულებით. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დასავლეთის მიმართუ-ლებით მოძრაობისას მან უკანა ხედვის სარკეში დაინახა გადაჭარბებული სიჩქარით მოძ-რავი “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორსმაშუქი ფარები. მის-თვის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, დაიწყო მარცხენა სამოძრაო ზოლიდან მარჯვენა ზოლში ნელი სვლით გადასვლის მანევრის შესრულება, მაგრამ აღნიშნულმა ავტომანქანამ სვლა არ შეანელა და გაასწრო მარჯვენა მხრიდან, რა დროსაც ძალიან ახლოს და სწრაფად ჩაუარა, რითაც საფრთხე შეექმნა მისი და ვ----– ქ-----შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთე-ლობას. დაედევნა მას, მაგრამ მიახლოება ვერ შეძლო, რადგან, მისი ვარაუდით, ამ დროს “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა დაახლოებით 180-200 კმ/სთ სიჩქარით. მან დაა-ფიქსირა ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და რადიოსადგურ “ლიახვის“ საშუალებით გადასცა იგი დაკავებაზე, იმ საფუძვლით, რომ მძღოლის მოქმედება იყო საფრთხის შემ-ცველი. ამ დროს შესვენებიდან გამოვიდნენ “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი პატ-რულ-ინსპექტორები - ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი, რომლებმაც რაციით და-უდასტურეს, რომ მიიღეს მის მიერ გადაცემული ინფორმაცია და შეეცდებოდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით მოძრავი ავტომანქანის გაჩერებას. ამასთანავე, მათ დასახმა-რებლად ავტომაგისტრალზე გავიდა ქალაქ გორის “106“ ეკიპაჟი გ------- ქ--------ძისა და გ------- ე-–--შვილის შემადგენლობით, რომლებმაც “208“ საპატრულო ეკიპაჟთან ურთი-ერთმოქმედებით, ე.წ. “ცხინვალის ხიდებთან“, მაგისტრალის ორივე სამოძრაო ზოლში საპატრულო ავტომანქანების განლაგებით მოძრაობაში შეუზღუდეს გზა “ბმვ-ს“ ფირმის ზემოაღნიშნულ ავტომობილს, რომელიც მარჯვენა მხრიდან გასცდა მათ და შექმნა ავარი-ული ვითარება. ამავე ავტომანქანამ გ--------------ის შესასვლელთან საფრთხე შეუქმნა ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს და შევიდა გვირაბში, რის შემდეგ მისი დევნა გააგრძელა “209“ ეკიპაჟმა, ხოლო ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი, მისი მითითე-ბის შესაბამისად, დაბრუნდნენ თავიანთ სამოქმედო კვადრატში. თვითონაც მოტრიალდა და წავიდა სოფელ შავშვების მიმართულებით, რა დროსაც რადიოკავშირის საშუალებით შეიტყო, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან გამავალი ავტომაგისტრალის იმ მონაკ-ვეთზე, სადაც მთავრდება ცალმხრივი მიმართულების მოძრაობა, ეკიპაჟებმა გზა დაკეტეს სატვირთო მანქანისა და საპატრულო პოლიციის ორი ავტომანქანის გამოყენებით, რომლე-ბიც ერთმანეთის გვერდიგვერდ გააჩერეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილის მძღოლი სოფელ ა------თან არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას გაჩერების შესახებ და, იმავე სიჩქარით, რა სიჩქარი-თაც მოძრაობდა, ავტომანქანა პირდაპირ მიმართა ამ მონაკვეთზე მდგომ პატრულ-ინსპექ-ტორებზე, რის შემდეგ მან გადაკვეთა შემზღუდავი ბარიერები და წავიდა უკან თბილისის მიმართულებით. რადიოკავშირზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ “ბმვ-X5“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - პოლიციელებზე თავ-დასხმა, რის შესახებ პირდაპირ მიუთითებდა დაზარალებულიც - პატრულ-ინსპექტორი კ--- ფ----შილი. ამასთანავე, მძღოლის მოქმედებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ მის მიერ ავტომანქანა გატაცებული იყო ან მას ჩადენილი ჰქონდა სხვა დანაშაული. ამდენად, ნ------ ხ----–-შვილის ჩვენებით, არსებობდა დამნაშავის შეპყრობის აუცილებ-ლობა, რის გამოც იგი დაუკავშირდა ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ეკიპაჟს და მისცა მითითება, რომ მისულიყვნენ გ--------------თან და იქ გაჩერებული რომელიმე სატვირთო ავტომობილის გამოყენებით ნაწილობრივ შეეზღუდათ გზის სავალი ზოლი. ვინაიდან ამ დროს რადიოკაშვირი იყო გადატვირთული, მისი სიტყვების დაზუსტების მიზნით ზ------ რ----შვილი დაუკავშირდა მას მობილური ტელეფონით, რა დროსაც ზ------- რ----შვილს მან დაუდასტურა განკარგულება მოძრაობის შეზღუდვის შესახებ. რამდე-ნიმე ხნის შემდეგ გ-- ს-------შვილმა რადიოკავშირის საშუალებით გადმოსცა, რომ მოხდა შეჯახება და ითხოვა ყველა სამსახურის ადგილზე გამოცხადება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ “ბმვ-X5“ მარკის ავტომობილი შეჯახებული იყო ევაკუატორზე და გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარ ტრაილერზე, რომლის საწევარაც მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. სატვირთო ავტომანქანის (ტრაილერის) მისაბმელის უკანა საბუ-რავთან, გზის საფარზე აღინიშნებოდა საბურავის გაცურების კვალი, ხოლო ტრაილერის საწევარასთან, აღმოსავლეთის მიმართულებით მარჯვენა მხარეს დატოვებული იყო ავტო-მანქანების გასავლელი ადგილი. ამდენად, მისი ჩვენებით, გზა მთლიანად არ იყო დაკე-ტილი და შესაძლებელი იყო სათადარიგო ზოლზე ავტომანქანების მოძრაობა. ამასთანავე, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ეკიპაჟის საპატრულო ავტომანქანის მაშუქები იყო ჩართული და მიმართული ტრაილერის ძარაზე. მანვე დაადასტურა, რომ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ნიშანი ან სხვა გამაფრთხილებელი საშუალება გვირაბის შესასვლელ-თან ან უშუალოდ გვირაბში საგანგებოდ განთავსებული არ ყოფილა, თუმცა, მისი ჩვენე-ბით, თბილისის მიმართულრებით მოძრაობისას “ბმვ-X5“ მარკის ავტომანქანას მიყვებოდა საპატრულო პოლიციის “209“ ეკიპაჟი, რომელიც ამ ავტომანქანის მძღოლს აფრთხილებდა გზაზე არსებული დაბრკოლების შესახებ, შესაბამისად, ის არ უშვებდა იმის შესაძლებლო-ბას, რომ მძღოლი ვერ შეძლებსდა ავტომანქანის დროულად და უსაფრთხოდ გაჩერებას.
ნ------ ხ----–-შვილმა ასევე აჩვენა, რომ რადიოკავშირით გაცემული მისი ბრძანება მოძ-რაობის შეზღუდვის შესახებ უნდა გაეგო ყველას, მათ შორის მის ხელმძღვანელ პირებს და კონკრეტულად - მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მ----- ძ------ძეს. ამასთან, “207“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა თანამშრომლებ-მაც გადმოსცეს რაციით, რომ აპირებდნენ სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით გ--------------თან მოძრაობის შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, არავის გაუცია განკარგულება მისი ბრძანების გაუქმების თაობაზე.
ნ------ ხ----–-შვილის ჩვენებით, მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განკარგულების გაცემის დროს იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრის დაშო-რებით, სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის “207“ ეკიპაჟს მან მხოლოდ მისცა მითითება, რომ “სატვირთო ტრაილერით შეეზღუდათ გზა“ და სხვა საუბარი მასსა და პატრულ-ინსპექტორებს შორის არ შემდგარა, (იხ. სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 12:57:20-13:01:14). ამასთან, პროკურორის შეკითხვაზე ნ------ ხ----–-შ-ვილმა უპასუხა, რომ მისი ბრძანების მიზანი იყო გზის ორივე სავალ ზოლზე მოძრაობის შეზღუდვა და ავტომანქანების გასავლელად სათადარიგო ზოლის დატოვება. მან ასევე დასტურით უპასუხა ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნოდარ ცინცაძის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ბრძანება გზაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ, ყველა შემთხვევაში და ავტომატურად ნიშნავს გზის სავალი ზოლის გადაკეტვასა და სათადარიგო ზოლის სამოძრაოდ დატოვებას, (2018 წლის 29 ოქტომბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:58:14-17:19:24; 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 12:48:21-14:00:40)
- ბრალდებულმა ზ------ რ----შვილმა დაადასტურა, რომ ათმეთაურ ნ------ ხ----–შვი-ლისაგან მან მიიღო განკარგულება ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაჩე-რების მიზნით, სატვირთო მანქანის გამოყენებით გ--------------თან მოძრაობის შეზღუდ-ვის შესახებ, რაც შეასრულეს მან და გ-- ს-------შვილმა.
კერძოდ, ზ------ რ----შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ საპატრულო პოლიციის შექმნის დღიდან, 2004 წლიდან 2017 წლის 11 აგვისტომდე იგი მუშაობდა პოლიციის ამ უწყებაში, პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 16 მაისს, დილით, პატრულ-ინსპექტორ გ-- ს-------შვილთან ერთად შეუდგა სამსახურებ-რივი მოვალეობის შესრულებას შსს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამ-მართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-2 განყოფილების სამოქმედო ტერი-ტორიაზე. მისი და გ-- ს-------შვილის, როგორც “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი პატრულ-ინსპექტორების, პატრულირებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას მოიცავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი ქალაქ გორში შესასვლე-ლიდან სოფელ შავშვებამდე. ღამით ისინი დასასვენებლად შევიდნენ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც, პატრულირების გაგრძელების მიზნით, გამოვიდნენ 17 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე და, რადიოკავშირში ჩართვისთანავე, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისიდან გორის მიმართულებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ-X5“ მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლი-ციის ეკიპაჟების მითითებებს და სახიფათო მანევრების შესრულებით უქმნიდა მათ საფ-რთხეს. კერძოდ, ეს ინფორმაცია გადმოსცეს “206“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა - ლ-–- გ----ძემ და გ------- ჟ------შვილმა, ასევე - ათმე-თაურმა ნ------ ხ----–-შვილმა. ამასთანავე, დადგენილ იქნა ავტომანქანის მარკა და სარე-გისტრაციო ნომერი და ნ------ ხ----–-შვილის მიერ ეს ავტომანქანა გადაცემულ იქნა დაკა-ვებაზე. როგორც ახსოვს, მისმა მეწყვილემ - გ-- ს-------შვილმა ასევე დაადგინა, რომ ავტო-მობილის მფლობელი იყო ბ--- ხ-------. ამ ავტომანქანის გაჩერების მიზნით, გორიდან ავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმართულების გზაზე, რა დროსაც იგი მართავდა ავტომობილს. მან მოძრაობა დაიწყო მარცხებნა, ე.წ. ჩქაროსნულ ზოლში და ცდილობდა, მოძრაობაში შეეზღუდა “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დიდი სისწრაფით მიუახლოვდა უკნიდან, მათ ავტომობილთან მივიდა ძალიან ახლოს, ამასთან, ჩართული ჰქონდა კაშკაშა, დამაბრმავებელი მაშუქები, შემდეკ კი, ასევე ახლო მანძილში, მარჯვენა მხრიდან გაუკეთა გასწრება და შევიდა გვირაბში. გვირაბიდან გასასვლელში მას დახვდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც ასევე ცდილობდა გზის შეზღუდვას იგივე მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით, მაგრამ “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მარჯვნიდან, მოხრეშილ გვერდულზე გადასვლით აუარა მათ გვერდი და სწრაფი სვლით გააგრძელა მოძრაობა. მას დაედევნენ ათმეთაურ ნ------ ხ----–-შვილისა და “209“ ეკიპაჟები, თვითონ კი, ათმეთაურის მითითების შესაბამისად, სოფელ რუისთან მოატრიალა ავტომანქანა და გაემართნენ მათი სამოქმედო კვადრატის მიმართულებით. ამ დროს რაციაში ესმოდათ, რომ აღნიშნულმა ავტომანქანამ რამდენიმე ეკიპაჟს შეუქმნა საფრთხე, შემდეგ კი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრამდე არმისული, ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან მძღოლმა ავტო-მანქანა პირდაპირ მიმართა გზის სავალ ნაწილზე მდგომ პატრულ-ინსპექტორებზე, რის შედეგად შეძლო ავტომანქანის მოტრიალება და წავიდა აღმოსავლეთის მიმართულებით. კერძოდ, მოწმის ჩვენებით, რაციაში ისმოდა “განწირული ხმები“ და ყველა ცდილობდა ეთერში გასვლას, ამდენად, რადიოკავშირის ეთერში შეიქმნა ქაოტური ვითარება. განსა-კუთრებით დაამახსოვრდა პატრულ-ინსპექტორ კ--- ფ----შვილის ხმა, რომელსაც უშუა-ლოდ შეექმნა საფრთხე. მანვე (კ--- ფ----შვილმა) ითხოვა, რომ გვირაბთან დაეკეტათ გზა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დაახლოებით 83-ე ან 84-ე კილო-მეტრის მონაკვეთზე მოძრაობისას მათ დაუკავშირდა ნ------ ხ----–-შვილი, რომელმაც, მას შემდეგ, რაც გაარკვია, თუ სად იმყოფებოდნენ ისინი, მისცა მითითება გ--------------თან გაჩერებული რომელიმე სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით გზაზე მოძრაობის მაქსიმა-ლურად შეზღუდვის შესახებ. ვინაიდან რადიოკავშირის ეთერში შექმნილი იყო ქაოტური ვითარება, მისი ნათქვამის გადამოწმების მიზნით, იგი მობილური ტელეფონით დაუკავ-შირდა ნ------ ხ----–-შვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაუდასტურა მის მიერ გაცე-მული განკარგულება, თუმცა დეტალებზე მათ არ უსაუბრიათ. მან ავტომობილი გააჩერა გვირაბის აღმოსავლეთის მხარეს, ამავე მიმართულების გზის სავალი ნაწილიდან მარ-ცხნივ, რის შემდეგაც გ-- ს-------შვილი გადავიდა მანქანიდან და მივიდა მათგან ყველაზე უფრო ახლოს გაჩერებულ მისაბმე-–--ნ სატვირთო ავტომანქანასთან, რომლის ძარაზეც მოთავსებული იყო მწვანე ფერის, თეთრი წარწერით კონტეინერი. გ-- ს-------შვილმა მია-კაკუნა სატვირთო ავტომანქანის საწევარას კაბინაზე, შემდეგ ეს ავტომანქანა დაიძრა და განივად გაჩერდა ავტომაგისტრალის აღმოსავლეთის მიმართულების სავალ გზაზე, სათა-დარიგო ზოლის მანიშნებელ ხაზთან, რითაც მთლიანად გადაიკეტა გზის ორივე სავალი ნაწილი, თუმცა სატვირთო მანქანის საწევარის წინ არსებული სათადარიგო ზოლი მოძრა-ობისათვის იყო თავისუფალი. ამ დროს იგი იმყოფებოდა საპატრულო ავტომანქანაში, ცდილობდა რადიოკავშირში ჩართვას და, როგორც კი ეთერში ნახა პაუზა, გადასცა ინფორმაცია გზის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რა დროსაც პასუხისმგებელმა მორიგემ დაუდასტურა, რომ მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. შემდეგ ის გადავიდა მანქანიდან და იგივე ინფორმაცია გადასცა ხელის რაციის საშუალებით. ამავე დროს გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მისაბმე-–--ნი ევაკუატორი, რომლის ძარაზე და მისაბმელზე იდო ორი მსუბუქი ავტომანქანა. მან და გ-- ს-------შვილმა ევაკუატორის მძღოლს ხელის ჟესტიკუ-ლაციით ანიშნეს, რომ მანქანა გაეჩერებინა გზის სავალი ნაწილიდან მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს, მძღოლმა იკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ მას არ მისცეს მოძრაობის გაგრძელების საშუალება იმ მიზნით, რომ არ ჩახერგილიყო სათადარიგო ზოლი. ევაკუა-ტორი გაჩერდა გვერდულზე, ტრაილერიდან დაახლოებით 40-50 მეტრის დაშორებით, ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი მცირე ნაწილი დარჩა მარჯვენა სავალ ზოლში. ამის შემდეგ, მოკლე დროში მას მოესმა გვირაბიდან გამომავალი ავტომანქანის ძრავის მაღალი ხმა, შემდეგ - საბურავების მოცურების ხმა (ზ------ რ----შვილის ჩვენებით, როგორც შემ-დეგ მან გაირკვია, ავტომანქანამ მკვეთრი მანევრი შეასრულა მარცხენა სავალი ზოლიდან მარჯვენა ზოლში გადასვლის მიზნით) და “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა ჯერ ევა-კუატორის მისაბმელს, შემდეგ კი დატრიალდა და გვერდულად შეეჯახა გზაზე გაჩერე-ბულ ტრაილერს. იმავე წუთში მას მოყვა საპატრულო პოლიციის “209“ ეკიპაჟი და, მოგვია-ნებით, საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟები. ასევე ადგილზე მივიდნენ ათმეთაური ნ------ ხ----–-შვილი და საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მ----- ძ------ძე, რომელმაც იკითხა, თუ ვინ შეზღუდა გზა, რაზედაც უპასუხა, რომ გზაზე მოძრაობა მან და გ-- ს-------შვილმა შეზღუდეს. აღნიშნულის შემდეგ მას რაიმე მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრალდებულის ჩვენებით, შესაბამისი ბრძანების მიღების შემდეგ გადაწყვეტილება გორის საავტომობილო გვირაბთან მოძრაობის შეზღუდვის შესახებ მან და გ-- ს-------შვილმა მიიღეს ერთობლივად და ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო დამნაშავე მძღოლის გაჩერება და დაკავება, თუმცა მათ გაინაწილეს ფუნქციები და სავალ გზაზე სატვირთო ავტომანქანა განთავსდა უშუალოდ გ-- ს-------შვილის მითითებით და ამ მითითების შესაბამისად, ხოლო თვითონ, ვინაიდან იმყოფებოდა საჭესთან, დარჩა საპატრულო ავტომანქანაში და ცდილობდა რადიოეთერში გასვლას. მანვე აჩვენა, რომ ბრძანების მიღებიდან საგზაო-სატ-რანსპორტო შემთხვევამდე გავიდა სულ სამი ან ოთხი წუთი, ამდენად მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო და ვითარებაც არ აძლევდათ იმის საშუალებას, რომ გაეაზრებინათ და შეე-ფასებინათ ბრძანების კანონიერება. ამასთან, ზ------ რ----შვილის ჩვენებით, ნ------ ხ-----–-შვილისაგან მან მიიღო მხოლოდ ბრძანება სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით მოძ-რაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და შეზღუდვის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია, თუმცა, მისივე განმარტებით, მოძრაობის შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა გადაიკეტოს გზის ძირითადი სავალი ნაწილი და დარჩეს მხოლოდ ერთი გასასვლელი. გარდა ამისა, ისინი ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანამდე სოფელ ა------თან მოძრაობა შეზღუ-დული იყო ტრაილერის გამოყენებით.
ზ------ რ----შვილმა აგრეთვე აჩვენა, რომ უშუალოდ შეჯახებამდე იგი უკვე გადმოსული იყო მანქანიდან და იდგა საპატრულო ავტომანქანიდან დაახლოებით ხუთი მეტრის დაშო-რებით, გვირაბის მხარეს, სავალ გზაზე, ხოლო გ-- ს-------შვილი მისგან დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. მისი მართვის ქვეშ მყოფ საპატრულო ავტიმანქანას მიმართულება ჰქონდა ოდნავ მარცხნივ, მაგრამ მისი მაშუქები კარგად ანათებდა ტრაილე-რის მისაბმელსა და კონტეინერს. შემთხვევის შემდეგ მას საპატრულო ავტომანქანა არ გადაუადგილებია.
ზ------ რ----შვილის განმარტებით, ის და გ-- ს-------შვილი “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანის დევნაში მონაწილე საპატრულო ეკიპაჟებისაგან ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ავტომანქანა მოძრაობდა მაღალი, ზოგიერთ შემთხვევაში - 200 კმ/სთ-ის სიჩქარით, მაგრამ არ უშვებდნენ მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობის შეზღუდვის ადგილი იყო განათებული და ამ ადგილზე იდგა სპეცია-ლური სასიგნალო საშუალებებით აღჭურვილი საპატრულო პოლიციის მანქანა, ამასთან - გვირაბში მაღალი სიჩქარით მოძრაობა რთულია, “ბმვ X5-ის“ მძღოლი მოძრაობისას იყო ადეკვატური, დაბრკოლების შემთხვევაში იგი აგდებდა სიჩქარეს, მოძრაობდა შორსმაშუ-ქებით და მას უკან მიყვებოდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც აფრთხილებდა გზაზე დაბრკოლე-ბის არსებობის შესახებ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, იგი ვარაუდობდა, რომ “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანის მძღოლი დააგდებდა სიჩქარეს, (2018 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:41:29-19:06:00)
- ზ------ რ----შვილის ჩვენებაში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ძირითადად დაადასტურა ბრალდებულმა გ-- ს-------შვილმაც. კერძოდ, მან აჩვენა, რომ საპატრულო პოლიციაში მუშაობდა 2004 წლიდან 2017 წლის 11 აგვისტომდე. 2017 წლის 16-17 მაისს იგი იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში და ზ------ რ----შვილთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას “4207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში, საძა-ხისით “407“. მათ სამოქმედო ტერიტორიას შეადგენდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთი მე-80 კილომეტრიდან (ქალაქ გორში შესასვლელი) 70-ე კილომეტრამდე (სოფელი შავშვები). პატრულირებისას ავტომანქანას მართავდა ზ------ რ----შვილი. დაახლოებით ღამის 1200 საათზე ისინი გავიდნენ შესვენებაზე და მუშაობა გააგრძელეს 2017 წლის 17 მაისის დაახლოებით 03:30 საათიდან, რა დროსაც ჩართეს რადი-ოკავშირის მოწყობილობა და დაუყოვნებლივ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბი-ლისიდან გორის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ X5“ მარკის, სახელმწიფო ნომრით I-------- ავტომანქანა, რომლის მძღოლიც ქმნიდა საავარიო ვითა-რებას, არ ემორჩილებოდა საპატრულო ეკიპაჟების მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ და უქმნიდა საფრთხეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რაციით გადასცეს, რომ ავიდოდნენ ავტომაგისტრალზე და დაეხმარებოდნენ ავტომანქანის გაჩერებაში, რის შემდეგ გაემართნენ ცენტრალური საავტომობილო გზის მიმართულებით, რა დროსაც რა-დიოკავშირის ეთერში ატყდა “ისტერიული შეძახილები“ და გაფრთხილება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი “არავის ინდობს, ეჯახებოდა მათ და წინ არავინ დუდგეს“. ეს ინფორმაცია რადიოკავშირით გადასცა “408“ ეკიპაჟმა, კერძოდ - პატრულ-ინსპექტორმა მ--–---- ბ--------–-შვილმა. ამ მომენტში ისინი ავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასის დასავლეთის მიმართულების გზაზე და დაიკავეს მარცხენა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც მათ უკნიდან მაღალი სიჩქარით მიუახლოვდა ჯიპის ტიპის ავტომობილი, გაუკეთა გასწრება მარჯვნიდან, რა დროსაც ძალიან ახლოს ჩაუარა და შევიდა გორთან მდებარე გვირაბში. გაყვნენ ამ ავტომანქნას და მძღოლს ანიშ-ნებდნენ, რომ გაეჩერებინა, მაგრამ გვირაბიდან გასვლის შემდეგ მან მოუმატა სიჩქარეს, რის გამოც ჩამორჩნენ და მას გაყვა “209“ ეკიპაჟი. ნ------ ხ----–-შვილის მითითებით, მათ შეწყვიტეს ავტომობილის დევნა, მოტრიალდნენ და წავიდნენ მათი სამოქმედო ტერიტო-რიის მიმართულებით. ამასთან, მიიღეს ინფორმაცია, რომ სოფელ ა------თან მოძრაობა იყო შეზღუდული ტრაილერის გამოყენებით. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით გაიგონეს სოფელ ა------თან მყოფი პოლიციის თანამშრომლების, განსაკუთრებით - ოცმეთაურ ო----- დ--------შვილისა და პატრულ-ინსპექტორ კ--- ფ-----შვილის შეძახილები - “მოგვიშვა ავტომანქანა“, “გვხოცავდა“, “გადავხტით, თორემ დაგვე-ჯახებოდა“, “გაფრთხილდით ყველა“. ამასთან, კ--- ფ----შვილი ითხოვდა, რომ დაკეტი-ლიყო მოძრაობა. მოწმის განმარტებით, რადიოკავშირის ეთერში შექმნილი იყო პანიკური და ისტერიული ვითარება. ამავე დროს მათ დაუკავშირდა ათმეთაური ნ------ ხ----–-შ-ვილი, რომელმაც იკითხა, თუ სად იმყოფებოდნენ. ნ------ ხ----–-შვილს უთხრეს, რომ გასცდნენ გ--------------ს და მოძრაობდნენ სუპერმარკეტ “სმარტის“ მიმდებარე ტერიტო-რიაზე, რის შემდეგაც მისგან მიიღეს მითითება, რომ მობრუნებულიყვნენ და ემოძრავათ დასავლეთის მიმართულებით. ამ მითითების შესაბამისად ისინი გადავიდნენ დასავლე-თის მიმართულების მოძრაობის ზოლზე, რის შესახებ მოახსენეს ნ------ ხ----–-შვილს, რა დროსაც მისგან მიიღეს ბრძანება გ--------------თან გაჩერებული რომელიმე ტრაილერის გამოყენებით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე. მათ დაუდასტურეს ნ------ ხ----–-შვილს, რომ გაიგეს ბრძანება და მივიდნენ გვირაბთან არსებულ მოსაბრუნე-ბელ ადგილზე, სადაც გაჩერებული იყო რამდენიმე ტრაილერი. ზ------ რ----შვილი ნ------ ხ----–-შვილს დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და ჰკითხა, შეეზღუდათ თუ არა მოძრაობა, რაზეც მიიღო პასუხი - “უნდა შევზღუდოთ, აბა რა უნდა ვქნათ“. ის და ზ------ რ----შვილი გადავიდნენ ავტომანქანიდან და ერთად შეარჩიეს შეზღუდვის ადგილი, რის შემდეგაც გ-- ს-------შვილი მივიდა გზის სავალ ნაწილთან ყველაზე უფრო ახლოს გაჩერე-ბულ ტრაილერთან, დაუძახა მის მძღოლს და განუცხადა მას, რომ ესაჭიროებოდათ გზის გადაკეტვა, ასევე ჰკითხა - თუ შეძლებდა ამის გაკეთებას. მძღოლმა ისე, რომ არაფერი უთქვამს, აამუშავა ძრავი, რამდენიმე წამში დაძრა ავტომანქანა და გააჩერა მითითებულ ადგილზე - აღმოსავლეთის მიმართულების გზის სავალ ნაწილზე ცერად, დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით, რა დროსაც ავტომანქანის საწევარას მარჯვენა კუთხე არ იყო მისული სათადარიგო ზოლის მანიშნებელ ხაზთან და ეს ზოლი მთლიანად - გვერდულიდან სანი-აღვრე არხამდე - იყო მოძრაობისათვის თავისუფალი. ამის შემდეგ გ-- ს-------შვილი სირ-ბილით დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, რა დროსაც დაინახა, რომ გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული ევაკუა-ტორი, რომელიც მათთან მიახლოებისას გაჩერდა გვერულზე და მძღოლმა იკითხა, თუ რა ხდებოდა. ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დამრღვევი ავტომობილი უკვე უნდა შესულიყო გვირაბში, მან და ზ------ რ----შვილმა, თითქმის ერთდროულად, ევაკუატორის მძღოლს უთხრეს, რომ გადასულიყო უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ცოტა ხნით გაეჩე-რებინა მანქანა. ამ საუბრიდან რამდენიმე წამში გვირაბიდან გამოვიდა მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ X5“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორსმაშუქები. მან და ზ------ რ----შვილმა ხელის ჟესტიკულაციით ამ ავტომობილის მძღოლს ანიშნეს დაბრკო-ლების შესახებ, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ავტომობილმა გააკეთა რა მანევრი, მარცხენა ზოლიდან გადავიდა მარჯვენა ზოლში, რა დროსაც გვერდი ვერ აუქცია ევაკუატორს და შეეჯახა მას წინა მარჯვენა ბორბალით, შემდეგ კი დატრიალდა და ინერციით შეეჯახა ტრაილერს. შეჯახების შედეგად ტრაილერის საწევარამ შეიცვალა განლაგება და დადგა აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო ავტომანქანა “ბმვ“ გაჩერდა სავალ ნაწილსა და გვერდულზე, უკანა ნაწილით სანიაღვრე არხისკენ.
გ-- ს-------შვილის ჩვენებით, მათ იცოდნენ, რომ შუა გვირაბიდან არის შესაძლებელი იმ ადგილის დანახვა, სადაც გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, ამასთან, მათი ეკიპაჟის საპატ-რულო ავტომანქანის მაშუქები მიმართული იყო ტრაილერის ძარაზე და მასზე განთავსე-ბულ კონტეინერზე. ბრალდებულმა აგრეთვე დაადასტურა, რომ იცოდა “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესახებ, კერძოდ იცოდა, რომ იგი მოძრაობდა დაახ-ლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქარით, ვინაიდან ასეთ ინფორმაციას რადიოკავშირით გადას-ცემდა მის დევნაში მონაწილე საპატრულო ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, ბრალდებულის განმარტებით, “ბმვ X5-ის“ მძღოლს ყველა შემთხვევაში უნდა გაეჩერებინა ავტომანქანა, ვინაიდან გზა მთლიანად იყო განათებული და მას ჰქონდა საკმარისი დრო და მანძილი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, თუმცა, ბრალდებულის ვარაუდით, მან ავტომო-ბილი არ გააჩერა, რადგან აპირებდა მაღალი სიჩქარით გავლას იმ გასასვლელში, რაც მის მიერ დატოვებული იყო სამოძრაოდ.
დაკითხვისას გ-- ს-------შვილმა აგრეთვე აჩვენა, რომ გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეზღუდვა ემსახურებოდა დამნაშავე მძღოლის გაჩერებისა და დაკავების მიზანს და ამი-სათვის გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველაზე უსაფრთხო საშუალება, იმ ვითარებაში, როდესაც ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც. ამასთანავე, ის და ზ------ რ----შვილი ასრულებდნენ მეთაურის სავალდებულოდ შესასრულებელ ბრძანებას და ამ ბრძანების კანონიერების შემოწმეწბის ან/და გააზრების დრო და საშუალება მათ არ ჰქონდათ. მისივე ჩვენებით, ბრძანება გაიგო ისე, რომ უნდა დაეკეტათ გზის ორივე სავალი ზოლი, რადგან ეს არის აპრობირებული მეთოდი, რაც მრავალჯერ გაუკეთებიათ, (2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:39:40-16:14:54)
გარდა ამისა, სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულებმა აჩვენეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანებაში მითითებული სპეციალური საშუა-ლებები - “ზღარბი დიანა“ და “სპეციალური ბადე“ მათ სამსახურს ეკიპირებაში არ გააჩნია, ამასთანავე, მათივე განმარტებით, ამ საშუალებების გამოყენება შესაძლებე-–-- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, რაც პირდაპირ არის მითითებული მინისტრის ბრძანებაში.
- დაზარალებულ გ------- ღ-–-----ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მას საკუთრებაში ყავს “მერსედეს ბენცის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფი-სარეგისტრაციო ნომრით Y--------, რომლის ძარა მის მიერ გადაკეთებულია კონტეინერმზიდად. 2017 წლის 16-17 მაისს, საკუთარი ავტომან-ქანით, რომელიც დატვირთული იყო მწვანე ფერის, თეთრი წარწერით, კონტეინერით, იგი მგზავრობდა ქალაქ ფოთიდან თბილისის მიმართულებით, რა დროსაც გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბი გაიარა ღამის საათებში და, დაახლოებით 01:00 საათზე, დასასვენებლად გაჩერდა ამ გვირაბთან აღმოსავლეთის მხარეს მდებარე სადგომზე. ამავე სადგომზე გაჩერდა მისი მამა - გ---- ღ-–-----ი, რომელიც ასევე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. დაახლოებით 03:00 საათიდან 04:00 საათამდე შუალედში იგი იმყოფებოდა თავისი ავტომანქანის კაბინაში და ეძინა, რა დროსაც გაიღვიძა კარებზე ბრახუნის ხმაზე და დაინახა, რომ მის ავტომანქანასთან, მარჯვენა მხარეს იდგა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი (როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი - პატრულ-ინსპექტორი გ-- ს-------შვილი), რომელმაც მას უბრძანა, სასწრაფოდ დაექოქა მანქანა და დაეკეტა საავტო-მობილო გზის სავალი ნაწილი. ჰკითხა მას, თუ რა მიზეზით უნდა დაეკეტა გზა, რაზეც გ-- ს-------შვილმა განუცხადა, რომ ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული და კვლავ მოსთხოვა მანქანის გზაზე დაყენება. თავდაპირველად გ------- ღ-–-----მა უარი განაცხადა საავტომო-ბილო გზის დაკეტვაზე, მაგრამ პატრულ-ინსპექტორის კატეგორიული მოთხოვნის გამო იგი იძულებული გახდა, რომ შეესრულებინა მისი განკარგულება. კერძოდ, გ-- ს-------შვი-ლის მითითებით, რომელიც მის წინ მოძრაობდა და ხელით ანიშნებდა, თუ რა ადგილზე გაეჩერებინა ავტომანქანა, მან თავისი ტრაილერი განათავსა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთის მიმართულების გზაზე, ოდნავ ირიბად, რა დროსაც საწევარას წინა მარჯვენა საბურავით გაჩერდა სავალი ზოლისა და გვერდულის (სათადა-რიგო ზოლის) გამყოფ ხაზზე, ხოლო საწევარას კაბინა გადავიდა სათადარიგო ზოლში დაახლოებით 80 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე მანძილით. ამასთანავე, მისი სატვირთო ავტომანქანით, მოძრაობისათვის მთლიანად დაიკეტა გზის ორივე სავალი ზოლი. ამის შემდეგ იგი გადავიდა მანქანიდან, შემოუარა მას წინა მხრიდან და წავიდა გ-- ს-------შვი-ლის მიმართულებით, რომელიც იდგა მისი ავტომანქანის უკან, რა დროსაც დაინახა, რომ გვირაბიდან ნელი სვლით გამოვიდა მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული ევაკუა-ტორი, რომლის მძღოლს პატრულ-ინსპექტორმა გ-- ს-------შვილმა ხელის ჟესტიკულა-ციით ანიშნა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა. პატრულ-ინსპექტორის მითითების შესაბამი-სად, ევაკუატორი გაჩერდა მისი ავტომანქანიდან დაახლოებით 20-30 მეტრის დაშორებით, მარჯვენა სავალ ზოლში, ისეთ მდგომარეობაში, რომ ნაწილობრივ გადავიდა მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულზე - სათადარიგო ზოლში. მოწმის ჩვენებით, მძღოლის გარდა, ევაკუატორის კაბინაში იმყოფებოდა ერთი მგზავრი. მალევე, გაჩერების შემდეგ, ევაკუა-ტორის მძღოლმა დაძრა მანქანა და სცადა უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადასვლა, მაგრამ გ-- ს-------შვილმა ხელის ჟესტიკულაციით კვლავ გააჩერა იგი. გ------- ღ-–-----ი მივიდა ამ დროს უკვე საპატრულო ავტომანქანასთან მდგომ გ-- ს-------შვილთან და ჰკითხა მას გზის გადაკეტვის მიზეზი, რაზეც გ-- ს-------შვილმა უპასუხა, რომ უნდა გაეჩერებინათ დასავლეთის მხრიდან ძალიან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი. ამავე დროს, გ-- ს-------შვილთან საუბრისას, მან გაიგონა გვირაბიდან გამომავალი, დიდი სისწრაფით მოძ-რავი ავტომობილისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხმა და, როდესაც გვირაბისკენ გაიხედა, დაინახა სწრაფად მოძრავი, “ბმვ X5“ მარკის მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც შეეჯახა ჯერ ევაკუატორს, კერძოდ - მის მისაბმელს, შემდეგ კი - მის კუთვილ სატვირთო ავტომანქანას საწვავის ავზის განთავსების მიდამოში, რის შედეგად, გ------- ღ-–-----ის ჩვენებით, ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად, მისი ტრაილერის საწევარამ შეიცვალა მდებარეობა, კერძოდ იგი გადაადგილდა გზაზე მოძრაობის მიმართულებით, აღმოსავლეთის მხარეს. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებ-ლივ მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაახლოებით ხუთ წუთში, იქვე მივიდნენ გარდაცვლილის ძმა და მისივე ნათესავი ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
ამდენად, მოწმე გ------- ღ-–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ შეჯახებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ერთი ავტომანქანა და ორი პატრულ-ინსპექტორი, რომელთაგან ერთ-ერთი - გ-- ს-------შვილი გადასული იყო მანქანიდან, ხოლო მეორე, რომლის ვინაობაც მან არ იცის, სამსახურებრივი მანქანიდან არ გადასულა. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ გ------- ღ-–-----ის კუთვნილი ტრაილერი და შემ-თხვევის ადგილზე შეჯახებამდე მისული ევაკუატორი ადგილზე განლაგდნენ უშუალოდ გ-- ს-------შვილის მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად.
სასამართლოში დაკითხვისას გ------- ღ-–-----მა აგრეთვე დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი სატვირთო ავტომანქანის განლაგების შედეგად მოძრაობისათვის სრულად დაიკეტა გზის ორივე სავალი ზოლი და ნაწილობრივ - სათადარიგო ზოლი (მოძრაობის მიმართუ-ლებით, სავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული გვერდული). კერძოდ, მოწმემ აჩვენა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანასა და სანიაღვრე არხს შორის არსებული მანძილი არ იყო საკმარისი ამ ზოლში, თუნდაც ნელი სვლით, მსუბუქი ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაო-ბისათვის, ხოლო მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი იქ საერთოდ ვერ გაივლიდა, მით უმეტეს, მისი აზრით, მითითებული ადგილი გვირაბიდან გამომავალი ავტომანქანის მძღოლისათვის შეუმჩნეველი იქნებოდა, რადგან მას ფარავდა ევაკუატორი. მანვე აჩვენა, რომ გზის გადაკეტვის შემდეგ მისი კუთვნილი ტრაილერის მისაბმელსა და მის უკან გაჩე-რებულ სატვირთო ავტომანქანებს შორის არსებული მანძილიც არ იყო საკმარისი სატრან-სპორტო საშუალებების, მათ შორის - მსუბუქი ავტომანქნების მოძრაობისათვის.
გ------- ღ-–-----ის ჩვენებით, მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელი და მასზე განთავსებული კონტეინერი გვერდიდან რაიმე ამრეკლი საშუალებით აღჭურვილი არ იყო. მისაბმელს, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე გასდევს ელექტრონათურები, რომლებსაც აქვს მკრთალი ნათება და სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლისათვის ადვილად შესამჩნევი ვერ იქნებოდა. მანვე აჩვენა, რომ შეჯახებამდე საპატრულო პოლი-ციის ავტომანქანის მაშუქები არ იყო მიმართული მისი ავტომობილის მისაბმელზე. მოწმემ აგრეთვე არ დაადასტურა ბრალდებულების - ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ჩვენება იმ ნაწილში, რომ გვირაბიდან გამოსული “ბმვ X5-ის“ მძღოლს ისინი ხელის ჟესტი-კულაციით ანიშნებდნენ დაბრკოლების არსებობის შესახებ.
დაკითხვისას მოწმემ ასევე აჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი მისი, როგორც მძღოლის უსაფრთხოება, რის გამოც მას შეექმნა სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. კერძოდ, გ------- ღ-–-----ის განმარტებით, ავტომანქანაში ყოფნის დროს ის არ გააფრთხილეს, რომ გზის გადაკეტვა ხდებოდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის გაჩერების მიზნით, ასევე მისთვის არ მიუთითებიათ ავტომობილიდან გადასვლის აუცილებლობის შესახებ და იგი არ დაზიანდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეჯახებამდე რამდენიმე ხნით ადრე საკუთარი ინიციატივით დატოვა ავტომანქანა. ამდენად, მას მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, რომლის სრულად ანაზღაურებას ითხოვს, როგორც დაზარალებული.
ამასთან, გ------- ღ-–-----მა დადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 18 ივნისს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მისი კუთვნილი ტრაილერის ანა-ლოგიური სატვირთო ავტომანქანა მან დააყენებინა სავალ გზაზე, იმ ადგილზე და იმავე მდგომარეობაში, როგორც ის (მისი ავტომანქანა) შემთხვევის დღეს გააჩერებინეს, (2017 წლის 01 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:18:30-18:58:45)
ამოცნობის ოქმით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, დაზარალე-ბულმა გ------- ღ-–-----მა, მისთვის ამოსაცნობად წარედგენილ სამ პირს შორის, ამოიცნო გ-- ს-------შვილი, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომლის უშუალო მითითებით მან 2017 წლის 17 მაისს, ღამით, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსე-ბულ გვირაბთან საკუთარი ავტომანქანით მთლიანად გადაკეტა თბილისის მიმართულე-ბით სამოძრაო გზა, (ტომი N1, ს.ფ. 49-52).
- სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაზარალებულმა რ----- ნ------მ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მის საკუთრებაში არსებული “ფორდ ტრანზი-ტის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით P-------- მისაბმე-–--ნი ევაკუატორით იგი ქალაქ ფოთიდან გაემგზავრა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაზე და მისაბმელზე განთავსებული იყო ტვირთი - ორი მსუბუქი ავტო-მობილი. მას თან ახლდა მგზავრი - ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონე ბ------ ი-----ძე. ქალაქ გორთან არსებული გვირაბი მან გაიარა 17 მაისის დაახლოებით 04:00 საათზე, რა დროსაც დაინახა გვირაბის გასასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილში გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარი მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომობილი - ტრაილერი, მწვანე ფერის კონტეინერით, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი. სავალი გზის მარცხენა მხარეს, ტრაილერის სიახლოვეს იდგა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ჩართული სპეციალური ციმციმა სიგნალით. სატვირთო ავტომანქანის მახლობლად იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი (რომელიც მოძრაობდა პოლიციის ავტომან-ქანის მიმართულებით) და ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო კიდევ ერთი პოლიციის თანამ-შრომელი იჯდა საპატრულო ავტომანქანის საჭესთან და მანქანიდან იგი არ გადასულა. ამ დროს მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/სთ-ის სიჩქარით და, იფიქრა რა, რომ მოძრაობა შეზღუდული იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, შეამცირა სიჩქარე და ნელი სვლით მიუახლოვდა სავალ გზაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორმა მას ხელის ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ გაჩერებულიყო. სათადა-რიგო ზოლში (გვერდულზე) გაჩერების მიზნით მან მანქანა მიმართა მარჯვენა მხარეს, ამასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მისგან დაახლოებით 20-30 მეტრში იდგა, ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ პოლიციელმა კვლავ ანიშნა ხელით და დაუძახა, რომ გაჩერებულიყო. მან ევაკუატორი გააჩერა ტრაილერის საწევარას მოპირდა-პირედ, მისგან დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილში, მარჯვენა სამოძრაო ზოლში და, ნაწილობრივ, ასევე სათადარიგო ზოლში. იგი აპირებდა მანქანიდან გადასვლას, რა დრო-საც იგრძნო უკნიდან მის ევაკუატორზე შეჯახება და მის წინ, მოწმის ჩვენებით, “გაიელვა“ მანქანამ, რომელიც შეეჯახა სავალ გზაზე გაჩერებულ ტრაილერს. მოწმის ვარაუდით, ამ ავტომობილის სიჩქარე არ იყო 150 კმ/სთ-ზე ნაკლები. შეჯახებიდან რამდენიმე წამში ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟებიც. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ გაარკვია, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა, იყო გარდა-ცვლილი. მოწმის ჩვენებით, ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები - ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი. ქალის-გან მან შეიტყო, რომ გარდაცვლილი იყო ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის - ი-----–- ხ--------ს შვილი.
დაზარალებულმა რ----- ნ------მ სასამართლოში დაადასტურა, რომ შეჯახების შედეგად დაზიანდა როგორც მისი ევაკუატორი, ასევე ბ------ ი-----ძის კუთვნილი, “ნისანის“ ფირ-მის ელექტრომობილი. იგი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებისაგან, ვინც იგი გააჩერა და ვისი უშუალო მითითებით იქნა სავალ გზაზე გაჩერებული ტრაილერი. ამასთან, მის სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე, ვინაიდან ავტომან-ქანიდან უფრო ადრე გადასვლის შემთხვევაში, მისივე ჩვენებით, ვერ გადარჩებოდა.
რ----- ნ------ს ჩვენებით ასევე დადგენი-–--, რომ ნელი სვლით მოძრაობის მიუხედავად, გვირაბში გადაადგილებისას მან შემთხვევის ადგილზე შექმნილი ვითარება ვერ აღიქვა და გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა დაინახა გვირაბის გამოსასვლელიდან დაახ-ლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ. მისივე ჩვენებით, სატვირთოზე, მისაბმელის გვერდის გაყოლებით, ენთო მცირე ნათურები, რომლებიც მან შეამჩნია მასთან მხოლოდ 40-50 მეტ-რის მანძილზე მიახლოებისას. ამავე სატვირთოს საწევარას კაბინასა და სანიაღვრე არხს შორის მანძილი სათადარიგო ზოლში შეადგენდა დაახლოებით ერთ მეტრს. ამასთანავე, სატვირთოს მისაბმელის უკან გაჩერებული იყო რამდენიმე ტრაილერი და ბეტონმზიდი, რის გამო ამ მიმართულებითაც მოძრაობა არ იყო შესაძლებელი.
სასამართლოში დაკითხვისას რ----- ნ------მ ასევე დაადასტურა 2017 წლის 18 ივნისს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მისი მონაწილეობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის ჩატარებისას თავისი ავტომანქანა გააჩერა იმ ადგილზე და იმავე მდგომა-რეობაში, როგორც ის შემთხვევის დღეს იყო გაჩერებული. მანვე დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სქემაში მითითებული მისი კუთვნილი ევაკუატორის განლაგების სისწორე და შემთხვევის ვითარებასთან შესაბამისობა, (2017 წლის 01 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 19:26:00-21:17:00)
- რ----- ნ------ს ჩვენება, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა დაზა-რალებულმა ბ------ ი-----ძემ. კერძოდ, ბ------ ი-----ძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 მაისს, რ----- ნ------ს მართვის ქვეშ მყოფი “ფორდ-ტრანზიტის“ მოდელის ევაკუატორით ქალაქ ფოთიდან წამოიღო მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენილი “ნისანის“ ფირმის ელექტრომობილი. ვინაიდან ევაკუატორი დატვირთული იყო ორი მსუბუქი ავტომობი-ლით, სწრაფად არ მოძრაობდნენ და ქალაქ გორთან არსებული გვირაბი გაიარეს დაახლოე-ბით 17 მაისის 0400 საათზე, რა დროსაც, გვირაბიდან გამოსვლისთანავე, მან შენიშნა სავალი გზიდან მარცხენა მხარეს გვერდულზე გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი. მასთან მიახლოებისას, ასევე დაინახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მითითებით, გზაზე განივად მოძრა-ობდა სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი, რომელიც საავტომობილო გზაზე გაჩრდა განი-ვად, გზასთან მიმართებით დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით და მთლიანად დაკეტა გზის ორივე სავალი ნაწილი, ამასთან, ტრაილერის საწევარა ნაწილობრივ გადავიდა სათა-დარიგო ზოლში. ტრაილერის გაჩერებამდე, ვიდრე სრულად გადაიკეტებოდა გზა, რ----- ნ------მ სცადა მოძრაობის გაგრძელება, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა მას ხელით ანიშნა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა. პატრულის მითითებისთანავე, რ----- ნ------მ გააჩერა ევა-კუატორი საპატრულო პოლიციის მანქანის მოპირდაპირედ, სათადარიგო ზოლში, მაგრამ ნაწილობრის გაჩერდა მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ამასთან რ----- ნ------მ ფანჯრიდან დაუძახა პატრულ-ინსპექტორს, თუ რა ხდებოდა, მაგრამ მისგან პასუხი არ მიიღო. ვინაი-დან არსებობდა ევაკუატორზე სხვა ავტომობილის შეჯახების საფრთხე, მან რ----- ნ------ს შესთავაზა, გაესწორებინა ავტომანქანა და ამ უკანასკნელმაც ოდნავ დაძრა ევაკუატორი მარჯვენა გვერდულზე გადასვლის მიზნით, მაგრამ პატრულ-ინსპექტორმა, რომელმაც ის გააჩერა, კვლავ მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება. პოლიციელის მითითების შესაბამისად, რ----- ნ------მ გააჩერა ავტომანქანა და დააპირა კაბინიდან გადასვლა, რა დროსაც ბ------ ი-----ძემ მოულოდნელად იგრძნო ევაკუატორზე უკნიდან ძლიერი შეჯახება და, იმავე წამში, დაინახა, რომ შავი ფერის ავტომანქანა (როგორც შემდეგ ნახა - “ბმვ X5“ მოდელის ჯიპი) გვერდულად შეეჯახა წინ გაჩერებულ ტრაილერს, რის შედეგად ტრაილერის საწე-ვარა გადაადგილდა (გაცურდა) გარკვეულ მანძილზე აღმოსავლეთის მხარეს. შეჯახების შემდეგ მალევე ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. მანქანიდან გადასვლის შემდეგ მან ნახა, რომ დაზიანებილი იყო ევაკუატორი და ევაკუატორის მისაბ-მელზე მოთავსებული მისი კუთვნილი ელექტრომობილი, ასევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
ბ------ ი-----ძის ჩვენებით დასტურდება, რომ მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომობილით გზის გადაკეტვის შედეგად მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულზე (სათადარიგო ზოლში) სატვირთოს საწევარასა და სანიაღვრე არხს შორის დარჩენილი იყო მცირე ადგილი, სადაც მსუბუქ ავტომობილს შეეძლო გასვლა მხოლოდ ძალიან ნელი სვლით, სანიაღვრე არხზე გავლით და სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლი ამ ადგილს ვერ დაინახავდა, ხოლო ტრაილერის მისაბმელის უკან იდგნენ სხვა სატვირთო ავტომანქანები და იქ მანქანით გა-სავლელი ადგილი არ იყო. მისი ვარაუდით, ავტომანქანა “ბმვ X5“ მოძრაობდა 200 კმ/სთ-ის ან მეტი სიჩქარით და, დაბრკოლების დანახვისას, მისმა მძღოლმა რეაგირება ვერ მოასწრო. მისივე ჩვენებით, შეჯახებამდე მას მუხრუჭის ხმარების შედეგად საბურავების გაცურების ხმა არ გაუგონია.
ბ------ ი-----ძემ ასევე აჩვენა, რომ მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომანქანა - ტრაილერი და რ----- ნ------ს მართვის ქვეშ მყოფი ევაკუატორი გზაზე გაჩერდა საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომლის მითითების შესაბამისად, ხოლო მეორე პატრულ-ინსპექტორი ამ დროს საუბრობდა რაციაზე და მათთვის არ ეცალა.
ამასთან, დაზარალებულმა ბ------ ი-----ძემ აჩვენა, რომ შემთხვევის შედეგად მას მიადგა ქონებრივი ზიანი, რის ანაზღაურებას მოითხოვს იმ პირებისაგან, ზიანის გამოწვევაში რო-მელთა ბრალეულობასაც დაადგენს სასამართლო, (2017 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდო-მის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:22:27-16:22:20)
- მოწმე ვ-–-------- მ-------შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურ-დება შემდეგი გარემოებები: 2017 წლის 17 მაისს, ღამით, იგი მგზავრობდა ქალაქ ბათუმი-დან თბილისში, “მერსედეს-ბენც ვიტოს“ მოდელის, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით J-------- მინივენით. გ--------------იდან გასვლის შემდეგ მან დაინახა გზის მარცხენა მხარეს არსებულ ადგილზე გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი, ასევე დაინახა გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებილი ევაკუატორი და გზაზე განივად მდგარი მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომან-ქანა - ტრაილერი, რომლითაც გზა იყო დაკეტილი. საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მახლობლად იდგა ერთი პატრულ-ინსპექტორი და ახალგაზრდა მამაკაცი, მისი ვარაუდით - ტრაილერის მძღოლი. მან შეანელა სვლა და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რა დროსაც საპატ-რულო პოლიციის თანამშრომლის გვერდით მყოფმა მამაკაცმა უპასუხა, რომ დაუმორჩი-ლებელი მძღოლის გაჩერების მიზნით მისი მანქანით გადაკეტეს გზა. იგი გაჩერდა საპატ-რულო პოლიციის ავტომანქანის წინ, მარცხენა გვერდულზე და, მანქანიდან არ იყო გადა-სული, როდესაც გაიგონა შეჯახების ხმა და დაინახა, რომ გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას - ტრაილერს - შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რის შედე-გად სატვირთო ავტომანქანამ შეიცვალა გზაზე განლაგება, კეროდ, მოწმის ჩვენებით, იგი “მოიკეცა“. შეჯახებიდან რამდენიმე წამში ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ავ-ტომობილი. მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ის შეჯახების ადგილზე არ მისულა, მაგრამ დაინახა, რომ დაზიანებული იყო სატვირთო ავტომანქანის კაბინა და მთლიანად დაზიანე-ბული - მსუბუქი ავტომობილი. შემთხვევის ადგილი მან დატოვა 5-10 წუთში, მას შემდეგ, რაც გაწიეს ტრაილერის უკან მდგარი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანა.
მოწმე ვ-–-------- მ-------შვილმა აგრეთვე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მან ნახა მხოლოდ ერთი პატრულ-ინსპექტორი და არ იცის, იმყოფებოდა თუ არა ვინმე საპატ-რულო პოლიციის მანქანაში
მოწმის ჩვენებით, გვირაბში იგი მოძრაობდა დაახლოებით 70-80 კმ/სთ-ის სიჩქარით და, გვირაბიდან გასვლის შემდეგ, თავდაპირველად დაინახა ციმციმა ჩართული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და ევაკუატორი, რომელსაც ჩართული ჰქონდა საავარიო მაშუქები, ხოლო სავალ გზაზე გაჩერებული ტრაილერი მან დაინახა გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ. ამასთან, ტრაილერზე რაიმე განათება მას არ შეუმჩნევია. მანვე აჩვენა, რომ არ იცის, იყო თუ არა ტრაილერის საწევარას წინ, მარჯვენა გვერდულზე ავტომანქანების სამოძრაოდ დატოვებული ადგილი, ვინაიდან ამ ადგილთან იგი ახლოს არ მისულა, (2017 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანა-წერი: 15:39:36-16:34:30)
- მოწმე ლ---- ს---------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამით, “პეტერბილტის“ ფირმის, სახელმწიფი-სარეგისტრაციო ნომ-რით T-------- სატვირთო ავტომანქანით იგი გადაადგილდებოდა ფოთიდან ქალაქ ერევ-ნის მიმართულებით, რა დროსაც გ--------------ი გაიარა 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში, დაახლოებით 70-80 კმ/სთ-ის სიჩქარით და გვირაბიდან გასვლისას ნახა, რომ გზაზე მოძრაობა იყო დაკეტილი კონტეინერმზიდი სატვირთო ავტომანქანით, რომელიც განივად იდგა გზის სავალი ნაწილის ორივე სამოძრაო ზოლზე, ხოლო მისი სა-წევარა იდგა მარჯვენა სათადარიგო ზოლთან. გზის სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს, ავტომანქანების მოსაბრუნებელ ადგილზე იდგა ციმციმა ჩართული საპატრულო პოლი-ციის ავტომანქანა და მინივენი. ამავე დროს მის წინ გაჩერდა ორი მსუბუქი ავტომობილით დატვირთული ევაკუატორი. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერა ევაკუატორის უკან დაახლობით ორ მეტრში, მარჯვენა სათადარიგო ზოლში. ამ დროს მას მძღოლის მხარეს ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული და, გაჩერებიდან დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ, გაი-გონა გვირაბში სწრაფად მოძრავი ავტომობილის ხმა, რის გამოც გაიხედა უკან და დაინახა, რომ გვირაბიდან გამოვიდა მარცხენა ზოლში ძალიან მაღალი, მისი ვარაუდით -180-190 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი, მუქი ფერის “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელმაც დაიწყო მარჯვნივ მოძრაობა და, ამავე დროს, ამ ავტომობილის მძღოლმა იხმარა მუხრუჭი (მოწმის განმარტებით, მან გაიგონა ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემის ამოქმედებისათვის დამახასიათებელი ხმა), მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ავტომობილი მარჯვენა ნაწილით შეეჯახა ჯერ ევაკუატორის მისაბმელს, რის შედეგად მოწყდა ბორ-ბალი, შემდეგ კი გვერდულად დაეჯახა გზაზე განივად მდგარ ტრაილერს, საწვავის ავზის განთავსების ადგილზე. შეჯახების შედეგად, ტრაილერის საწევარამ შეიცვალა მიმართუ-ლება და შეტრიალდა აღმოსავლეთის მხარეს, ხოლო ავტომანქნა “ბმვ X5“ გაჩერდა მარ-ჯვენა სათადარიგო ზოლთან. იგი გადავიდა მანქანიდან და მოიკითხა ტრაილერის მძღო-ლი, რომელიც თავის ავტომანქანასთან იდგა. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიყვანეს ტრაილე-რის მისაბმელის უკან გაჩერებული სატვირთო ავტომანქანები, რის შედეგად ამ მიმართუ-ლებით გაიხსნა მოძრაობა და მან დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოწმე ლ---- ს---------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ უშუალოდ შეჯახებამდე გზის გადა-კეტვის შედეგად ტრაილერის საწევარას წინ, მარჯვენა სათადარიგო ზოლში ავტომანქანე-ბის თავისუფლად მოძრაობისათვის ადგილი დარჩენილი არ იყო, ვინაიდან საწევარა ნაწი-ლობრივ გადასული იყო ამ ზოლში და, შესაძლებე-–--, ამ ადგილზე ნელი სვლით გაევლო მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტრაილერის საწევარა იყო მუქი ფერის, ხოლო მისაბმელზე მოთავსებული კონტეინერი - მწვანე ფერის და მასზე განათების რაიმე საშუალებები არ იყო დამონტაჟებული. ამასთან, ტრაილერი გაჩერებულ იყო სავალი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც განათების ბოძი არ დგას და საპატრულო პოლიციის ავტომან-ქანის მაშუქებიც მიმართული იყო არა ტრაილერზე, არამედ - მარცხნივ, დასავლეთის მიმართულების გზის მხარეს. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი მან კარგად დაინახა საკუთარი ავტომანქანიდან, ვინაიდან მისი ავტომობილის კაბინა განთავსებულია მაღლა -არის არანაკლებ 2,5 მეტრის სიმაღლის და, ამასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მის წინ არსებული გზის მონაკვეთიც იყო დამრეცი.
მოწმე ლ---- ს---------ს განმარტებით, გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა იხმარა მუხრუჭი, რაშიც იგი დარწმუნებულია, ვინაიდან ამ ავ-ტომობილმა გაიარა მის გვერდით და მან გაიგონა საბურავების გაცურების წყვეტილი ხმა. მძღოლად მუშაობის მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან იცის, რომ ასეთი მხოლოდ ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემის მოქმედებისათვის არის დამახასიათებელი.
სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ლ---- ს---------მ აგრეთვე დაადასტურა, რომ მონაწი-ლეობდა ამ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში - 2017 წლის 19 მაისს მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებასა და 2017 წლის 18 ივნისს ჩატარებულ საგამო-ძიებო ექსპერიმენტში. კერძოდ, მან დაადასტურა ამ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი და ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, სატვირთო ავტომობილი განლაგდა იმავე ადგილზე, სადაც ის (მისი ავტო-მობილი) იდგა შემთხვევის დროს, (2018 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანა-წერი: 15:36:02-17:24:15)
- მოწმე გ---- ღ-–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაზარალებული გ------- ღ-–-----ი არის მისი ძმისშვილი. 2017 წლის 16-17 მაისს, საღამოს საათებში, თავისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით გ---- ღ-–-----ი ახდენდა ტვირთის გადაზიდვას ქალაქ ფოთიდან თბილისის მიმართულებით, ხოლო მის უკან, “მერსედესის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით, მოძრაობდა გ------- ღ-–-----ი. ქალაქ გორთან მდებარე გვირაბი გ---- ღ-–-----მა გაიარა 17 მაისს, დაალოებით 0200 საათზე და, დასვენების მიზნით, გაჩერდა გვირაბიდან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით, მარცხენა მხარეს არსებულ თავისუფალ ზონაში. ამავე ადგილზე, მისი ავტომანქანის უკანა მხარეს თავისი ტრაილერი გააჩერა გ------- ღ-–-----მაც. გ---- ღ-–-----მა დაიძინა ავტომანქანის კაბინაში, რამდენიმე საათის შემდეგ მას გაეღვიძა შეჯახების ძლიერ ხმაზე და, როდესაც მანქანიდან გაიხედა, სიბნელეში გაარჩია, რომ გ------- ღ-–-----ის კუთვნილი ავტომანქანა იდგა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. კერძოდ, როგორც მას ახსოვს, ტრაილერის მისაბმელი განივად იდგა სავალ ნაწილზე, ხოლო მარჯვენა მხარეს - მგზავრის კაბინაში ასასვლელთან და საწვავის ავზის მიდამოში - დაზიანებული საწევარა მოკეცილი იყო თბილისის მიმართულებით. იგი გადავიდა მანქანიდან და მოძებნა გ------- ღ-–-----ი, რომელსაც ვიზუალურად ფიზი-კური დაზიანებები არ ეტყობოდა. მისგან შეიტყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამ-შრომლების მითითებით, მან თავისი ტრაილერით დაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგ ტრაილერს შეეჯახა სწრაფად მოძრავი ავტომობილი. ამის შემდეგ მან ირგვლივ შემოუარა გ------- ღ-–-----ის კუთვნილ სატვირთოს, რა დროსაც ნახა საწევარას მახლობლად (მისგან რამდენიმე მეტრში), გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს, სანი-აღვრე არხთან გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ძარა იმდენად იყო დეფორმი-რებული, რომ მანქანის მარკა და მოდელი მან ვერ გაარჩია. ამ ავტომობილის სიახლოვეს, საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იდგა მისაბმე-–--ნი ევაკუატორი, მის უკან კი - სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები. ევა-კუატორის მძღოლისაგან ასევე შეიტყო, რომ გ------- ღ-–-----ის მიერ ტრაილერით გზის გადაკეტვა განხორციელდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მითითებით, რაც მან (ევაკუატორის მძღოლმა) უშუალოდ დაინახა, (2017 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:21:32-16:15:38).
- მოწმე მ--–---- ბ---------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამით, მისი კითვნილი სატვირთო ავტომობილი - ტრაილერი მან გააჩერა გ--------------იდან გამოსას-ვლელთან და დაიძინა ავტომანქანის კაბინაში. გაიღვიძა გამთენიისას, დაახლოებით 05:30 საათზე და ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ ნახა, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების გზის სავალ ნაწილზე იდგა ტრაილერი, რომლის მოლურჯო ფერის საწე-ვარა დაზიანებული იყო მარჯვენა მხარეს, საწვავის ავზთან. საწევარასთან იდგა მუქი ფე-რის, ძლიერად დაზიანებული “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი. სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ასევე იდგა ავტომობილებით დატვირთული მისაბმე-–--ნი ევაკუატორი. ადგილზე მყოფი მძღოლებისაგან მან შეიტყო, რომ შეჯახება დასრულდა მსხვერპლით. უშუალოდ შემთხვევის დეტალებზე მას არავისთან უსაუბრია. რამდენიმე ხნის შემდეგ, სა-პატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხმობით, მან დატოვა შემთხვევის ადგილი და გავიდა ავტომაგისტრალზე, რა დროსაც გაიარა გზის სავალ ნაწილზე მდგარი ტრაილერის უკან, (2017 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:25:33-14:47:20).
- სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ს---–--- ნ-----ძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში, “დაფის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით იგი მგზავრობდა ფოთიდან თბილისის მიმართულებით და დასასვენებლად გაჩერდა გ--------------ის გასასვლელთან არსებულ ტერიტორიაზე, გვირაბიდან დაახლოებით 200-250 მეტრის დაშორებით, რა დროსაც დაიძინა თავისი ავტომანქანის კაბინაში და გაიღვიძა ხმაურის გამო, 03:00 საათი-დან 04:00 საათამდე დროის პერიოდში. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ მან ნახა, რომ ცენტრალური საავტომობილო გზის აღმოსავლეთის მიმართულების სავალ ნაწილზე განი-ვად იდგა ტრაილერი, რომლის საწევარა იყო დაზიანებული და მიმართული აღმოსავლე-თის მხარეს. საწევარას მახლობლად იდგა ძლიერად დაზიანებული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო ამ ავტომობილიდან ცოტა მოშორებით, გვირაბის მხარეს, მარჯვენა ზოლში იდგა ევაკუატორი. შემთხვევის ადგილზე იგი იმყოფებოდა დაახლოებით ნახევარი საათის გან-მავლობაში და წავიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზიანებული ტრაილერის მისაბმელის უკანა მხარეს გაიხსნა მოძრაობა. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მას კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა და მომხდარი ფაქტის დეტალების შესახებ გაიგო მოგვიანებით, ტელე-ვიზიის საშუალებით. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მოწმის შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს დაზიანებული ავტომანქანებისა და ევაკუატორის გადაადგილება არ მომ-ხდარა, (2018 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:33:39-16:53:10).
- დაზარალებულის უფლებამონაცვლის - გ------- ხ-------ს მიერ სასამართლოში მიცე-მული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ბ--- ხ------- იყო მისი ძმა, რომელსაც საკუთრებაში ჰყავდა 2016 წელს წარმოებული “ბმვ X5“ მოდელის, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით - I------ - ავტომობილი. გ------- ხ-------ს ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 17 მაისს იგი იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, რა დროსაც მას ტელეფონით დაუკავშირდა ბ---ს მეუღლე - ნ---- ნ-------ძე, რომელმაც შეატყობინა, რომ ბ--- ხ------- გავიდა სახლიდან და თავისი კუთვნილი ავტომანქანით წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. მან იცოდა, რომ ბ--- იყო ნასვამი, რის გამოც გადაწყვიტა მისი მოძებნა და თავის მეუღლესთან - ნ---- ს----შ-ვილთან ერთად, ავტომანქანით მიაკითხა ნ---- ნ-------ძეს, რომელიც ჩაისვეს მანქანაში და გაემართნენ ბ--- ხ-------ს მოსაძებნად. ვინაიდან ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებე-–-- იგი წასულიყო ქალაქ ფოთში, მშობლების სანახავად, გავიდნენ თბილისიდან და გაემგზავრნენ დასავლეთის მიმართულებით, რა დროსაც, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ საგურამოს გადასახვევთან მოძრაობისას მას დაუკავშირდა ბიძა, რომელმაც შეატყობინა, რომ ბ--- ხ------- იმყოფებოდა ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ მათ გააგრძელეს მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით, რა დროსაც ბ--- ხ--------მ დაურეკა ნ---- ს----შვილს, რომელსაც განუცხადა, რომ მას მისდევდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ მანქანას არ გააჩერებდა, რადგან მათ არ ენდობოდა და გაჩერდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთად იქნებოდნენ. გ--------------თან მიახლოე-ბისას, საწვავის შევსების მიზნით გ------- ხ-------მ ავტომობილი გააჩერა “ვისოლის“ ბენ-ზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც დაინახა გვირაბის გასასვლელთან პოლიციის ავტო-მანქანების ციმციმები და იფიქრა, რომ შესაძლებე-–-- ამას რაიმე კავშირი ჰქონდა მისი ძმის მანქანით მოძრაობასთან, რის გამოც გაემართნენ აღნიშნული ადგილისაკენ. შემთხვე-ვის ადგილზე მისვლისას მან ნახა გზის სავალ ნაწილზე განივად გაჩერებული ტრაილერი, რომლის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. ასევე ნახა ტრაილერზე შეჯა-ხებული, ბ--- ხ-------ს კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ თავდაპირველად ვერ იცნო და დაიწყო შემთხვევის ადგილზე ძმის ძებნა. ამავე დროს, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იგი ეკითხებოდა, თუ რა მოხდა, რაზეც ისინი პასუხობდნენ, რომ მოხდა ჩვეულებრივი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და მისი ძმა იმყოფებოდა გორის საავდმყოფოში, ამასთან მას დაჟინებით ურჩევდნენ საა-ვადმყოფოში მისვლას. რამდენიმე ხნის შემდეგ მან შეძლო შემთხვევის ადგილთან მიახ-ლოება და დარწმუნდა, რომ მისი ძმა იყო გარდაცვლილი.
გ------- ხ-------მ ასევე აჩვენა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ბ--- ხ-------ს მეუღლე, ავტომობილის მართვისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და დააჯარიმეს 200 ლარით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნ---- ს----შვილთან ტელეფონით საუბრის დროს ბ--- ხ------- პატრულის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა და, მისი გან-მარტებით, მანქანას არ აჩერებდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საპატრულო პოლიციის თა-ნამშრომლების მიმართ მას გააჩნდა უნდობლობის განცდა, რის გამოც არ სურდა მათთან მარტოდ დარჩენა.
გ------- ხ-------ს განმარტებით, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მას სურს, რომ მკაცრად აგონ პასუხი იმ პირებმა, რომელთა უკანონო ქმედებებმა გამოიწვია მისი ძმის სიკვდილი და, ამავე მიზეზით, მისი ოჯახი მოითხოვს მათგან მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურებას, (2017 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:48:59-14:51:00).
- გ------- ხ-------ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აგრეთვე მისმა მეუღლემ - ნ---- ს----შვილმა. კერძოდ, ნ---- ს----შვილმა აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, გვიან ღამით, გ------- ხ-------ს დაურეკა ნ---- ნ-------ძემ, რომელმაც მას აცნობა, რომ ბ--- ხ------- სახლიდან გავიდა თავისი ავტო-მანქანით ისე, რომ არ უთქვამს, თუ სად მიდიოდა, რის გამოც სურდა მისი მოძებნა. ამის შემდეგ ის და მისი მეუღლე, მათ სარგებლობაში არსებული “მერსედესის“ ფირმის ავტო-მანქანით მივიდნენ ქალაქ თბილისში, მ-----------------ში მდებარე ბ--- ხ-------ს საცხოვ-რებელ სახლთან, სადაც ავტომანქანაში ჩაისვეს ნ---- ნ-------ძე და, ბ--- ხ-------ს მოძებნის მიზნით, დაიწყეს მოძრაობა ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ, ვინაიდან ივარაუდეს, რომ ბ--- ხ------- შესაძლებე-–--, წასულიყო ქალაქ ფოთში, გავიდნენ ქალაქიდან და გაემარ-თნენ დასავლეთის მიმართულებით. გზაში გ------- ხ-------ს დაუკავშირდა მისი ბიძა - ვ----–-- ძ------, რომელმაც აცნობა, რომ ბ--- ხ------- მოძრაობდა ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი ნ---- ს----შვილსა და ბ--- ხ-------ს შორის, რა დროსაც ბ---მ მას აცნობა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა შეუფერხეს მოძრაობა, მაგრამ მან შეძლო ავტომანქანის მობრუნება და კვლავ თბილისისკენ წამოვიდა. ბ--- ხ-------მ ასევე უთხრა მას, რომ სწრაფად არ მოძრაობდა, მაგრამ მანქანას არ გააჩე-რებდა, თუ საწვავი არ გამოელეოდა, რადგან არ ენდობოდა პატრულის თანამშრომლებს. ბ--- ხ-------ს მან აცნობა, რომ უახლოვდებოდნენ გორის ტერიტორიას, რის შემდეგაც შე-თანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ და მათთან ერთად გაუჩერებდა ბ--- ხ------- ავტომანქანას საპატრულო პოლიციას. ამ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემ-დეგ ისინი შევიდნენ ქალაქ გორთან არსებულ “ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც დაინახეს მოპირდაპირე მხარეს, გვირაბთან გაჩერებული პოლიციის ავტომანქა-ნები და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იფიქრეს, რომ იქ შესაძლოა ბ--- ხ-------ც ყოფილიყო, რის გამოც დაუყოვნებლივ მივიდნენ აღნიშნულ ადგილზე. შემთხვევის ად-გილზე მისვლისთანავე მან ნახა გზის სავალ ნაწილზე განივად გაჩერებული მისაბმე-–--ნი სატვირთო ტრაილერი და მასზე შეჯახებული, ბ--- ხ-------ს კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც, მოგვიანებით, ბ--- ხ------- გადმოიყვანეს გარდაცვლილი. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რაშიც მათ ასევე არწმუნებდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამ-შრომლები, რომლებიც ეუბნებოდნენ, თითქოსდა ბ--- ხ------- გადაყვანილი იყო გორის საავადმყოფოში. რამდენიმე ხნის შემდეგ, ადგილზე მყოფი მძღოლებისაგან მან პირადად შეიტყო, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განგებ დაკეტეს მოძრაობა ტრაი-ლერის გამოყენებით, ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაჩერების მიზნით, (2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:03:20-17:38:50).
- სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაზარალებულ ბ--- ხ-------ს მეუღლემ - ნ---- ნ-------ძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, ბ--- ხ-------ს კუთვნილი ავტო-მანქანის მართვისას ის გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და დააჯარიმეს 200 ლარით. ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა, მაგრამ მალევე კვლავ გააჩერა პატრულმა, რა დროსაც უკვე მას მოსთხოვეს მანქანიდან გადასვლა. ამ დროს მასთან ერთად მყოფმა ბ--- ხ-------მ გამოხატა უკმაყოფილება პატრულ-ინსპექტორების მიმართ, რის გამოც იგი დააკავეს, ხოლო ნ---- ნ-------ძე წავიდა სახლში, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა ბ--- ხ-------, რომელმაც აიღო თავისი ავტომანქანის გასაღები და ისე, რომ მისთვის არა-ფერი უთქვამს, მანქანით წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. იგი მობილური ტელე-ფონით დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა ბ---ს ძმას - გ------- ხ-------ს, რომელიც თავის მეუღლესთან - ნ---- ს----შვილთან ერთად მალევე მივიდა მასთან, ჩაის-ვეს იგი მანქანაში და ერთად წავიდნენ ბ--- ხ-------ს მოსაძებნად. გორის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას ისინი შევიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, საიდანაც დაინახეს სავალი გზის მოპირდაპირე მხარეს, გვირაბთან მდგარი საპატრულო პოლიციის მანქანები, ხოლო აღნიშნულ ადგილზე მისვლისას ნახეს ასევე გზაზე განივად გაჩერებული ტრაილერი, რომელიც მთლიანად კეტავდა გზის სავალ ნაწილს. ის შემთხვე-ვის ადგილზე ეძებდა ბ--- ხ-------ს და მის შესახებ ეკითხებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მას პასუხობდნენ, რომ ბ--- ხ------- სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს გორის საავადმყოფოში. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიტყო მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ, რის გამოც გახდა ცუდად და იგი ჩასვეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ავტომანქნაში, (2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანა-წერი: 17:40:40-18:00:00).
- მოწმე მ----- ძ------ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის მაისში იგი ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართვე-ლოს უფროსის მოვალეობას. 2017 წლის 17 მაისს, ღამით, იგი იმყოფებოდა სამსახურში და, როგორც პასუხისმგებელი მორიგე, კონტროლს უწევდა საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობის მუშაობას. დაახლოებით 03 საათსა 30 წუთზე, “206“ ეკიპაჟისგან რადიო-კავშირის საშუალებით მიიღო ინფორამაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელი-ძის საავტომობილო გზაზე დასავლეთის მიმართულებით სწრაფად მოძრავმა “ბმვ-ს“ ფირ-მის ავტომანქანამ მათ საპატრულო ავტომობილთან ძალიან ახლოს გაიარა, დაედევნენ მას, მაგრამ ვერ ეწეოდნენ. მ----- ძ------ძემ, საძახისის საშუალებით, ყველა ეკიპაჟს მოუწოდა, რომ ამ ავტომობილის დევნისას ფრთხილად ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ეკი-პაჟმა რადიოეთერში გადასცა, რომ აღნიშნული ავტომობილი ნახეს გაჩერებული, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა მასთან მისულ პატრულ-ინსპექტორს და კვლავ მაღალი სიჩქა-რით გააგრძელა მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. მითითებული ავტომანქანის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია მან ასევე მიიღო ათმეთაურ ნ------ ხ----–-შვილისაგან და გ--------------თან მოძრავი საპატრულო ეკიპაჟებისაგან. კერძოდ, ეკიპაჟები რადიოეთერში გადასცემდნენ, რომ სამსახურებრივი ავტომანქანებით მისთვის მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, ავტომანქანის მძღოლი არ ცდილობდა სვლის შენელებას, ქმნიდა საავარიო ვითარებას და მოძრაობდა დაახლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქარით. ნ------ ხ----–-შვილმა ეს ავტომანქანა გადასცა დაკავებაზე, ხოლო თვითონ მ----- ძ------ძემ გასცა განკარგულება, რომ ავტომანქანა დაკავებაზე გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მათ დაად-გინეს, რომ ავტომობილის მფლობელი იყო ბ--- ხ-------, მაგრამ არავინ იცოდა, თუ ვინ მართავდა ამ ავტომანქანას. ამასთან იგი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა იმერეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელსაც შეატყობინა შექ-მნილი ვითარების შესახებ და გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა, მანქანა გადასულიყო მის სამოქმედო ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი მივიდა ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა აღნიშნულ ავტომანქანას შეუზღუ-დეს მოძრაობა, რა დროსაც დახვდა ერთი ეკიპაჟი, რომლის ავტომობილის სალონში ჩარ-თული იყო განათება და, როგორც ახსოვს, იქ იმყოფებოდა პატრულ-ინსპექტორი გ---- ა---------შვილი, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც მისმა მეწყვილემ უპასუხა, - “ლამის გაიტანა“. ამასთანავე მან შეიტყო, რომ “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანა წავიდა თბილისის მიმართულებით და მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მცხეთა-მთიანე-თის საპატრულო პოლიციის პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ასევე აცნობა შექმნილი ვითარების შესახებ. გაიგო, რომ აღნიშნულმა ავტომობილმა “208“ საპატრულო ეკიპაჟსაც შეუქმნა საფრთხე. საძახისის საშუალებით მან ყველა ეკიპაჟს გადასცა, რომ ამ ქმედებები-სათვის ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლს ორი წლით აუკრძალავდნენ ავტომობილის მართვის უფლებას, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიცია საქმის კურსში იყო და დამრღვევი ავტომანქანა უნდა გაეტარებინათ უსაფრთხოების მიზნით. შემდეგ მან დაიწყო აღმოსავ-ლეთის მიმართულებით მოძრაობა, რა დროსაც რადიოკავშირის ეთერში გაიგონა ზ------ რ----შვილის ან გ-- ს-------შვილის ხმა, რომელიც ითხოვდა სასწრაფო-სამედიცინო დახ-მარებისა და სამაშველო სამსახურის გამოძახებას.
მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე იგი მივიდა შეჯახების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 5-7 წუთში, რა დროსაც ნახა გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გაჩერებული ევაკუატორი, სავალ ნაწილზე განივად მდგარი მისაბმელი-ანი სატვირთო ავტომანქანა (ტრაილერი) და ამ სატვირთოზე შეჯახებული “ბმვ X5“ მოდე-ლის ავტომობილი. ევაკუატორი და სატვირთო ავტომანქანა იყო დაზიანებული. მასთან მივიდა ტრაილერის მძღოლი, რომელმაც უსაყვედურა, - ეს რა გააკეთეთო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი პატრულ-ინსპექტორები - ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი, რომელთაც, ზ------ რ----შვილის განცხადე-ბით, დაკეტეს გზა.
მოწმის განმარტებით, ბრძანება (განკარგულება) გზის დაკეტვის ან/და მოძრაობის შეზ-ღუდვის შესახებ რადიოკავშირის ეთერში მას არ მოუსმენია, მხოლოდ 17 მაისის საღამოს ან 18 მაისს, დილის საათებში, მის სამუშაო ოთახში ავტომობილის დევნაში მონაწილე თა-ნამშრომლების შეკრების დროს ნ------ ხ----–-შვილის, ზ------ რ----შვილისა და გ-- ს--------შვილისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ--------------თან ტრაილერით მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განკარგულება გასცა ათმეთაურმა ნ------ ხ----–-შვილმა.
მ----- ძ------ძემ ასევე აჩვენა, რომ იგი ინფორმირებული იყო “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობი-ლის მძღოლის მიერ მხოლოდ ადმინისტრაცული სამართალდარღვევების - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საავარიო ვითარების შექმნის - ჩადენის შესახებ, (2018 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:17:23-18:55:05).
- სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტო-რების - გ------- ჟ------შვილისა და ლ-–- გ----ძის მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენი-ლია, რომ 2017 წლის 16-17 მაისს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერ-ძოდ, ახორციელებდნენ სადღეღამისო პატრულირებას “206“ საპატრულო ეკიპაჟის შემად-გენლობაში. 2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე გ------- ჟ------შვილი და ლ-–- გ----ძე იმყოფებოდნენ თავიანთ სამოძრაო კვადრატში და საპატრულო ავტომან-ქანით გაჩერდნენ თბილისი-სენაკი-ლესელეძის საავტომობილო გზის დასავლეთის მიმარ-თულების 42-ე კილომეტრის მონაკვეთზე, კასპის რაიონის სოფელ აღაიანის ხიდის მიმდე-ბარე ტერიტორიაზე, გზის მარჯვენა გვერდულზე, რა დროსაც მათ მოესმათ საბურავების მკვეთრი ხმა, ხოლო ავტომანქანის საჭესთან მყოფმა გ------- ჟ------შვილმა უკანა ხედვის სარკეში შეამჩნია დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი, კაშკაშა თეთრი მაშუქებით, რომელიც გზის მარცხენა სავალი ზოლიდან გადავიდა მათი მიმართულებით, მარჯვენა ზოლში და მათ ავტომობილს ჩაუარა უკანა ხედვის მარცხენა სარკესთან ძალიან ახლოს. ლ-–- გ----ძემ რადიოკავშირით გადასცა ეკიპაჟებს ამ ავტომანქანის შეჩერების საჭიროე-ბის შესახებ ინფორმაცია და დაიწყეს ავტომანქანის დევნა, მაგრამ მასთან მიახლოება ვერ შეძლეს. გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მათ დაინახეს გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებული აღნიშნული ავტომანქანა, გაჩერდნენ მის უკან, გ------- ჟ------შვილი მივიდა ავტომობილთან და სცადა მძღოლის კარის გაღება, მაგრამ კარი დაკეტილი იყო, ხოლო საჭესთან მყოფმა პირმა, რომელსაც ამ დროს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, გ------- ჟ------შვილს აჩვენა შუა თითი, შემდეგ კი დიდი სისწრაფით დატოვა გაჩერების ადგილი. ლ-–- გ----ძემ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი რადიოკავშირის საშუალებით გადასცა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მორიგე ყველა საპატრულო ეკიპაჟს და მოუწოდა მათ სიფ-რთხილისაკენ. შემდეგ მათ კვლავ განახორციელეს ამ ავტომობილის დევნა, მაგრამ ვინაი-დან მათი საპატრულო ავტომანქანა იყო დაზიანებული, ქალაქ გორთან არსებულ გვირაბ-თან მოატრიალეს მანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ სამოქმედო კვადრატში. მათთვის მხო-ლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი გ--------------თან მომხრდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, (მოწმე გ------- ჟ------შვილის ჩვენება - 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:57:54-18:2:03; მოწმე ლ-–- გ----ძის ჩვენება - 2018 წლის 22 მაისის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:47:16-17:35:40);
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების - გ------- ე-–--შვილისა და გ------- ქ--------ძის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში, “106“ ეკიპაჟის შემადგენლობით ისინი პატრულირებას ახორციელებდნენ ქალაქ გორის ტერიტორიაზე, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისიდან დასავ-ლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. გ------- ე-–--შვილმა და გ------- ქ--------ძემ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს კოლეგების დახმარება და ამ მიზნით გავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმარ-თულების გზაზე, სადაც, ე.წ. “ცხინვალის ხიდების“ ტერიტორიაზე, პატრულ-ინსპექტორე-ბის - მ--–---- ბ--------–-შვილისა და ზ------ თ-----შვილის ეკიპაჟთან ურთიერთშეთან-ხმებული მოქმედებით, საპატრულო მანქანების სავალ ნაწილზე ჭადრაკისებურად განლა-გების გზით შეეცადნენ “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის მოძრაობაში გაჩერებას, მაგრამ ამ ავტომობილმა მაღალი სიჩქარით, საავარიო ვითარების შემქმნელი მანევრით გაასწრო მათ და მოძრაობა გააგრძელა დასავლეთის მიმართულებით. გ------- ე-–--შვილისა და გ------- ქ--------ძის ეკიპაჟი ჩაერთო აღნიშნული ავტომანქანის დევნაში, მაგრამ მასთან მიახლოება ვერ შეძლეს. მოწმეთა განმარტებით, ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ დევნაში ჩართული იყო რამ-დენიმე ეკიპაჟი, რის გამოს რადიოკავშირის ეთერში შეიქმნა ქაოსი. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან მოძრაობისას, რადიოკავშირის საშუალებით გაიგეს, რომ ავტომობილმა მოახდინა შეჯახება და ზ------ რ----შვილი ითხოვდა სამაშველო სამსახურის დახმარებას. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მათ ნახეს, რომ “ბმვ X5“ შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე მდგარ ტრაილერს, რომლის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს, ამასთან, მათ ნახეს სავალი გზის მარჯვენ მხარეს გაჩერებული და დაზიანებული ევაკუა-ტორი, (გ------- ე-–--შვილის ჩვენება - 2018 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:04:20-19:33:56; გ------- ქ--------ძის ჩვენება - 2018 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი:15:24:05-19:23:16);
- გ------- ე-–--შვილისა და გ------- ქ--------ძის ჩვენებებში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას აგრეთვე დაადასტურა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა - ზ------ თ-----შვილმა. კერძოდ მან აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, მეწყვილესთან - მ--–---- ბ--------–-შვილთან ერთად იგი ასრულებდა სამ-სახურებრივ მოვალეობას რა დროსაც, ღამის საათებში, რადიოკავშირის საშუალებით მათ საპატრულო ეკიპაჟს გადასცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელი-ძის ავტომაგისტრალზე დიდი სისწრაფით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც უახლოვდებოდა გორის ტერიტორიას, არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლი-ციის ეკიპაჟების მოთხოვნებს, რის გამოც ითხოვდნენ დახმარებას ამ მანქანის გაჩერების მიზნით. ამ დროს იმყოფებოდნენ გორის ტერიტორიაზე,“ცხინვალის ხიდებთან“, სადაც მათ დასახმარებლად მივიდა საპატრულო ეკიპაჟი გ------- ე-–--შვილისა და გ------- ქ---------ძის შემადგენლობით. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთობლივად, საპატრულო პოლიციის ავტომანქანებით ნელი სვლითა და მანქანების ჭადრაკისებურად განლაგების გზით შეექმნათ ხელოვნური საცობი დამრღვევი მძღოლის გასაჩერებლად, რაც განახორ-ციელეს, მაგრამ ძალიან მაღალი, მოწმის განმარტებით, დაახლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქა-რით მოძრავმა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილმა ისე, რომ არ უცდია მოძრაობის შენელება, მათ ჩაუარა საავარიო ვითარების შემქმნელი მანევრით. დაედევნენ ამ ავტომობილს, მაგ-რამ ვერ ეწეოდნენ. გომის გადასახვევთან მისულებმა, რადიოსადგურის მეშვეობით შეიტ-ყვეს, რომ აღნიშნული ავტომობილი მოტრიალდა სოფელ ა------თან და მოძრაობა დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ დროს რადიოკავშირის ეთერში იყო ქაოსური ვითა-რება, მაგრამ გაიგო, რომ ეძახდნენ ეკიპაჟს, რომელიც გ--------------თან იმყოფებოდა, კერძოდ - ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს, რომელთაც მისცეს მითითება, რომ გვირაბის გასასვლელთან გაჩერებული ტრაილერით შეეზღუდათ მოძრაობა, მაგრამ მან არ იცის, თუ კონკრეტულად ვინ გადასცა ეს განკარგულება. ასევე მას არ ახსოვს, დაადასტუ-რეს თუ არა ზ------ რ----შვილმა ან/და გ-- ს-------შვილმა რაციაში, რომ გაიგეს ბრძანება. გ--------------თან მიახლოებისას, რაციის საშუალებით ასევე გაიგეს, რომ მომხდარი იყო ავარია და ზ------ რ----შვილის ეკიპაჟი ითხოვდა სამაშველო სამსახურის დახმარებას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან ნახა, რომ გვირაბიდან გასასვლელში, სავალი გზის მარცხენა მხარეს არსებულ ღია ტერიტორიაზე იდგა ციმციმაჩართული საპატრულო პოლიციის ავტომობილი, გზის სავალ ნაწილზე იდგა ტრაილერი, რომელიც ნახევარ გზას კეტდა და მარჯვენა მხარეს - ევაკუატორი. მანვე ნახა, რომ ტრაილერს შეჯახებული იყო “ბმვ X5“-ის მოდელის ის ავტომობილი, რომლის დევნას ახორცილებდნენ, (2018 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:37:27-18:02:22);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექ-ტორების - ი-–-- გ-------ძისა და გ------- ს--------–-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16-17 მაისს ისინი იმყოფებოდნენ სამსახურში, კერძოდ - მორიგეობდნენ სადღეღამისო განწესის მიხედვით და ასრულებდნენ სამსახუ-რებრივ მოვალეობას საძახისით “209“ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობაში. 17 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, რადიოკავშირის საშუალებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპა-ჟების მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ და ქმნიდა საავარიო ვითარებას. ამ ავტომობილის გაჩერების მიზნით, ი-–-- გ-------ძე და გ------- ს--------–-, რომელიც მარ-თავდა ავტომობილს, ავიდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სადაც დასავლეთის მიმართულებით მოძრავი “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილის შესაჩერებლად მოძ-რაობა დაიწყეს იმავე მიმართულებით მიმავალი მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომანქანის გვერდით, რა დროსაც ავტომანქანა “ბმვ X5“ მათ ძალიან სწრაფად მიუახლოვდა, მათთან მიახლოებისას შეანელა სვლა, გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სატვირთო ავტომანქანას გასწრება გაუკეთა გვერდულის გავლით და მაღალი სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. დაედევნენ ამ ავტომანქანას, რომელის მოძრა-ობდა 180-200 კმ/სთ-ის სიჩქარით. ასევე შეეცადნენ მის გადასწრებას, მაგრამ ავტომობი-ლის მძღოლმა შეუზღუდა მოძრაობა და შეუქმნა საავარიო ვითარება. სოფელ ა------თან, სადაც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდული იყო საპატრულო პოლიციის ავტო-მანქანებით და ასევე იდგნენ პატრულ-ინსპექტორები, რომელთაც ეცვათ ამრეკლი ჟილე-ტები, აღნიშნული ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, გაჩერებულიყო და მოძრაობა გააგრძელა პირდაპირ მათი მიმართულებით, რითაც მათ შეუქმნა საფრთხე. პატრულ-ინსპექტორებმა მოასწრეს და გაეცალნენ ავტომობილს, რომე-ლიც მოტრიალდა და წავიდა აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ დროს გ------- ს---------–მა ავტომობილი უფრო ადრე მოატრიალა და დააყენა აღმოსავლეთის მიმართულების გზის სავალ ნაწილზე, მაგრამ ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლი დიდი სისწრაფით დაიძრა მათი ავტომობილის მიმართულებით, რის გამოც იგი (გ------- ს--------–-) იძულებული გახდა, მანქანა უკან გაეწია. ამის შემდეგ კვლავ გააგრძელეს დევნა, რა დროსაც (მოწმეთა განმარ-ტებით - სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას) რადიოკავშირის საშუა-ლებით შეიტყვეს, რომ გ--------------თან ხდებოდა მოძრაობის შეზღუდვა ტრაილერის გამოყენებით. ამის შესახებ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებდნენ “ბმვ X5-ის“ მძღოლს, მაგრამ ის კვლავ არ ემორჩილებოდა მათ მითითებებს. გ------- ს--------–-ს განმარტებით, ქალაქ გორთან არსებული გვირაბი მათ გაიარეს დაახლოებით 140 კმ/სთ-ის სიჩქარით და გვირაბის შუა ნაწილში მოძრაობისას რაციით გაიგეს მომხდარი შემთხვევის შესახებ. გვი-რაბიდან გასვლის შემდეგ მათ თავდაპირველად დაინახეს ავტომანქანა “ბმვ-ს“ საბურავი, რომელიც ეგდო გზის სავალ ნაწილზე. ასევე ნახეს, რომ მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო მისაბმე-–--ნი ევაკუატორი, ხოლო სავალ ნაწილზე ცერად იდგა ტრაილერი და მასზე შეჯახებულინ იყო ავტომობილი, რომლის დევნაშიც მონაწილეობდნენ, (ი-–-- გ-------ძის ჩვე-ნება - 2018 წლის 07 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:35:11-18:25:23; გ------- ს---------–-ს ჩვენება - 2018 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი:17:27:45-19:17:16);
- შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების - ნ-----–---------ძის და ა-–---------- ხ-------–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 მაისს, ისინი ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, პატრული-რებას ახორციელებდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ქარელის, რუისისა და აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის 0300 საათზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოვდებოდათ დასავლეთის მიმართულებით სწრაფად მოძრავი “ბმვ X5“ მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტო-რების მოთხოვნებს. ისინი იმყოფებოდნენ ხაშურის რაიონის სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ძალიან მაღალი სიჩქარით გაიარა ამ ავტომობილმა. დაედევნენ მას. სოფელ ა------თან მიახლოებისას, შენიშნეს, რომ მოძრაობა იყო შეზღუდული, გზაზე იდგნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები, იქვე იმყოფებოდნენ პატრულ-ინსპექტო-რები - გ---- ა--------შვილი, კ------- ფ----შვილი და სხვები, რომლებსაც ეცვათ ამრეკლი ჟილეტები და “ბმვ X5-ის“ მძღოლს ხელის ჟესტიკულაციით მიუთითებდნენ ავტომობი-ლის გაჩერების შესახებ, მაგრამ დამრღვევი ავტომობილის მძღოლი მათ არ დაემორჩილა, გააგრძელა მოძრაობა, შემდეგ მოტრიალდა და წავიდა საპირისპირო მოძრაობის მიმართუ-ლებით. ამ დროს შეეცადნენ მისთვის მოძრაობის შეზღუდვას, რაც ვერ მოახერხეს და კვლავ დაედევნენ. მას უშუალოდ უკან მიყვებოდა “209“ საპატრულო ეკიპაჟი. გორის გვი-რაბთან არმისული, რადიოსადგურის მეშვეობით შეიტყვეს მომხდარი ავარიის შესახებ, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანა შეჯახე-ბული იყო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ტრაილერზე, (ნ-----–---------ძის ჩვენება -2018 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:26:42-16:58:03; ა-–---------- ხ-------–ის ჩვენება - 2018 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:16:14-18:36:26).
- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა - გ---- ა--------შვილმა აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილესთან - კ------- ხ--------თან ერთად, რა დროსაც ოცმეთაურმა ო----- დ--------შვილმა მათ აცნობა, რომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომელიც არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის მოთხოვ-ნებს და არღვევდა მანევრირების წესებს. მან და მისმა მეწყვილემ გადაწყვიტეს, ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან არსებულ გზის შევიწროვების ადგილზე დამრღვევი მძღოლის გაჩერება. ადგილზე მისვლისას მათ დახვდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟიც. მოწმის ჩვენებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებული იყო გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები და სპეციალურად დამონტაჟებული შუქნიშნები, რომლებიც ამ მონაკვეთზე მოძ-რავი ავტომობილების მძღოლებს ანიშნებდა გზის გადართვისა და მოძრაობის შენელების აუცილებლობის შესახებ. საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებსაც ჩართული ჰქონ-დათ ციმციმა სიგნალი, გზის შეზღუდვის მიზნით განალაგეს ჭადრაკისებურად, უკიდუ-რეს მარცხენა და მარჯვენა მხარეს. ის გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ეცვა ამ-რეკლი ჟილეტი, ხოლო მისი მეწყვილე კ------- ხ--------ი იმყოფებოდა მანქანაში. ამ დროს გზის სავალი ნაწილის შეზღუდვის ადგილზე მივიდა სატვირთო ავტომანქანა - ტრაი-ლერი, რომელიც გაჩერდა სავალ გზაზე და მას უკნიდან მიუახლოვდა მინივენის ტიპის ავტომობილი. ვინაიდან მოძრაობა დაიკეტა, მისმა მეწყვილემ საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაწია უკან, რითაც მინივენის მძღოლს მისცა გზის გაგრძელების საშუალება. ამავე დროს მათ მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი, მკვეთრი მაშუქებით აღჭურ-ვილი ავტომობილი, რომელმაც შეანელა სვლა გზის სავალ ნაწილზე განთავსებულ სიჩქა-რის შემზღუდავ ბარიერებთან, დახლოებით 40-50 კმ/სთ-ის სიჩქარემდე. ქვეითად მყოფი პოლიციელები ხელით ანიშნებდნენ მძღოლს, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ავტომანქანა “ბმვ X5“-ის მძღოლი მათ არ დაემორჩილა. გ---- ა--------შვილმა გადაწყვიტა კარის გაღე-ბის მიზნით ავტომობილთან მიახლოება, მაგრამ მისმა მძღოლმა სწრაფად მოუმატა სიჩქა-რეს, რა დროსაც იგი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და უკან დაიხია. მისი განმარტე-ბით, მანქანამ გადათელა გზის გამყოფ ზოლზე არსებული პლასტმასის ბოძები - ბოძკინ-ტები, მოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა აღმოსავლეთის მიმართულებით, რა დროსაც მას დაედევნენ სხვა საპატრულო ეკიპაჟები.
მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო იგი იყო შეშინებული, მაგრამ მისი მხრიდან შეძა-ხილებს - “მანქანა მომიშვა“, “მკლავს“, “გვამტვრევს“ - ადგილი არ ჰქონია. ასევე “ბმვ X5-ის“ მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მასზე მიზანმიმართულ თავდასხმას ანდა მკვეთრი მანევრის შესრულებას.
გ---- ა--------შვილმა ასევე აჩვენა, რომ მას და მის მეწყვილეს “ბმვ X5“ მოდელის ავტომო-ბილის დევნის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ და მოგვიანებით, რაციის საშუალე-ბით გახდა მათთვის ცნობილი გ--------------თან მომხდარი შემთხვევის შესახებ, (2018 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:17:45-17:54:59);
- შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა კ------- ხ--------მა დაა-დასტურა გ---- ა--------შვილის ჩვენება და, კერძოდ, აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამის საათებში, გ---- ა--------შვილთან ერთად ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მართავდა საპატრულო პოლიციის ავტომობილს და სოფელ ა------თან მოძრა-ობის შეზღუდვის მომენტში იჯდა ავტომანქანაში. მისი ჩვენებით, ტრაილერის გაჩერების შემდეგ მან უკან დაწია ავტომობილი, გზის სავალი ნაწილის მოძრაობისათვის ნაწილობ-რივ გახსნის მიზნით, რა დროსაც მარცხენა მხრიდან მას სწრაფად ჩაუარა ავტომობილმა, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყო, მოტრიალდა, მოძრაობა გააგრძელა თბილისის მიმარ-თულებით და შეეჯახა გ--------------თან გზის შეზღუდვის მიზნით გაჩერებულ ტრაი-ლერს, (2018 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:26:07-16:20:43);
- შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ოცმეთაურის - ო----- დ--------შვილის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 17 მაისს ის დ----- უ-–------–-შვილთან ერთად ასრულებდა სამსა-ხურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დახლოებით 04:00 საათზე, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მისი სამოქმედო ტერიტორიის მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ-X5“ მოდელის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო ეკიპაჟების მითითებებს ავტომანქანის გაჩერების შესახებ. გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ავტომობი-ლისათვის მოძრაობა შეეზღუდათ სოფელ ა------თან, სადაც მთავრდებოდა ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის საავტომობილო გზა და სავალი ნაწილი იყო შევიწროვებული. ადგილზე მისვლისას მას და დ----- უ-–------–-შვილს დახვდათ სხვა საპატრულო პოლი-ციის ეკიპაჟები და პატრულ ინსპექტორები - გ---- ა--------შვილი, კ------- ფ----შვილი და გ------- ხ---–-ძე. ო----- დ--------შვილი გადავიდა მანქანიდან, ასევე ავტომანქანებიდან გადასულები იყვნენ და გზის სავალ ნაწილზე დადგნენ გ---- ა--------შვილი და კ------- ფ----შვილი, ხოლო საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებსაც ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი, გზაზე განალაგეს ჭადრაკისებურად. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. მისი ადგილზე მისვლიდან ორი ან სამი წუთის შემდეგ გამოჩნდა დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა, რომლის შეჩერე-ბაც სცადეს ხელის ჟესტიკულაციით, მაგრამ მძღოლი მათ არ დაემორჩილა და ავტომანქა-ნამ მასთან ძალიან ახლოს გაიარა, რის შემდეგ, გზის შევიწროების ადგილზე, იქ სადაც იყო გზაგამყოფი ბოძკინტები, ავტომობილი მოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა აღმოსავლე-თის მიმართულებით. იგი მეწყვილესთან ერთად დაედევნა ამ ავტომანქანას, მაგრამ ვერ დაეწია. ამასთანავე მან რადიოკავშირის საშუალებით გადასცა, რომ დამრღვევმა მძღოლმა “მათზე მანქანა მიუშვა, აჯახებდა და ყველა ეკიპაჟი გაფრთხილებულიყო“. ქალაქ გორთან არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრაობისას, მან რადიოკავშირის ეთერში გაიგონა ზ------ რ----შვილის ხმა, რომელიც ითხოვდა ყველა სამსახურის ადგილზე მისვლას. შემ-თხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა მარჯვენა სარეზერვო ზოლში გაჩერებული ევაკუა-ტორი და გზის სავალ ნაწილზე ირიბად მდგარი ტრაილერი, რომლებსაც, როგორც მან შე-იტყო, შეეჯახა ავტომობილი, რომლის დევნასაც ახორციელებდნენ.
მოწმე ო----- დ--------შვილმა აჩვენა, რომ მას მოძრაობის დაკეტვის ან შეზღუდვის შესახებ ბრძანება ან განკარგულება არ გაუცია და რადიოეთერშიც არ გაუგონია ვინმეს მხრიდან ასეთი განკარგულების გაცემის შესახებ. მანვე აჩვენა, რომ სამმართველოს უფროსი - მ----- ძ------ძე, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს იყო პასუხისმგებელი მორიგე, პერიოდულად გადასცემდა რადიოკავშირით ყველა საპატრულო ეკიპაჟს, რომ ყოფილიყვნენ ფრთხილად, ეტარებინათ დამრღვევი მძღოლი და რომ მცხეთის საპატრულო პოლიციაც იყო მობილი-ზებული.
დაკითხვისას ო----- დ--------შვილმა ასევე დაადასტურა, რომ სოფელ ა------თან განხორ-ციელებული მოძრაობის შეზღუდვის ადგილზე მისი მისვლის დროს სატვირთო ავტომო-ბილი (ტრაილერი) უკვე გაჩერებული იყო გზის სავალ ნაწილზე, (2018 წლის 30 აპრილის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:39:17-16:21:34);
- ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატ-რულ-ინსპექტორმა დ----- უ-–------–-შვილმა, რომელმაც აჩვენა, რომ 2017 წლის 17 მაისს, ღამით, ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ოცმეთაურ ო----- დ--------შვილთან ერთად და სოფელ ა------თან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გზის შეზ-ღუდვის მომენტში იჯდა საპატრულო ავტომანქანაში. კერძოდ, მოწმის ჩვენებით დასტურ-დება, რომ მოძრაობის შეზღუდვის ადგილზე გაჩერებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ავტომობილი, ამასთან, მან დაინახა ერთი სატვირთო ავტომობილი, რომელიც, მოძ-რაობში იყო, თუ - გაჩერებული, მან არ იცის. ადგილზე მისვლისას ო----- დ--------შვილი გადავიდა მანქანიდან, თვითონ კი მანქანა მოატრიალა და გაჩერდა გზის შეზღუდვის ადგილიდან დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 40-50 მეტრის მანძილზე, გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს. გაჩერებიდან დაახლოებით სამი ან ოთხი წუთის შემდეგ მას მარჯვენა მხრიდან დიდი სისწრაფით ჩაუარა ჯიპის ტიპის ავტომანქა-ნამ, რომელიც მოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა თბილისის მიმართულებით. ო----- დ--------შვილი, როდესაც ის ავტომობილში დაჯდა, იყო გაფითრებული და აცხადებდა, - კინაღამ დაგვხოცა, კინაღამ დაგვეჯახაო.
მოწმემ ასევე აჩვენა, რომ სოფელ ა------თან არსებულ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ადგილზე მისვლიდან ჯიპის ტიპის ავტომობილის გავლამდე პერიოდში იქ სატვირთო ავტომანქანას არ გაუვლია და გაიარა მხოლოდ ორმა მსუბუქმა ავტომობილმა, (2018 წლის 30 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:52:10-17:31:22).
- სასამართლოში დაკითხვის დროს პატრულ-ინსპექტორებმა - კ--- ფ----შვილმა და გ------- ხ---–-ძემ აჩვენეს, რომ 2017 წლის 16-17 მაისს, ისინი ასრულებდნენ სამსახურებ-რივ მოვალეობას ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურიდან სოფელ ა------ის მიმდებარე ტე-რიტორიამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. 17 მაისს, ღამის საათებში, რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით მათ შეიტყვეს, რომ შიდა ქარ-თლის ტერიტორიაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვ-ნას ავტომობილის გაჩერების შესახებ და უქმნიდა მათ საავარიო ვითარებას. ამასთანავე, რაციაში მათ ესმოდათ სხვადასხვა პატრულ-ინსპექტორების მიერ გადაცემული შემდეგი სიტყვები: “დაგვეჯახა“, “ზედ მოდის“, “არ გვემორჩილება“. აღნიშნულის გამო კ--- ფ----შ-ვილმა და გ------- ხ---–-ძემ გადაწყვიტეს სოფელ ა------თან, დასავლეთის მხარეს ცალ-მხრივი მიმართულებით მოძრაობის საავტომობილო გზის დასრულების ადგილზე დამ-რღვევი ავტომობილის გაჩერება. ამ მიზნით მივიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ასევე მივიდა ორი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულ-ინსპექტორების - დ----- უ-–------–-შვილის, გ---- ა--------შვილისა და კ------- ხ--------ის და ოცმეთაურ ო----- დ--------შვილის შემადგენლობით. მათ აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებთან (ე.წ. მწოლიარე პოლიციელებთან) გააჩერეს საპატრულო ავტომობილები გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ხოლო გ------- ხ---–-ძემ ავტომობილზე არსებული სპეციალური მანათობელი მოწყობილობა მიმართა გზის სავალ ნაწილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ შეზღუდვის ადგილზე მივიდა ტრაილერი, რომლის მძღოლმაც გააჩერა მანქანა და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც მიუთითეს, რომ გაეგრძელებინა მოძრაობა. ამავე დროს, ტრაილერის უკან გაჩერდა მინივენის ტიპის ავტომობილი და, ვინაიდან საპატრულო პოლიციის მანქანებითა და სავალ გზაზე გაჩერებული ტრაილერით გზა მთლიანად დაიკეტა, გ------- ხ---–-ძემ უკან გაწია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და გაატარა აღნიშნული მინივენი. კ--- ფ----შვილი გზის შეზღუდვის ადგილიდან დაახ-ლოებით ასი მეტრით წინ წავიდა და დადგა მოძრაობის ჩქაროსნულ ზოლში. მოწმეთა გან-მარტებით, ავტომობილებიდან გადმოსულები იყვნენ კ--- ფ----შვილი, გ---- ა--------შ-ვილი და ო----- დ--------შვილი, რომლებსაც ეცვათ ამრეკლი ჟილეტები. მალევე მათ მოეს-მათ ავტომობილის ძრავის ხმა და დაინახეს მათი მიმართულებით დიდი სიჩქარით მიმა-ვალი ავტომანქანა, ხელის ჟესტიკულაციით ანიშნეს მძღოლს, გაეჩერებინა, თუმცა ის არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას. კერძოდ, კ--- ფ----შვილის განმარტებით, იმ მიმენტში მიხვდა, რომ ავტომანქნა “ბმვ“ არ ჩერდებოდა, იგრძნო მისი მხრიდან დაჯახების საფრთხე და მოერიდა ბეტონის გზაგამყოფი ზოლისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა ავტომობილმა მას დიდი სისწრაფით ჩაუარა. მანვე გაიგონა გ---- ა--------შვილის ყვირილი: „..ნელა, შეანელე მოძრაობა, გააჩერე...“, მისკენ გახედვის შემდეგ კი დაინახა, რომ ავტომობილმა შეანელა მოძრაობა და გაიარა ტრაილერის მარცხენა მხარეს, რის შემდეგ იგი მობრუნდა და წავიდა თბილისის მიმართულებით, (2018 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:25:12-16:19:43; 13:50:25-15:00:37).
- მოწმე ვ----– ქ-----შვილის მიერ გამოძიებაში მიცემული და, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამარ-თლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
2017 წლის მაისის მდგომარეობით, ვ----– ქ-----შვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილებაში პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. 2017 წლის 16-17 მაისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილესთან - ნ------ ხ----–-შვილთან ერთად პატრულირებას ახორციელებდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ამავე სამმართველოს მე-2 განყოფილების მეორე ოცეულის შემადგენლობაში, რომლის მეთაური (ოცეულის მეთა-ური) იმ დროს იყო ო----- დ--------შვილი, ხოლო ათეულის მეთაური - ნ------ ხ----–-შ-ვილი, რომელიც უფლებამოსილი იყო მითითება-დავალება მიეცა ოცეულის შემადგენლო-ბაში შემავალი ყველა საპატრულო ეკიპაჟის წევრისათვის. კერძოდ, მითითებულ დროს ისინი პატრულირებას ახორციელებდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრიდან 70-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე, “ფორდის“ ფირმის, საბორტე ნომრით 4225 სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ნ------ ხ----–-შვილი. 17 მაისს, 03 საათსა და 40 წუთზე, საპატრულო პოლიციის “206“ ეკიპაჟმა, რომლის შემად-გენლობაში იყვნენ პატრულ-ინსპექტორები ლ-–- გ----ძე და გ------- ჟ------შვილი, რადი-ოკავშირის საშუალებით გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან, შავი ფერის “ბმვ-ს“ ფირმის ავტომანქანამ მათ დიდი სიჩქარით, ძალიან ახლოს ჩაუარა და ამ მანევრით შეუქმნა საავარიო სიტუაცია. ლ-–- გ----ძე და გ------- ჟ------შ-ვილი უკან გაყვნენ ამ ავტომანქანას და რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ნახეს იგი სარე-ზერვო ზოლში გაჩერებული. როგორც მოგვიანებით მან გ------- ჟ------შვილისგან შეიტყო, ის (გ------- ჟ------შვილი) მივიდა ამ ავტომანქანის მძღოლთან, რომელმაც მას აჩვენა მარ-ცხენა ხელის შუა თითი, რის შემდეგ სწრაფად დაძრა ავტომანქანა და გააგრძელა მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. ვინაიდან ლ-–- გ----ძისა და გ------- ჟ------შვილის საპატ-რულო ტერიტორიას მოსდევდა მისი და ნ------ ხ----–-შვილის სამოქმედო კვადრატი, ამ ავტომობილის გაჩერების მიზნით, აღნიშნული საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე ისინი გადავიდნენ მოძრაობის დასავლეთის მიმართულების ზოლზე, სადაც ნელი სვლით დაიწყეს მოძრაობა. ავტომაგისტრალის 67-ე კილომეტრის მონაკვეთზე მოძრაობისას, დაი-ნახეს უკან, დაახლოებით 150-200 მეტრში მათი მიმართულებით სწრაფად მოძრავი “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორსმაშუქი ფარები. ამ დროს ისინი მოძრაობდნენ დაახლოებით 60-70 კმ/სთ-ის სიჩქარით, ხოლო მათ უკან მოძრავი ავტომო-ბილის სიჩქარე, მისი ვარაუდით, დაახლოებით 200 კმ/საათში უნდა ყოფილიყო. ამ ავტო-მობილის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, ნ------ ხ----–-შვილმა მარცხენა ჩქაროსნული ზოლიდან ნელ-ნელა დაიწყო მარჯვენა ზოლში გადასვლა და, როდესაც თითქმის მთლია-ნად იყვნენ ამ ზოლში გადასულები, დაინახეს, რომ ავტომანქანა “ბმვ-ს“ მძღოლი მოძრაო-ბის შეუნელებლად ცდილობდა მარჯვენა მხრიდან მათ გასწრებას, რის გამოც ნ------ ხ-----–-შვილმა საჭე აიღო მარცხნივ, რა დროსაც აღნიშნულმა ავტომობილმა გაასწრო მარჯვნი-დან და მოძრაობა გააგრძელა დასავლეთის მიმართულებით. მოწმის ვარაუდით, ნ------ ხ----–-შვილს მარცხნივ რომ არ მიემართა ავტომანქანა, “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი მათ აუცილებლად შეეჯახებოდა. დააფიქსირეს ამ ავტომანქანის მარკა - “ბმვ X5“ და სახელ-მწიფო ნომერი და ნ------ ხ----–-შვილმა რადიოსადგურ “ლიახვის“ საშუალებით გადასცა იგი დაკავებაზე. ამასთან მათ რადიოსადგურით გადასცეს ინფორმაცია ამ ავტომობილის მოძრაობის შესახებ. ამის შემდეგ რადიოკავშირის საშუალებითვე შეიტყვეს, რომ მითითე-ბულ ავტომანქანას მოძრაობა შეუზღუდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა, მიუხედავად ამისა, იგი სახიფათო მანევრით გასცდა ყველა ეკიპაჟის ავტომობილს და მისი დევნა გააგრძელა “209“ ეკიპაჟმა გ------- ს--------–-სა და ი-–-- გ-------ძის შემადგენლო-ბით. ნ------ ხ----–-შვილმა ავტომანქანა მოატრიალა სოფელ რუისთან და ისინი დაბრუნ-დნენ სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე ნ------ ხ----–-შვილმა, მათ სამოქმედო ტერი-ტორიაზე დაბრუნების შესახებ, მითითება მისცა “207“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ პატრულ-ინსპექტორებს - ზ------ რ----შვილსა და გ-- ს-------შვილს. ამ დროს მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ოცმეთაურმა ო----- დ--------შვილმა და მისმა მეწყვილემ - დ----- უ-–------–-შვილმა, “211“ ეკიპაჟის წევრებმა - გ---- ა--------შვილმა და კ------- ხ--------მა, ასევე, “212“ ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფმა პატრულ-ინსპექტორებმა - გ------- ხ---–--ძემ და კ--- ფ----შვილმა ავტომანქანა “ბმვ X5-ის“ მძღოლს სოფელ ა------თან შეუზღუდეს (თუ რა ფორმით - მოწმემ არ იცის) მოძრაობა, მაგრამ მძღოლი ამ შემთხვევაშიც არ დაე-მორჩილა მათ მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომანქანა და წავიდა პირდაპირ მათი მიმართუ-ლებით. მოწმის ჩვენებით, მან რადიოკავშირის ეთერში გაიგონა გ------- ხ---–-ძის ან კ--- ფ----შვილის შეძახილები - “გვეჯახება“, “გვხოცავს“, “ფრთხილად იყავით“, “არ აჩერებს“. ასევე მათთვის ცნობილი გახდა, რომ “ბმვ X5“ მოდელის ავტომობილი მოტრიალდა და სწრაფი სვლით მოძრაობა გააგრძელა აღმოსავლეთის მიმართულებით, რა დროსაც მის დევნას აგრძელებდა “209“ ეკიპაჟი, რომელიც (კერძოდ - გ------- ს--------–-) რადიოსად-გურით პერიოდულად გადასცემდა ინფორმაციას საავტომობილო გზის მონაკვეთის შესა-ხებ, სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა. გ------- ს--------–-საგან ასევე იცოდნენ, რომ ავტო-მანქანა “ბმვ X5-ის“ მძღოლმა რამდენიმეჯერ მისცა მიახლოების საშუალება, თუმცა მასთან ახლოს მისვლისას ის კვლავ უმატებდა სიჩქარეს. ერთ მომენტში ვ----– ქ-----სვილმა ავტომანქანის რადიოსადგურზე გაიგონა რომელიღაც თანამშრომლის ნათქვამი: “გვირაბ-თან ტრაილერები არ დგანანო? იქნებ ტრაილერები გამოვიყენოთ და მათი საშუალებით გავაჩეროთო“. მან არ იცის, საპატრულო პოლიციის თუ რომელ თანამშრომელს ეკუთვნის ეს სიტყვები, ვინაიდან, მოწმის განმარტებით, იმ დროს თითქმის ყველა ეკიპაჟის წევრი რაციაზე საუბრობდა და რადიოკავშირის ეთერში შექმნილი იყო ქაოსი. ამის შემდეგ ნ------ ხ----–-შვილი რაციით დაუკავშირდა ზ------ რ----შვილს ან გ-- ს-------შვილს, ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა, რომ ქალაქ გორთან მდებარე გვირაბის გასასვლელთან მოძრაობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ზ------ რ----შ-ვილმა ან გ-- ს-------შვილმა ათმეთაურს რაციაზე აცნობა, რომ გვირაბთან იმყოფებოდნენ და ამ ადგილზე რამდენიმე ტრაილერი იდგა, მაგრამ მძღოლებს ეძინათ და ვერ ახერხებ-დნენ მათ გაღვიძებას, შემდეგ კი (მოწმის ჩვენებით, 2-3 წუთიც არ იქნებოდა გასული) ზ------ რ----შვილმა ან გ-- ს-------შვილმა ნ------ ხ----–-შვილს რაციაზე აცნობა, რომ ერთი მძღოლი იპოვეს, მაგრამ მისი ავტომანქანის დაქოქვას დრო სჭირდებოდა, ასევე უთხრეს, რომ თუ ტრაილერის მძღოლი დაქოქვას ვერ მოასწრებდა, ფრთხილად ყოფი-ლიყვნენ, რადგან ავტომანქანა “ბმვ X5“ მათი მიმართულებით მოძრაობდა. მალევე ზ------ რ----შვილი ან გ-- ს-------შვილი ნ------ ხ----–-შვილს დაუკავშირდა მობილური ტელე-ფონით და სავარაუდოდ (მოწმის ჩვენებით, საუბარის შინაარსს იგი მიხვდა ნ------ ხ-----–-შვილის პასუხებიდან გამომდინარე) უთხრა, რომ ტრაილერის მძღოლმა ავტომანქანა დაქოქა, მაგრამ საეჭვო იყო, მოასწრებდა თუ არა იგი მანქანის დაძვრას. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, კერძოდ, მან გაიგონა გ------- ს--------–-ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომ ავტომანქანა “ბმვ X5“ გ--------------ში შედიოდა, ხოლო ამის შემდეგ “207“ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა რადიოსადგურით გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტრაილერს აღებული ჰქონდა ჰაერი“ და იკითხა - გადაეკეტათ თუ არა მოძრაობა და, ვინაიდან მას არავინ უპასუხა, ეს კითხვა რამდენიმეჯერ გაიმეორა. ბოლოს ნ------ ხ----–-შვილმა “207“ ეკიპაჟს რაციის საშუალებით უთხრა: “გადაკეტეთ“. აღნიშნულის შემდეგ, მოწმის ჩვენებით - ორი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ზ------ რ----შვილმა რადიოეთერში გადასცა, - “გ---------------თან დაეჯახა ავტომანქანებს და დაამტვრია“, ამასთანავე, ზ------ რ----შვილი ითხოვდა, რომ ადგილზე მისულიყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო სამსახური. ის და ნ------ ხ----–-შვილი დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც გაიარეს დაახლოებით ოცდაათი კილომეტრი. ადგილზე მისვლისას მათ გაარკვიეს, რომ ავტომანქანა “ბმვ X5“ თავდაპირველად შეეჯახა მარჯვენა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ ევაკუატორს, ხოლო შემდეგ - ტრაილერს, რომელიც შეჯახების შემდეგ საავტომობილო გზაზე ცერად იდგა. დამტვრეული “ბმვ X5-ის“ მარკის ავტომობილი 3-4 მეტრით გაცილებული იყო სატვირთო ავტომანქანას და მისი მძღოლი იყო გარდაც-ვლილი. ამასთან, როგორც მოწმეს ახსოვს, გვირაბის გამოსასვლელიდან ევაკუატორამდე მანძილი დაახლოებით 180 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო ტრაილერამდე - 200 მეტრი.
ამდენად, მოწმე ვ----– ქ-----შვილის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ გარდა “207“ საპატრულო ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის შეკით-ხვის საპასუხოდ ნათქვამის - “გადაკეტეთ“, ნ------ ხ----–-შვილს მისთის სხვა არაფერი უთქვამს. კერძოდ, მოწმის ჩვენების მიხედვით, მას არ უთქვამს, რომ ტრაილერი საავტო-მობილო გზაზე განივად დაეყენებინათ ან საერთოდ როგორ უნდა გაეჩერებინათ სატ-ვირთო ავტომანქანა. მისივე ჩვენებით დადგენი-–--, რომ ამ დროს ისინი მოძრაობდნენ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე თბილისის მიმართულებით და გაცდე-ნილები იყვნენ სოფელ შავშვების ტერიტორიას, (ტომი N2, ს.ფ. 126-133; 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
- მოწმე გ------- ბ------შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქალაქ გორის მომდე-ბარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბის იმ მომსახურე პერსონალის უფროსი, რომელსაც აკისრია გვირაბის მოვლა-პატრონობა. მათი სამუშაო ოფისი მდებარეობს გვირაბის შესას-ვლელში და იქ მომუშავეებს უწევთ სამცვლიანი მორიგეობა, რაც მის მიერ ყოველდღიუ-რად მოწმდება. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის გვირაბის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 820 მეტრს. გვირაბში დამონტაჟებულია სათვალ-თვალო ვიდეოკამერები, რომელთა საშუალებით კონტროლი ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში, ოფისში არსებული მონიტორის მეშვეობით. გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მორიგე ჯგუფი ვალდებულია მას აცნობოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 17 მაისს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ მას აცნობეს დაახლოებით 07:00 საათზე და, როდესად აგილზე მივიდა, ნახა, რომ ბ--- ხ-------ს ავტომანქანა იდო ევაკუატორზე, ხოლო გზის სავალ ნაწილზე განივად იდგა ტრაილერი, რომლითაც სავალი გზის ნახევარი იყო გადაკეტილი. ტრაილერის საწევარა მიმართული იყო აღმოსავლეთის მხარეს. გ------- ბ------შვილის ჩვენებით, გვირაბის მომ-სახურე პერსონალი აკონტროლებს მხოლოდ გვირაბის ტერიტორიას, აღნიშნული შემ-თხვევა კი მოხდა გვირაბიდან დაახლოებით 200-250 მეტრის დაცილებით.
მოწმის ჩვენებით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მან მონაწილეობა მიიღო ვიდე-ოკამერების სერვერის დათვალიერებაში, მანვე აჩვენა, რომ უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც შეჯახება მოხდა, დაახლოებით 50-დან 100 მეტრამდე მანძილზე განათების ბოძები არ დგას, ვინაიდან აღნიშნული არის ავტომანქანების სამოძრაო ადგილი, სადაც განათების საშუალების დადგმა არ არის შესაძლებელი, (2018 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:00:49-16:15:17);
- შპს “ერედვი 2008“ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დათვალიერების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 209-213), შპს “ერედვი 2008“ კომპიუტერისა და ვიდეოკამერების დათვალიერების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 214-218), ექსპერტის დასკვნის გაცემის შეუძლებლობის შესახებ აქტით (ტომი N1, ს.ფ. 241-257) და ექსპერტ გ------- შარაბიძის მიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მიცემული ჩვენებით (2018 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:53:48 – 17:06:10) დასტურდება, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღმოსავ-ლეთის მიმართულების გვირაბში დამონტაჟებულია 10 სამეთვალყურეო კამერა. გამომ-ძიებლის მიერ დათვალიერებისას, 2017 წლის 17 მაისის 01:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდის ამ კამერების ვიდეოჩანაწერები შესაბამისი მოწყობილების მეხსიერებაში არ აღმოჩნდა. ასევე, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გ--------------ის სამართავი ოთა-ხიდან ამოღებული, გარე სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობის - ე.წ. სერვე-რის მეხსიერებაში (03 ცალი მყარი დისკი) არ ფიქსირდება 2017 წლის 17 მაისის 02:00 საა-თიდან 05:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები და საექსპერტო დაწესებულების ხელთ არსებული საშუალებებით ამ ჩანაწერის აღდგენა ვერ მოხერხდა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კ--- ყ-----შვილმა სასამართლოში მოწმედ დაკით-ხვისას აჩვენა, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს სხვადასხვა საპატრულო პოლიციის რეგიონალური დანაყოფებდან შესული შეტყობინებების მიღება, მათი აღრიცხვა და გადაცემა, როგორც საპატრულო პოლიციის რეგიონალური დანაყოფებისათვის, ასევე მათ დაქვემდებარებაში შემავალი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებისათვის, ელექტრონული სახით, რაც აისახება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებში არსებულ ბორტ კომპიუტერებზე. აღნიშნული ინფორმაცია შეეხება როგორც დაკავებაზე გადაცემულ ავტომობილებს, ასევე დაკავებულ პირებს. 2017 წლის 17 მაისს ღამის საათებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო საინფორმაციო სამ-სახურის მორიგე ოპერატორმა მიიღო შეტყობინება შიდა ქართლის მთავარი სამმარ-თველოს სამორიგეოდან, დასაკავებელი ავტომობილის შესახებ, რომელიც არღვევდა მოძ-რაობის წესებს, ქმნიდა საავარიო სიტუაციას და არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლი-ციის თანამშრომელთა მოთხოვნას, რაც ასევე მას აცნობა ოპერატორმა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ მიიღეს ახალი ინფორმაცია, რომ მომხდარი იყო შეჯახება, რის შედე-გადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია აღი-რიცხა ელექტრონულ სისტემაში და შესაბამის ჟურნალში, რომელიც დაათვალიერა გამომ-ძიებელმა და შეადგინა შესაბამისი ოქმი, (2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდი-ოჩანაწერი: 18:17:03-18:42:50);
- შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამ-მართველოს სამორიგეო განყოფილების ჩანაწერების წიგნის დათვალიერების ოქმით (ტომი N2, ს.ფ. 110-117) და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო ნაწილის (“ლიახვი) შსს სსიპ “112“-დან და მოქალაქეებისაგან შემოსული შეტყობინებების რეგისტრაციის წიგნისა და ძებნაზე დასაყენებელი და მოსახსნელი ავტომობილების რეგისტრაციის წიგნის დათვა-ლიერების ოქმით (ტომი N2, ს.ფ. 262-297) დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
2017 წლის 17 მაისს, 03:50 საათზე გადაიცა ინფორმაცია “BMW X5” მოდელის, სახელმწიფო - სარეგისტრაციო ნომრით I-------- ავტომობილის დაკავების საჭიროების შესახებ, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ავტომობილის მძღოლი ქმნის საავარიო ვითარებას და არ ემორჩილება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს;
2017 წლის 17 მაისს, 04:05 საათზე გადაიცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, გ--------------თან მოძრავი ავტომანქანა “BMW X5”, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა ბ--- ხ-------, შეეჯახა ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტს“, სახელმწიფო ნომრით P-------- (მძღოლი რ----- ნ------), შემდეგ კი - ტრაილერს, სახელმწიფო ნომრით Y-------- (მძღო-ლი გ------- ღ-–-----ი), რის შედეგად ბ--- ხ------- გარდაიცვალა.
- დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 მაისს დათვალიერებულ იქნა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმარ-თველოს სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის - დ------–-----------ძის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანების ბორტკომპიუტერებითა და პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყო
-ბილობებით გადაღებული ვიდეო-აუდიო მასალის ამსახველი კომპიუტერული დისკები, რაც დათვალიერების შემდეგ დაერთო საქმეს და გაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის, (ტომი N1, ს.ფ. 252-254).
- 2017 წლის 26 ოქტომბრის №0-------- ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დას-კვნით დადგენი-–--, რომ:
ზ------ რ----შვილისა და გ---- ა--------შვილის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები ვარგი-სია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად;
ზ------ რ----შვილისა და გ---- ა--------შვილის სამხრე კამერების ვიდეჩანაწერები, თითო-ეული იწყება და სრულდება ჩამწერი სისტემის ჩართვა-გათიშვის გზით;
ზ------ რ----შვილისა და გ---- ა--------შვილის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები, თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს, მათზე რაიმე სახის მონტაჟის კვლები ჩატარებული კვლევების შედეგად არ გამოვლინდა;
ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი “4107“, “4200“, “4209“, “4211“, ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების ჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად;
“4200“, “4209“, “4211“, ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი წარმოადგენს ვიდეორეგისტრატორის უწყვეტ ვიდეოჩანაწერს. ისინი ჩამწერი სისტემის მიერ დაყოფი-–-- ციფრულად ფაილე-ბად. “4107“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგის-ტრატორის ჩანაწერის 03:30:47 საათზე დაფიქსირებულია დაახლოებით ერთ წუთიანი ჩანაწერის წყვეტა, რაც სიტუაციური-ლოგიკური ანალიზით გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას;
“4200“, “4209“, “4211“, ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვი-დეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი ერთი მთლიანია, ვიდეოჩანაწერები გადა-ღებულია უწყვეტ რეჟიმში. “4107“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომან-ქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერში ავტომობილის დაქოქვის (შესაბამისად ჩამწერი სისტემის გათიშვის) გამო არ არის გადაღებული ერთ წუთამდე ჩანაწერი. კომპლექსური ანალიზის შედეგად, წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგის-ტრატორების ჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა;
ამასთან, ექსპერტის მიერ დადგენილი და დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერებში საუბრების შინაარსის ტექსტი, რაც წარმოდგენი-–-- ექსპერტზის დასკვნის დანართის სახით; (დამატე-ბით წარმოდგენი-–-- ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე);
- 2017 წლის 13 დეკემბრის №0-------- ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვ-ნით დადგენი-–--, რომ:
ნ------ ხ----–-შვილის, ვ----– ქ-----შვილის, დ----- უ-–------–-შვილისა და გ------- ჟ-------შვილის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად;
ნ------ ხ----–-შვილის, ვ----– ქ-----შვილის, დ----- უ-–------–-შვილის და გ------- ჟ-------შვილის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები, თითოეული ცალ-ცალკე იწყება და სრულ-დება ჩამწერი სისტემის ჩართვა-გათიშვის გზით;
ნ------ ხ----–-შვილის, ვ----– ქ-----შვილის, დ----- უ-–------–-შვილის და გ------- ჟ-------შვილის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერები, თითოეული ცალ-ცალკე წარმოადგენს უწყვეტ ჩანაწერს, მათზე რაიმე სახის მონტაჟის კვალი ჩატარებული კვლევების შედეგად არ გამოვლინდა;
“4106“, “4108“, “4207“, “4210“, “4225“ და “R1“, ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლი-ციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების ჩანაწერები ვარგისია ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად;
“4106“, “4108“, “4207“, “4210“, “4225“ და “R1“, ბორტის ნომრების მქონე საპატრულო პოლი-ციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორების თითოეული ჩანაწერი წარმოადგენს ვიდე-ორეგისტრატორის უწყვეტ ვიდეოჩანაწერს. ისინი ჩამწერი სისტემის მიერ დაყოფი-–-- ციფრულად ფაილებად. “4106“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომან-ქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის 04:08:04 საათზე დაფიქსირებულია დაახლოებით ერთ წუთიანი ჩანაწერის წყვეტა, რაც სიტუაციური-ლოგიკური ანალიზით გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას. ასევე “4207“ ბორტის ნომრის მქონე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერის 03:57:53 საათზე დაფიქსირებულია დაახლოებით ერთ წუთიანი ჩანაწერის წყვეტა, რაც სიტუაციური-ლოგიკური ანალიზით გამოწვეულია ავტომობილის დაქოქვით, რაც იწვევს ჩამწერი სისტემის გათიშვას.
ამასთან, ექსპერტის მიერ დადგენილი და დაფიქსირებულ იქნა ჩანაწერებში საუბრების შინაარსის ტექსტი, რაც წარმოდგენი-–-- ექსპერტზის დასკვნის დანართის სახით, (დამატე-ბით წარმოდგენი-–-- ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე);
- აღნიშნული (ვიდეო და ფონოსკოპიური) საექსპერტო კვლევის ჩატარების ფაქტი, მათ მიერ შედგენილი ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნების სისწორე და ავთენ-ტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ლ-–- ა-------–--------------------------–-ძის ჩვე-ნებებით, (იხ. 2018 წლის 03 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი)
- “206“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ჟ------შვილი და ლ-–- გ----ძე) ავტომანქანის ბორ-ტის ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ პოლიციის ავტომანქანა, რომელშიც დამონტაჟე-ბულია ვიდეორეგისტრატორი, გაჩერებულია ცალმხრივი სავალი გზის მარჯვენა გვერ-დულზე, რა დროსაც (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2016-10-14, 19:51:00-დან) მას მარცხნი-დან გასცდა მარჯვენა სავალ ზოლში სწრაფად მიმავალი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობს მარჯვენა უწყვეტ ზოლთან ახლოს, მაგრამ რაიმე მკვეთრ მანევრს არ ასრულებს. ამავე ჩანა-წერით (2016-10-14, 20:00:44-დან) დასტურდება, რომ ცალმხრივი მოძრაობის გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებულია მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული აქვს მარჯვნივ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა. საპატრულო პოლიციის ავტომობილი მას უახლოვდება და ჩერდება მის უკან. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამ ავტომან-ქანას უახლოვდება მარცხენა მხრიდან, მიდის მძღოლის კართან (20:01:32) და ხელით ეხება კარის შუშას, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ, ავტომანქანა იწყებს მოძრაობას, (გამოკვლეულია 2018 წლის 08 თებერვლის სასამართლო სხდომაზე)
- პატრულ-ინსპექტორ გ------- ჟ------შვილის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურ-დება, რომ პატრულ-ინსპექტორი მარცხენა მხრიდან მიუახლოვდა სავალი გზის მარჯვენა გვერდულზე გაჩერებულ მუქი ფერის ავტომობილს, მივიდა მძღოლის კართან, რა დროსაც მძღოლს სავარაუდოდ ხელში უკავია მობილური ტელეფონი. პატრულ-ინსპექტორმა მას ხელით ანიშნა ფანჯრის შუშაზე და ისმის სავარაუდოდ პატრულ-ინსპექტორის მიერ ნათ-ქვამი სიტყვა “ჩაუწიე“, რის შემდეგ ავტომობილმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოძრაობას და, ამავე დროს, ისმის პატრულ-ინსპექტორის სიტყვა “გააჩერე“, (გამოკვლეულია 2018 წლის 16 იან-ვრის სასამართლო სხდომაზე)
- “225“ საპატრულო ეკიპაჟის (ნ------ ხ----–-შვილი, ვ----– ქ-----შვილი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2017-05-17, 03:26:10-დან) დას-ტურდება, რომ ნ------ ხ----–-შვილისა და ვ----– ქ-----შვილის საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარ-ჯვენა სავალ ზოლში, გარვეული პერიოდი მოძრაობდა გზის შუა ნაწილში და გადავიდა მარცხენა ზოლში, სადაც მოუმატა მოძრაობის სიჩქარეს და აიღო მიმართულება მარჯვნივ, რა დროსაც (03:26:53-დან) მას მარჯვენა მხრიდან გაასწრო მარჯვენა სავალ ზოლში სწრაფად მოძრავმა, ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა, (გამოკვლეულია 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე)
- “208“ საპატრულო ეკიპაჟის (ბორტის ნომერი 4107, პატრულ-ინსპექტორები - ზ------ თ-----შვილი და მ--–---- ბ--------–-შვილი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2017-05-17, 03:01:55-დან) დასტურდება, რომ საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი, რომელშიც განთავსებულია ვიდეორეგისტრატორი, მოძრაობდა ცალმხრივი მიმართულების საავტომობილი გზის მარჯვენა სავალ ზოლში, მის წინ, მარ-ცხენა ზოლში მოძრაობდა საპატრულო ავტომანქანა, ბორტის ნომრით 4106 (“106“ ეკიპაჟი), რა დროსაც ბ--- ხ-------ს ავტომობილმა “208“ ეკიპაჟს გაასწრო მარცხენა მხრიდან, შემდეგ მკვეთრი მანევრით გადავიდა მარჯვენა ზოლში და ასევე გასწრება გაუკეთა “106“ ეკიპაჟს, რის შემდეგ მან მაღალი სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა, (გამოკვლეულია 2018 წლის 25 იანვრის სასამართლო სხდომაზე)
- “106“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ქ--------ძე და გ------- ე-–--შვილი) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2017-05-17, 03:04:52-დან) დასტურდება, რომ საპატრულო ავტომობილი ძითადად მოძრაობდა ცალმხრივი მიმარ-თულების საავტომობილი გზის მარცხენა სავალ ზოლში, რა დროსაც მას მარჯვენა მხრი-დან გაასწრო ბ--- ხ-------ს ავტომობილმა, (გამოკვლეულია 2018 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე)
- “209“ საპატრულო ეკიპაჟის (გ------- ს--------–- და ი-–-- გ-------ძე) ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერით (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2017-05-17, 03:45:45-დან) დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილი მოძრაობდა ცალმხრივი მიმარ-თულების საავტომობილი გზის მარცხენა სავალ ზოლში, ხოლო მის წინ მარჯვენა ზოლში მოძრაობდა მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომობილი - ტრაილერი. პოლიციის ავტომანქანამ მოუმატა სიჩქარეს და მოძრაობა დაიწყო სატვირთო ავტომობილის გვერდით, რა დროსაც სატვირთო ავტომობილს მარჯვენა მხრიდან, სათადარიგო ზოლზე გასვლით გაასწრო ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა (03:46:04), რის შემდეგ მან სწრაფად გააგ-რძელა მოძრაობა, ხოლო საპატრულო პოლიციის ავტომობილი მას დაედევნა.
ამ ვიდეოჩანაწერით ასევე დასტურდება, რომ “209“ ეკიპაჟი ბოლომდე ახორციელებს ბ--- ხ------- ავტომანქანის დევნას, რომელმაც, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სოფელ ა------თან გვერდი აუარა სავალ გზაზე მოძრაობის მიმართულებით გაჩერებულ სატვირთო ავტომან-ქანას და გააგრძელა მოძრაობა, ხოლო “209“ ეკიპაჟის ავტომანქანა შემზღუდავ ბარიე-რებზე, ე.წ. ბოძკინტებზე გავლით გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, რა დროსაც მის წინ გაიარა ბ--- ხ-------ს ავტომობილმა (ვიდეოჩანაწერში აღნიშნული დრო: 2017-05-17, 03:57:08). ამავე ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ “209“ ეკიპაჟი შემთხვევის ადგილაზე მივიდა შეჯახებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, (გამოკვლეულია 2018 წლის 11 იანვრის სასამარ-თლო სხდომაზე).
- გ---- ა--------შვილის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერით და ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება შემდეგი გარემოებები: ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან, ცალმხრივი მიმართულების მოძრაობის გზაზე, მარჯვენა სამოძრაო ზოლში მდგარი სატვირთო ავტომობილის მისაბმელის უკანა ნაწილთან, ორივე მხარეს - მარცხენა სავალ ზოლში და მარჯვენა გვერდულზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გაჩერებულ იქნა საპატრულო პოლიციის ორი ავტომობილი, რომლებსაც ჩართული ჰქონ-დათ სპეციალური ციმციმა სიგნალი. პოლიციის ავტომანქანა უკან გადაადგილეს გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის გატარების მიზნით, რა დროსაც ამ ავტომობილმა, პოლი-ციელების მითითების შესაბამისად, მოძრაობა დაიწყო მარჯვენა მხარეს არსებულ გვერ-დულზე, ხოლო ამ ადგილს მიახლოებული ბ--- ხ------- არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას მანქანის გაჩერების შესახე, გაიარა სატვირთო მანქანის მარცხენა მხრეს გან-თავისუფლებულ სავალ ზოლზე და გააგრძელა მოძრაობა, რა დროსაც მას უკან მიყვა სავა-რაუდოდ მის დევნაში მონაწილე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ამავე მტკიცებულებე-ბით დასტურდება, რომ ბ--- ხ-------მ მოძრაობა გააგრძელა თბილისის მიმართულებით.
(იხ. 2017 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წამოდგენილი ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა).
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერა-ტიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის - ბაკურ ელისაშვილის 2017 წლის 22 მაისის N M---------------- წერილით დასტურდება, რომ N4200 (საძახილი 202), N4206 (საძახისი 206), N4207 (საძახისი 207), N4107 (საძახისი 107), N4225 (საძახისი 225), N4209 (საძახისი N209), N4210 (საძახისი 210), N4211 (საძახისი 211), N4212 (საძახისი 212) ბორტის საძახისებზე 2017 წლის 17 მაისის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე განხორციელე-ბული საუბრები, ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოიძებნა, (ტომი N1, ს.ფ. 257).
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა 2017 მაისს და მიმდინარეობდა 04:30 საათიდან 07:00 საათამდე. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა ა---------------შვილმა. დათვალიერე-ბაში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიე-ბელი რ-------------------შვილი, ექსპერტ-კრიმინალისტი ი-–-- მ------ძე და პატრულ-ინსპექტორები - ნ------ ხ----–-შვილი და ვ----– ქ-----შვილი. შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების შედეგად დადგენი-–-- შემდეგი გარემოებები:
შემთხვევის ადგილი წარმოადგენს გორის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას და მდებარეობს ქალაქ გორთან არსებული გვირაბის აღმოსავლეთის მხარეს. გვირაბიდან გასასვლელის აღმოსავლეთის მხარეს 75 მეტრის მანძილში, სამხრეთის მხარეს არსებულ გვერდულზე განთავსებულია საგზაო ნიშანი. საავტომობილო გზა არის ბეტონის საფარით, ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის. გზის მარჯვენა სავალი ზოლის სიგანეა 3,8 მეტრი, ხოლო მარცხენა ზოლის - 4,0 მეტრი. სამხრეთის მხარეს (მარჯვენა) გვერდულის სიგანეა 3.0 მეტრი, რასაც გასდევს წყლის არხი. შემთხვევის ადგილზე ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს ავტომობილების მოსაბრუნებლად და გასაჩერებლად განკუთვნილი მოასფალტირებული ადგილი, რომლის სიგანეა 13 მეტრი, ხოლო სიგრძე - 115 მეტრი;
საგზაო ნიშნიდან აღმოსავლეთის მხარეს 140 მეტრის მანძილში, სამხრეთით მდებარე (მარ-ჯვენა) გვერდულზე გაჩერებულია მუქი ფერის, “ბმს-ს“ მარკის ჯიპი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომლის წინა მარცხენა საბურავი გვერდულის ზოლზე დგას, წინა მარჯვენა საბურავი მოგლეჯი-–-- სამაგრებიდან, ხოლო უკანა საბურავები დგას გვერდულის უკანა ზოლზე. ავტომობილის ძარა მთლიანად დეფორმირებულია, დაზიანებულია ავტომობი-ლის სალონი და სამართავი მექანიზმები არ ისინჯება. ავტომობილის უკანა საბურავებს შორის მანძილი შიდა მხარეს არის 1,3 მეტრი, გარე მხარეს 1,9 მეტრი;
“ბმვ-ს“ მარკის ავტომობილის გადასწვრივ, საავტომობილო გზის მარცხენა სავალ ზოლში გაჩერებულია “მერსედესის“ ფირმის ლურჯი ფერის, მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომო-ბილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით P--------, რომლის წინა ნაწილი მიმართულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. სატვირთო ავტომობილის უკანა მარჯვენა საბურავი დევს ღერძულა ზოლზე, წინა მარცხენა საბურავიდან გვერდულის ზოლამდე მანძი-–-- 0,6 მეტრი, ხოლო უკანა მარცხენა საბურავიდან იგივე გვერდულის ზოლამდე - 1,6 მეტრი. სატვირთო ავტომობილს დაზიანებები აღენიშნება მარჯვემნა მხარეს, რაც ვითარდება წინა ნაწილისაკენ. სამართავი მექანიზმები არ ესინჯება. მის გარშემო დაღვრი-–-- დიზელის საწვავი და მიმობნეულია ავტომობილის დეტალები.
სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომერი; A-----) გაჩერებულია მარცხენა სავალ ზოლში ირიბად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მისაბმელი სამღერძიანია. მისაბმელის უკანა მარჯვენა საბურავი დევს ჩრდილოეთის მხარეს არსებული გვერდულის ზოლზე და იგივე ზოლზე დევს მისაბმელის მარცხენა წინა საბურავი. მისაბმელის უკანა საბურავებთან მთავრდება 1,0 მეტრის სიგრძის საბურავების გაცურების კვალი. მისაბმელის წინა მარცხენა კუთხეზე შეინიშნება დაზიანების კვალი. ასევე დაზიანებულია კონტეინერის მარცხენა კუთხე. მისაბმელს მარჯვენა და მარცხენა მხარეს პლატფორმის დაბლა გასდევს ნათურები, თითოეულ გვერდზე - 5 ცალი ნათურა. მისაბმელის უკანა მარჯვენა კუთხიდან საგზაო ნიშნამდე მანძილი არის 131 მეტრი;
საგზაო ნიშნიდან 107 მეტრის მანძილში, სანახევროდ მარჯვენა სავალ ზოლში და გვერ-დულზე გაჩერებულია “ფორდ ტრანზიტის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომობილი - ევაკუატორი, რომლის ძარაზე დევს “ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი. ევაკუა-ტორზე მყარი ბუქსირით მიბმულია სპეციალური მისაბმელი, რომელზეც დევს წითელი ფერის ავტომობილი. ევაკუატორის წინა მარცხენა საბურავიდან ღერძულის ზოლამდე მანძი-–-- 3,0 მეტრი, ხოლო მისაბმელის საბურავიდან ღერძულის ზოლამდე - 3,3 მეტრი.
საგზაო ნიშნიდან 105 მეტრის მანძილზე და გვერდულის ზოლიდან 2,1 მეტრში, მარჯვენა სავალ ზოლში, ბეტონის ზედაპირზე დაფიქსირებულია საბურავის 6,0 მეტრის სიგრძის კვალი, რომელიც არათანაბრად მიემართება აღმოსავლეთისაკენ და მთავრდება გვერდუ-ლის ზოლიდან 1,5 მეტრში. კვალის გარშემო დაფიქსირებულია ჩამონაყარი. საგზაო ნიშნი-დან 122 მეტრის მანძილზე, ღერძულის ზოლზე დაფიქსირებულია საბურავის კვალი, რო-მელიც მდებარეობს ირიბად მარჯვენა სავალ ზოლში და მთავრდება ღერძულის ზოლიდან 1,2 მეტრში, ტრაილერის მისაბმელის კუთხესთან. მის პარალელურად, მარჯვენა სავალ ზოლში, ღერძულის ზოლიდან 1,4 მეტრში დაფიქსირებულია საბურავის 14 მეტრის სიგრ-ძის კვალი, რომელიც მთავრდება მარჯვენა გვერდულის ზოლზე. დასაწყისში კვლებს შო-რის მანძილი 1,4 მეტრია და იზრდება 2,7 მეტრამდე;
ტრაილერის მისაბმელის უკანა კუთხიდან დასავლეთის მხარეს 9,0 მეტრის მანძილში, გვერდულას ზოლზე აგდია ავტომობილის საბურავი დისკით, რომელსაც მოგლეჯილი აქვს საყრდენები;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი კარგად არის განათებული ღამის გარე განათების ლამპიონებით. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ოქმში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები და ავტომო-ბილის საბურავი დისკით, (ტომი N1, ს.ფ. 3-65).
- 2017 წლის 18 ივნისის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენი-–--, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 87-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბსა და მის შემდეგ საავტომობილო გზაზე მოძრავ მძღოლს შესაძლებლობა ჰქონდა, დაენახა ჩქაროსნულ და მარჯვენა სავალ ზოლში გაჩერებული მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომანქანა (ტრაილერი) ახლო მაშუქებით - 231 მეტრიდან, ხოლო შორეული მაშუქებით - 281 მეტრიდან, (ტომი N2, ს.ფ. 210-247).
- მოწმე ზ------ ფ------შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის ივნისში, მის საკუთრებაში არსებული, 2016 წელს წარმოებული “BMW X5“ მოდელის, სახელმწიფო ნომერით Z-------- ავტომობილით, პროკურატურის მუშაკების თხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო გ--------------თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, მის ავტომობილში იმყო-ფებოდნენ გამომძიებელი და ექსპერტები, რომლებიც ახორციელბდნენ სხვადასხვა მოქმე-დებებს, კერძოდ - ზომავდნენ მანძილს, გ--------------იდან გასასვლელამდე ხილვადობას და ა.შ. თვითონ ასრულებდა გამომძიებლის მითითებებს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მასზე ხელმოწერით დააფიქსირა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მისი მონა-წილეობა, (2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:41:16-16:00:17);
- 2017 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–-- გარემოებები, რაც, მათ შორის, გამოყენებულ იქნა საქმეზე ავტოტექნიკური და ტრასოლოგიურ ექსპერ-ტიზის ჩატარების დროს, (ტომი N3, ს.ფ. 2-36).
- მისი მართვის ქვეშ მყოფი “BMW X5“ მარკის ავტომობილით საგამოძიებო ექსპერიმენ-ტში მონაწილეობის ფაქტი, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს, აგრეთვე დაადასტურა ნ-----–------------–-შვილმა, (2017 წლის 28 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:48:22-15:09:20).
საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარების ფაქტი, ამ საგამოძიებო მოქმედებათა მიმდინა-რეობა და შედეგები, აგრეთვე - საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებში ასახული მონაცემების სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების - ზ------ ფ------შვილის, გ------- ღ-–-----ის, ლ---- ს---------ს, ექსპერტების - დ----- გ---–------ს, ლ-–- ა-------–-ძის, ი-–-- მ------ძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
- 2017 წლის 19 ივლისის №0-------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–-- შემდეგი გარემოებები:
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილების - უნაგირა საწევარი “MERCEDES-BENZ ACTROS“, სანომრე ნიშნით Y-------- და მისი ნახევარმისაბმელის, ავტომანქანა “FORD TRANSIT“, სანომრე ნიშნით P-------- - საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის - “BMW-X5“ - საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ძლიერი მექანიკური დაზიანებების გამო;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, საავტომობილო გზაზე რაიმე სახის დაზიანება (დეფექტი), რასაც შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვე-ვის გამოწვევა, არ აღინიშნება;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილი “BMW-X5-ის“, სანომრე ნიშნით I-------- მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება საქართველოს კანო-ნის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის, პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნე-ბოდა;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილების საბოლოო განლა-გების კოორდინატებიდან, ავტომობილებზე არსებული დაზიანებებიდან, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კვლების კონფიგურაციიდან და საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრი-სით, განვითარებულია შემდეგნაირად: უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი “BMW-X5“, მოძრაობდა დასავლეთიდან აღმო-სავლეთის მიმართულებით, საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლში, მსვლელო-ბისას გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 182 მეტრ მანძილში შემთხვევაში მონა-წილე ავტომობილის მძღოლი (თავისი შესრულებული მანევრიდან გამომდინარე) თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით პირველად კომტაქტში მოვი-და სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში გაჩერებულ ავტომობილ “FORD TRANSIT-ის“ მისაბმელთან, ხოლო შემდეგ კი - “FORD TRANSIT“-ის უკანა მარცხენა ნაწილთან. შეჯახების დროს განვითარებული დინამიური ძალების ზემოქმედების შედეგად, ავტომო-ბილს “BMW-X5“ მთლიანად მოსძვრა წინა მარჯვენა საბურავი და დისკი, დატრიალდა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ამავდროულად გადაადგილდებოდა განივად და თავისი უკანა მარცხენა ნაწილით კონტაქტში მოვიდა საავტომობილო გზაზე განივად გაჩერებულ სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელის წინა მარჯვენა ნაწილთან, რის შემდეგ თავისი მარცხენა გვერდითი ნაწილით შემოენარცხა სატვირთო ავტომობილის მარჯვენა გვერდითა ნაწილს, მაღალი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე სატვირთო ავტომო-ბილი გადააგდო მარცხნივ, ხოლო თვითონ გააგრძელა მოძრაობა წინ და მარჯვნივ და გაჩერდა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ “BMW-X5-ის“ მძღოლს საავტომობილო გზაზე განივად დაყენებული ნახევარმისაბმელის (დაბრკოლე-ბის) დანახვა ტექნიკური თვალსაზრისით, ახლო მაშუქი ფარებით მოძრაობის პირობებში შეეძლო 231 მეტრ მანძილში, ხოლო შორს მაშუქი ფარებით მოძრაობის პირობებში - 281 მეტრ მანძილში;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს გზის სავალ ნაწილზე მუხრუჭის კვალი არ დაუტოვებია, რაც შეეხება მოძრაობის სიჩქარეს, ავტომო-ბილი “BMW-X5“, სანომრე ნიშნით I--------, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძ-რაობდა მის მიერ გავლილი მანძილისა და დროის მხედველობაში მიღებით (საშუალო სიჩქარე) - 210 კმ/სთ სიჩქარით;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ “BMW-X5-ის“, სანომრე ნიშნით I---------ის, მძღოლს სრული გაჩერებისათვის 210 კმ/სთ სიჩქარით მოძ-რაობის პირობებში, ტექნიკური თვალსაზრისით ესაჭიროებოდა დაახლოებით 300 მეტრი მანძილი;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, გზის მოცემული უბნისათვის დასაშვები 70 კმ/სთ სიჩ-ქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, ტექნიკური თვალსაზრისით სა-ჭიროა დაახლოებით 45 მეტრი მანძილი;
გადაწყვეტა საკითხის - შესაძლებე-–-- თუ არა განისაზღვროს დრო, რომელიც გავიდა ავტომანქანის გაჩერებისათვის ზომების მიღების მომენტიდან, “BMW-X5-ის“ ავტომანქანა “FORD TRANSIT-თან“ და შემდეგ ავტომანქანა “MERCEDES-BENZ ACTROS-თან“ შეჯახების მომენტამდე, მოცემულ პირობებში ექსპერტიზის გზით დადგენა შეუძლებე-–--;
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილებზე ფაქტიურად არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა: “BMW-X5“ სანომრე ნიშნით I-------- - “FORD TRANSIT“ სანომრე ნიშნით P-------- და მისი ნახევარმისაბმელი 10-15 გრადუსს. “BMW-X5“,სანომრე ნიშნით I---------უანაგირა საწევარა “MERCEDES-BENZ ACTROS“, სანომრე ნიშნით Y-------- და მისი ნახევარმისაბმელი 70-80 გრადუსს.
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედება, გზის ნახევრადმისაბმელით გადაკეტვის შემთხვევაში ეწინააღმდეგება “საგზო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ “საგ-ზაო მოძრაობის ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანა“, მოცემულ კონკრეტულ შემთხვე-ვაში - გზაზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებე-–--;
მოცემულ კონკრეტულ პიროებებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელების მიერ გზის გადაკეტვა “MERCEDES-BENZ ACTROS“ ნახევარმისაბმელის გამოყენებით, რასაც ფაქტიუ-რად ჰქონდა ადგილი, არ შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის №76 ბრძანების მოთხოვნებს;
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელების მიერ უგულვებელყოფი-–-- საქართველოს კანონის “პოლიციის შესახებ“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის და ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ავტომობილ “BMW-X5-ის“ შეჯახება ავტომობილ “FORD TRANSIT“-ზე და ავტომობილ “MERCEDES-BENZ ACTROS-ზე გამორიცხული იქნებოდა;
ავტომობილმა “BMW-X5“ დაახლოებით 1051 მეტრი მანძილის დაფარვას მოანდომა დაახ-ლოებით 18 წამი დრო, (ტომი N3, ს.ფ. 249-264).
- სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინა-ლისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო, ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა - დ----- გ---–-----მა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, დ----- გ---–-----მა აჩვენა, რომ მისი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამოსული “ბმვ X5“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გზის სავალი ნაწილის ჩქაროსნულ ზოლში, შეაფასა საგ-ზაო ვითარება - რომ გზა იყო მთლიანად დაკეტილი, ტრაილერისათვის გვერდის აქცევის მიზნით გადავიდა მარჯვენა სამოძრაო ზოლში, რა დროსაც წინა მარჯვენა საბურავით კონტაქტში შევიდა ევაკუატორის მისაბმელის უკანა მარცხენა ნაწილთან და, შემდეგ, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე განივად მდგარი ტრაილერის უნაგირა საწევარს, რა დროსაც მისი (ბმვ X5-ის) მაღალი კინეტიკური ენერგიის მოქმედების შედეგად, ტრაილერის საწე-ვარა გადაადგილდა მარცხენა მხარეს.
ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დადგინდა გვირაბში ან გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოძრავი ავტომობილის მძღოლის მიერ გზაზე დაბრკოლების, კონკრეტულ შემთხვევაში - ტრაილერის - დანახვის შესაძლებ-ლობის მანძილი. კერძოდ, დადგენილ იქნა, რომ ჩართული შორსმაშუქებით მოძრაობის პირობებში ექსპერიმენტში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა გზის სავალ ნაწილზე არსე-ბული დაბრკოლება დაინახა 281 მეტრის მანძილში, თუმცა, ექსპერტის განმარტებით, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა დაბრკოლების დანახვის შესაძლებლობის მაქსიმალური მონა-ცემი, იმ ვითარებაში, როდესაც მძღოლს ჰქონდა მის წინ დაბრკოლების დანახვის მოლო-დინი, ხოლო მძღოლი, რომელიც არ ელოდება წინ დაბრკოლებას, გაცილებით გვიან დაი-ნახავს ასეთს.
დაკითხვისას დ----- გ---–-----მა დაადასტურა, რომ სატვირთოს უნაგირა საწევართან მარჯვენა სარეზერვო ზოლში შეჯახებამდე არსებული ადგილი არ იყო საკმარისი ავტო-მანქანა “ბმვ X5-ის“ მონაცემების მქონე ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობისათვის, ხოლო იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც აღნიშნული ავტომობილი მოძრაობდა, ამ ადგილზე გავლა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი.
დ----- გ---–-----მა ასევე განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის ჩატარების პროცესში მან შეისწავლა საქმის მასალები, მათ შორის - საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერები და დაას-კვნა, რომ ავტომობილის მართვის დროს ბ--- ხ------- იყო სრულად ადეკვატური, მაგრამ გვირაბიდან გამოსვლისას იგი არ იყო გაფრთხილებული მოძრაობის დაკეტვის შესახებ, რის გამოც ვერ მოასწრო რეაგირება შეჯახების თავიდან ას----დებლად. მანვე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საგზაო მოძრა-ობის წესის დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლის გაჩერებას, უნდა შეეწყვიტათ მისი დევნა, რაც ექსპერტის მოსაზრებით, პირდაპირ არის მითითებული “პოლიციის შესა-ხებ“ საქართველოს კანონში, (2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:45:46-19:23:07).
- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2017 წლის 14 სექ-ტემბრის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ბ--- ხ-------ს კუთვნილი “BMW-X5“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით I-------- ავტომანქანაზე არსებული ლაქ-საღებავი და საღებავის დანაშრევები ურთიერთიდენტურია გ------- ღ-–-----ის კუთვნილი “Mersedes-Benz Actros-ის”, სახელმწიფო ნომრით Y-------- სატვირთო ავტომობილზე, მის მისაბ-მელზე და ბ------ ი-----ძის კუთვნილი “Nissan Leaf-ის“, ტრანზიტული ნომრით GE-8294 ელექტრომობილზე არსებული, შესაბამისად, ლაქ-საღებავის დანაშრევებისა და საღებავე-ბის. ექსპერტიზაზე წარდგენილ “Ford Tranzit-ის“, სახელმწიფო ნომრით P-------- ევაკუ-ატორზე და მის ნახევრადმისაბმელზე უცხო ლაქ-საღებავების მინალესი ან თავისუფლად მდებარე ნაწილაკები არ აღინიშნება, (ტომი N5, ს.ფ. 81-106).
- 2017 წლის 09 ივნისის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ--–---- მ----------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-ლია, რომ:
ბ--- ხ-------ს სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა - ჩონჩხის ძვლების მოტეხი-ლობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით;
გამოკვლევისას, ბ--- ხ-------ს გვამს აღენიშნებოდა: სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრავმა; ქალა-ტვინისა და სახის მიდამოს ბლაგვი ტრავმა დაჟეჟილი ჭრილობებით და სისხლჩაქ-ცევებით თავის მიდამოში, სახის, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობებით, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობით, სისხლჩაქცევით პირის ღრუს ლორწოვანში, ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის ნივთიერებაში, რბილ გარსებში და ნათხემის კარვის ქვეშ; გულმკერდის მიდამოს ბლაგვი ტრავმა, II-III ნეკნების მოტეხილობები ძუძუს ხაზზე მარჯვნივ, იღლიის წინა ხაზზე მარცხენამხრივი I-II-III ნეკნების მოტეხილობები; ხერხემლის ახლო ხაზზე მარცხენამხრივი I-II-III-IV-V-VI-VII-VIII-IX-X ნეკნების მოტეხი-ლობები - მათგან III-IV-V ნეკნთა მიდამოებში - მოტეხილი ფრაგმენტების ურთიერთცდო-მით და პარიესული პლევრის დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით მოტეხილობათა მიმდებარე ნეკნთაშუა კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. მრავლობითი ნახეთქები მარცხენა ფილტვზე. მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა შუა მესამედში. მარ-ჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დახურული სახსარშიდა მოტეხილობა. დაჟეჟილი ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე. ყველა აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდე-–--, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებით დადგენილ თარიღს - 2017 წლის 17 მაისს, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგ-ნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან;
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ბ--- ხ-------ს გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,46% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპი-ლის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტა-მინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრი-ციკლური ანტიდეპრესანტები, (ექსპერტიზის დასკვნა - ტომი N2, ს.ფ. 89-98; ექსპერტის ჩვენება - 2017 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:53:22-17:22:40).
- სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 21 ივლისის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ:
1995 წელს დამზადებულ სპეციალიზირებულ “FORD TRANSIT 190 EF“-ზე, სახელმწიფო ნომრით P--------, საიდენტიფიკაციო ნომრით T----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს: 872 (რვაას სამოცდათორმეტი) ლარს;
2004 წელს დამზადებულ უნაგირა საწევარი “MERCEDES-BENZ ACTROS“-ზე, სახელმწიფო ნომრით Y--------, საიდენთიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 16500 (თექვსემტი ათას ხუთასი) ლარს;
2002 წელს დამზადებულ ნახევარმისაბმელ “SCHWARZMULLER“-ზე, სახელმწიფო ნომ-რით A-------, საიდენთიფიკაციო ნომრით V----------------, მიყენებული მატერია-ლური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს: 578 (ხუთას სამოცდათვრამეტი) ლარს;
1997 წელს დამზადებულ, მსუბუქ მისაბმელ “CARBO AT 2000“-ზე, სახელმწიფო ნომრით P-------–---------------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 3000(სამი ათას) ლარს;
2016 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ “BMW-X5 XDRIVE 30D“-ზე, სახელმწიფო ნომრით I--------, საიდენთიფიკაციო ნომრით W---------------, მიყენე-ბული მატერიალური ზარალის ოდენობა, ცვეთის კოეფიციენტისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს: 125 360 (ას ოცდახუთი ათას სამას სამოცი) ლარს;
2011 წელს დამზადებულ, ელექტრო ავტომობილ “NISSAN LEAF“-ზე, ტრანზიტული ნომ-რით G-----------------------–-------------------------------, მიყენებული მატერია-ლური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათ-ვალისწინებით შეადგენს 5502(ხუთი ათას ხუთას ორი) ლარს, (ტომი N3, ს.ფ. 266-285).
- გამომძიებლების - ა---------------შვილის, გ------- კ------–---–-------------------------–----–---------–---–--------–---–--------------–-–---–-------–------------–---------–------------------------–----------------------------------–-----------------------–------------–----–-შვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურებულია საქმეზე საგამო-ძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებების შედეგად მიღე-ბული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლე-ბიც საფუძვლად დაედო ნ----- ხ----–-შვილის, ზ------ რ----შვილის და გ-- ს-------შვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ათმეთაურმა ნ------ ხ----–-შვილმა გასცა განკარგულება მისაბმე-–--ნი სტვირთო ავტომო-ბილის, კონკრეტულ შემთხვევაში - ტრაილერის გამოყენებით საავტომობილო გზაზე მოძ-რაობის შეზღუდვის შესახებ. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და, მათივე შეთანხმებით, გამოკვლევის გარეშე მიღებული არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ------ ხ----–-შვილის მიერ გაცემული აღნიშნული განკარგულება (ბრძანება) თავისთავად გულისხმობს ისეთი საშუა-ლების გამოყენებას, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
კერძოდ, ნ------ ხ----–-შვილის ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარეობს და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაშიც არის მითითებული, რომ ნ------ ხ----–-შვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და, ბრალდების მხარის წარმომად-გენელთა პოზიციიდან გამომდინარე, ამ მოქმედებასთან ორგანულად დაკავშირებული გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ნ------ ხ----–-შვილის მხრიდან გამოიხატა მხოლოდ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შესახებ განკარგულების (ბრძანების) გაცემაში, რაც გულისხმობდა საავტომობილო გზის ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობის დაკეტვას და რის შესაბამისად (ასევე ბრალდების ფორმულირების მიხედვით) სრულად გადაიკეტა საავტომობილო გზა. ამდენად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ნ------ ხ----–-შვილის მიერ გაცემული განკარგულება, როგორც ცალკე მოქმედება და, ასევე, ამ განკარგულების შესაბამისად, რეალურად, გზაზე მოძრაობის სრულად დაკეტვა არის ბრალდებულ ნ------ ხ----–-შვილის მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედება, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოში საქმის განხილვისას და დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვერც ერთმა ბრალდებულმა კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რომელი კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი ითვალისწინებს დაუმორჩილე-ბელი მძღოლის შესაჩერებლად ტრაილერის გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი პოზიცია არ გამომდინარეობს ნ------ ხ----–-შვილისათვის წაყენე-ბული ბრალდების შინაარსიდან, ვინაიდან, ბრალდების დადგენილების მიხედვით, ნ------ ხ----–-შვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გამოიხატა, მათ შორის, კანონით აკრძალული საშუალების გამოყენების შესახებ ბრძანების გაცემაში. სასა-მართლო ვერ გაცდება ბრალდების ფორმულირების ფარგლებს და ამ საკითხთან მიმართე-ბაში აღნიშნავს, რომ იმ ნორმატიული აქტებით, რაც მითითებულია ნ------ ხ----–-შვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, საპოლიციო ღონისძიების ჩატარებისას რომელიმე სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შესაძლებლობა კონკრეტულად აკრძალული არ არის. სახელდობრ, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად უფლება აქვს გამოიყენოს ამ მუხლში კონკრეტულად მითითებული ან სხვა სპეციალური საშუალე-ბები, ხოლო პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი განსაზღვრულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ამდენად, ეს ნორმატიული აქტები არ ადგენს პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეცია-ლური საშუალებების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს და, გარდა ამისა, არ ზღუდავს სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას.
ამავე საფუძვლით სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნ------ ხ----–-შვილის მიერ გაცემული განკარგულება წინააღმდეგობაშია “სატრან-სპორტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად სპეციალური საშუალებების “ზღარბი დიანას“ და “სპეციალური ბადეს“ გამოყენების მეთოდური მითითებების დამ-ტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76-ე ბრძანების მოთხოვნებთან, ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც, ნორმატიული აქტი განსაზ-ღვრავს მხოლოდ აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების წესს და არ კრძა-ლავს პოლიციელის მიერ სხვა (მათ შორის - “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული) საშუალების გამოყენებას. ამავე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემ-თხვევებში, დასაშვებია სპეციალურ საშუალებებთან ერთად მოძრაობის მიმართულების გადაკეტვა ავტომობილებით, ტრაქტორებით, თვითმავალი მექანიზმებითა და სხვა საშუა-ლებებით და, ამდენად, მოძრაობის შეზღუდვის მიზნით სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ზოგადად აკრძალული არ არის. ამასთან ცხადია, რომ სატვირთო ავტომო-ბილი, როგორც ასეთი, თავისთავად არ იწვევს მძიმე დასახიჩრებას, არ არის დაკავშირე-ბული გაუმართლებელ რისკთან და მისი გამოყენება შესაძლებე-–-- სახიფათო იყოს ადა-მიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის კონკრეტულ ვითარებასა და გარემოებებში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საშუალება.
სასამართლო ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ აფასებს იმ გარემოებას, ხაშურის რაიონის სოფელ ა------თან მოძრაობის შეზღუდვის ადგილზე სატვირთო ავტო-მანქანა გაჩერდა შემთხევით, თუ განგებ იქნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის თანამ-შრომელთა მიერ, მაგრამ ო----- დ--------შვილის, დ----- უ-–------–-შვილის ჩვენებებისა და გ---- ა--------შვილის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერის მხედველობაში მიღებით, დად-გენილად მიაჩნია ფაქტი, რომ გზის ამ მონაკვეთზე ფაქტობრივად მოხდა მოძრაობის შეზ-ღუდვა სატვირთო ავტომობილის გამოყენებით და ეს ინფორმაცია, რადიოკავშირის საშუა-ლებით, ცნობილი იყო ნ------ ხ----–-შვილისათვის, მის მიერ მოძრაობის შეზღუდვის შე-სახებ განკარგულების გაცემამდე.
გარდა ამისა, როგორც თვით ნ------ ხ----–-შვილის, ასევე ბრალდებულების - ზ------ რ-----შვილისა და გ-- ს-------შვილის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ნ------ ხ----–-შვილმა გასცა მხოლოდ განკარგულება მოძრაობის შეზღუდვის შესახებ და მან კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რა ვითარებაში უნდა განხორციელებულიყო შეზღუდვა. ამ შემთხვევაში სასამართლო სრულად ეთანხმება ბრალდებულ ნ------ ხ----–-შვილის ადვოკატების პოზიციას, რომ ნ------ ხ----–-შვილს უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა შეზღუდვის განხორციელებაში - არ შეურჩევია ადგილი, მანძილი, შეზღუდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების განლაგება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორები, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინათ და განესაზღვრათ დავალების უშუალო შემსრულებლებს. ამასთან ნ------ ხ----–-შვილის მიერ გაცემულ ბრძანებაში არ იყო მითითებული და ბრძანებით არც იგულისხმებოდა, სატვირთო ავტომანქანით მოძრა-ობის შეზღუდვა განხორციელებულიყო ისე, რომ რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ვერ დაენახა, დროულად ვერ აღექვა გზაზე არსებული დაბრკოლება და არ ჰქო-ნოდა საკმარისი დრო, მანძილი და საშუალება ავტომობილის უსაფრთხო გაჩერებისათვის.
გარდა ბრალდებულთა ჩვენებებისა, იგივე გარემოებები დადასტურებულია მოწმე ვ----– ქ-----შვილის მიერ გამოძიებაში მიცებული და სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკით-ხული ჩვენებით, თუმცა, ამავე ჩვენებაში მითითებულია, რომ ზ------ რ----შვილის ან გ-- ს-------შვილის მიერ რამდენიმეჯერ გამეორებულ შეკითხვას, გადაეკეთათ თუ არა მოძრა-ობა, ნ------ ხ----–-შვილმა ბოლოს უპასუხა: “გადაკეტეთ“. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ჩვენებით თავისთავად და გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ნ------ ხ----–-შვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და, მით უმეტეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძ-ლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია.
ბრალდებულების ზ------ რ----შვილის და გ-- ს-------შვილის ჩვენებებსა და მათი დაცვის პოზიციას, რომ სატვირთო ავტომობილის გამოყენებით გზის შეზღუდვის თაობაზე გან-კარგულება ყველა შემთხვევაში და ავტომატურად ნიშნავს მითითებას სავალი ნაწილის ორივე სამოძრაო ზოლის გადაკეტვის შესახებ, რადგან ეს, მათი განმარტებით, არის აპრო-ბირებული მეთოდი, მოწმის სახით დაკითხვის დროს ფაქტობრივად დაეთანხმა ბრალდე-ბული ნ------ ხ----–-შვილი, როდესაც აჩვენა, რომ განკარგულების გაცემისას სწორედ ამას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, ამ ჩვენებებს სასამართლო ვერ მიიღებს მხედველო-ბაში, როგორც მტკიცებულებებს, რადგან ისინი არ მიუთითებენ კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე და წარმოადგენენ მხოლოდ მოსაზრებას. ამასთან გზაზე მოძრაობის შეზ-ღუდვის ასეთი პრაქტიკის არსებობის შესახებ სასამართლოში რაიმე უტყუარი მტკიცებუ-ლება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ჩვენე-ბებს სასამართლო ასეთად ვერ მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ მათი დაცვის ერთ-ერთი პოზი-ცია, კერძოდ რომ ისინი მოქმედებდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის (ბრძანების ან განკარგულების შესრულება) პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობის პირობებში, აშკარად ეწინააღმდე-გება ნ------ ხ----–-შვილის დაცვის ინტერესებს. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამ-ტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთობლიობაში ეს გარემოებები გამორიცხავს ბრალდებულ ნ------ ხ----–-შვილის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის მე-5 ნაწილით დადგენი-–--, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ნ------ ხ----–-შვილის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადე-ნაში, რის გამოც ნ------ ხ----–-შვილი უნდა გამართლდეს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდე-ბულების - ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის დაცვის პოზიციას იმის შესახებ, რომ ისინი ასრულებდნენ ათმეთაურ ნ------ ხ----–-შვილის კანონიერ (შესაძლოა უკა-ნონო) ბრძანებას, რომლის გააზრების ან/და შეფასების დრო არ ჰქონდათ, არც ვალდებუ-ლება ეკისრებოდათ და მოქმედებდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობის პირობებში.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ზ------ რ----შვილის და გ-- ს-------შვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, - ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, აგრეთვე პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით დადასტურებულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა, როგორც მოხელეებმა, განზრახ გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, “პო-ლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და “საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის უგულვებელყოფით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით, ადმინის-ტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთისათვის და სამართალდამრღვევი პირის შეჩე-რების/დაკავების მიზნით გამოიყენეს აშკარად არათანაზომიერი და არაპროპორციული იძულების ღონისძიება, რითაც საფრთხე შეუქმნეს არა მხოლოდ სამართალდამრღვევის, არამედ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისა და მათ მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებაში, მათივე მითითებით, ფაქტობრივად ჩართული პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მოწმეების - გ------- ღ-–-----ის, რ----- ნ------ს, ბ------ ი-----ძის, ვ-–-------- მ-------შვი-ლის, ლ---- ს---------ს, გ---- ღ-–-----ის, გ------- ხ-------ს, ნ---- ს----შვილის სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამო-ძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, “209“ საპატრულო ეკიპაჟის ბორტის რეგისტრატორის ვიდეოჩანაწერით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების შედეგად, გ-- ს-------შვილის უშუალო მითითების შესაბამისად მისაბმე-–--ნი სატვირთო ავტომანქანისა და ევაკუატორის გზაზე განლაგების გამო ქალაქ გორთან არსებული საავ-ტომობილო გვირაბის გასასვლელთან ახლო მანძილში სრულად დაიკეტა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და, ნაწილობრივ, სათადარიგო ზოლი, რის შედეგად გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეუძლებელი გახდა. შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილ-ველი მოწმეების ჩვენებებით ასევე დადგენი-–--, რომ შეჯახებამდე საპატრულო პოლი-ციის ავტომანქანიდან გადასული იყო მხოლოდ გ-- ს-------შვილი და იგი არ ცდილობდა, ავტომანქანა “BMW-X5-ის“ მძღოლისათვის წინასწარ მიენიშნებინა (გაეფრთხილებინა იგი) სავალ გზაზე დაბრკოლების არსებობის შესახებ. გარდა ამისა, დადგენი-–-- და არც ბრალ-დებულები უარყოფენ იმ გარემოებას, რომ გზაზე მოძრაობის დაკეტვის შესახებ რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ან სხვა საშუალება განთავსებული ან გამოყენებული არ ყოფილა. აგრეთვე დადგენი-–-- ის გარემოება, რომ გზის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტი-ლების მიღებისას, ზ------ რ----შვილისათვის და გ-- ს-------შვილისათვის ცნობილი იყო ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით და “209“ საპატრულო ეკიპაჟის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერით არ დასტურდება, რომ ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის საპატრულო ავტომობი-ლის მაშუქები მიმართული იყო გზაზე განივად გაჩერებულ სატვირთო ავტომანქნაზე.
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დაგენი-–--, რომ მაღალი - დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლს, მხედველო-ბის არესა და მანძილის გათვალისწინებით, შექმნილ კონკრეტულ ვითარებაში არ ჰქონდა ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერების შესაძლებლობა. ამდენად, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ გზის ამ მონაკვეთზე მაღალი სიჩქარით, საგზაო მოძრაო-ბის წესის დარღვევით შეიძლებოდა სხვა ავტომობილსაც ემოძრავა.
დ----- გ---–------ს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასა და სასამართლოში ექსპერ-ტის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ადვოკატ ნოდარ ცინცაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საექსპერტო კვლევის ჩატარებისას დ----- გ---–------ გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნა და დ----- გ---–------ს ჩვე-ნება მხედველობაში არ უნდა იქნეს მუღებული, სასამართლო არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო თითო-ეულ მტკიცებულებას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს ექსპერტის სამართლებრივ შეფასებებს, მიუხედავად მისი კვალი-ფიკაციის (არ არის იურისტი) და ეს მტკიცებულებები დაუშვებლად არ მიაჩნია.
სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის პიზიციას, რომ გამოკვლეული მტკიცებულე-ბებით არ დასტურდება ბ--- ხ-------ს მიერ მის დევნაში მონაწილე საპატრულო პოლი-ციის თანამშრომლებზე თავდასხმისა და მათთვის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელო-ბის დაზიანების რეალური საფრთხის შექმნის ფაქტი და, ასევე, შექმნილი ვითარება არ აძლევდა პატრულ-ინსპექტორებს ასეთის შესახებ ვარაუდის საფუძველს. კერძოდ, ბ--- ხ-------ს მხრიდან მათზე მიზანმიმართული თავდასხმის ფაქტის არსებობა არ დასტურ-დება მის დევნაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით და სასამართლოში გამოკვლეული, საპატრულო ეკიპაჟების საბორტე რეგისტრატორებისა და სამხრე კამერე-ბის ვიდეოჩანაწერებით. ამასთანავე ასეთის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმარ-თველოს სამორიგეო განყოფილებისა და ამავე სამმართველოს სამორიგეო ნაწილის - “ლი-ახვი“ - რეგისტრაციის წიგნებში, სადაც კერძოდ დაფიქსირებულია, რომ “BMW X5” მოდე-ლის, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით I-------- ავტომობილის მძღოლი ქმნის საავა-რიო ვითარებას და არ ემორჩილება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. თუმცა სასამარ-თლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებას, მოცემული დანაშაულის ჩადენის გარემოებების გათვა-ლისწინებით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ბრალდებულების ქმედებების სამართლებ-რივი შეფასებისათვის, ვინაიდან მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ ვარაუდის შემთხვევაშიც, მძღოლის დაკავების მიზნით არ ჰქონდათ უფლება, ჩაეტარებინათ გაუმარ-თლებელ რისკთან დაკავშირებული საპოლიციო ღონისძიება.
გამომდინარე აქედან, სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზ------ რ----შვილი და გ-- ს-------შვილი მოქმედებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული, მართლწინააღმდე-გობის გამომრიცხველი გარემოებების - დამნაშავის შეპყრობის აუცილებლობისა და მარ-თლზომიერი რისკის არსებობის პირობებში.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულების ზ------ რ----შვი-ლისა და გ-- ს-------შვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს და ეთანხმება ბრალდების ფორმული-რებას, რომ გ-- ს-------შვილს, რომელიც გადასული იყო საპატრულო ავტომანქანიდან, უშუალოდ განალაგა ადგილზე სატრანსპორტო საშუალებები და შეაფასა ვითარება, გაცნო-ბიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - ბ--- ხ-------ს სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა ამ შედეგის თავიდან არიდებას. ამასთანავე ზ------ რ----შვილი, იმისდა მიუხედავად, რომ გ-- ს-------შვილთან ურთიერთშეთანხმებით მან მიიღო გადაწყვეტილება ტრაილერის გამოყენებით საავტომობილო გზაზე მოძრაობის დაკეტვის შესახებ და მათ ერთად შეარჩიეს გზის გადაკეტვის ადგილი, ამ დროს იმყოფე-ბოდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გზაზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგებასთან დაკავშირებით უშუალოდ რაიმე მოქმედება მას არ განუხორციელებია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ქმედება გაუფრთხილებლობით დამდგარ შედეგთან არ არის უშუალო მიზეზობრივ კავშირში, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწიბელი ბრალდე-ბის ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ რ----შ-ვილმა და გ-- ს-------შვილმა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით,გ-- ს-------შვილმა აგრეთვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, დანა-შაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით
მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში: საჯარო მოხელეებმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-2 განყოფილების პატ-რულ-ინსპექტორებმა ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა,“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და “საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების უგულვებელყოფით, განზრახ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლე-ბამოსილებას. კერძოდ, მათ შეარჩიეს ადგილი, სადაც დიდი სიჩქარით მოძრავი ბ--- ხ-------ს ავტომობილის გაჩერების მიზნით, სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაეკეტათ საავტომობილო გზა. აღნიშნულის შემდეგ, გ-- ს-------შვილმა “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლ გ------- ღ-–-----ს მოსთხოვა მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით გადაეკეტა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმარ-თულებით საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი, რის შემდეგაც პატრულ ინსპექ-ტორების ზ------ რ----შვილისა და გ-- ს-------შვილის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე გ------- ღ-–-----მა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში სრულად გადაკეტა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და სათადარიგო გზის ნაწილი. სწორედ ამ დროს, გ--------------იდან გამოვიდა საავტო-მობილო გზის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავი, რ----- ნ------ს მართვის ქვეშ მყოფი, ავტომანქანებით დატვირთული “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით P--------, რომელიც გ-- ს-------შვილის მიერ შეჩერებულ იქნა საავტომობილო გზის იმ მხარეს, დაახლოებით 30 მეტრში, სადაც “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატ-ვირთო ავტომანქანით გადაკეტვის შემდეგ ნაწილობრივ დარჩენილი იყო ავტომანქანით გასასვლელი საავტომობილო გზა.
განზრახ გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას საავტომობილო გზის სრუ-ლად გადაკეტვით, ზ------ რ----შვილმა და გ-- ს-------შვილმა დაბრკოლება შეუქმნეს და გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს როგორც დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლი ბ--- ხ-------, ასევე იმ დროისათვის მაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომანქანის მძღოლები, მათ შორის - “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ------- ღ-–-----ი და “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანის მძღოლი რ----- ნ------, ასევე მისი მგზავრი ბ------ ი-----ძე, რითაც არსებითად დაარღვიეს მითითებული ფიზიკური პირების უფლებები, მათ შორის - უსაფრთხო გადაადგილების უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რამდენადაც შეილახა საპატრულო პოლიციის პრესტიჟი და ავტო-რიტეტი.
საავტომობილო გზის გადაკეტვისას გ-- ს-------შვილი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ შეაჩერებდა ბ--- ხ-------ს სწრაფად მოძრავ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციე-ლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა გ--------------იდან საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით გამოსულმა, საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა ბ--- ხ-------მ, შექმნილ ვითარებაში, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, გადავიდა პირველ სამოძრაო ზოლში, რის შედეგადაც ჯერ წინა მარჯვენა ნაწილით დაე-ჯახა გვერდულ ზოლში მდგარ “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნორით P-------- და მასზე მოთავსებულ “NISSAN-ის“ მარკის ავტომანქანას, ხოლო შემ-დეგ დაეჯახა საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას “Mersedes Benc Actors“, სახელმწიფო ნორით Y--------, რის შედეგად ბ--- ხ------- გარდაიცვალა.
შეჯახებამ ასევე გამოიწვია გ------- ღ-–-----ის 17078 ლარის, რ----- ნ------ს 3872 ლარის და “Ford Tranzit 190 EF“ მარკის ავტომობილზე განთავსებული “NISSAN-ის“ მარკის ავტომობი-ლის მესაკუთრის - ბ------ ი-----ძის 5502 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი, რითაც არსებითად დაირღვა მათი უფლებები, ასევე ფაქტობრივად განადგურდა ბ--- ხ-------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და გამოწვეულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 125360 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშ-ვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქე-ბელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედე-ბაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამ-ნაშავის წარსულ ცხოვრებას
კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმე-ბელი ან შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დანიშვნისას გაითვა-ლისწინა მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ადამიანის სიკვდილი და მრავალ პირთა მიმართ დიდი ოდენობით დამდგარი ქონებრივი ზიანი. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამავე ნორმით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მათ უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს - ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში გ-- ს-------შვილის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს და მას უნდა დაენიშნოს სასჯელი 2 (ორი) წლის და ექვსი თვის ვადით, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე,275-ე, 276-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------ ი----ს-ძე ხ----–-შვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
2. ნ------ ხ----–-შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქ-მდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
3. ნ------ ხ----–-შვილს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. ზ------ ლ-----ს-ძე რ----შვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარ-დგენილ ბრალდებაში;
5. ზ------ ლ-----ს-ძე რ----შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯე-ლის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესა-ბამისად, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა მას დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტი-დან და ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე;
6. ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------ რ----შვილს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან;
7. ზ------ რ----შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
8. გ-- ჯ--------ს-ძე ს-------შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯე-ლის სახედ და ზომად დაენიშნოს:
8.1. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;
8.2. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
8.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბა-მისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სას-ჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, გ-- ს-------შვილს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელ-მწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშ-ვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაე-წყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე;
9. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-- ს-------შვილს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან;
10. გ-- ს-------შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
11. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
11.1. “მერსედეს-ბენცის“ ფირმის“ სატვირთო ავტომანქანა - უნაგირა საწევარა, სახელ-მწიფო-სარეგისტრაციო ნომრით Y--------, მასზე მიმაგრებული სპეციალი-ზირებული ნახევარმისამბელი, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით A-----, “BMW X5-ის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით I------ და ამ ავტომანქანის საბურავი და დისკი, “ფორდ ტრანზიტის“ მოდე-ლის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით P------------------------------–----------–--------–-–-------------------–-----------------------------------------------------------------------–--------------------------------–-------–--–-----------------------------------–-----------------–----------------------------------------------------------------------------------) - შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;
11.2. DVD-R დისკები, რომლებზეც ჩაწერი-–--: სამართლო-სამედიცინო ექსპერტი-ზის ბიუროდან ბ--- ხ-------ს ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); “სმარტ რითეილის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწე-რები (ოთხი ერთეული დისკი), გ--------------თან მდებარე მეტეოროლოგიური სადგურის ფოტოსურათები (ერთი ერთეული დისკი); საგამოძიებო ექსპერიმენ-ტების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა (სამი ერთეულ დისკი); გორის გვირა-ბის ვიდეოკამერის ჩანაწერი (ერთი ერთეული დისკი); საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ბორტკომპიუტერებით გადაღებული ვიდეომასალა და პატრულ ინს-პექტორების - ვ----– ქ-----შვილის, გ------- ჟ------შვილის, გ---- ა--------შვი-ლის, ზ------ რ----შვილის, ნ------ ხ----–-შვილის და დ----- უ-–------–-შვილის სამხრე კამერების ჩანაწერები (ჩვიდმეტი ცალი დისკი), შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა (სამი ერთეული დისკი), ლ---- ს---------ს ავტომან-ქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა (ერთი ერთეული დისკი); №212-ე საპატრულო ეკიპაჟის ბორტკომპიუტერიდან გადმოწერილი ვიდეომასალა (ერთი ერთეული დისკი), აგრეთვე - ქიმიური ექსპერტიზის დას-კვნის დანართი ოთხ პაკეტად და ხელწერილები ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
11.3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 119-ე კილომეტ-რის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული პლას-ტმასის ჩამონაყარი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ;
12. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი